![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,351 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
ტყვიების ტესტირებისას პლასტენილის გამოყენების იდეა ახალი არაა. პირველი მქონი ჩვენს ფორუმზე Parna იყენებდა პლასტენილს, მერე Bazuka-მ სინჯა პლასტენილით ტესტის ჩატარება, მაგრამ ორიოვე ჩვენს ფორმელს ჰქონდა ერთი დიდი ნაკლი, კერძოდ - ცოოტა პლასტენილი. დღეს პაწა საქმეზე ვიყავი ზემელზე გასული და მიწისქვეშა გადასასვლელში გავიარე, გავიარე და დევინახეე, დედა რა დევინახეეე. ეგეთი რამე მე არ მინახია ![]() ![]() ![]() დევინახე საძერწი თიხა, კაი თიხა, გემრიელად შეფუთული, კარგად დაფასოებული... მოკლედ თურქულს არ გავდა, ვეკითხები გამყიდველს რა ღირს მეთქი, მეუბნება 6 ლარიო.... ეგრევე წამრმოვიდგინე რაფრა ხვდება ამ მასას ტყვია დააა... არა ერთი ცალი არ მეყოფა თხელი ბრიკეტია, მინიმუმ 3 პაკეტი დამჭირდება ეს კი 18 ლარია... ჰოოო დავდე ადგილზე და სად მქონდა მანამდე თვალები?? ვეებერთელა დღემდე უხილავი პლასტენილის აგურებს ვხედავ, ვიღებ ხელში ვეკითხები რა ღირს?? მეუბნება 4 ლარი... ვაა კაი დიდია, 2 ცალი ყელში ამომივა დაჟე არც მჭირდება, მარა ჯანდაბას წავა. გადავუხადე ფული და დებილი ბავშვივით გახარებული სახლისაკენ გამოვექანე. ![]() ![]() ![]() როგორც ხედავთ საკმაოდ დიდი ბრიკეტია, და წონაც გემრიელი აქვს 500 გრამი. მოკლედ დიდი დრო არ დამჭირდა იმისათვის რომ წვრილ ზოლებად დამეჭრა და ეს ყველაფერი ერთმანეთში ამეზილა, მივიღე აი ასეთი ხელოვნების ნიმუში ![]() ![]() რავი თუ ბრონგამტანი ტყვია არ არის ქე უნდა ეყოს სიგრძე და სისქე ![]() არც ვაციე არც ვაცხელე, ავდექი და ამ პლასტენილს ჩავახუტე 290 მეტრ წამით CP 10.5. ტყვიასთან კოცნისას პლასტენილი ასე დაიჭყანა: ![]() კაი სიღრმეზე შევიდა ტყვია ხომ იცი, ამ ზომის ყვავი, თაგვი და მაჩვი მე არ მეგულება, ანუ გარანტირებული გამჭილი ჭრილობა აქვს მიღებული ![]() ესეც ტყვიის მიერ გაკეთებული ხვრელუს დელ მორგუს ![]() საკმაოდ სწორხაზოვანი ხვრელია, ტყვიაც საკმაოდ ჯანსაღად გამოიყურება, თითქმის არაფერი არ მოსვლია ![]() აქვს რაცხა დეფორმაცია, მაგრამ არა ისეთი როგორიც საჭიროა. ჰოოო რას შევადარო, რას შევადარო.... ოოო იმავე Crosman-ის ტყვიას ოღონდ Benjamin Hollowpoint 10.5-იანს როგორც ვიცით რეკლამირდება როგორც ექსპანსიური ტყვია, ჰოოდა ვნახოთ ერთი რა ექსპანსიურობის ტრაკი აქვს. გავამთელე პლასტენილი, მაგრამ გადაზელვა დამეზარა, გადავტენე მარადიორი და... ბა... ბახ...ტყალაპპპპ, რა ვქნა ბა-ბახ-ის მაგივრად ბა-ტყლაპ-ის ხმა იყო ![]() ![]() ![]() ![]() საინტერესო ისაა რომ ამ ტყვიამ უკვე იდეალური ხვრელი კი აღარ გააკეთა, როგორც წინა ნახვრეტზე ჩანს ცოტაოდენ გახეთქასავით პლასტენილი.... ოოოო დას ისტ საინტერესოოო... ვნახოთ ხვრელის სიღრმე... ![]() პრაქტიკულად 2-ჯერ ნაკლებია, ცოოტა კიდევ პატარა, ანუ 13 სანტიმეტრის მაგივრად 6 სანტიმეტრია, გავჭრათ აბა შუაზე და.... ![]() ესეც თქვენი ექსპანსიურობის ხვრელი!!!! აქვს თუ არა გაფუებული ხვრელი!!! არის თუ არა ეს ჰიდრო დარტყმა!!! არის და 4.5-მა მეტი რაღა ქნას, CP-სგან განსხვავებით აშკარად განსხვავებული ხვრელია! ![]() მარა ტყვიას ხედავთ??? ხედავთ რას გავს ეგ უბედური?? და ეს მხოლოდ და მხოლოდ პლასტენილში მოხვედრისას!!!! ![]() ასეთი რამ... ჰოოო..... მმმმ.... რა მოუვა ახლა ყვავს რომელსაც ეს მოხვდება ბეჭებში??? ალბათ კუგელ შვაინე ახტუნგ ცვაიცუნგის ამოძახება დაემართება ტყვიის თავი ხომ საერთოდ რა... სადღაა ტყვიის თავზე არსებული ხვრელი??? ![]() ![]() ![]() შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, ამ ტყვიას აქვს ექსპანსიურობა და თან სერიოზული, უძახე ახლა რომ არაფერს არ აკეთებს. თქვენი არ ვიცი და