![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
||
![]() Rastafari ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,795 რეგისტრ.: 3-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1 ![]() |
ეს თემა შეიქმნა, მათთვის ვისაც ეზარება ქექვა, უამრავ ინფორმაციულ ნაგავში და განხილვებში, იმისთვის რომ გამოიტანოს, ჭეშმარიტების მარცვალი... აქ არის სუბიექტური, მოკლე განხილვები, ადამიანის, რომელიც ძალიან პატივცემულია და ცნობილია მსოფლიო პნევმატურ ტუსოვკაში... და ყველა ის შაშხანა რომელზეც ის წერს გაიარა მაგის ხელში, დაიტესტა, დატიუნინგებულიქნა, და ა.შ.
| |
> |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
||
![]() Rastafari ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,795 რეგისტრ.: 3-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1 ![]() |
Logun S16. ![]() ![]() ფასი დაახლოებით 600$ - 1000$. მძიმე, სრულიად ლითონისგან, სპეციფიური იარაღი, ხარისხიანი ლულით. შვედური პროექტი და სლოვენური წარმოება... კონდახი არ არის. ჩახმახი გრძივადმოსრიალე, ტრიალის გარეშე. ახალ ანონსირებულ მოდელში, გამარტივებისთვის და გაიაფებისთვის შეყვანილია ჩვეულებრივი "ბოლტისებური" სატრიალე ჩახმახი. იარაღის კონსტრუქცია საკმაოდ რთულია... საკვირველია მაგრამ ყველაფერი მუშაობს. ერთ ერთი ყველაზე მოსახერხებელი "ბარაბანი" ( 8+8 ტყვია..), საერთოდ PCP იარაღის ბაზარში. მოწყობილობა რთულია და ძნელი იქნება არაკვალიფიცირებულ დაშლა-აწყობაში. გადაკეთება და ტიუნინგი - დიდიხნის ამბავია, რთულია და ძვირია. FAC ვერსიაში პრაქტიკულად არაფრის გაკეთებას არ საჭიროებს. ისვრის ჰაერის გადანახარჯით. რეგულირება ასევე რთულია და ხანგრძლივია. რეზერვუარი დიდია, დასატუმბად ამოიხრახნება, სრულყოფილი გასროლების რაოდენობა დიდია... დიზაინი ხის გარეშე და სპეციფიურია. მანომეტრი იარაღზე არის. საერთოდ შაშხანა ძალიან მყარია და ალბათ ყველაზე გამძლეა. კონსტრუქციაში ბევრი ფოლადია, უჟანგავი ფოლადი და ავიაციური შენადნობები. მწარმოებელი გვაძლევს სამუდამო გარანტიას მექანიზმებზე, მაგრამ არა რეზინის დამამკვრივებლებზე. მასალების მიხედვით, სავსებით შეუძლია იცოცხლოს 20000-50000 გასროლა და მეტი... საბრძოლო კლაპანი არც ისე კარგია, და ხანგრძლივობით არ გამოირჩევა. მაგის შეცვლა ძალიან რთულია და საჭიროებს დაზგურ სამუშაოებს. მოდერატორი ინტეგრირებული, მაგრამ არაეფექტიურია. ისვრის საკმაოდ ზუსტად და შორს. მცველი კეტავს გამშვებ კაუჭს. საერთო ჯამში საიმედო და ძლიერი იარაღია.
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 13th May 2025 - 10:45 AM |
Hosted by Pro-Service |