![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
||
![]() ცნობის მოყვარე ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 60 რეგისტრ.: 19-February 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 313 ![]() |
EDIT: მოდერი ამას ალბათ რჩევებში და კითხვა პასუხში გადაიტანს. მოდერ- ბოდიში არასწორ განყოფილებაშია ალბათ. ![]() EDIT2: ვამატებ წყაროებს საიდანაც ვისწავლე ყველაფერი ამ ტექნიკის შესახებ. ეს წყაროები იქნება პოსტის ბოლოში. მოკლედ მინდა გაგიზიაროთ იარაღეს მომარჯვების და დაჭერის საუკეთესო გზა, რომელიც ცნობილი და გამოცდილი აირგანერების რეკომენდაცია არის. ამ მეთოდს ქვია Artillery Hold. ეს უფრო ზ.დ.პ-ს მსროლელებს გამოადგებათ ვინაიდან PCP-ს სროლა, კანფეტია სპრინგერებთან შედარებით. მოკლედ წარმოშობის შესახებ: სამხედრო არტილერიაში მოგეხსენებათ ქვემეხების და თუნდაც ხელით სასროლი არტილერიული იარაღის უკუცემა იმხელა არის რომ კონტროლს არ ექვემდებარება. ყოველ შემთხვევაში ასე იყო მე-18, მე-19 საუკუნეებში და ასეა დღესაც ქვემეხების შემთხვევაში. მაგრამ ქვემეხების სიზუსტე ამის მიუხედავად 40 კილომეტრზე სასწაული ტრაექტორიით მაინც ძალიან დიდია. როგორ ხდება ეს? უკუცემის დამორჩილების მაგივრად, ქვემეხს აძლევენ უფლებას გააკეთოს ის რაც უნდა. ამის შედეგად ყოველი გასროლისას ლულის ვიბრაცია ერთნაირ ეფექტს ახდენს ლულის მდგომარეობაზე იმ მომენტში როცა ჭურვი ტოვებს ლულას. თუ ლულა ერთ მდგომარეობაშია ყველა გასროლის შემდგომ, შედეგად ვიღებთ სიზუსტეს. ეს მეთოდი ძალიან ეფექტურია ზ.დ.პ-ს სროლის დროს და აი რატომ: ტყვია მოძრაობას არ იწყებს მანამდე სანამ დგუში არ გაჩერდება, ვინც ვერ ხვდება რატომ, უბრალოდ დაგვიჯერეთ, ეს ასეა. შესაბამისად დგუშის მოძრაობის მიერ გამოწვეული ვიბრაცია იწვევს ლულის და ზოგადად პნევმატიკის მოძრაობას. ადამიანის რეაქცია საკმარისად სწრაფი არ არის რომ ყოველთვის ერთნაირად დაიმორჩილოს იარაღი, ტყვია ხომ სულ რაღაც 0.09 წამში ტოვებს ლულას. ამიტომაც მყარად დაჭერის შემდგომ ჩვენი ზეწოლა სხვადასხვანაირად ცვლის ვიბრაციის მიერ გამოწვეულ ეფექტს და ლულაც ხან ერთ პოზიიაში დგება, ხან მეორეში. აქიდან მომდინარეობს ზ.დ.პ-ს სროლის სიძნელეც. მე პირადად ნიტრო მაქვს და ეს ვიბრაცია შემცირებულია როგორც ნიტროს დგუშის დახმარებით ისევე "დაშრაუდებული" ლულის დახმარებით, მაგრამ ნიტრო მაინც ძალიან ძალიან ძალიან მგრძნობიარეა დაჭერის ტექნიკისადმი. ამიტომაც ვიყენებ Artillery Hold-ს. რაში მდგომარეობს ტექნიკა იარაღის წინა მხარე "Foregrip" (ქართულად ვერ ვამბობ რაღაც) დაიდეთ მარცხენა ხელზე (თუ მარჯვენა ხელით ისვრით). უბრალოდ დაიდეთ არ მოუჭიროთ. მარჯვენა ხელი სასხლეტზე და ტარზე გედოთ ჭნევის გარეშე, საკმარისი მოჭერით რომ უბრალოდ აკონტროლოთ იგი. დამიზნებისას კონტროლისთვის მხოლოდ თქვენი ხელი