![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
||
![]() ცნობის მოყვარე ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 60 რეგისტრ.: 19-February 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 313 ![]() |
EDIT: მოდერი ამას ალბათ რჩევებში და კითხვა პასუხში გადაიტანს. მოდერ- ბოდიში არასწორ განყოფილებაშია ალბათ. ![]() EDIT2: ვამატებ წყაროებს საიდანაც ვისწავლე ყველაფერი ამ ტექნიკის შესახებ. ეს წყაროები იქნება პოსტის ბოლოში. მოკლედ მინდა გაგიზიაროთ იარაღეს მომარჯვების და დაჭერის საუკეთესო გზა, რომელიც ცნობილი და გამოცდილი აირგანერების რეკომენდაცია არის. ამ მეთოდს ქვია Artillery Hold. ეს უფრო ზ.დ.პ-ს მსროლელებს გამოადგებათ ვინაიდან PCP-ს სროლა, კანფეტია სპრინგერებთან შედარებით. მოკლედ წარმოშობის შესახებ: სამხედრო არტილერიაში მოგეხსენებათ ქვემეხების და თუნდაც ხელით სასროლი არტილერიული იარაღის უკუცემა იმხელა არის რომ კონტროლს არ ექვემდებარება. ყოველ შემთხვევაში ასე იყო მე-18, მე-19 საუკუნეებში და ასეა დღესაც ქვემეხების შემთხვევაში. მაგრამ ქვემეხების სიზუსტე ამის მიუხედავად 40 კილომეტრზე სასწაული ტრაექტორიით მაინც ძალიან დიდია. როგორ ხდება ეს? უკუცემის დამორჩილების მაგივრად, ქვემეხს აძლევენ უფლებას გააკეთოს ის რაც უნდა. ამის შედეგად ყოველი გასროლისას ლულის ვიბრაცია ერთნაირ ეფექტს ახდენს ლულის მდგომარეობაზე იმ მომენტში როცა ჭურვი ტოვებს ლულას. თუ ლულა ერთ მდგომარეობაშია ყველა გასროლის შემდგომ, შედეგად ვიღებთ სიზუსტეს. ეს მეთოდი ძალიან ეფექტურია ზ.დ.პ-ს სროლის დროს და აი რატომ: ტყვია მოძრაობას არ იწყებს მანამდე სანამ დგუში არ გაჩერდება, ვინც ვერ ხვდება რატომ, უბრალოდ დაგვიჯერეთ, ეს ასეა. შესაბამისად დგუშის მოძრაობის მიერ გამოწვეული ვიბრაცია იწვევს ლულის და ზოგადად პნევმატიკის მოძრაობას. ადამიანის რეაქცია საკმარისად სწრაფი არ არის რომ ყოველთვის ერთნაირად დაიმორჩილოს იარაღი, ტყვია ხომ სულ რაღაც 0.09 წამში ტოვებს ლულას. ამიტომაც მყარად დაჭერის შემდგომ ჩვენი ზეწოლა სხვადასხვანაირად ცვლის ვიბრაციის მიერ გამოწვეულ ეფექტს და ლულაც ხან ერთ პოზიიაში დგება, ხან მეორეში. აქიდან მომდინარეობს ზ.დ.პ-ს სროლის სიძნელეც. მე პირადად ნიტრო მაქვს და ეს ვიბრაცია შემცირებულია როგორც ნიტროს დგუშის დახმარებით ისევე "დაშრაუდებული" ლულის დახმარებით, მაგრამ ნიტრო მაინც ძალიან ძალიან ძალიან მგრძნობიარეა დაჭერის ტექნიკისადმი. ამიტომაც ვიყენებ Artillery Hold-ს. რაში მდგომარეობს ტექნიკა იარაღის წინა მხარე "Foregrip" (ქართულად ვერ ვამბობ რაღაც) დაიდეთ მარცხენა ხელზე (თუ მარჯვენა ხელით ისვრით). უბრალოდ დაიდეთ არ მოუჭიროთ. მარჯვენა ხელი სასხლეტზე და ტარზე გედოთ ჭნევის გარეშე, საკმარისი მოჭერით რომ უბრალოდ აკონტროლოთ იგი. დამიზნებისას კონტროლისთვის მხოლოდ თქვენი ხელი გამოიყენეთ, უბრალოდ მოძრაობები, და არ მოუჭიროთ თვითონ პნევმოს. ნელა მოქაჩეთ სასხლეტი და ისროლეთ. ამ ტექნიკის გამოყენებისას იარაღის ვიბრაციას მინიმალურად ცვლით, შესბამისად იმ მომენტში როცა ტყვია ტოვებს ლულას, დგუშით გამოწვეული ვიბრაცია ყოველთვის ერთნაირ ზემოქმედებას ახდენს ლულის მდებარეობაზე და თქვენც უფრო ზუსტი ნასროლი გამოგივათ. ჩემი შედეგი (მჯდომიარე/დაყრდნობილი პოზიციიდან, ნოტროთი) 5 გასროლიანი ჯგუფი 75-80 მეტრზე, ეტევა 20 თეთრიანის დიამეტრში. თავს ავ ვიქებ, დიდი მსროლელი არ ვარ მაგრამ არის ერთი ამერიკული გამოთქმა "გეშინოდეს კაცისა რომელსაც მხოლოდ ერთი თოფი აქვს, რაგან მან უეჭველი იცის მისი გამოყენება" თავიდან სანამ ამ ტექნიკას გამოვიყენებდი 20 მეტრში 15 სანტიმეტრიანი ჯგუფები მქონდა და დედის გინებაში ვიყავი, მაგრამ ინგლისური და კომპიუტერი გამომადგა ბოპლოსდაბოლოს ![]() მოკლედ ამდენი ვწერე და რავიცი, მომძვრა ხელები, თუ ვინმეს გამოგადგებათ, 1 კაცს მაინც, ჩავთვლი რომ ტყუილად არ მიწერია. აბა ბედნიერ სროლას გისურვებთ, ჩემპიონები მარტო ვარჯიშით აღწევენ წარმატებას. Happy Shooting! http://www.pyramydair.com/blog/2007/07/artillery-hold.html http://www.pyramydair.com/artillery-hold-video-article.shtml http://www.californiapredatorsclub.com/ind...showtopic=13129 კიდევ ბევრია, ყველას არ ჩამოვწერ, ვიდეო საკმაოდ დეტალურია. ვიდეოში ვისც ხედავთ საკმაოდ ცნობილი გურუა, კონდორის და ნიტროს შექმნაზე მუშაობდა. ავტორიტეტული ადამიანია ჩემი აზრით.
