![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,351 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
ტყვიების ტესტირებისას პლასტენილის გამოყენების იდეა ახალი არაა. პირველი მქონი ჩვენს ფორუმზე Parna იყენებდა პლასტენილს, მერე Bazuka-მ სინჯა პლასტენილით ტესტის ჩატარება, მაგრამ ორიოვე ჩვენს ფორმელს ჰქონდა ერთი დიდი ნაკლი, კერძოდ - ცოოტა პლასტენილი. დღეს პაწა საქმეზე ვიყავი ზემელზე გასული და მიწისქვეშა გადასასვლელში გავიარე, გავიარე და დევინახეე, დედა რა დევინახეეე. ეგეთი რამე მე არ მინახია ![]() ![]() ![]() დევინახე საძერწი თიხა, კაი თიხა, გემრიელად შეფუთული, კარგად დაფასოებული... მოკლედ თურქულს არ გავდა, ვეკითხები გამყიდველს რა ღირს მეთქი, მეუბნება 6 ლარიო.... ეგრევე წამრმოვიდგინე რაფრა ხვდება ამ მასას ტყვია დააა... არა ერთი ცალი არ მეყოფა თხელი ბრიკეტია, მინიმუმ 3 პაკეტი დამჭირდება ეს კი 18 ლარია... ჰოოო დავდე ადგილზე და სად მქონდა მანამდე თვალები?? ვეებერთელა დღემდე უხილავი პლასტენილის აგურებს ვხედავ, ვიღებ ხელში ვეკითხები რა ღირს?? მეუბნება 4 ლარი... ვაა კაი დიდია, 2 ცალი ყელში ამომივა დაჟე არც მჭირდება, მარა ჯანდაბას წავა. გადავუხადე ფული და დებილი ბავშვივით გახარებული სახლისაკენ გამოვექანე. ![]() ![]() ![]() როგორც ხედავთ საკმაოდ დიდი ბრიკეტია, და წონაც გემრიელი აქვს 500 გრამი. მოკლედ დიდი დრო არ დამჭირდა იმისათვის რომ წვრილ ზოლებად დამეჭრა და ეს ყველაფერი ერთმანეთში ამეზილა, მივიღე აი ასეთი ხელოვნების ნიმუში ![]() ![]() რავი თუ ბრონგამტანი ტყვია არ არის ქე უნდა ეყოს სიგრძე და სისქე ![]() არც ვაციე არც ვაცხელე, ავდექი და ამ პლასტენილს ჩავახუტე 290 მეტრ წამით CP 10.5. ტყვიასთან კოცნისას პლასტენილი ასე დაიჭყანა: ![]() კაი სიღრმეზე შევიდა ტყვია ხომ იცი, ამ ზომის ყვავი, თაგვი და მაჩვი მე არ მეგულება, ანუ გარანტირებული გამჭილი ჭრილობა აქვს მიღებული ![]() ესეც ტყვიის მიერ გაკეთებული ხვრელუს დელ მორგუს ![]() საკმაოდ სწორხაზოვანი ხვრელია, ტყვიაც საკმაოდ ჯანსაღად გამოიყურება, თითქმის არაფერი არ მოსვლია ![]() აქვს რაცხა დეფორმაცია, მაგრამ არა ისეთი როგორიც საჭიროა. ჰოოო რას შევადარო, რას შევადარო.... ოოო იმავე Crosman-ის ტყვიას ოღონდ Benjamin Hollowpoint 10.5-იანს როგორც ვიცით რეკლამირდება როგორც ექსპანსიური ტყვია, ჰოოდა ვნახოთ ერთი რა ექსპანსიურობის ტრაკი აქვს. გავამთელე პლასტენილი, მაგრამ გადაზელვა დამეზარა, გადავტენე მარადიორი და... ბა... ბახ...