|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
Feb 20 2010, 11:50 AM
პოსტი
#1
|
||
![]() ცნობის მოყვარე ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 60 რეგისტრ.: 19-February 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 313 |
EDIT: მოდერი ამას ალბათ რჩევებში და კითხვა პასუხში გადაიტანს. მოდერ- ბოდიში არასწორ განყოფილებაშია ალბათ. EDIT2: ვამატებ წყაროებს საიდანაც ვისწავლე ყველაფერი ამ ტექნიკის შესახებ. ეს წყაროები იქნება პოსტის ბოლოში. მოკლედ მინდა გაგიზიაროთ იარაღეს მომარჯვების და დაჭერის საუკეთესო გზა, რომელიც ცნობილი და გამოცდილი აირგანერების რეკომენდაცია არის. ამ მეთოდს ქვია Artillery Hold. ეს უფრო ზ.დ.პ-ს მსროლელებს გამოადგებათ ვინაიდან PCP-ს სროლა, კანფეტია სპრინგერებთან შედარებით. მოკლედ წარმოშობის შესახებ: სამხედრო არტილერიაში მოგეხსენებათ ქვემეხების და თუნდაც ხელით სასროლი არტილერიული იარაღის უკუცემა იმხელა არის რომ კონტროლს არ ექვემდებარება. ყოველ შემთხვევაში ასე იყო მე-18, მე-19 საუკუნეებში და ასეა დღესაც ქვემეხების შემთხვევაში. მაგრამ ქვემეხების სიზუსტე ამის მიუხედავად 40 კილომეტრზე სასწაული ტრაექტორიით მაინც ძალიან დიდია. როგორ ხდება ეს? უკუცემის დამორჩილების მაგივრად, ქვემეხს აძლევენ უფლებას გააკეთოს ის რაც უნდა. ამის შედეგად ყოველი გასროლისას ლულის ვიბრაცია ერთნაირ ეფექტს ახდენს ლულის მდგომარეობაზე იმ მომენტში როცა ჭურვი ტოვებს ლულას. თუ ლულა ერთ მდგომარეობაშია ყველა გასროლის შემდგომ, შედეგად ვიღებთ სიზუსტეს. ეს მეთოდი ძალიან ეფექტურია ზ.დ.პ-ს სროლის დროს და აი რატომ: ტყვია მოძრაობას არ იწყებს მანამდე სანამ დგუში არ გაჩერდება, ვინც ვერ ხვდება რატომ, უბრალოდ დაგვიჯერეთ, ეს ასეა. შესაბამისად დგუშის მოძრაობის მიერ გამოწვეული ვიბრაცია იწვევს ლულის და ზოგადად პნევმატიკის მოძრაობას. ადამიანის რეაქცია საკმარისად სწრაფი არ არის რომ ყოველთვის ერთნაირად დაიმორჩილოს იარაღი, ტყვია ხომ სულ რაღაც 0.09 წამში ტოვებს ლულას. ამიტომაც მყარად დაჭერის შემდგომ ჩვენი ზეწოლა სხვადასხვანაირად ცვლის ვიბრაციის მიერ გამოწვეულ ეფექტს და ლულაც ხან ერთ პოზიიაში დგება, ხან მეორეში. აქიდან მომდინარეობს ზ.დ.პ-ს სროლის სიძნელეც. მე პირადად ნიტრო მაქვს და ეს ვიბრაცია შემცირებულია როგორც ნიტროს დგუშის დახმარებით ისევე "დაშრაუდებული" ლულის დახმარებით, მაგრამ ნიტრო მაინც ძალიან ძალიან ძალიან მგრძნობიარეა დაჭერის ტექნიკისადმი. ამიტომაც ვიყენებ Artillery Hold-ს. რაში მდგომარეობს ტექნიკა იარაღის წინა მხარე "Foregrip" (ქართულად ვერ ვამბობ რაღაც) დაიდეთ მარცხენა ხელზე (თუ მარჯვენა ხელით ისვრით). უბრალოდ დაიდეთ არ მოუჭიროთ. მარჯვენა ხელი სასხლეტზე და ტარზე გედოთ ჭნევის გარეშე, საკმარისი მოჭერით რომ უბრალოდ აკონტროლოთ იგი. დამიზნებისას კონტროლისთვის მხოლოდ თქვენი ხელი გამოიყენეთ, უბრალოდ მოძრაობები, და არ მოუჭიროთ თვითონ პნევმოს. ნელა მოქაჩეთ სასხლეტი და ისროლეთ. ამ ტექნიკის გამოყენებისას იარაღის ვიბრაციას მინიმალურად ცვლით, შესბამისად იმ მომენტში როცა ტყვია ტოვებს ლულას, დგუშით გამოწვეული ვიბრაცია ყოველთვის ერთნაირ ზემოქმედებას ახდენს ლულის მდებარეობაზე და თქვენც უფრო ზუსტი ნასროლი გამოგივათ. ჩემი შედეგი (მჯდომიარე/დაყრდნობილი პოზიციიდან, ნოტროთი) 5 გასროლიანი ჯგუფი 75-80 მეტრზე, ეტევა 20 თეთრიანის დიამეტრში. თავს ავ ვიქებ, დიდი მსროლელი არ ვარ მაგრამ არის ერთი ამერიკული გამოთქმა "გეშინოდეს კაცისა რომელსაც მხოლოდ ერთი თოფი აქვს, რაგან მან უეჭველი იცის მისი გამოყენება" თავიდან სანამ ამ ტექნიკას გამოვიყენებდი 20 მეტრში 15 სანტიმეტრიანი ჯგუფები მქონდა და დედის გინებაში ვიყავი, მაგრამ ინგლისური და კომპიუტერი გამომადგა ბოპლოსდაბოლოს მოკლედ ამდენი ვწერე და რავიცი, მომძვრა ხელები, თუ ვინმეს გამოგადგებათ, 1 კაცს მაინც, ჩავთვლი რომ ტყუილად არ მიწერია. აბა ბედნიერ სროლას გისურვებთ, ჩემპიონები მარტო ვარჯიშით აღწევენ წარმატებას. Happy Shooting! http://www.pyramydair.com/blog/2007/07/artillery-hold.html http://www.pyramydair.com/artillery-hold-video-article.shtml http://www.californiapredatorsclub.com/ind...showtopic=13129 კიდევ ბევრია, ყველას არ ჩამოვწერ, ვიდეო საკმაოდ დეტალურია. ვიდეოში ვისც ხედავთ საკმაოდ ცნობილი გურუა, კონდორის და ნიტროს შექმნაზე მუშაობდა. ავტორიტეტული ადამიანია ჩემი აზრით.
| |
| > |
|
|
![]() |
Feb 22 2010, 08:29 AM
პოსტი
#2
|
||
![]() ცნობის მოყვარე ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 60 რეგისტრ.: 19-February 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 313 |
მოკლედ ჯგუფების თემა რო მოვხსნათ მინდა გითხრათ ერთი რაღაცა: სანამ თქვენ გასვლაზე იყავით მოვკიდე ხელი ნაცად მეტრიანს და ავედი იქ სადაც გავაკეთეთ ეს გასროლები. საუბარია მიტოვებულ კომუნისტრ საწყობზე თუ რაღაცა მსგავსზე. გადავზომე მანძილი ზემოთაღნიშნული მეტრიანით და აი შედეგებსც მოგახსენებთ: როგორც ზემოთ პოსტებში ავღნიშნავდი მანძილი ზუსტად არ მქონდა გადაზომილი, ნავარაუდევი იყო მიახლოებით 3 კონსტრუქციული ბოძის გაშორებაზე, რომლებს შორის მანძილი მიახლოებით 25 მეტრი ვიანგარიშეთ. ყველა სკეპტიკოსისთვის თავის დახრით და ბოდიშის მოხდით ვიტყვი რომ ეს მანძილი რეალურად 20 მეტრი იყო (უფრო ზუსტად რომ გითხრათ 2 ზე 20 გადაიზომა და ერთზე 18, რა პრინციპით