გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> Artillery Hold, იარაღის დაჭერის საუკეთესო გზა
დაგეხმარათ Artillery Hold?
დაგეხმარათ Artillery Hold?
კი [ 5 ] ** [50.00%]
არა [ 2 ] ** [20.00%]
მე ჩემი ტექნიკა მაქვს და სხვის გამოყენებას არ ვაპირებ! [ 2 ] ** [20.00%]
ვერ გავიგე ვერაფერი, თავიდან ამიხსენი. [ 1 ] ** [10.00%]
სულ ხმები:: 10
სტუმრებისთვის ხმის მიცემა აკრძალულია 
Iraklius
პოსტი Feb 20 2010, 11:50 AM
პოსტი #1


ცნობის მოყვარე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 60
რეგისტრ.: 19-February 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 313



EDIT: მოდერი ამას ალბათ რჩევებში და კითხვა პასუხში გადაიტანს. მოდერ- ბოდიში არასწორ განყოფილებაშია ალბათ. scratch_one-s_head.gif
EDIT2: ვამატებ წყაროებს საიდანაც ვისწავლე ყველაფერი ამ ტექნიკის შესახებ. ეს წყაროები იქნება პოსტის ბოლოში.
მოკლედ მინდა გაგიზიაროთ იარაღეს მომარჯვების და დაჭერის საუკეთესო გზა, რომელიც ცნობილი და გამოცდილი აირგანერების რეკომენდაცია არის.

ამ მეთოდს ქვია Artillery Hold.

ეს უფრო ზ.დ.პ-ს მსროლელებს გამოადგებათ ვინაიდან PCP-ს სროლა, კანფეტია სპრინგერებთან შედარებით.

მოკლედ წარმოშობის შესახებ: სამხედრო არტილერიაში მოგეხსენებათ ქვემეხების და თუნდაც ხელით სასროლი არტილერიული იარაღის უკუცემა იმხელა არის რომ კონტროლს არ ექვემდებარება. ყოველ შემთხვევაში ასე იყო მე-18, მე-19 საუკუნეებში და ასეა დღესაც ქვემეხების შემთხვევაში.

მაგრამ ქვემეხების სიზუსტე ამის მიუხედავად 40 კილომეტრზე სასწაული ტრაექტორიით მაინც ძალიან დიდია. როგორ ხდება ეს?

უკუცემის დამორჩილების მაგივრად, ქვემეხს აძლევენ უფლებას გააკეთოს ის რაც უნდა. ამის შედეგად ყოველი გასროლისას ლულის ვიბრაცია ერთნაირ ეფექტს ახდენს ლულის მდგომარეობაზე იმ მომენტში როცა ჭურვი ტოვებს ლულას. თუ ლულა ერთ მდგომარეობაშია ყველა გასროლის შემდგომ, შედეგად ვიღებთ სიზუსტეს.

ეს მეთოდი ძალიან ეფექტურია ზ.დ.პ-ს სროლის დროს და აი რატომ:

ტყვია მოძრაობას არ იწყებს მანამდე სანამ დგუში არ გაჩერდება, ვინც ვერ ხვდება რატომ, უბრალოდ დაგვიჯერეთ, ეს ასეა. შესაბამისად დგუშის მოძრაობის მიერ გამოწვეული ვიბრაცია იწვევს ლულის და ზოგადად პნევმატიკის მოძრაობას.
ადამიანის რეაქცია საკმარისად სწრაფი არ არის რომ ყოველთვის ერთნაირად დაიმორჩილოს იარაღი, ტყვია ხომ სულ რაღაც 0.09 წამში ტოვებს ლულას. ამიტომაც მყარად დაჭერის შემდგომ ჩვენი ზეწოლა სხვადასხვანაირად ცვლის ვიბრაციის მიერ გამოწვეულ ეფექტს და ლულაც ხან ერთ პოზიიაში დგება, ხან მეორეში. აქიდან მომდინარეობს ზ.დ.პ-ს სროლის სიძნელეც.

მე პირადად ნიტრო მაქვს და ეს ვიბრაცია შემცირებულია როგორც ნიტროს დგუშის დახმარებით ისევე "დაშრაუდებული" ლულის დახმარებით, მაგრამ ნიტრო მაინც ძალიან ძალიან ძალიან მგრძნობიარეა დაჭერის ტექნიკისადმი.

ამიტომაც ვიყენებ Artillery Hold-ს.

