![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
||
![]() ცნობის მოყვარე ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 60 რეგისტრ.: 19-February 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 313 ![]() |
EDIT: მოდერი ამას ალბათ რჩევებში და კითხვა პასუხში გადაიტანს. მოდერ- ბოდიში არასწორ განყოფილებაშია ალბათ. ![]() EDIT2: ვამატებ წყაროებს საიდანაც ვისწავლე ყველაფერი ამ ტექნიკის შესახებ. ეს წყაროები იქნება პოსტის ბოლოში. მოკლედ მინდა გაგიზიაროთ იარაღეს მომარჯვების და დაჭერის საუკეთესო გზა, რომელიც ცნობილი და გამოცდილი აირგანერების რეკომენდაცია არის. ამ მეთოდს ქვია Artillery Hold. ეს უფრო ზ.დ.პ-ს მსროლელებს გამოადგებათ ვინაიდან PCP-ს სროლა, კანფეტია სპრინგერებთან შედარებით. მოკლედ წარმოშობის შესახებ: სამხედრო არტილერიაში მოგეხსენებათ ქვემეხების და თუნდაც ხელით სასროლი არტილერიული იარაღის უკუცემა იმხელა არის რომ კონტროლს არ ექვემდებარება. ყოველ შემთხვევაში ასე იყო მე-18, მე-19 საუკუნეებში და ასეა დღესაც ქვემეხების შემთხვევაში. მაგრამ ქვემეხების სიზუსტე ამის მიუხედავად 40 კილომეტრზე სასწაული ტრაექტორიით მაინც ძალიან დიდია. როგორ ხდება ეს? უკუცემის დამორჩილების მაგივრად, ქვემეხს აძლევენ უფლებას გააკეთოს ის რაც უნდა. ამის შედეგად ყოველი გასროლისას ლულის ვიბრაცია ერთნაირ ეფექტს ახდენს ლულის მდგომარეობაზე იმ მომენტში როცა ჭურვი ტოვებს ლულას. თუ ლულა ერთ მდგომარეობაშია ყველა გასროლის შემდგომ, შედეგად ვიღებთ სიზუსტეს. ეს მეთოდი ძალიან ეფექტურია ზ.დ.პ-ს სროლის დროს და აი რატომ: ტყვია მოძრაობას არ იწყებს მანამდე სანამ დგუში არ გაჩერდება, ვინც ვერ ხვდება რატომ, უბრალოდ დაგვიჯერეთ, ეს ასეა. შესაბამისად დგუშის მოძრაობის მიერ გამოწვეული ვიბრაცია იწვევს ლულის და ზოგადად პნევმატიკის მოძრაობას. ადამიანის რეაქცია საკმარისად სწრაფი არ არის რომ ყოველთვის ერთნაირად დაიმორჩილოს იარაღი, ტყვია ხომ სულ რაღაც 0.09 წამში ტოვებს ლულას. ამიტომაც მყარად დაჭერის შემდგომ ჩვენი ზეწოლა სხვადასხვანაირად ცვლის ვიბრაციის მიერ გამოწვეულ ეფექტს და ლულაც ხან ერთ პოზიიაში დგება, ხან მეორეში. აქიდან მომდინარეობს ზ.დ.პ-ს სროლის სიძნელეც. მე პირადად ნიტრო მაქვს და ეს ვიბრაცია შემცირებულია როგორც ნიტროს დგუშის დახმარებით ისევე "დაშრაუდებული" ლულის დახმარებით, მაგრამ ნიტრო მაინც ძალიან ძალიან ძალიან მგრძნობიარეა დაჭერის ტექნიკისადმი. ამიტომაც ვიყენებ Artillery Hold-ს. რაში მდგომარეობს ტექნიკა იარაღის წინა მხარე "Foregrip" (ქართულად ვერ ვამბობ რაღაც) დაიდეთ მარცხენა ხელზე (თუ მარჯვენა ხელით ისვრით). უბრალოდ დაიდეთ არ მოუჭიროთ. მარჯვენა ხელი სასხლეტზე და ტარზე გედოთ ჭნევის გარეშე, საკმარისი მოჭერით რომ უბრალოდ აკონტროლოთ იგი. დამიზნებისას კონტროლისთვის მხოლოდ თქვენი ხელი გამოიყენეთ, უბრალოდ მოძრაობები, და არ მოუჭიროთ თვითონ პნევმოს. ნელა მოქაჩეთ სასხლეტი და ისროლეთ. ამ ტექნიკის გამოყენებისას იარაღის ვიბრაციას მინიმალურად ცვლით, შესბამისად იმ მომენტში როცა ტყვია ტოვებს ლულას, დგუშით გამოწვეული ვიბრაცია ყოველთვის ერთნაირ ზემოქმედებას ახდენს ლულის მდებარეობაზე და თქვენც უფრო ზუსტი ნასროლი გამოგივათ. ჩემი შედეგი (მჯდომიარე/დაყრდნობილი პოზიციიდან, ნოტროთი) 5 გასროლიანი ჯგუფი 75-80 მეტრზე, ეტევა 20 თეთრიანის დიამეტრში. თავს ავ ვიქებ, დიდი მსროლელი არ ვარ მაგრამ არის ერთი ამერიკული გამოთქმა "გეშინოდეს კაცისა რომელსაც მხოლოდ ერთი თოფი აქვს, რაგან მან უეჭველი იცის მისი გამოყენება" თავიდან სანამ ამ ტექნიკას გამოვიყენებდი 20 მეტრში 15 სანტიმეტრიანი ჯგუფები მქონდა და დედის გინებაში ვიყავი, მაგრამ ინგლისური და კომპიუტერი გამომადგა ბოპლოსდაბოლოს ![]() მოკლედ ამდენი ვწერე და რავიცი, მომძვრა ხელები, თუ ვინმეს გამოგადგებათ, 1 კაცს მაინც, ჩავთვლი რომ ტყუილად არ მიწერია. აბა ბედნიერ სროლას გისურვებთ, ჩემპიონები მარტო ვარჯიშით აღწევენ წარმატებას. Happy Shooting! http://www.pyramydair.com/blog/2007/07/artillery-hold.html http://www.pyramydair.com/artillery-hold-video-article.shtml http://www.californiapredatorsclub.com/ind...showtopic=13129 კიდევ ბევრია, ყველას არ ჩამოვწერ, ვიდეო საკმაოდ დეტალურია. ვიდეოში ვისც ხედავთ საკმაოდ ცნობილი გურუა, კონდორის და ნიტროს შექმნაზე მუშაობდა. ავტორიტეტული ადამიანია ჩემი აზრით.