ტყალაპპპპ, რა ვქნა ბა-ბახ-ის მაგივრად ბა-ტყლაპ-ის ხმა იყო ![]() ![]() ![]() ![]() საინტერესო ისაა რომ ამ ტყვიამ უკვე იდეალური ხვრელი კი აღარ გააკეთა, როგორც წინა ნახვრეტზე ჩანს ცოტაოდენ გახეთქასავით პლასტენილი.... ოოოო დას ისტ საინტერესოოო... ვნახოთ ხვრელის სიღრმე... ![]() პრაქტიკულად 2-ჯერ ნაკლებია, ცოოტა კიდევ პატარა, ანუ 13 სანტიმეტრის მაგივრად 6 სანტიმეტრია, გავჭრათ აბა შუაზე და.... ![]() ესეც თქვენი ექსპანსიურობის ხვრელი!!!! აქვს თუ არა გაფუებული ხვრელი!!! არის თუ არა ეს ჰიდრო დარტყმა!!! არის და 4.5-მა მეტი რაღა ქნას, CP-სგან განსხვავებით აშკარად განსხვავებული ხვრელია! ![]() მარა ტყვიას ხედავთ??? ხედავთ რას გავს ეგ უბედური?? და ეს მხოლოდ და მხოლოდ პლასტენილში მოხვედრისას!!!! ![]() ასეთი რამ... ჰოოო..... მმმმ.... რა მოუვა ახლა ყვავს რომელსაც ეს მოხვდება ბეჭებში??? ალბათ კუგელ შვაინე ახტუნგ ცვაიცუნგის ამოძახება დაემართება ტყვიის თავი ხომ საერთოდ რა... სადღაა ტყვიის თავზე არსებული ხვრელი??? ![]() ![]() ![]() შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, ამ ტყვიას აქვს ექსპანსიურობა და თან სერიოზული, უძახე ახლა რომ არაფერს არ აკეთებს. თქვენი არ ვიცი და ყვავებს აწი მხოლოდ ეს გემრიელი საჭმელი უნდა ვაჭამო ხოლმე, CP მაგათთვის არ არის შექმნილი, აი BHP კი პირდაპირ მაგათთვისაა ესეც პრაქტიკული შედარებითი სურათი, მგონი ყველაფერი ნათელი ზედმეტი კომენტარების გარეშე ![]() კიდევ რაცხა მინდოდა მექნა და აგერ გამახსენდა CZ80-ის მიერ მოცემული ძვირიანი Hatsan Torpedo რომელიც ტესტირების მერე რამდენიმე ცალი დამრჩა და მისი მიმოხილვის დაწერას თავი ვერ მოვაბი... მიმოხილვას ხვალ იმედია დავდებ, მანამდე კი 9.6 გრანიანი ტყვია 314 მეტრ წამით პლასტენილშიიიიიი!!!! ![]() ა ხვრელი ![]() ეს კი შეღწევის სიღრმე ![]() თითქმის CP-ს დაეწია.... მაგრამ მიუხედავად მეტი სიჩქარისა, ნაკლები წონა ხელს უშლის შეღწევაში და ცოოტათი ადრე ჩერდება.. იდეაში ტყვია რომ რბილი ლითონისგან იყოს გაკეთებული ალბათ დეფორმირებაც ექნებოდა და ადრეც გაჩერდებოდა, მაგრამ.... მაგრამ ეს ჰაჩიკას თხელკედლიანი ტყვია ისეთი ლითონისგანაა დამზადებული რომ... მოკლედ ორი თითით სანამ გალურჯებამდე არ დააწვები მანამდე ტყვის დეფორმირებას ვერ გაუჩალიჩებ, ძალიან მყარი შენადნობია გამოყენებული. აქედან შეღწევადობა არის, მაგრამ ექსპანსიურობა.... ესეც ტყვიის ტრაექტორია ![]() და ტყვია პლასტენილში ახლო ხედით ![]() პრაქტიკულად არაფერი მოსვლია ოდნავ შეიცვალა თავმა ფორმა ![]() სულ ეს იყო დღევანდელი ტესტირება, ამ ტესტირების ბოლოს პლასტენილიანი ხელები მქონდა და არანაირი სურვილი აღარ მქონდა თოფისთვის, ან ფოტოაპარატისთვის მომეკიდა ხელი, ამიტომ სხვა ტყიებზე შემდგომში გავაგრძელებ რეპორტებს...
