![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,350 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
ტყვიების ტესტირებისას პლასტენილის გამოყენების იდეა ახალი არაა. პირველი მქონი ჩვენს ფორუმზე Parna იყენებდა პლასტენილს, მერე Bazuka-მ სინჯა პლასტენილით ტესტის ჩატარება, მაგრამ ორიოვე ჩვენს ფორმელს ჰქონდა ერთი დიდი ნაკლი, კერძოდ - ცოოტა პლასტენილი. დღეს პაწა საქმეზე ვიყავი ზემელზე გასული და მიწისქვეშა გადასასვლელში გავიარე, გავიარე და დევინახეე, დედა რა დევინახეეე. ეგეთი რამე მე არ მინახია ![]() ![]() ![]() დევინახე საძერწი თიხა, კაი თიხა, გემრიელად შეფუთული, კარგად დაფასოებული... მოკლედ თურქულს არ გავდა, ვეკითხები გამყიდველს რა ღირს მეთქი, მეუბნება 6 ლარიო.... ეგრევე წამრმოვიდგინე რაფრა ხვდება ამ მასას ტყვია დააა... არა ერთი ცალი არ მეყოფა თხელი ბრიკეტია, მინიმუმ 3 პაკეტი დამჭირდება ეს კი 18 ლარია... ჰოოო დავდე ადგილზე და სად მქონდა მანამდე თვალები?? ვეებერთელა დღემდე უხილავი პლასტენილის აგურებს ვხედავ, ვიღებ ხელში ვეკითხები რა ღირს?? მეუბნება 4 ლარი... ვაა კაი დიდია, 2 ცალი ყელში ამომივა დაჟე არც მჭირდება, მარა ჯანდაბას წავა. გადავუხადე ფული და დებილი ბავშვივით გახარებული სახლისაკენ გამოვექანე. ![]() ![]() ![]() როგორც ხედავთ საკმაოდ დიდი ბრიკეტია, და წონაც გემრიელი აქვს 500 გრამი. მოკლედ დიდი დრო არ დამჭირდა იმისათვის რომ წვრილ ზოლებად დამეჭრა და ეს ყველაფერი ერთმანეთში ამეზილა, მივიღე აი ასეთი ხელოვნების ნიმუში ![]() ![]() რავი თუ ბრონგამტანი ტყვია არ არის ქე უნდა ეყოს სიგრძე და სისქე ![]() არც ვაციე არც ვაცხელე, ავდექი და ამ პლასტენილს ჩავახუტე 290 მეტრ წამით CP 10.5. ტყვიასთან კოცნისას პლასტენილი ასე დაიჭყანა: ![]() კაი სიღრმეზე შევიდა ტყვია ხომ იცი, ამ ზომის ყვავი, თაგვი და მაჩვი მე არ მეგულება, ანუ გარანტირებული გამჭილი ჭრილობა აქვს მიღებული ![]() ესეც ტყვიის მიერ გაკეთებული ხვრელუს დელ მორგუს ![]() საკმაოდ სწორხაზოვანი ხვრელია, ტყვიაც საკმაოდ ჯანსაღად გამოიყურება, თითქმის არაფერი არ მოსვლია ![]() აქვს რაცხა დეფორმაცია, მაგრამ არა ისეთი როგორიც საჭიროა. ჰოოო რას შევადარო, რას შევადარო.... ოოო იმავე Crosman-ის ტყვიას ოღონდ Benjamin Hollowpoint 10.5-იანს როგორც ვიცით რეკლამირდება როგორც ექსპანსიური ტყვია, ჰოოდა ვნახოთ ერთი რა ექსპანსიურობის ტრაკი აქვს. გავამთელე პლასტენილი, მაგრამ გადაზელვა დამეზარა, გადავტენე მარადიორი და... ბა... ბახ...