დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: Crosman C11 Tactical
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > რჩევები, კითხვა-პასუხი...
GRIF'S
ამ საქმეში კომპეტენტურო ბატონებო...

Crosman C11 Tactical ამ ღრმად პატივცემულ იარაღს გადავაწყდი შემთხვევით და ცოტა არ იყოს, მონაცემებით დამაინტერესა... ამ ტიპის იარაღისთვის თყვიის საწყისი სიჩქარე ნორმალური მომეჩვენა (მე ამ საქმეში, ჯერ გამოუცდელი ვარ)... სხვა მახასიათებლებიც საინტერესო იყო მაგრამ, ეგ ყველაზე მეტად მომეწონა, ფასი დაახლოებით 210-230 ლარის ფარგლებშია...

რას იტყვით ღირს კი ამ ფასად ასეთი იარაღი? თუ ისევ გავაგრძელო ძებნა სხვა მოდელების?

ესეც სურათი


ესეც მოკლე მახასიათებლები:

ტყვიის საწყისი სიჩქარე: 157 მ/წმ.
კალიბრი: 4.5 მმ.
დატენვის მექანიზმი: CO2.
კორპუსი: შავი პლასტიკი.
მჭიდის ტევადობა: 18.
სიგრძე: 215მმ.
წონა: 630 გ.
ისვრის სფერული ფორმის ფოლადის ტყვიებს.

აბა გისმენთ და ველი თქვენს მოსაზრებებს...

წინასწარ გმადლობთ.
nihontoman
ნუ თუ ასეთი ფისტოლეტი გინდა, მაშინ კარგია. პრობლემებზე არ მსმენია (ნუ სიმართლე გითხრა, არც მიცდია გაგება) და რავი, კაი რამე უნდა იყოს. თუ გინდა პისტოლეტი, მაშინ აიღე, თუ უბრალოდ პნევმატური იარაღი გინდა, მაშინ თავი დაანებე და დიდი ზომის ზ.დ.პ. იყიდე (მარა როგორც ვატყობ პისტოლეტი გინდა, ხომ მართლაი ვარ?)
GRIF'S
კი მართალი ხარ, ჯერ პისტოლეტი მინდა... პატარა, კომპაქტური, ადვილად სატარებელ-გადასატანი, მძლავრი (თავის მსგავსებში მემგონი მძლავრტა კლასში გადის, CO2-ია მაინც და მაგიტომ)...

www.pyramydair.com -იდან ჩამოტანა უპრებლემოდ ხდება საქართველოში ხომ? ია 60$-ად ვნახე და მაგიტომ და არამგონია განბაჟებაში მაინცადამაინც დიდი თანხა დაემატოს, და იმ ზედა ფასზე იაფიც დაჯდება მემგონი...
gregory
მონაცემები მთლად ზუსტი არაა
http://www.mymarket.ge/product_info.php?ty...oduct_id=499811
ისე კი იგივე C11-ია, მაგრამ ბევრად გრძელი ლულა აქვს(მაყუჩს რომ მოხსნი დაინახავ). თუ გინდა გამომიარე და განახებ და გასროლინებ, ოღონდ რიკოშეტს უფრთხილდი suicide2.gif
ja_ja
GRIF'S
ციტატა(Shota @ 1st March 2010 - 06:59 PM) *
www.pyramydair.com -იდან ჩამოტანა უპრებლემოდ ხდება საქართველოში ხომ? ია 60$-ად ვნახე და მაგიტომ და არამგონია განბაჟებაში მაინცადამაინც დიდი თანხა დაემატოს, და იმ ზედა ფასზე იაფიც დაჯდება მემგონი...

ვერ ჩამოიტან biggrin.gif. საქართველოში პნევმატიკა ერთადერთი ბარამს ჩამოაქვს, ბარამამდე კი პირამიდი არ აგზავნის, რადგან ნიუ ჯერსის შტატის კანონებით (ნიუ ჯერსიში აქვს ბარამს ოფისი) იარაღის ფოსტით ტრანსპორტირება ლამის საციხო საქმეა. პირამიდი პირდაპირ წერს თავის პიროვბებში რომ სადრაც 15-მდე შტატში არ აგზავნის PCP და co2- კლასის იარაღებს. მე ადრე მაგათგან მინდოდა Walther Cp99 Compact-ის გამოწერა, არაოოოოო, გამომიგზავნეს ვეებერთელა წერილი გადაიკითხე ეს წესებიო, ისეთ შტატში გინდა გაგზავნა სადაც არ ვაგზავნითო!!!


