okela84 ციტატა(aleqsandre @ 14th August 2011 - 08:13 PM)

სიცოცხლისუნარიოანობას რო უწერთ XXXXX გასროლებით, მაგის მერე მთლიანი თოფი ხდება გამოსაცვლელი თუ რა იგულისხმება, რეზერვოარი, ლულა, თუ ზოგადად თოფი?
გააჩნია რომელ თოფზეა საუბარი?
უმეტესობა შემთხვევაში ლულა არაფერ შუაშია, ნებისმიერი ლულა ჩვენს ტყვიებზე უსასრულობა გასროლას მოგცემს თუ შენით არ დააზიანე რაიმე.
როგორც წესი რესურსი აქვს დამრტყმელ კლაპნის სისტემას, ანუ ზამბარა დაჯდა, კლაპანი დაიტკეპნა და გამოსაცვლელია და ასე შედმეგ
და ბოლოს თუ PCP-ზეა საუბარ სასურველია ყოველ 10 წელიწადში ერთხელ რეზერვუარი შეიცვალოს თუ აქტიურ მოხმარებაშია თოფი (მაინც გაბერვა დაცლისას ლითონის დაღლილობა გროვდება და დაზღვეული რომ იყო....)
როგორც ხვდები ეს ყველა პუნქტი დამოკიდებულია მოხმარებაზე და გამოყენების ინტენსივობაზე. არა მგონია რომელიმე თოფი ნახო და ეწეროს 1000 გასროლის ლიმიტი 10 000 ან თუნდაც 50 000, შეიძლება ნორმალური მოვლის პირობებში 100 000-იც კი გაისროლო, ხოლო თუ ხლაფორთიანი ხარ, ყოველ 10 გასროლაში რაღაცას გატეხავ და გამოსაცვლელი გექნება.
ნებისმიერ ვარიანტში, კითხვა რომელიც ახლა დასვი და ასე ვთქვათ გაღელვებს, რაღაც მთავარ პუნქტად გამოყავი და მისი მეშვეობით აფასებ თოფებს არის, ნონსენსი. შეუძლებელია მაგ პარამეტრით რომელიმე პნევმო შეაფასო. უფრო მარკეტინგული სვლა არის ვიდრე.....
აგერ ჩემთან 2 თვის წინ გასაკეთებლად 2 სპორტული პისტოლეტი მოიტანეს გფუჭებული ჰქონდა, რედუქტორი, დამრტყმელის გამაჩერებელი და მცველი... პატრონი შეწუხებული იყო, ეს რა არის, ამის დედა ვატირე როგორ გაფუჭდაო, ამდენი ხანი გადასარევად მუშაობდაო... მეთქი რამდენი ხნის წინაა თქვა შეძენილი? აღმოჩნდა რომ ორივე იყო 14-15 წლის წინ შეძენილი და გაუფუჭდა - ერთს პლასტმასის ღერძი, რომელიც მცველზე აყენებდა, მეორეს გაუფუჭდა რკინის კოჭი, რომელსაც 15 წელი დამტყმელმა დღედაღამ ურახუნა, დღეში ალბათ 2-3 ათასი გასროლის სიხშირით (იუნიორების სავარჯიშო სპორტული პისტალეტები იყო) და ბოლოს ორივეს გაფუჭებული ჰქონდა რედუქტორის რეზინა, რომელიც წესით სუფთა წყლის სახარჯი მასალაა და რაფერ სთხოვდნენ ამ საცოდავს 15 წელი მუშაობას?
ასე რომ დაივიწყე გასროლების რესურსი

მოყვანილი პისტოლეტებიც რომ მოვლილი ყოფილიყო, იქ ზეთი არ მოკლებოდა, აქ გაწმენდა, იქ გამოსუფთავება, არ ყოფილიყო უმოწყალო ხელში, ალბათ კიდევ 20-30 წელი იმუშავებდა (ნუ ახლა რეზინებს პროსტა არ ვთვლი, ეგ იმენნა სახარჯი მასალაა და უნდა მიეჩვიო რომ რეზინაა იხევა და პერიოდულად გამოსაცვლელია), ხოლო თუ დავამატებთ იმ აზრს რომ ერთი კაცის ხელში რომ ყოფილიყო და დღეში 2-3 ათასი გასროლა არ გაეკეთებინა, ალბათ 100 წელიც გაუძლებდა ეგ პისტოლეტი...
შესაბამისად ეწერებოდა ახლა მაგ პისტოლეტებს 10 000 გასროლა თუ 1000 გასროლა ნუ აი აბსოლუტურად არაფრის მთქმელი არაა. უმეტესობა დეტალი არის, რკინის და რესურსი პნევმო გადასახედიდან აქვს ნუ აი კოშმარული, იგივე ლულა რომ აიღო ნუ ვერ გაცვითავ რა, პლუმბუმის შენადნობმა რა უნდა იყოს დაჟე უბანძეს რკინას? აგე, ადრე ლულები საერთოდ ლატუნისგან კეთდებოდა (დრემდე ელიტარულ რამდენიმე მოდელზე მზადდება) და იმ რბილი მასალის ლულებს არაფერი მოსვლია და ფოლადს რა უნდა დაემართოს?
კაროჩე

ჩემი რჩევაა ეგ პუნქტი თოფის ამორჩევისას დაივიწყო, ჯობია უკვე არსებულ მომხმარებლებს ჰკითხო რამდენად გამძლეა ესა თუ ის ეგზემპლარი...
რატომ ვამბობ ამას, მაგალითად რომ აიღო ტორუნ მაგნუმი ვთქვათ ზ.დპ თოფი მოდელი 101 და ნუ ხელში დაიჭირო... რკინაა მასიურია, მაგრამ სასხლეტი მექანიზმი არის, უწრთობი რკინა, შედეგად სასხლეტის ყოველ გამოკვრაზე გდუშის რკინა და სასხლეტის რკინა ერთმანეთს მიკრო ნამცეცებს აფრცქვნიან, და ბოლოს დაწყებული მე-100 გასროლიდან მაგარი კითხვის ნიშნის ქვეშ ხარ - როდის დაეწყება თოფს სამასტრელი, ანუ თვით გასროლა (როდესაც სასხლეტი ვერ იკავებს დგუშს და როდესაც მოეპრიანება თვითონ გაისვრის), იასნია მაგასთან მიახლოებული პრობლემის ნასახიც კი არ აქვს PCP იარაღს ასე რომ რავი რა რესურსზე შეიძლება იყოს საუბარი
ნუ ახლა ეგეთი გამოცდილება გვაქვს და ვიცით ყველამ რომ თურქულ პადვალში გაკეთებულ Torun Magnum 101-ს არ უნდა გაეკარო, რეალურად 100-დან 300 გასროლამდე გაქვს რესურსი და მერე სასხლეტს და დგუშს ერხევა იმ ადგილში სადაც ერთმანეთს ეხებიან, მარა აი ეგ კონკრეტული შეხების ადგილი რომ შეცვალო და ნაწრთობი რკინა ჩააყოლო.... ნუ დანარჩენის მხრივ რა ვიცი რა უნდა მოსწიო თოფს რომ დაჟე მაგ ნაგავმა თოფმა არ იმუშაოს წლობით