ტყალაპპპპ, რა ვქნა ბა-ბახ-ის მაგივრად ბა-ტყლაპ-ის ხმა იყო ![]() ![]() ![]() ![]() საინტერესო ისაა რომ ამ ტყვიამ უკვე იდეალური ხვრელი კი აღარ გააკეთა, როგორც წინა ნახვრეტზე ჩანს ცოტაოდენ გახეთქასავით პლასტენილი.... ოოოო დას ისტ საინტერესოოო... ვნახოთ ხვრელის სიღრმე... ![]() პრაქტიკულად 2-ჯერ ნაკლებია, ცოოტა კიდევ პატარა, ანუ 13 სანტიმეტრის მაგივრად 6 სანტიმეტრია, გავჭრათ აბა შუაზე და.... ![]() ესეც თქვენი ექსპანსიურობის ხვრელი!!!! აქვს თუ არა გაფუებული ხვრელი!!! არის თუ არა ეს ჰიდრო დარტყმა!!! არის და 4.5-მა მეტი რაღა ქნას, CP-სგან განსხვავებით აშკარად განსხვავებული ხვრელია! ![]() მარა ტყვიას ხედავთ??? ხედავთ რას გავს ეგ უბედური?? და ეს მხოლოდ და მხოლოდ პლასტენილში მოხვედრისას!!!! ![]() ასეთი რამ... ჰოოო..... მმმმ.... რა მოუვა ახლა ყვავს რომელსაც ეს მოხვდება ბეჭებში??? ალბათ კუგელ შვაინე ახტუნგ ცვაიცუნგის ამოძახება დაემართება ტყვიის თავი ხომ საერთოდ რა... სადღაა ტყვიის თავზე არსებული ხვრელი??? ![]() ![]() ![]() შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, ამ ტყვიას აქვს ექსპანსიურობა და თან სერიოზული, უძახე ახლა რომ არაფერს არ აკეთებს. თქვენი არ ვიცი და ყვავებს აწი მხოლოდ ეს გემრიელი საჭმელი უნდა ვაჭამო ხოლმე, CP მაგათთვის არ არის შექმნილი, აი BHP კი პირდაპირ მაგათთვისაა ესეც პრაქტიკული შედარებითი სურათი, მგონი ყველაფერი ნათელი ზედმეტი კომენტარების გარეშე ![]() კიდევ რაცხა მინდოდა მექნა და აგერ გამახსენდა CZ80-ის მიერ მოცემული ძვირიანი Hatsan Torpedo რომელიც ტესტირების მერე რამდენიმე ცალი დამრჩა და მისი მიმოხილვის დაწერას თავი ვერ მოვაბი... მიმოხილვას ხვალ იმედია დავდებ, მანამდე კი 9.6 გრანიანი ტყვია 314 მეტრ წამით პლასტენილშიიიიიი!!!! ![]() ა ხვრელი ![]() ეს კი შეღწევის სიღრმე ![]() თითქმის CP-ს დაეწია.... მაგრამ მიუხედავად მეტი სიჩქარისა, ნაკლები წონა ხელს უშლის შეღწევაში და ცოოტათი ადრე ჩერდება.. იდეაში ტყვია რომ რბილი ლითონისგან იყოს გაკეთებული ალბათ დეფორმირებაც ექნებოდა და ადრეც გაჩერდებოდა, მაგრამ.... მაგრამ ეს ჰაჩიკას თხელკედლიანი ტყვია ისეთი ლითონისგანაა დამზადებული რომ... მოკლედ ორი თითით სანამ გალურჯებამდე არ დააწვები მანამდე ტყვის დეფორმირებას ვერ გაუჩალიჩებ, ძალიან მყარი შენადნობია გამოყენებული. აქედან შეღწევადობა არის, მაგრამ ექსპანსიურობა.... ესეც ტყვიის ტრაექტორია ![]() და ტყვია პლასტენილში ახლო ხედით ![]() პრაქტიკულად არაფერი მოსვლია ოდნავ შეიცვალა თავმა ფორმა ![]() სულ ეს იყო დღევანდელი ტესტირება, ამ ტესტირების ბოლოს პლასტენილიანი ხელები მქონდა და არანაირი სურვილი აღარ მქონდა თოფისთვის, ან ფოტოაპარატისთვის მომეკიდა ხელი, ამიტომ სხვა ტყიებზე შემდგომში გავაგრძელებ რეპორტებს...