აშენებდნენ მაგრად მაინტერესებს ისე 80 მეტრზეც ვცდი (იმედია თქვენთან ერთად) და შედეგებს შევხედოთ. რათქმაუნდა ეს შემთხვევა სასროლადაც გამოვიყენე. წინა კვირას ჩამოვიდა 1000 ცალი Croman Premier Hollowpoint და მაინტერესებდა რას იზამდა. მოკლედ ეგ ტყვიები Crosman Premier კი არა Crosman MATXOVAR არის. ვიცი რომ Hollowpoint-ს სიზუსტე არ აქვს და ჯგუფებისთვის არ იყენებენ მაგრამ ასეთ რამეს არ მოველოდი ნამდვილად. ზოგი ტყვია ლამის ვარდება ლულაში, ზოგი კიდე ჩაქუჩით უნდა ჩატენო! სირცხვილი და თავის მოჭრა. 20 მეტრზე მაქსიმუმი რაც ვქენი 4 სანტიმეტრი იყო. მაგხელა ჯგუფს ლაგატკით ისვრიან სოფლელი ბავშვები ბლიად... 20 მეტრზე ჯგუფი ჩემთვის არის სულ მინიმუმ როდესაც ყველა ტყვია გვირილასავით ნახატს ქმნის. ეს ტყვიები გზააბნეული ვირივით დაბრიან! (ნუ აბა რას უნდა მოელოდე სხვადასხვა დიამეტრის ტყვიებისგან). და ყოველი მეათე სადღაც 10 სანტიმეტრით ქვევით ვარდებოდა. მოკლედ 200 ვისროლე სადღაც და დარჩენილებს რა ვუყო არ ვიცი. ყველაფერი ვცადე, მყარი დაჭერაც, არტილერულიც და ყველაფერიც. ნაგავია ბიძია ნაგავი. კი თავისი ნაკლი აქვს რომ Hollowpoint არის, მაგრამ ამხელა უზუსტობა არ გამიგია დიამეტრში, ეს ტყვიები პირველად ვიყიდე და მემგონი ბოლიოჯერაც... ისევ JSB და მაგის ჯანი თორე არაა მეტი საშველი. 14.3 გრანი? მოოიცა კაცო, ან PM-ში ან სადმე... საქართველოში ხარ? თუ კი, კაკ ეგ დიამეტრის სალამური ჩამოიტანე? კი და დაჟე განბაჟება არ გადამიხდია, გამოეპარათ საბაჟოზე. გახსნეს, შეხედეს "იიი სათამაშოა ჯოოო" და ეგ იყო. Welcome to Georgia. აქ ეგეთი მომენტები ბევრს გვქონდა.... თითქმის ყველა ინტერნეტით და ლიტერატურით არის განათლებული, მაგრამ როცა პრაკტიკულად დგები ამ თეორიების პირისპირ, ბევრჯერ გამაოგნებელ შედეგებს ღებულობ... ასე რომ შენი ასეთი აღფრთოვანება, მე დიდად არ მიკვირს... და არც ის გამიკვირდება მერე სხვანაირად რომ ამღერდე გურუდ არ მომაქვს თავი და მეეჭვება როდისმე გავხდე. აქ ზუსტად იმიტომ ვდებ ამ ყველაფერს რომ რეალურობა გამოშკარავდეს. რაც სხვანაირად ამღერებას შეეხება, ავმღერდები აბა სულელი ხომ არ ვარ ჭეშმარიტებაზე პრინციპულად თვალი დავხუჭო რახან მე არ ვარ მართალი. ისე ვიმე მარტო ჩემი პოსტის წაკითხვით თუ წყვეტს ვარგა თუ არა ეს ტექნიკა მაგრად ცდება. არ გჯერა? აიღე ხელში ზ.დ.პ., წადი და ისროლე. გჯერა? იგივე. სანამ არ გატესტავ მაინც ვერ გაიგებ. ზოგ პნევმოს ვაბშე არ ჭირდება ეგ ამბავი (თვითონ ახშობს ორმაგი დგუშის ან მცურავი ლულის მეშევობით), ზოგზე კი ამართლებს (ჩემს ნიტროს და მე მოგვიხდა). ასე რომ ამდენი ხმა რო დაგროვდა ზევით poll-ში იმედია ყველამ გატესტა და ისე გადაწყვიტა.