| |
> |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,351 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
parna თუ გაქვს იქნებ ბოზიტაიც გასინჯო რაა ან ინცე რ ი ნეტუ ![]() ![]() კაი მოდი დავუბრუნდეთ ჩვენს განხილვებს და ამ საღამოს ვნახოთ ასეთი დიდი მოლოდინით დაცდლი საყვარელი და სანატრელი.... მოკლედ ვატრაკებ რა, დღეს მთელი დღეა გარაჟში ვჩალიჩობ დენი გამყავს და ვალაგებ იქაურობას ახალი პიპიის გამო და მოლოდინში ვარ კიდევ რაცხაების, ასე თუ ისე დენი იყო გარაჟში საჭირო და ... და მოშნად დავიღალე ასე რომ ვატრაკებ ახლა ![]() მოკლედ ძალიან რომ ელოდებოდით Eun Jin ერთერთი ყველაზე მძიმე ტყვია. ![]() ბევრი საუბრის გარეშე და თავის ფხანის გარეშე ლულაში და შემდეგ პალსტელინში.... მივიღე არ ასეთი ხვრელი ![]() ხვრელი საკმაოდ ლამაზი გამოვიდა, მაგრამ არაფერს გვეუბნება, სხვათა შორის ფანარით ხვრელის ბოლო ვერ დავინახე, მართლა, სერიოზულად, ამიტომაც ავიღე შტანგელი და... ![]() რეალურად ხვრელის შემავალი ზომა არის 19-20 მილიმეტრი, სიღრმე კი ![]() ჰოოო არ მომეწონა მე ეს ამბავი, წესით ექსპანსიურად ვიცნობდი ამ ტყვიას (კლასიკური დუმ-დუმის ფორმის გამო, ანუ წელზე რგოლები რომ აქვს ვითომ იქ უნდა იკეცებოდეს და ცეცხლსასროლის შემთხვევაში კი წყდებოდეს და იმსხვრეოდეს) და ველოდებოდი რაღაც სასწაულს, მაგრამ სასწაულები არ ხდებაო..., კაი ბატონო გავჭერით და... ![]() ლამაზი ხვრელია, მაგრამ მეტი არაფერია. ჰიდრო დარტყმა არ არსებობს, უბრალოდ შედარებით დიდ სიღრმეზე ახერხებს შემავალი ხვრელის ზომის მილის გაჭრას, რაც სხვა მსუბუქ ტყვიებს არ გამოსდიოდათ. ![]() ანუ ისევ ძაბრია, მაგრამ საკმაოდ რბილად გარდამავალი ახლა კი ტყვიას შევხედოთ ![]() ![]() კუთხვილები კარგად ემჩნევა, თავის გადიდება დარტყმისგან, ანუ ლურსმანის ეფექტი არის, მკაფიოდ გამოხატული არა, მაგრამ არის.... ![]() ესეც რა იყო და რა არის, დეფორმირება ისეთი არაა როგორც ხეში და ქვაზე მოხვედრისას, მაგრამ აი გაზეთების ტესტს თითქმის ემთხვევა. ტყვია ჩემის აზრით ექსპანსიურიდან, მასიური უროების განყოფილებაში გადავიდა, ამ ტყვიის დანიშნულება მხოლოდ მსხვილი არსების დაზიანებაა, მისი საქმეა დიდი სხეულის დაზიანება და ძვლების მტვრევა, ყვავისთვის მისი გამოყენება უაზრობაა. აი კურდღლები რომ დახტოდნენ ჩვენთან ოხრად, მაგათთვის ზედ გამოჭერილი იქნებოდა, მარა სადაა კურდღელი ![]()
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2025 - 12:54 AM |
Hosted by Pro-Service |