რაში მდგომარეობს ტექნიკა


იარაღის წინა მხარე "Foregrip" (ქართულად ვერ ვამბობ რაღაც) დაიდეთ მარცხენა ხელზე (თუ მარჯვენა ხელით ისვრით). უბრალოდ დაიდეთ არ მოუჭიროთ. მარჯვენა ხელი სასხლეტზე და ტარზე გედოთ ჭნევის გარეშე, საკმარისი მოჭერით რომ უბრალოდ აკონტროლოთ იგი. დამიზნებისას კონტროლისთვის მხოლოდ თქვენი ხელი გამოიყენეთ, უბრალოდ მოძრაობები, და არ მოუჭიროთ თვითონ პნევმოს. ნელა მოქაჩეთ სასხლეტი და ისროლეთ.

ამ ტექნიკის გამოყენებისას იარაღის ვიბრაციას მინიმალურად ცვლით, შესბამისად იმ მომენტში როცა ტყვია ტოვებს ლულას, დგუშით გამოწვეული ვიბრაცია ყოველთვის ერთნაირ ზემოქმედებას ახდენს ლულის მდებარეობაზე და თქვენც უფრო ზუსტი ნასროლი გამოგივათ. ჩემი შედეგი (მჯდომიარე/დაყრდნობილი პოზიციიდან, ნოტროთი) 5 გასროლიანი ჯგუფი 75-80 მეტრზე, ეტევა 20 თეთრიანის დიამეტრში. თავს ავ ვიქებ, დიდი მსროლელი არ ვარ მაგრამ არის ერთი ამერიკული გამოთქმა "გეშინოდეს კაცისა რომელსაც მხოლოდ ერთი თოფი აქვს, რაგან მან უეჭველი იცის მისი გამოყენება"
თავიდან სანამ ამ ტექნიკას გამოვიყენებდი 20 მეტრში 15 სანტიმეტრიანი ჯგუფები მქონდა და დედის გინებაში ვიყავი, მაგრამ ინგლისური და კომპიუტერი გამომადგა ბოპლოსდაბოლოს biggrin.gif

მოკლედ ამდენი ვწერე და რავიცი, მომძვრა ხელები, თუ ვინმეს გამოგადგებათ, 1 კაცს მაინც, ჩავთვლი რომ ტყუილად არ მიწერია.

აბა ბედნიერ სროლას გისურვებთ, ჩემპიონები მარტო ვარჯიშით აღწევენ წარმატებას.

Happy Shooting!

http://www.pyramydair.com/blog/2007/07/artillery-hold.html
http://www.pyramydair.com/artillery-hold-video-article.shtml
http://www.californiapredatorsclub.com/ind...showtopic=13129
კიდევ ბევრია, ყველას არ ჩამოვწერ, ვიდეო საკმაოდ დეტალურია.
ვიდეოში ვისც ხედავთ საკმაოდ ცნობილი გურუა, კონდორის და ნიტროს შექმნაზე მუშაობდა. ავტორიტეტული ადამიანია ჩემი აზრით.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
 
ახალი თემის დაწყება
გამოხმაურებები
nihontoman
პოსტი Feb 22 2010, 12:08 PM
პოსტი #2


გურუ ლამა
******

ჯგუფი: Moderators
პოსტები: 4,686
რეგისტრ.: 10-March 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 50
ქალაქი:თბილისი



ციტატა
ახლა ვხვდები რომ ზ.დ.პ-ზე პრინციპულად აცრუებული გაქვს გული. PCP-ს ჯობია მეთქი არ მითქვამს და მაგას არც ვიტყვი.


მეც ეგრე მგონია. იჟ-38 ზ.დ.პ.-ს სიკარგის განსასაზღვრად აარაა საკმარისი. მეტსაც ვიტყვი, იჟ-38 იმდენი მაქ ნასროლი, რომ იმჯის დედა ვატირე, მანახეთ ნებისმიერი ოლიმპიური ჩემპიონი, ვისაც კისტის თოფიდან ჩემზე მეტი გაუსვრია... დღეში ორი პაჩკა მითავდებოდა ხოლმე, დილიდან საღამომდე მაგის მეტს არაფერს ვაკეთებდი (ნუ მეტი საქმე არც მქონდ პრინციპში biggrin.gif) და მაინც, არანაირი ტექნიკის აზრზე არ ვიყავი, იმიტომ, რომ არ სჭირდებოდა იმას და რა ვქნა, უკუცემა ჰატსანის პცპ-ს უფრო მეტი აქვს მგონი ვიდრე იჟ-38-ს (მგონი მეთქი, იმედია ამაზე არ გამომეკიდებით, მხატვრულად მინდოდა გამომეხატა ჩემი აზრი..) ხოდა არ ვიცოდი. მერე ჩემს და ჩემის ძმის ცხოვრებაში გამოცნდა ფანტომი, 20 ჯოულიანი მაგნუმ კლასის ზ.დ.პ. ხოდა სროლაზე შეხედულება სულმთლად შემეცვალა. აქ უბრალოდ დამიზნება და ჩახმახის სწორად გამოკვრა აღარ იყო საკმარისი... თავიდან ზუსტად საერთოდ ვერ ვისროდი, მარა მერე დავამუღამე და ახლა უკვე საკმაოდ კარგად შემიძლია სროლა (ჩემი ძმა ვაბშე სნაიპერი გახდა, 35-40 მეტრაზე ბოთლის თავსახურებს უჭახუნებს!