| |
> |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
||
![]() ცნობის მოყვარე ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 60 რეგისტრ.: 19-February 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 313 ![]() |
ირა, პრობლემა იცი რაშია, არ კითხულობ ამ უბედურ ფორუმს, შენამდე მილიონჯერ განხილული და დაღეჭილია ეგ თემა, მინიმუმ 2 თემა არსებობს სადაც ნახსენებია რომ საფინანსოს მიერ ამოღებული 0.22 კალიბრიანი ტორუნ მაგნუმები იყიდება იმავე საფინანსოს მაღაზიაში ყველანაირი პრობლემის გარეშე და ღირს ეგ სიამოვნება 140 ლარი (აგერ ერთერთი). ეს ფორუმი არ წყვიტავს მემგონი რა არის კანონიერი და რა არა. მაგ საკითს კიდევ გავარკვევ, იორამა დამპირდა მადლიანი ქართული ნაცნობობით გარკვევას. მანამდე კი ერთი ვიცი მარტო: 4.5კალიბრზე მეტი პნევმატიკა სამოქალაქო-სანადიროდ არ ითვლება. სხვათაშორის მანდ ყველა გეუბნება ტავი არ გაიფუჭოო და რაც ეგ თემა წავიკითხე უფრო გამიმყარდა მოსაზრება რომ ჯობია ჯერ არსად გამოვაჩინო. ![]() ერთადერთი და განუმეორებელი არ ხარ. არც მგონია რომ ვარ, ხალხს AKM და დრაგუნოვი უდევს სახლში. ესეიგი შემოტევაზე ხარ რა. რას გულისხმობ? ვის ვუტევ? ![]() შენამდე JAH-ს ჰქონდა 0.22-იანი და თან ოფიციალური გაფორმებით როგორ იყო გაფორმებული? გამირკვიეთ, მაინტერესებს გაფორმების საკითხი, მე რაც ვიცი მაგას გაგიფორმებენ კი არა ჩამოგართმევენ და ეგრევე მუხლი იარაღის უკანონო შენახვა/ტარება თუ ასეთი კონსპირაცია გინდა და საშინლად გეშინია მისი გამოჩენა, მაშინ საერთოდ ღიად რას წერდი, გინდა წონას გინდა კალიბრს??? კაი ვთქვად და არ დავწერე? რა შეიცვალა ამითი? ფორუმში დაწერილზე ვერ მოთხოვ კაცს და რო წაგკუზავენ და ზედ დაგადებენ ამ იარაღს სასურათეთ ეგ სულ სხვა რამეა. არ გინახავს ალბათ როგორ მუშაობენ ბიჭები. აი მე მინახავს. 2 დღის წინ ძმაკაცი საგადასახადოში მუშაობს და მომიყვა: მაგის თანამშრომელს ახალგაზრდა ბიჭს გაუჩალიჩეს: აღურიცხავ საქონელზე დაიჭირა ვიღაცა ქალი და იმან ხვეწნა მუდარა დაუწყო, მეორე სტადიის კიბო მაქვს, შვილები მყავს, დარებიან მშივრებიო. შეეცოდა და არ დააფიქსირა. იცი ვინ აღმოჩნდა დეიდა? კუდ-ის თანამშრომელი. ეგ ერთი მაგალითია, სხვებიც ვიცი იარაღს რო ეხება. ვიცი "სანამ საკუთარი თვალით არ ვნახავ" და ა.შ., გასაგებია. დამაცადე, გავარკვევ, იქნება რაღაცა ხოდებით დარეგისტრირდეს ან გაპრავდეს და მერე დრო იქნება და დაგაჭერინებ შენც ხელში. მაგათ კანკალი ჰქონდათ 5-6 თვის წინ რომ დავეკონტაქტე თან 0.177-იანზე ვთხოვდი ჩამოტანას და ახლა რა უკანონოზეც პრობლემა არ აქვთ? ან ბლატები აქვთ, ან რაცხა ნიტო ხდება. მაგათ კანკალი სულ აქვთ. მე არაფერი ხოდები არ გამიკეთებია, უბრალოდ შევუკვეთე და ჩამოიტანეს, თან ისე რომ განბაჟებაც არ მომიწია. რო გამომქონდა რა არის ამხელა და ასეთი მძიმეო, ხოდა თხილამურები მეთქი. მორჩა. ისე საბაჟოზეც ჯერ 300 დოლარიანი ტვირთი არ გააჩერეს და მერე გახსნეს და არაფერი არ თქვეს .22-ზე. მარა ეგ უფრო მებაჟეების ტყემლის ხეზე ჯდომის ამბავია.
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th August 2025 - 10:27 AM |
Hosted by Pro-Service |