![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
||
![]() ცნობის მოყვარე ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 60 რეგისტრ.: 19-February 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 313 ![]() |
EDIT: მოდერი ამას ალბათ რჩევებში და კითხვა პასუხში გადაიტანს. მოდერ- ბოდიში არასწორ განყოფილებაშია ალბათ. ![]() EDIT2: ვამატებ წყაროებს საიდანაც ვისწავლე ყველაფერი ამ ტექნიკის შესახებ. ეს წყაროები იქნება პოსტის ბოლოში. მოკლედ მინდა გაგიზიაროთ იარაღეს მომარჯვების და დაჭერის საუკეთესო გზა, რომელიც ცნობილი და გამოცდილი აირგანერების რეკომენდაცია არის. ამ მეთოდს ქვია Artillery Hold. ეს უფრო ზ.დ.პ-ს მსროლელებს გამოადგებათ ვინაიდან PCP-ს სროლა, კანფეტია სპრინგერებთან შედარებით. მოკლედ წარმოშობის შესახებ: სამხედრო არტილერიაში მოგეხსენებათ ქვემეხების და თუნდაც ხელით სასროლი არტილერიული იარაღის უკუცემა იმხელა არის რომ კონტროლს არ ექვემდებარება. ყოველ შემთხვევაში ასე იყო მე-18, მე-19 საუკუნეებში და ასეა დღესაც ქვემეხების შემთხვევაში. მაგრამ ქვემეხების სიზუსტე ამის მიუხედავად 40 კილომეტრზე სასწაული ტრაექტორიით მაინც ძალიან დიდია. როგორ ხდება ეს? უკუცემის დამორჩილების მაგივრად, ქვემეხს აძლევენ უფლებას გააკეთოს ის რაც უნდა. ამის შედეგად ყოველი გასროლისას ლულის ვიბრაცია ერთნაირ ეფექტს ახდენს ლულის მდგომარეობაზე იმ მომენტში როცა ჭურვი ტოვებს ლულას. თუ ლულა ერთ მდგომარეობაშია ყველა გასროლის შემდგომ, შედეგად ვიღებთ სიზუსტეს. ეს მეთოდი ძალიან ეფექტურია ზ.დ.პ-ს სროლის დროს და აი რატომ: ტყვია მოძრაობას არ იწყებს მანამდე სანამ დგუში არ გაჩერდება, ვინც ვერ ხვდება რატომ, უბრალოდ დაგვიჯერეთ, ეს ასეა. შესაბამისად დგუშის მოძრაობის მიერ გამოწვეული ვიბრაცია იწვევს ლულის და ზოგადად პნევმატიკის მოძრაობას. ადამიანის რეაქცია საკმარისად სწრაფი არ არის რომ ყოველთვის ერთნაირად დაიმორჩილოს იარაღი, ტყვია ხომ სულ რაღაც 0.09 წამში ტოვებს ლულას. ამიტომაც მყარად დაჭერის შემდგომ ჩვენი ზეწოლა სხვადასხვანაირად ცვლის ვიბრაციის მიერ გამოწვეულ ეფექტს და ლულაც ხან ერთ პოზიიაში დგება, ხან მეორეში. აქიდან მომდინარეობს ზ.დ.პ-ს სროლის სიძნელეც. მე პირადად ნიტრო მაქვს და ეს ვიბრაცია შემცირებულია როგორც ნიტროს დგუშის დახმარებით ისევე "დაშრაუდებული" ლულის დახმარებით, მაგრამ ნიტრო მაინც ძალიან ძალიან ძალიან მგრძნობიარეა დაჭერის ტექნიკისადმი. ამიტომაც ვიყენებ Artillery Hold-ს. რაში მდგომარეობს ტექნიკა იარაღის წინა მხარე "Foregrip" (ქართულად ვერ ვამბობ რაღაც) დაიდეთ მარცხენა ხელზე (თუ მარჯვენა ხელით ისვრით). უბრალოდ დაიდეთ არ მოუჭიროთ. მარჯვენა ხელი სასხლეტზე და ტარზე გედოთ ჭნევის გარეშე, საკმარისი მოჭერით რომ უბრალოდ აკონტროლოთ იგი. დამიზნებისას კონტროლისთვის მხოლოდ თქვენი ხელი გამოიყენეთ, უბრალოდ მოძრაობები, და არ მოუჭიროთ თვითონ პნევმოს. ნელა მოქაჩეთ სასხლეტი და ისროლეთ. ამ ტექნიკის გამოყენებისას იარაღის ვიბრაციას მინიმალურად ცვლით, შესბამისად იმ მომენტში როცა ტყვია ტოვებს ლულას, დგუშით გამოწვეული ვიბრაცია ყოველთვის ერთნაირ ზემოქმედებას ახდენს ლულის მდებარეობაზე და თქვენც უფრო ზუსტი ნასროლი გამოგივათ. ჩემი შედეგი (მჯდომიარე/დაყრდნობილი პოზიციიდან, ნოტროთი) 5 გასროლიანი ჯგუფი 75-80 მეტრზე, ეტევა 20 თეთრიანის დიამეტრში. თავს ავ ვიქებ, დიდი მსროლელი არ ვარ მაგრამ არის ერთი ამერიკული გამოთქმა "გეშინოდეს კაცისა რომელსაც მხოლოდ ერთი თოფი აქვს, რაგან მან უეჭველი იცის მისი გამოყენება" თავიდან სანამ ამ ტექნიკას გამოვიყენებდი 20 მეტრში 15 სანტიმეტრიანი ჯგუფები მქონდა და დედის გინებაში ვიყავი, მაგრამ ინგლისური და კომპიუტერი გამომადგა ბოპლოსდაბოლოს ![]() მოკლედ ამდენი ვწერე და რავიცი, მომძვრა ხელები, თუ ვინმეს გამოგადგებათ, 1 კაცს მაინც, ჩავთვლი რომ ტყუილად არ მიწერია. აბა ბედნიერ სროლას გისურვებთ, ჩემპიონები მარტო ვარჯიშით აღწევენ წარმატებას. Happy Shooting! http://www.pyramydair.com/blog/2007/07/artillery-hold.html http://www.pyramydair.com/artillery-hold-video-article.shtml http://www.californiapredatorsclub.com/ind...showtopic=13129 კიდევ ბევრია, ყველას არ ჩამოვწერ, ვიდეო საკმაოდ დეტალურია. ვიდეოში ვისც ხედავთ საკმაოდ ცნობილი გურუა, კონდორის და ნიტროს შექმნაზე მუშაობდა. ავტორიტეტული ადამიანია ჩემი აზრით.