| |
| > |
|
|
Iraklius Artillery Hold Feb 20 2010, 11:50 AM
nihontoman Iraklius
კაი წამოწყებაა... Feb 20 2010, 12:15 PM
ja_ja Iraklius
ციტატა(Looperx @ 20th F... Feb 20 2010, 12:23 PM
Iraklius ტყვიის სიჩქარის და... Feb 20 2010, 12:31 PM
nihontoman ციტატაეს იყო სუფთა... Feb 20 2010, 12:46 PM
Der Rote Baron Iraklius
ვერც მე დავიჯერ... Feb 20 2010, 12:47 PM
Iraklius ციტატა(nihontoman @ 20th February... Feb 20 2010, 01:03 PM
bazuka Iraklius
ციტატა(Looperx @ 20th F... Feb 20 2010, 01:58 PM
bazuka ხო რა დამავიწყდა, კ... Feb 20 2010, 02:17 PM
Iraklius bazuka
ლინკები
http://blogs.weyak.... Feb 20 2010, 02:23 PM
bazuka Iraklius
შენ რასაც იძახ... Feb 20 2010, 03:04 PM
ja_ja Iraklius
ციტატა(Looperx @ 20th F... Feb 20 2010, 05:22 PM
cz80 ციტატა(ja_ja @ 20th February 2010... Feb 20 2010, 05:35 PM
nihontoman აუ აქ რა სჯა-ბაასი ყ... Feb 20 2010, 05:56 PM
bazuka nihontoman
ციტატა(nihontoman @ 2... Feb 20 2010, 06:37 PM
foxi საინტერესოა ეს მოს... Feb 20 2010, 07:15 PM
Iraklius ja_ja
იმდენ რამეზე მი... Feb 20 2010, 07:51 PM
Power_VANO ვერ იტყვი, რომ ყველ... Feb 20 2010, 09:01 PM
Iraklius Power_VANO
გეთანხმები და... Feb 20 2010, 09:08 PM
Power_VANO Iraklius
მე უბრალოდ ფიზ... Feb 20 2010, 09:13 PM
Iraklius Power_VANO
ზუსტად ფიზიკი... Feb 20 2010, 10:34 PM
foxi Iraklius
აბსოლუტურად მა... Feb 20 2010, 11:38 PM
Der Rote Baron ციტატა(foxi @ Feb 21 2010, 12... Feb 20 2010, 11:52 PM
foxi ციტატა(George @ 21st February 201... Feb 20 2010, 11:58 PM
Der Rote Baron ციტატა(foxi @ Feb 21 2010, 12... Feb 20 2010, 11:59 PM
bazuka foxi
ციტატა(kakha @ 21st Februar... Feb 20 2010, 11:59 PM
ja_ja foxi
ციტატა(kakha @ 21st Februar... Feb 21 2010, 01:07 AM
Iraklius ციტატა(ja_ja @ 21st February 2010... Feb 21 2010, 01:26 AM
bazuka Iraklius
ციტატა(Looperx @ 21st F... Feb 21 2010, 01:31 AM
Iraklius ციტატა(bazuka @ 21st February 201... Feb 21 2010, 01:50 AM
foxi მე არმიკვირს ეს ამ... Feb 21 2010, 01:51 AM
ja_ja Iraklius
ციტატა(Looperx @ 21st F... Feb 21 2010, 02:10 AM
bazuka ja_ja
ციტატა(ja_ja @ 21st Februa... Feb 21 2010, 02:20 AM
Der Rote Baron კარგით რააა კარგით... Feb 21 2010, 03:51 AM
Iraklius ja_ja
ყველაფერს ხმამ... Feb 21 2010, 10:04 AM
ja_ja Iraklius
ციტატა(Looperx @ 21st F... Feb 21 2010, 10:11 AM
bazuka ja_ja
ციტატა(ja_ja @ 21st Februa... Feb 21 2010, 10:16 AM
ja_ja bazuka
ციტატა(bazuka @ 21st Febr... Feb 21 2010, 10:26 AM