მოკლედ ეს ამდენი იმიტომ ვიბაზრე, რომ არ გეწყინოთ ვისაც გეტყვით ამას, მარა უბრალოდ გასვლების დროს მაგნუმ კლასის ზ.დ.პ.-ს სროლა არაა საკმარისი მის გასაგებად და დასაფასებლად. ამ ფორუმზე აქტიური მომხმარებლების ძალიან დიდი ნაწილი, არის პცპ-თი შეიარაღებული და სერიოზული პნევმანიაკობა სწორედ პცპ-თი დაიწყო, ხოდა არაა საჭირო მაგნუმ კლასის ზ.დ.პ.-ებთან მოპოვებულ მიზერულ გამოცდილებაზე დაყრდნობით გამოიტანოთ დასკვნები, რავი მე ასე ვფიქრობ... ბაზუკას კი აქვს ეგ ბიგქეთი, მარა დარწმუნებული ვარ, გული არ შეუწუხებია მაგის სროლით, რადგან მას უკვე ქონდა გაცილებით სასიამოვნო სასროლი დისკო!

გთხოვთ, დასკვნებსასე ადვილად გამოიტანთ და დაუჯერეთ იმას, ვისაც აქვს გამოცდილება. შეიძლება მე პცპ ხელში არასდროს დამიჭერია და მისვრია,მ მარა ზ.დ.პ.-ს იმდენს ვისვრი, რომ საკმაოდ ბევრი რამე ვისწავლე ამასობაში. მოკლედ რომ ვთქვა ვიცი როგორც არის ამ ზ.დ.პ.-ებთან საქმე და საერთოდ რატო აიწია ამდენი ალიაქოთი ამ თემასთან დაკავშირებით ახლაც ვერ ვხვდები.

P.S. იმათ საყურადღებოდ, ვისაც რაიმე პრეტენზია გაუჩნდა ამ პოსტთან დაკავშირებით, სანამ რამეს დაწერდეთ, გთხოვთ, კიდევ ერთხელ გადაიკითხოთ და ამჯერად დაუკვირდეთ პოსტის ტექსტს.

P.P.S. აქ სადღაც გადავაწყდი მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ პცპ არის კოსმიური რამე, უბრალო ზ.დ.პ. კი ურემის ტექნოლოგიის ხოლო ჰაერის ზამბარიანი ზ.დ.პ. კი რაღაც საშუალო... (რაღაც ამდაგვარი ეწერა) ვინც კიდევ ასე ფიქრობთ, იმას ვეტყვი, რომ პცპ არის კაკრას ყველაზე ძველი ეარგანი, რომელიც სადღაც მე-16 საუკუნეში შეიქმნა ავსტრიელი იარაღების ოსტატის girandoni-ის მიერ და არის ისტორიული ფაქტები იმის შესახებ, რომ ის საბრძოლო ვითარებაშიც გამოიყენებოდა და იმდროინდელ ცეცხლსასროლთან შედარებით, გაცილებით ეფექტური იარაღი იყო. ასევე, ცნობილი ამერიკული ექსპედიციის დროს, ლუისს და კლარკს სწორედ ასეთი პცპ ქონდათ თან და არ დაგავიწყდეთ, რომ ეს ექსპედიცია მე-18 საუკუნის ბოლოს და მე-19 საუკუნის დასაწყისში მიმდინარეობდა თუ არ ვცდები (მოკლედ, რომ ვთქვათ, ძალიან ადრე...) ინდიელებმა ეს თოფი რომ ნახეს, ეგონათ რაღაც ღვთიური, იმიტომ, რომ იგი ჰაერის ძალით ისროდა და მათთვის ეს ყველაფერი წარმოუდგენელი იყო (ცეცხლსასროლ იარაღთან უკვე ქონდათ შეხება მრავალ ინდიელების ტომს)