მოკლედ პირამიდიდან გამოწერა დაივიწყე. შეგიძლია პირდაპირ საქართველოში გამოაგზავნინო, მაშინ უპრობლემოდ გამოგიგზავნიან, მაგრამ საქართველომდე გამოგზავნა 170$-მდე ჯდება biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

მოკლედ ჯობია გრიგოლს მიმართო, ანუ gregory-ს, ეგ არის კროსმანის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, აქვს კაკრაზ ეგ შენი იარაღი, ლინკი თვითონ შემოგტავაზა, ასე რომ შეიძლება ერთი შეხედვით 230 ლარი ძვირი მოგეჩვენოს პირამიდის ფასთან შედარებით, მაგრამ აქ მაგის ჩამოტანა უფრო ძვირი დაგიჯდება ვიდრე 230 ლარი ასე რომ ტუ მართლა გსურს შეძენა შეგიძლია ტამამად ეცე და იყიდო.

P.S. მოდი ერთად დავთვალოთ მაგის გამოგზავნა რომც მოხდეს რა დაჯდება
პირამიდზე მაგ პისტოლეტის ფასი 60$
პირამიდის ტრანსპორტირება ყველაზე იაფ შემტხვევაში 8.97 ანუ 9$
ჩამოტანა საქართველომდე მინიმუმ 9$ (ნუ უხეშად 1 კილო მაინც იქნება ტავის ყუთიანად)
ესეიგი გამოდის სუფტა ჩამოტანის შემთხვევაში 78$ ანუ 136.5 ლარი, მაგრამ რეალურად მაგის ჩამოტანა საქართველოში მაგ ფასად.... ნუ იდეაში ვერ გეტყვი რომ მთლად შეუძლებელია, უბრალოდ ვიცი რა წამებაცაა, პირადად 4 თვიანი ტრიალ წრიალის შემდეგ საერთოდ ჩავიქნიე ხელი ჩემს რჩეულ CP99 Compact-ზე.
gregory
ja_ja
ფორუმელებს ფასდაკლება!!!
და ისე ძაან თუ გინდა ეგ ვალტერი მაშინ PRO77 მოგცემ biggrin.gif
რავი ფორუმებზე წერენ რომ ვალტერზე ბევრად ზუსტიაო(თუ ამას სიზუსტე ქვია) 11.gif
ja_ja
gregory
დიდი ამდლობა შემოთავაზებისთვის, მაგრამ რაღაც პისტოლეტის მუღამი გაქრა ამ ბოლო 6 თვის განმავლობაში, ამ ბოლო დროს სულ უფრო შაშხანებზე და დიდ დისტანციებზე მაქვს ტვინის გადაკეტვა, 10-15 მეტრი აღარ მიტაცებს.

ისე შემოტავაზეწბისთვის კიდევ ერთხელ დიდი მადლობა smile.gif i-m_so_happy.gif
Der Rote Baron
GRIF'S
მოკლედ ეგ C11 ძაალიან ადრე მქონდა 2–3 დღე ვისროდი ვტესტავდი და 1 პრობლემა ქონდა ,,აბოიმიდან'' ტყვიებს ლულაში რომ აწვდიდა ხან 2 ტყვია მიდოდა ხოლმე ხან ვაბშე არაფერი smile.gif მერე დავაბრუნე მაღაზიაში და ავიღე გამო პ23 და გამო მაგას ბევრად ჯობდა რა მარა გამოს აბოიმა არა აქვს სხვა ნაირად ინეტება ტყვიები, მოკლედ შეიძლება დეფექტიანი ,,ბრაკი'' C11 შემხვდა მარა მერე სხვებიც მოიტანეს და მგონი იმათ იგივე პრობლემები არ ქონია, ეგ იარაღი იდო დინამზოე სპორტული მაღაზიები როა ბოლოს წინა მაღაზიაში ფასი 160–200 ლარი, მარა მე რაზეც ვიძახი ანუ იყიდება მარტო პისტოლეტი და მეტი არაფერი არ მოყვება, და თუ ისეთი გინდა როგორიც შენს მიერ მოყვანილ ფოტოზეა აი გრიშამ მიგითითა ლინკი, ჩვენთან საქართველოში საუკეთესო არინატი ეგაა + პირამიდიდან ვერანაირად ვერ დაუკვეთავ smile.gif
gregory
Der Rote Baron
თუ რამდენიმე ტყვიას ისვრის ეგ აბოიმის ბრალოა. ხანდახან პატარა კორექცია(ჩაკაკუნება) ყოფნის ხოლმე
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.