![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
||
![]() ცნობის მოყვარე ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 60 რეგისტრ.: 19-February 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 313 ![]() |
EDIT: მოდერი ამას ალბათ რჩევებში და კითხვა პასუხში გადაიტანს. მოდერ- ბოდიში არასწორ განყოფილებაშია ალბათ. ![]() EDIT2: ვამატებ წყაროებს საიდანაც ვისწავლე ყველაფერი ამ ტექნიკის შესახებ. ეს წყაროები იქნება პოსტის ბოლოში. მოკლედ მინდა გაგიზიაროთ იარაღეს მომარჯვების და დაჭერის საუკეთესო გზა, რომელიც ცნობილი და გამოცდილი აირგანერების რეკომენდაცია არის. ამ მეთოდს ქვია Artillery Hold. ეს უფრო ზ.დ.პ-ს მსროლელებს გამოადგებათ ვინაიდან PCP-ს სროლა, კანფეტია სპრინგერებთან შედარებით. მოკლედ წარმოშობის შესახებ: სამხედრო არტილერიაში მოგეხსენებათ ქვემეხების და თუნდაც ხელით სასროლი არტილერიული იარაღის უკუცემა იმხელა არის რომ კონტროლს არ ექვემდებარება. ყოველ შემთხვევაში ასე იყო მე-18, მე-19 საუკუნეებში და ასეა დღესაც ქვემეხების შემთხვევაში. მაგრამ ქვემეხების სიზუსტე ამის მიუხედავად 40 კილომეტრზე სასწაული ტრაექტორიით მაინც ძალიან დიდია. როგორ ხდება ეს? უკუცემის დამორჩილების მაგივრად, ქვემეხს აძლევენ უფლებას გააკეთოს ის რაც უნდა. ამის შედეგად ყოველი გასროლისას ლულის ვიბრაცია ერთნაირ ეფექტს ახდენს ლულის მდგომარეობაზე იმ მომენტში როცა ჭურვი ტოვებს ლულას. თუ ლულა ერთ მდგომარეობაშია ყველა გასროლის შემდგომ, შედეგად ვიღებთ სიზუსტეს. ეს მეთოდი ძალიან ეფექტურია ზ.დ.პ-ს სროლის დროს და აი რატომ: ტყვია მოძრაობას არ იწყებს მანამდე სანამ დგუში არ გაჩერდება, ვინც ვერ ხვდება რატომ, უბრალოდ დაგვიჯერეთ, ეს ასეა. შესაბამისად დგუშის მოძრაობის მიერ გამოწვეული ვიბრაცია იწვევს ლულის და ზოგადად პნევმატიკის მოძრაობას. ადამიანის რეაქცია საკმარისად სწრაფი არ არის რომ ყოველთვის ერთნაირად დაიმორჩილოს იარაღი, ტყვია ხომ სულ რაღაც 0.09 წამში ტოვებს ლულას. ამიტომაც მყარად დაჭერის შემდგომ ჩვენი ზეწოლა სხვადასხვანაირად ცვლის ვიბრაციის მიერ გამოწვეულ ეფექტს და ლულაც ხან ერთ პოზიიაში დგება, ხან მეორეში. აქიდან მომდინარეობს ზ.დ.პ-ს სროლის სიძნელეც. მე პირადად ნიტრო მაქვს და ეს ვიბრაცია შემცირებულია როგორც ნიტროს დგუშის დახმარებით ისევე "დაშრაუდებული" ლულის დახმარებით, მაგრამ ნიტრო მაინც ძალიან ძალიან ძალიან მგრძნობიარეა დაჭერის ტექნიკისადმი. ამიტომაც ვიყენებ Artillery Hold-ს. რაში მდგომარეობს ტექნიკა იარაღის წინა მხარე "Foregrip" (ქართულად ვერ ვამბობ რაღაც) დაიდეთ მარცხენა ხელზე (თუ მარჯვენა ხელით ისვრით). უბრალოდ დაიდეთ არ მოუჭიროთ. მარჯვენა ხელი სასხლეტზე და ტარზე გედოთ ჭნევის გარეშე, საკმარისი მოჭერით რომ უბრალოდ აკონტროლოთ იგი. დამიზნებისას კონტროლისთვის მხოლოდ თქვენი ხელი გამოიყენეთ, უბრალოდ მოძრაობები, და არ მოუჭიროთ თვითონ პნევმოს. ნელა მოქაჩეთ სასხლეტი და ისროლეთ. ამ ტექნიკის გამოყენებისას იარაღის ვიბრაციას მინიმალურად ცვლით, შესბამისად იმ მომენტში როცა ტყვია ტოვებს ლულას, დგუშით გამოწვეული ვიბრაცია ყოველთვის ერთნაირ ზემოქმედებას ახდენს ლულის მდებარეობაზე და თქვენც უფრო ზუსტი ნასროლი გამოგივათ. ჩემი შედეგი (მჯდომიარე/დაყრდნობილი პოზიციიდან, ნოტროთი) 5 გასროლიანი ჯგუფი 75-80 მეტრზე, ეტევა 20 თეთრიანის დიამეტრში. თავს ავ ვიქებ, დიდი მსროლელი არ ვარ მაგრამ არის ერთი ამერიკული გამოთქმა "გეშინოდეს კაცისა რომელსაც მხოლოდ ერთი თოფი აქვს, რაგან მან უეჭველი იცის მისი გამოყენება" თავიდან სანამ ამ ტექნიკას გამოვიყენებდი 20 მეტრში 15 სანტიმეტრიანი ჯგუფები მქონდა და დედის გინებაში ვიყავი, მაგრამ ინგლისური და კომპიუტერი გამომადგა ბოპლოსდაბოლოს ![]() მოკლედ ამდენი ვწერე და რავიცი, მომძვრა ხელები, თუ ვინმეს გამოგადგებათ, 1 კაცს მაინც, ჩავთვლი რომ ტყუილად არ მიწერია. აბა ბედნიერ სროლას გისურვებთ, ჩემპიონები მარტო ვარჯიშით აღწევენ წარმატებას. Happy Shooting! http://www.pyramydair.com/blog/2007/07/artillery-hold.html http://www.pyramydair.com/artillery-hold-video-article.shtml http://www.californiapredatorsclub.com/ind...showtopic=13129 კიდევ ბევრია, ყველას არ ჩამოვწერ, ვიდეო საკმაოდ დეტალურია. ვიდეოში ვისც ხედავთ საკმაოდ ცნობილი გურუა, კონდორის და ნიტროს შექმნაზე მუშაობდა. ავტორიტეტული ადამიანია ჩემი აზრით.
