გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> Crosman C11 Tactical, ღირს?
GRIF'S
პოსტი Mar 1 2010, 04:20 PM
პოსტი #1


ცნობის მოყვარე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 18
რეგისტრ.: 26-January 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 295



ამ საქმეში კომპეტენტურო ბატონებო...

Crosman C11 Tactical ამ ღრმად პატივცემულ იარაღს გადავაწყდი შემთხვევით და ცოტა არ იყოს, მონაცემებით დამაინტერესა... ამ ტიპის იარაღისთვის თყვიის საწყისი სიჩქარე ნორმალური მომეჩვენა (მე ამ საქმეში, ჯერ გამოუცდელი ვარ)... სხვა მახასიათებლებიც საინტერესო იყო მაგრამ, ეგ ყველაზე მეტად მომეწონა, ფასი დაახლოებით 210-230 ლარის ფარგლებშია...

რას იტყვით ღირს კი ამ ფასად ასეთი იარაღი? თუ ისევ გავაგრძელო ძებნა სხვა მოდელების?

ესეც სურათი


ესეც მოკლე მახასიათებლები:

ტყვიის საწყისი სიჩქარე: 157 მ/წმ.
კალიბრი: 4.5 მმ.
დატენვის მექანიზმი: CO2.
კორპუსი: შავი პლასტიკი.
მჭიდის ტევადობა: 18.
სიგრძე: 215მმ.
წონა: 630 გ.
ისვრის სფერული ფორმის ფოლადის ტყვიებს.

აბა გისმენთ და ველი თქვენს მოსაზრებებს...

წინასწარ გმადლობთ.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
 
ახალი თემის დაწყება
გამოხმაურებები
ja_ja
პოსტი Mar 1 2010, 07:57 PM
პოსტი #2


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,351
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



GRIF'S
ციტატა(Shota @ 1st March 2010 - 06:59 PM) *
www.pyramydair.com -იდან ჩამოტანა უპრებლემოდ ხდება საქართველოში ხომ? ია 60$-ად ვნახე და მაგიტომ და არამგონია განბაჟებაში მაინცადამაინც დიდი თანხა დაემატოს, და იმ ზედა ფასზე იაფიც დაჯდება მემგონი...

ვერ ჩამოიტან biggrin.gif. საქართველოში პნევმატიკა ერთადერთი ბარამს ჩამოაქვს, ბარამამდე კი პირამიდი არ აგზავნის, რადგან ნიუ ჯერსის შტატის კანონებით (ნიუ ჯერსიში აქვს ბარამს ოფისი) იარაღის ფოსტით ტრანსპორტირება ლამის საციხო საქმეა. პირამიდი პირდაპირ წერს თავის პიროვბებში რომ სადრაც 15-მდე შტატში არ აგზავნის PCP და co2- კლასის იარაღებს. მე ადრე მაგათგან მინდოდა Walther Cp99 Compact-ის გამოწერა, არაოოოოო, გამომიგზავნეს ვეებერთელა წერილი გადაიკითხე ეს წესებიო, ისეთ შტატში გინდა გაგზავნა სადაც არ ვაგზავნითო!!!


მოკლედ პირამიდიდან გამოწერა დაივიწყე. შეგიძლია პირდაპირ საქართველოში გამოაგზავნინო, მაშინ უპრობლემოდ გამოგიგზავნიან, მაგრამ საქართველომდე გამოგზავნა 170$-მდე ჯდება biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

მოკლედ ჯობია გრიგოლს მიმართო, ანუ gregory-ს, ეგ არის კროსმანის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, აქვს კაკრაზ ეგ შენი იარაღი, ლინკი თვითონ შემოგტავაზა, ასე რომ შეიძლება ერთი შეხედვით 230 ლარი ძვირი მოგეჩვენოს პირამიდის ფასთან შედარებით, მაგრამ აქ მაგის ჩამოტანა უფრო ძვირი დაგიჯდება ვიდრე 230 ლარი ასე რომ ტუ მართლა გსურს შეძენა შეგიძლია ტამამად ეცე და იყიდო.

P.S. მოდი ერთად დავთვალოთ მაგის გამოგზავნა რომც მოხდეს რა დაჯდება
პირამიდზე მაგ პისტოლეტის ფასი 60$
პირამიდის ტრანსპორტირება ყველაზე იაფ შემტხვევაში 8.97 ანუ 9$
ჩამოტანა საქართველომდე მინიმუმ 9$ (ნუ უხეშად 1 კილო მაინც იქნება ტავის ყუთიანად)
ესეიგი გამოდის სუფტა ჩამოტანის შემთხვევაში 78$ ანუ 136.5 ლარი, მაგრამ რეალურად მაგის ჩამოტანა საქართველოში მაგ ფასად.... ნუ იდეაში ვერ გეტყვი რომ მთლად შეუძლებელია, უბრალოდ ვიცი რა წამებაცაა, პირადად 4 თვიანი ტრიალ წრიალის შემდეგ საერთოდ ჩავიქნიე ხელი ჩემს რჩეულ CP99 Compact-ზე.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

პოსტი ამ თემაში


მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th July 2025 - 11:18 AM
Hosted by Pro-Service