გამოიყენეთ, უბრალოდ მოძრაობები, და არ მოუჭიროთ თვითონ პნევმოს. ნელა მოქაჩეთ სასხლეტი და ისროლეთ. ამ ტექნიკის გამოყენებისას იარაღის ვიბრაციას მინიმალურად ცვლით, შესბამისად იმ მომენტში როცა ტყვია ტოვებს ლულას, დგუშით გამოწვეული ვიბრაცია ყოველთვის ერთნაირ ზემოქმედებას ახდენს ლულის მდებარეობაზე და თქვენც უფრო ზუსტი ნასროლი გამოგივათ. ჩემი შედეგი (მჯდომიარე/დაყრდნობილი პოზიციიდან, ნოტროთი) 5 გასროლიანი ჯგუფი 75-80 მეტრზე, ეტევა 20 თეთრიანის დიამეტრში. თავს ავ ვიქებ, დიდი მსროლელი არ ვარ მაგრამ არის ერთი ამერიკული გამოთქმა "გეშინოდეს კაცისა რომელსაც მხოლოდ ერთი თოფი აქვს, რაგან მან უეჭველი იცის მისი გამოყენება" თავიდან სანამ ამ ტექნიკას გამოვიყენებდი 20 მეტრში 15 სანტიმეტრიანი ჯგუფები მქონდა და დედის გინებაში ვიყავი, მაგრამ ინგლისური და კომპიუტერი გამომადგა ბოპლოსდაბოლოს ![]() მოკლედ ამდენი ვწერე და რავიცი, მომძვრა ხელები, თუ ვინმეს გამოგადგებათ, 1 კაცს მაინც, ჩავთვლი რომ ტყუილად არ მიწერია. აბა ბედნიერ სროლას გისურვებთ, ჩემპიონები მარტო ვარჯიშით აღწევენ წარმატებას. Happy Shooting! http://www.pyramydair.com/blog/2007/07/artillery-hold.html http://www.pyramydair.com/artillery-hold-video-article.shtml http://www.californiapredatorsclub.com/ind...showtopic=13129 კიდევ ბევრია, ყველას არ ჩამოვწერ, ვიდეო საკმაოდ დეტალურია. ვიდეოში ვისც ხედავთ საკმაოდ ცნობილი გურუა, კონდორის და ნიტროს შექმნაზე მუშაობდა. ავტორიტეტული ადამიანია ჩემი აზრით.
| |
> |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,350 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
foxi საინტერესოა ხალხი რომლებსაც არცკი ქონია ზდპ რაზე საუბრობენ? საიდან უნდა იცოდეს პცპ-ს მფლობელმა ზდპ-ს კაპრიზები? ნუ ერთერთი ალბათ მე მოვიაზრები... ცდები მქონია, და კაიხნისწინ დავბრაკე, როდესაც ხელახლა 1.5 წლის წინ პნევმოს ყიდვა გადავწყვიტე განვიხილავდი ზ.დ.პ-ს და დიდი ხალისი არ მქონდა (პროსტა განს.გი-ზე იყო პირველი საუბარი შეჯიბრება ჩავატაროთო და მეთქი რაცხას დავიადებ და გავიხარებ მეთქი), მისი ჭირვეულობის გამო. გავოცდი როდესაც ჩემთვის ზეციური ტექნოლოგი აღმოვაჩინე PCP-ს სახით იმავე 1.5 წლის წინ, მოვსინჯე და ვაღიარე ერთხელ და სამუდამოდ. არ ვაპირებ არაფრის დიდებით ზ.დ.პ-ზე დაბრუნებას, არანაირი არტილერი ჰოლდის თუ სხვა დაჭერის ტექნოლოგიის გამო (მიუხედავად იმისა რომ ზ.დ.პ-ს აქვს ერთი უდიდესი პლიუსი PCP-სგან განსხვავებით, არავითარ შემთხვევაში არ დავუბრუნდები ზ.დ.პ-ს). ჩემთვსი ზ.დ.პ დასამარებულია. მაქვს თუ არა ჩემი არჩევანის უფლება? იმედია მაქვს ![]() P.S. ზ.დ.