P.P.P.S. იმედია საწყენი არაფერი დამიწერია.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

პოსტი ამ თემაში
- Iraklius   Artillery Hold   Feb 20 2010, 11:50 AM
- - nihontoman   Iraklius კაი წამოწყებაა...   Feb 20 2010, 12:15 PM
- - ja_ja   Iraklius ციტატა(Looperx @ 20th F...   Feb 20 2010, 12:23 PM
- - Iraklius   ტყვიის სიჩქარის და...   Feb 20 2010, 12:31 PM
- - nihontoman   ციტატაეს იყო სუფთა...   Feb 20 2010, 12:46 PM
- - Der Rote Baron   Iraklius ვერც მე დავიჯერ...   Feb 20 2010, 12:47 PM
- - Iraklius   ციტატა(nihontoman @ 20th February...   Feb 20 2010, 01:03 PM
- - bazuka   Iraklius ციტატა(Looperx @ 20th F...   Feb 20 2010, 01:58 PM
- - bazuka   ხო რა დამავიწყდა, კ...   Feb 20 2010, 02:17 PM
- - Iraklius   bazuka ლინკები http://blogs.weyak....   Feb 20 2010, 02:23 PM
- - bazuka   Iraklius შენ რასაც იძახ...   Feb 20 2010, 03:04 PM
- - ja_ja   Iraklius ციტატა(Looperx @ 20th F...   Feb 20 2010, 05:22 PM
- - cz80   ციტატა(ja_ja @ 20th February 2010...   Feb 20 2010, 05:35 PM
- - nihontoman   აუ აქ რა სჯა-ბაასი ყ...   Feb 20 2010, 05:56 PM
- - bazuka   nihontoman ციტატა(nihontoman @ 2...   Feb 20 2010, 06:37 PM
- - foxi   საინტერესოა ეს მოს...   Feb 20 2010, 07:15 PM
- - Iraklius   ja_ja იმდენ რამეზე მი...   Feb 20 2010, 07:51 PM
- - Power_VANO   ვერ იტყვი, რომ ყველ...   Feb 20 2010, 09:01 PM
- - Iraklius   Power_VANO გეთანხმები და...   Feb 20 2010, 09:08 PM
- - Power_VANO   Iraklius მე უბრალოდ ფიზ...   Feb 20 2010, 09:13 PM
- - Iraklius   Power_VANO ზუსტად ფიზიკი...   Feb 20 2010, 10:34 PM
- - foxi   Iraklius აბსოლუტურად მა...   Feb 20 2010, 11:38 PM
|- - Der Rote Baron   ციტატა(foxi @ Feb 21 2010, 12...   Feb 20 2010, 11:52 PM
- - foxi   ციტატა(George @ 21st February 201...   Feb 20 2010, 11:58 PM
|- - Der Rote Baron   ციტატა(foxi @ Feb 21 2010, 12...   Feb 20 2010, 11:59 PM
- - bazuka   foxi ციტატა(kakha @ 21st Februar...   Feb 20 2010, 11:59 PM
- - ja_ja   foxi ციტატა(kakha @ 21st Februar...   Feb 21 2010, 01:07 AM
- - Iraklius   ციტატა(ja_ja @ 21st February 2010...   Feb 21 2010, 01:26 AM
- - bazuka   Iraklius ციტატა(Looperx @ 21st F...   Feb 21 2010, 01:31 AM
- - Iraklius   ციტატა(bazuka @ 21st February 201...   Feb 21 2010, 01:50 AM
- - foxi   მე არმიკვირს ეს ამ...   Feb 21 2010, 01:51 AM
- - ja_ja   Iraklius ციტატა(Looperx @ 21st F...   Feb 21 2010, 02:10 AM
- - bazuka   ja_ja ციტატა(ja_ja @ 21st Februa...   Feb 21 2010, 02:20 AM
- - Der Rote Baron   კარგით რააა კარგით...   Feb 21 2010, 03:51 AM
- - Iraklius   ja_ja ყველაფერს ხმამ...   Feb 21 2010, 10:04 AM
- - ja_ja   Iraklius ციტატა(Looperx @ 21st F...   Feb 21 2010, 10:11 AM
- - bazuka   ja_ja ციტატა(ja_ja @ 21st Februa...   Feb 21 2010, 10:16 AM