| |
> |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,351 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
Iraklius მაგრა ალამ-ბალამ წერ. რაცხა ვერ გავიგე. ასე რომ ჯგუფი სადღაც 55 მეტრიდან იყო გაკეთებული ნუუუ, არსებობს ძველი გამოთქმა, კარგი მანძილმზომის ყიდვის მერე ყველა მანძილი ნახევრდებაო. ეგ ერთი. მეორე ის რომ მაინც არ მჯერავს ნიტროდან 55 მეტრზე 25 მილიმეტრის (უნდა მაჩვენო სხვანაირად ვერ დამაჯერებ ![]() ინა კვირას ჩამოვიდა 1000 ცალი Croman Premier Hollowpoint და მაინტერესებდა რას იზამდა. მოკლედ ეგ ტყვიები Crosman Premier კი არა Crosman MATXOVAR არის. ვიცი რომ Hollowpoint-ს სიზუსტე არ აქვს და ჯგუფებისთვის არ იყენებენ მაგრამ ასეთ რამეს არ მოველოდი ნამდვილად შენ ალბათ მსუბუქები დაიადე, ეგენი ეგეთია, 4.5-ისთვის არის 7.9 გრანიანი რომელიც იგივე პონტია, მაგრამ ტყვოები რომელბიც გამოდის მარკით Benjamin Hollowpoint ეგენი ზრაპრულად მიფრინავს 4.5-ზე, მაგრამ მიუხედავად ამისა მაგ ტყვოებოთ უბრალოდ მიამიტობაა თუნდაც რაიმე პრეტენზიის მაგრარი გაგიჩნდეს ჯგუფებზე. 20 მეტრზე მაქსიმუმი რაც ვქენი 4 სანტიმეტრი იყო რაცხა არა მჯერავს რომ პოინტედ ტყვიებით 55 მეტრზე 25 მილიმეტრს აკეტებ და მაგით კიდევ 20 მეტრზე 40 მილიმეტრს, შემთხვევით 55 მეტრზე 2.5 მეტრი ხომ არ იყო ჯგუფი?? შეუძლებელია მაგხელა რაზბროსი. ზოგი ტყვია ლამის ვარდება ლულაში, ზოგი კიდე ჩაქუჩით უნდა ჩატენო! სირცხვილი და თავის მოჭრა. მაგიტომაც როდესაც მიზანში სასროლად მიდიან, ან იყენებენ გამოცდილ ტყვას, ან ყოველი პარტიის ტყვიებს რეცხავენ, აშრობენ, წონიან გრანებში, და ზომას უმოწმებენ. ანუ მხოლოდ გადარჩეული ტყვიებით ისვრინ მიზანში და არა პრიამო ახალი კოლოფიდან, ახალ ტყვიებს. მოკლედ 200 ვისროლე სადღაც და დარჩენილებს რა ვუყო არ ვიცი დათესე, პირდაპირი მნიშვნელობით, გადი მინდორში და გააბნიე, თუმცა უკეთეში იქნება ნაგვის ურნაში ლეწო რომ გარემო ნაკლებად დაბინძურდეს. კი და დაჟე განბაჟება არ გადამიხდია, გამოეპარათ საბაჟოზე. მე ეგ არ მიკითხია, მე შენი თოფის წარმოამვლობა მაინტერესებდა და მაგიტომ გკითხე სად ხარ მეთქი აქ თუ საზღვრებს გარეთ. იარაღია საინტერესო საიდან გაიჩითა, თორემ ტყვიები მე 100 ხარისხოვანი საკითხია აიღე ხელში ზ.დ.პ., წადი და ისროლე. გჯერა? ნუ ეს აშკარად მე არ მეხებოდა, მაგრამ ზ.დ.პ. ზოყელ გასვლაზე გვიჭირავს ხელში რომ გავიხსენოთ რა გვქონდა, რაზე ვთქვით უარი და თან სურვილი რომ არ გაგვიჩნდეს მისკენ დაბრინებისთვის. აგერ გუშინდელ გასვლაზე პირიქით მოვწამლეთ ერთი ზ.დ.პ-ს მოყვარული და ახლა ფიქრობს PCP რაფერ ითრიოს. ნიტრო მჯერავს ცოტა სხვა კლასია, სადღაც შუაშია, მაგრამ არცერთი გასვლებზე არ მოდიხართ, შენ საერთოდ გამაცხადე მხოლოდ მე მექნება ჩემს ნიტროსთან საქმეო და... ვიხანჯლაოთ სიტყვებით და კლავიატურებით და ეგაა რა...
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th August 2025 - 10:29 AM |
Hosted by Pro-Service |