| |
> |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
||
![]() ცნობის მოყვარე ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 60 რეგისტრ.: 19-February 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 313 ![]() |
რაცხა არა მჯერავს რომ პოინტედ ტყვიებით 55 მეტრზე 25 მილიმეტრს აკეტებ და მაგით კიდევ 20 მეტრზე 40 მილიმეტრს, შემთხვევით 55 მეტრზე 2.5 მეტრი ხომ არ იყო ჯგუფი?? შეუძლებელია მაგხელა რაზბროსი. რაც მე მქონდა პოინტი უფრო ოდნავ წაგრძელებულ დიაბოლოს გავდა, პოსტში თუ წაიკითხე ნახავ როგორც გადავარჩიე ეგენი. შენი აზრით გადარჩეულ ტყვიებს და იმ ნაგავს შორის რაც 14.3 grain Hollowpoint-ებია განსხვავება არ არის? თან რაც 20 მეტრზე ვთქვი ეგ საუკეთესო შედეგი იყო წამომჯდარი პოზიციიდან ნაგავი ტყვიებით (თუ არ გჯერა განახებ, დიამეტრებში განსხვავება ძალიან დიდია) და არა double rest-იდან რომელსაც სროლის მომენტში თითქმის მხოლოდ ჩახმახზე ვეხებოდი და რომლისთვისაც ტყვიები გარარჩეული მქონდა. ვაშლს და ფორთოხალს ნუ ადარებ, ორივე ხილია მაგრამ განსხვავება მაინც არის. სვათაშორის ლინკს დავაგდებ და ნახავ რომ ჩვეულებრივი არაჰოლოუპოინტი Crosman Premier-ებით ტომ გეილორდმა სროლა რო დაიწყო ვაბშე დაანება თავი. http://www.pyramydair.com/blog/2009/07/cro...ort-stroke.html ციტატა Crosman Premiers Crosman Premiers are not the right pellets! The groups they shot resembled shotgun patterns at 25 yards. And no amount of follow-through made any difference. The group was over three inches in size after seven shots, so I stopped shooting. მაგიტომაც როდესაც მიზანში სასროლად მიდიან, ან იყენებენ გამოცდილ ტყვას, ან ყოველი პარტიის ტყვიებს რეცხავენ, აშრობენ, წონიან გრანებში, და ზომას უმოწმებენ. ანუ მხოლოდ გადარჩეული ტყვიებით ისვრინ მიზანში და არა პრიამო ახალი კოლოფიდან, ახალ ტყვიებს. მსოფლიო რეკორდის დასამყარებლად არ ავსულვარ, მაგრამ არცერთი ნორმალური მწარმოებლისგან არ მოველოდები იმხელა სხვაობას ტყვიის დიამეტრში რამხელაც ჩემს ჰოლოუპოინტებში იყო. გადარჩევა რა არის ვიცი, დიდი მადლობა, მისროლია გადარჩეულებით. ნუ ეს აშკარად მე არ მეხებოდა, მაგრამ ზ.დ.პ. ზოყელ გასვლაზე გვიჭირავს ხელში რომ გავიხსენოთ რა გვქონდა, რაზე ვთქვით უარი და თან სურვილი რომ არ გაგვიჩნდეს მისკენ დაბრინებისთვის. აგერ გუშინდელ გასვლაზე პირიქით მოვწამლეთ ერთი ზ.დ.პ-ს მოყვარული და ახლა ფიქრობს PCP რაფერ ითრიოს. ნიტრო მჯერავს ცოტა სხვა კლასია, სადღაც შუაშია, მაგრამ არცერთი გასვლებზე არ მოდიხართ, შენ საერთოდ გამაცხადე მხოლოდ მე მექნება ჩემს ნიტროსთან საქმეო და... ვიხანჯლაოთ სიტყვებით და კლავიატურებით და ეგაა რა... ახლა ვხვდები რომ ზ.დ.პ-ზე პრინციპულად აცრუებული გაქვს გული. თან სულ გეშინია არაპროფესიონალად არ გამოჩნდე. მოიხსენი კომპლექსი, ჩვენ მაინც გვიყვარხარ ![]()
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th June 2025 - 10:43 AM |
Hosted by Pro-Service |