პ-ს ერთადერთი პლიუსი არის ავტონომიურობა, ანუ არ გჭირდება, არც ნასოსი, არც ბალონი და არ გეშინია რომ სადღაც გაგითავდება ჰაერის მარაგი. მიუხედავად იმისა რომ მიწევს ნასოსის, ან ბალონის ზურგზე თრევა, მირჩევნია ვათრიო და დაწყნარებული ვიყო. P.S. p.s. რაც შეეეხება დაშლას და ჩაძრომას, თავფეხიანად ვარ ჩამძვრალი არა ერთ ზ.დ.პ-ში და არა ერთი ათასი ტყვია გამოსვრია. სხვათაშორის იყო დრო როდესაც ტყვიები არ იშოვებოდა და პლასტენილში არეული საფანტი, კენჭები, კურკები, ნაფოტები და საკუთარი ხელით ლურსმიდან გამოთლილი წვეტიანი ისრების კი მისვრია, მაგრამ პირადი ჩემი დამოკიდებულება ზ.დ.პ-სათ ერთხელ და სამუდამოდ შეიცვალა. Iraklius რაც შეეხება ამ სროლის ტექნოლოგიას, დიდ პატივს ვცემ ტომ გეილორდს, მაგრამ ვერავინ ვერ დამაჯერებს ვერანაირად რომ კლასიკურ ზ.დ.პ-ზე ხელიდან სროლისას რაიმე ნორმალურ შედეგზე შეიძლება იყოს საუბარი. ნიტრო კი გადის ზ.დ.პ-ს კლასში, მაგრამ მაინც სხვა არის, და კიდევ, ნუ მიწყენ და 5 გასროლიანი ჯგუფი 75-80 მეტრზე, ეტევა 20 თეთრიანის დიამეტრში სანამ არ ვნახავ საკუთარი თვალით ვერ დავიჯერებ. 20 თეთრიანის დიამეტრი არის 25 მილიმეტრი, 80 მეტრზე 25 მილიმეტრიანი ჯგუფების გაკეთება ბევრ PCP-ს მოყვარულს არ შეუძლია, არა მარტო ადამიანს, არამედ თვითონ თოფსაც. არ მაქვს საუბარი მაღალი კლასის სპორტულ შაშხანებზე (Steyr, Walther), ნიტრო არანაირად არ განეკუთვნება მაღალი კლასის პნევმო თოფებს და ამიტომაც ძალიან მიჭირს. შენ თუ ამ არტილერი ჰოლდიდან 25 მილიმეტრიან ჯგუფებს აკეთებ 75-80 მეტრზე, მაშინ მყარი საყრდენიდან და ქვიშის, ან ხორბლის მეშოკებით გააკეთებ 10 მილიმეტრიან ჯგუფებს იგივე დისტანციაზე. ჰო მართლა სადაც ამხელა მიღწევაზეა საუბარი, დისტანცია, პოზიცია და თოფის შემდეგ აუცილებელი პირობაა გვითხრა რომელ ტყვიას იყენებდი, ეს დასამტკიცებლად კი არ მინდა, უბრალოდ როდესაც ასეთ რაღაცას ამბობ სხვა მსურველებს უნდა მისცე შანსი იგივე გაიმეორონ, ამისათვის მაქსიმალურად მთლიანი ინფო უნდა დადო, თორემ სხვა ხვალ დაჯდება იგივეს გაკეთებას დააპირებს და ვერ გააკეთებს, იმიტომ რომ ყველაფერი გაითვალისწინე და ტყვიები კი უცებ ხელთ რას ჰქონდა ის გამოიყენა. კაროჩე ხვალ მგონი ვგეგმავთ გასვლას, თუ მოება თავი მომაქვს 22 მეტრი თოკი © და ჩემი ლაზერული მანძილმზომი, გადავზომოთ გინდა 75 გინდა 80 მეტრი და 5-5 ტყვიანი სერიებით (სტანდარტული სროლის ტექნოლოგიაა როდესაც ჯგუფებზე გვაქვს საუბარი) უნდა გააკეთო მაგ მანძილზე ნებისმიერი რაოდენობა ცდის მერე 25 მილიემტრიანი ჯგუფი იმისათვსი რომ მე დავიჯერო ![]() ![]() ![]() ![]() შეიძლება ნამეტანი ვაჭენებ, და მგონი მართლა ვაჭენებ, მაგრამ შენ თუ მაგი გააკეთე, შენ თუ მაგი გააკეთე... სალუქვაძე გასაგდები გვყავს და ოლიმპიურ ნაკრებში შენ უნდა ჩაგსვათ. "დურუ ხუნჭუა შეაგინე! შეაგინე მე შენ გელაპარაკები!" © (რეკორდი) ![]() ![]() ![]()
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd May 2025 - 08:01 PM |
Hosted by Pro-Service |