- - ja_ja   bazuka ციტატა(bazuka @ 21st Febr...   Feb 21 2010, 10:26 AM
- - Iraklius   ხოდა ჩვენ გავიმეორ...   Feb 21 2010, 10:45 AM
- - ja_ja   Iraklius ციტატა(Looperx @ 21st F...   Feb 21 2010, 10:54 AM
- - Iraklius   JAJ, შედარება არ გამი...   Feb 21 2010, 11:02 AM
- - iorama   მაქვს იდეია მეგობრ...   Feb 21 2010, 06:17 PM
- - iorama   გკოცნით ყველა პ.ც.პ-...   Feb 21 2010, 06:18 PM
- - bazuka   iorama ციტატა(iorama @ 21st Febr...   Feb 21 2010, 06:26 PM
- - Power_VANO   Iraklius 14.3 გრანი? მოოიცა...   Feb 21 2010, 08:24 PM
- - ja_ja   iorama ციტატა(iorama @ 21st Febr...   Feb 21 2010, 09:02 PM
- - cz80   ციტატა(iorama @ 21st February 201...   Feb 21 2010, 09:21 PM
- - Davitus   Iraklius წავიკითხე შენ...   Feb 21 2010, 09:22 PM
- - nihontoman   ხალხო, ხალხო, არიქა,...   Feb 21 2010, 09:49 PM
- - Iraklius   მოკლედ ჯგუფების თე...   Feb 22 2010, 08:29 AM
- - Power_VANO   Iraklius ციტატა(Looperx @ 22nd F...   Feb 22 2010, 09:22 AM
- - ja_ja   Iraklius მაგრა ალამ-ბალ...   Feb 22 2010, 09:29 AM
- - Iraklius   ციტატა(ja_ja @ 22nd February 2010...   Feb 22 2010, 11:46 AM
- - nihontoman   ციტატაახლა ვხვდებ...   Feb 22 2010, 12:08 PM
- - foxi   RE: Artillery Hold   Feb 22 2010, 12:22 PM
- - Iraklius   ციტატა(nihontoman @ 22nd February...   Feb 22 2010, 12:23 PM
- - foxi   ციტატა(nihontoman @ 22nd February...   Feb 22 2010, 12:38 PM
- - nihontoman   foxi მომიტევეთ, მე ვე...   Feb 22 2010, 12:44 PM
- - foxi   nihontoman   Feb 22 2010, 12:51 PM
- - ja_ja   Iraklius ციტატა(Looperx @ 22nd F...   Feb 22 2010, 01:23 PM
- - giga_st   ფოქსი მაგ აირ არმს ...   Feb 22 2010, 01:27 PM
- - foxi   ციტატა(giga_st @ 22nd February 20...   Feb 22 2010, 02:05 PM
- - Iraklius   ციტატა(ja_ja @ 22nd February 2010...   Feb 22 2010, 02:15 PM
- - foxi   ისე მართლა მაგარი ...   Feb 22 2010, 02:19 PM
- - Iraklius   ციტატა(kakha @ 22nd February 2010...   Feb 22 2010, 02:20 PM
- - foxi   რა ვქნა ჩემი AA 22 კალ...   Feb 22 2010, 02:22 PM
- - Iraklius   ციტატა(kakha @ 22nd February 2010...   Feb 22 2010, 02:27 PM
- - bazuka   foxi ეხ რაუნდა გარისკ...   Feb 22 2010, 02:39 PM
- - nihontoman   bazuka მაიცა რათაო რას ...   Feb 22 2010, 03:24 PM
- - Iraklius   bazuka მდა.. ისე ითხოვე...   Feb 22 2010, 03:32 PM
- - ja_ja   Iraklius ციტატა(Looperx @ 22nd F...   Feb 22 2010, 04:11 PM
- - Iraklius   ციტატა(ja_ja @ 22nd February 2010...   Feb 22 2010, 05:19 PM
- - ja_ja   Iraklius ციტატა(Looperx @ 22nd F...   Feb 22 2010, 05:45 PM
- - nihontoman   ხალხო, ხალხო, პატივ...   Feb 22 2010, 06:07 PM
- - Iraklius   nihontoman პატივისცემა ა...   Feb 22 2010, 06:41 PM
- - nihontoman   Iraklius მე ზოგადად ვთქ...   Feb 22 2010, 07:43 PM


მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 26th June 2025 - 03:56 PM
Hosted by Pro-Service