Iraklius ხოდა ჩვენ გავიმეორ... Feb 21 2010, 10:45 AM
ja_ja Iraklius
ციტატა(Looperx @ 21st F... Feb 21 2010, 10:54 AM
Iraklius JAJ, შედარება არ გამი... Feb 21 2010, 11:02 AM
iorama მაქვს იდეია მეგობრ... Feb 21 2010, 06:17 PM
iorama გკოცნით ყველა პ.ც.პ-... Feb 21 2010, 06:18 PM
bazuka iorama
ციტატა(iorama @ 21st Febr... Feb 21 2010, 06:26 PM
Power_VANO Iraklius
14.3 გრანი? მოოიცა... Feb 21 2010, 08:24 PM
ja_ja iorama
ციტატა(iorama @ 21st Febr... Feb 21 2010, 09:02 PM
cz80 ციტატა(iorama @ 21st February 201... Feb 21 2010, 09:21 PM
Davitus Iraklius
წავიკითხე შენ... Feb 21 2010, 09:22 PM
nihontoman ხალხო, ხალხო, არიქა,... Feb 21 2010, 09:49 PM
Power_VANO Iraklius
ციტატა(Looperx @ 22nd F... Feb 22 2010, 09:22 AM
ja_ja Iraklius
მაგრა ალამ-ბალ... Feb 22 2010, 09:29 AM
Iraklius ციტატა(ja_ja @ 22nd February 2010... Feb 22 2010, 11:46 AM
nihontoman ციტატაახლა ვხვდებ... Feb 22 2010, 12:08 PM
foxi RE: Artillery Hold Feb 22 2010, 12:22 PM
Iraklius ციტატა(nihontoman @ 22nd February... Feb 22 2010, 12:23 PM
foxi ციტატა(nihontoman @ 22nd February... Feb 22 2010, 12:38 PM
nihontoman foxi
მომიტევეთ, მე ვე... Feb 22 2010, 12:44 PM
foxi nihontoman Feb 22 2010, 12:51 PM
ja_ja Iraklius
ციტატა(Looperx @ 22nd F... Feb 22 2010, 01:23 PM
giga_st ფოქსი მაგ აირ არმს ... Feb 22 2010, 01:27 PM
foxi ციტატა(giga_st @ 22nd February 20... Feb 22 2010, 02:05 PM
Iraklius ციტატა(ja_ja @ 22nd February 2010... Feb 22 2010, 02:15 PM
foxi ისე მართლა მაგარი ... Feb 22 2010, 02:19 PM
Iraklius ციტატა(kakha @ 22nd February 2010... Feb 22 2010, 02:20 PM
foxi რა ვქნა ჩემი AA 22 კალ... Feb 22 2010, 02:22 PM
Iraklius ციტატა(kakha @ 22nd February 2010... Feb 22 2010, 02:27 PM
bazuka foxi
ეხ რაუნდა გარისკ... Feb 22 2010, 02:39 PM
nihontoman bazuka
მაიცა რათაო რას ... Feb 22 2010, 03:24 PM
Iraklius bazuka
მდა.. ისე ითხოვე... Feb 22 2010, 03:32 PM
ja_ja Iraklius
ციტატა(Looperx @ 22nd F... Feb 22 2010, 04:11 PM
Iraklius ციტატა(ja_ja @ 22nd February 2010... Feb 22 2010, 05:19 PM
ja_ja Iraklius
ციტატა(Looperx @ 22nd F... Feb 22 2010, 05:45 PM
nihontoman ხალხო, ხალხო, პატივ... Feb 22 2010, 06:07 PM
Iraklius nihontoman
პატივისცემა ა... Feb 22 2010, 06:41 PM
nihontoman Iraklius
მე ზოგადად ვთქ... Feb 22 2010, 07:43 PM![]() ![]() |
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th November 2025 - 12:51 AM |
| Hosted by Pro-Service |