| |
> |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,350 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
ეს კი დღევანდელი სუპერ საჩუქარი, თუმცა თუ კარგად მოიქცევით საჩუქრები შეიძლება კიდევ დავყარო.... მაშ ასე დღევანდელი ვარსკვლავი ჩვენს პოდიუმზეეეეე....... Crosman Premier Hollowpoint წონა ამ პატარას აქვს 7.9 გრანი, იდეაში ეს არის ცნობილი BHP-ის უმცროსი ძმა, ფორმა იგივე აქვს, უბრალოდ ზომებშია დაპატარავებული და ცოოტათი დატყეპებულია. რატომღაც Crosman-ი ამ ტყვიას ტავის სახელით უშვებს ხოლო მძიმე 10.5 გრანიანს Benjamin-ის მარკით. ![]() მაშ ასე გახსოვთ რა გააკეთა BHP-იმ??? როგორ ფიქრობთ ეს პაწუა რას იზამს? ააქვს რაიმეს ტაკუნები ![]() ჰოოდა მოდი შევხედოთ, გადავტენოთ მარადიორი და მთელი 290 მეტრ წამით პლასტენილში გავუშვათ 50 სანტიმეტრიდან.... როგორ ფიქრობთ რა გამოვიდა???? ![]() ამოხეთქა ისლანდიაში კიდევ ერთმა პლასტენილის ვულკანმა, ცივ-ცივი პლასტენილის ლავა შემომესხა კიდევაც ![]() რას იტყვით სურათზე?? ტყვიას ხედავთ?? იცით რატომ ჩანს?? ![]() ![]() მოკლედ კიდევ ერთხელ ცოტა კუთხიდან შევხედოთ პლასტენილს სურათი დაზიანებულია ![]() ხომ არის თერმო ბირთული კრატერი?? ![]() მოკლედ ეს არის შემავალი ხვრელი.... ![]() რავარია ჰა? მართალია 1-2 მილიმეტრით მეტია, მაგრამ ასეთი ვეებერთელა ზომები მგონი არავის მოუცია, მაგრამ ეგ რა არის, აი სიღრმეს შეხედეთ ![]() ახლა ხვდებით რატომ ჩანს ტყვია ხვრელში?? ვეებერთელა ხვრელია და თან ტყვია ახლოს გაჩერდა, შესაბამისად შეაღწია შუქმა და ობიექტივმა ხვრელში რავიცი რა ვთქვა ლამის ოთხკუთხედი გააკეთა ტყვიამ სიღრმე სიგანეში... თუ ორთკუთხედი არა მართკუთხედი ნამდვილად გააკეთა, თან საკმაოდ ფართო აი ტყვიის ბალისტიკურ ჭრილს კი... ![]() ჰიდრო დარტყმა აშკარას სახეზეა, ამჯერად უბრალო ძაბრი აღარ გვაქვს, გვაქვს 35 მილიმეტრიანი შემავალი, შემდეგ უფრო ფართო ჰიდრო დარტყმის წრე და შემდეგ ჩქარი კონუსი, ისიც კი არ წვრილდება, პირიქით უცებ მთავრდება, ანუ მიაყენა სხეულს ბალისტიკური დარტყმა და გაჩერდა. კაი რამეა ![]() რას უზამს ახლა ეს მფრინავ ობიექტებს??? კურდღელს და ეგეთ სხვა დიდ არსებას ვერაფერს უზამ, აშკარად ტყავს აახევს და მორჩება, მაგრამ აი ყვანჩო, ქათამი, კვატი და სხვა... განსაკუთრებით ზურგიდან და გულ მკერდში მოხვედრისას, ფრთამ შეიძლება გააჩეროს ეს ტყვია, მისი ექსპანსიურობის გამო.... მდააა, შემზარავი შედეგია... დროა ტყვიას შევხედოთ ახლოდან... ![]() რას იტყვით ტყვიას ხედავთ?? მე ვერ ვხედავ, აგერ მეორე ფაქტი ![]() ტყვია აღარ არის, რაღაც ლითონის მონეტაა თუ ფირფიტა... სადღაა ტყვია???? ასეთი დატყეპებული მე ჯერ სხვა არაფერი მინახია, მაქსიმუმ ქვაზე სროლისას ტყვია რომ ბრტყელდება ეგ მაქვს ნანახი, მაგრამ შედარებით რბილ მასაში თუ ასეთი რამის მიღება შეიძლებოდა.... ![]() ![]() ეს უკვე ფოლაქია და არა ტყვია... შედარება საწყის ფორმასთან არ გინდათ??? ![]() ![]() ა ვიცი, სიტყვები საბეჭდად კი არა სალაპარაკოდ ვერ მოვძებნე, მოკლედ გადასარევი რამეა, მთავარია მოხვდეს რაიმეს... თქვენ წარმოიდგინეთ კროსმანის მყარი შენადნობი რას შვება და ასეთი ფორმა რომ JSB-ის რბილი ლითონიდან იყოს გაკეთებული...... უუუ.... ჩემს მტერს რასაც ის მოხვდება.... ეს კი საჩუქრად შესადარებლად, ორიგინალი კროსმანის 7.9 გრანიანი ტყვია, დეფორმირებული და მარჯვენა მხარეს დეფორმირებული BHP ![]() გამოდგება ვიზუალური შეფასებისთვის... ჩმა (ჩემი მოკრძალებული აზრით) შემიძლია ვთქვა მშვენიერი სანადირო ტყვიაა, თან ძვირიც არ ღირს, აქაური ფასი არ ვიცი, მაგრამ ამერიკაში 8.35$ ჯდება 500 ცალიანი კოლოფი... ამ ტყვიას წონაც რომ ჰქონდეს... უფრო სწორედ წონიანი ვარიანტი არსებობს BHP-ის სახით, აი BHP-ს რომ შენადნობი რბილი ჰქონდეს, ალბათ საერთოდ ნაკუწებად იქცეოდა სხეულში მოხვედრისას.
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 12th May 2025 - 04:53 PM |
Hosted by Pro-Service |