ყვავებს აწი მხოლოდ ეს გემრიელი საჭმელი უნდა ვაჭამო ხოლმე, CP მაგათთვის არ არის შექმნილი, აი BHP კი პირდაპირ მაგათთვისაა ესეც პრაქტიკული შედარებითი სურათი, მგონი ყველაფერი ნათელი ზედმეტი კომენტარების გარეშე ![]() კიდევ რაცხა მინდოდა მექნა და აგერ გამახსენდა CZ80-ის მიერ მოცემული ძვირიანი Hatsan Torpedo რომელიც ტესტირების მერე რამდენიმე ცალი დამრჩა და მისი მიმოხილვის დაწერას თავი ვერ მოვაბი... მიმოხილვას ხვალ იმედია დავდებ, მანამდე კი 9.6 გრანიანი ტყვია 314 მეტრ წამით პლასტენილშიიიიიი!!!! ![]() ა ხვრელი ![]() ეს კი შეღწევის სიღრმე ![]() თითქმის CP-ს დაეწია.... მაგრამ მიუხედავად მეტი სიჩქარისა, ნაკლები წონა ხელს უშლის შეღწევაში და ცოოტათი ადრე ჩერდება.. იდეაში ტყვია რომ რბილი ლითონისგან იყოს გაკეთებული ალბათ დეფორმირებაც ექნებოდა და ადრეც გაჩერდებოდა, მაგრამ.... მაგრამ ეს ჰაჩიკას თხელკედლიანი ტყვია ისეთი ლითონისგანაა დამზადებული რომ... მოკლედ ორი თითით სანამ გალურჯებამდე არ დააწვები მანამდე ტყვის დეფორმირებას ვერ გაუჩალიჩებ, ძალიან მყარი შენადნობია გამოყენებული. აქედან შეღწევადობა არის, მაგრამ ექსპანსიურობა.... ესეც ტყვიის ტრაექტორია ![]() და ტყვია პლასტენილში ახლო ხედით ![]() პრაქტიკულად არაფერი მოსვლია ოდნავ შეიცვალა თავმა ფორმა ![]() სულ ეს იყო დღევანდელი ტესტირება, ამ ტესტირების ბოლოს პლასტენილიანი ხელები მქონდა და არანაირი სურვილი აღარ მქონდა თოფისთვის, ან ფოტოაპარატისთვის მომეკიდა ხელი, ამიტომ სხვა ტყიებზე შემდგომში გავაგრძელებ რეპორტებს...
| |
> |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,351 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
Davitus თეორია თუგინდა: ეგ ეტყობა თურქული პლასტელინია და ცოტა სხვა შემადგენლობაა... სავეტსცკი მამაპაპურ პლასტელინს დავითრევ იმედია ამ დღეებში... სურათები ბუდუთ! ოკ ველით, მანამდე ამ პლასტელინით ვაგრძელებ ტესტირებას მაშ ასე შემდეგი ეგზემპლარი ჩემს პლასტელნიში თავიდან პირველი სურათი სადაც ნაჩვენებია თუ როგორ პოზიციაში დევს ეს პლასტელინი სროლის წინ. ![]() ამ მაგიდან შრაუდერის ჭრილი მოცილებულია 50 სანტიმეტრით (ან ცოტა მეტით, ზუსტად არ ვიცი) და ისე ვუტყაპუნებ ტყვიებს ახლა კი გადავედით დღევანდელ განხილვის საგანზე კერძოდ კი JSB Predator ![]() დავიწყეთ ნასროლით ![]() ეს შემავალი ხვრელის ზომა, ზუსტად ზომები თქვენ განსაზღვრეთ წესით ცოტა მეტობიტაა აქ აღებული ![]() ეს კი ტყვიის შეღწევის სიღრმე ![]() იდეაში ჭრილზე ჩანს ექსპანსურობა, BHP-სავით არა მაგრამ არც არაფერი აკლია ![]() ![]() მაგრამ ყველაზე საინტერესო ტყვიის ფორმაა, დააკვირდით რა ფორმა მიიღო ტყვიამ, და ეგ ჯერ კიდევ არაფერია, ტყვიამ გამოიჩინა სრული ექსპანსიური ხასიათი, კერძოდ კი დატოვა გზადაგზა თავისი ნაფლეთები, რაც სხეულის შემთხვევაში კაი სისხლჩაქცევებისა და ნაფლეთი ჭრილობების გარანტია ![]() დააკვირდით ერთერთ დატოვებულ ტყვიის ნარჩენს შემავალ ხვრელთან ეს თვითონ ტყვიის თავი, მაგრა დააკვირდით წვეტიანი პლასტიკატის გადანატეხი ჩანს, მაგრამ სადაა თვითონ ისრის თავი??? ![]() ![]() ისრის თავი ვიცი სადაც არის ![]() ![]() ეგრე ცალ-ცალკედ მიმოფანტულია ბევრი ნარჩენი, ეგრეთწოდებული შრაპნელი, სულ პლასტელინიდან, უფრო სწორედ დატოვებული ჭრილობის ალიდან ამოვიღე აი ეს დეტალები: ![]() მემგონი საკმაო ნარჩენებია იმისათვის რომ ვთქვათ "პტიჩკუ ჟალკო" აი ასე ბატონო ჩემო, გადასარევი ტყვიებია საზიზღრად ძვირი რომ არ ღირდეს, 200 ცალიანი კოლოფი ღირს ამერიკაში 12.75$მ 500 ცალის ფასი გამოდის 31.90 პლიუს შიპინგი, პლიუს ჩამოტანა.... მდაააა ძვირია.
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th July 2025 - 04:59 AM |
Hosted by Pro-Service |