| |
> |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,351 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
Iraklius მედო აბსოლურუტად უძრავ დასადებზე (პენოპლასტისგან გავაკეთე) Iraklius ნუ შემდგომისთვის გაითვალისწინე, საყრდები პენოპლასტისგან მაგარი უაზრობაა, საჭიროა მეშოკები, ქვიშით ან ხორბლით გავსებული. მიხარია რომ გამომეხმაურეთ. დგუშის დარტყმა წარმოქმნის მყისეულ წნევას დგუშსა და ტყვიას შორის მყოფ სივრცეში. ეს წნევა ადის 2000PSI-მდე. არვიცი ატმოსფეროებში რამდენია მაგრამ ვიცი რომ PCP-ს 3000PSI-მდე ტენიან. ირა, თხოვნა მექნება თეორიებს ნუ დაყრი, კი ვიცით რომ PCP 3000-მდე იტენება, მაგრამ აშკარად არასწორე წარმოდგენა გაქვს საერთოდ გასროლაზე, შენ რა გგონია მარადიორი რომ ისვრის თითო ტყვიას სწორედ 3000 PSI-ით ისვრის? და მაშინ რედუქტორიან მაღალი დონის თოფებზე რა ვთქვათ იმათ რომ 80 ატმოსფეროდან 150 ატმოსფერომდე აქვთ დარეგულირებული იქ რა ვქნათ, თან 150 არის 5.5-იან კალიბრში, 4.5-იანში არავინ არ არის 120-ის ზემოთ. დისკოს რაღა ვუყოთ რომელიც 2000PSI-დან იწყებს სროლას? და ნელნელა ეცემა წნევა ყოველ გასროლაზე, (სხვათაშორის 2000PSI არის 136 ატმოსფერო), ბოლოს 1000PSI-ზე ისვრის რამდენიმე ტყვიას ანუ 68 ატმოსფეროთი, მაგრამ მაინც უკაკუნებს იგივე სიჩქარით. მოკლედ ცრუ წარმოდგენა რომ არ გქონდეს, PCP-ში გასროლა არა მხოლოდ წნებვის ხარჯზე ხდება არამედ ჰაერის მოცულობის პორციის ხარჯზე. ანუ უხეშას იხარჯება თითო გასროლაზე 8-9 კუბური სანტიმეტრი შეკუმშული ჰაერი, ანუ საშუალო გამოვიყვანოთ და ვთქვათ რომ 120 ატმოსფეროს წნევით მიეწოდება ჰაერი, ანუ თითო გასროლაზე PCP ხარჯავს 8 კუბურ სანტიმეტრს გამრავლებულს 120-ზე, ანუ 960 კუბური სანტიმეტრი ჩვეულებრივი მოცულობის ჰაერი იხარჯება. უხეშად რომ ვტქვთ 1 ლიტრა. ახლა მითხარი რომელი ზ.დ.პ-ს ცილინდრში არის 1 ლიტრის მოცულობის ადგილი???? არ არსებობს ეგეთი რამ, თან აქ მოყვანილი 8 კუბი მაგარი ეკონომიური ვარიანტია, რეალში ეს არის 10-12 კუბი, და ექსტრემალურ იარაღში 15 კუბამდე ადიან. ახლა დათვალე რამდენი გამოდის!!!! რაც შეეხება გასროლის წინ ზ.დ.პ-ში 2000PSI-ს წარმოქმნას.... მეეჭვება მწარედ, პლიუს დაამატე მოცულობის სიმცირე, ამის ხარჯზეა რომ ზ.დ.პ ყოველთვის აგებს შესაბამისი სიძლიერის PCp-სთან. ასე რომ დგუში სანამ მინიმუმ 95%-ს არ გაივლის ტავისი სვლისა ტყვია ადგილზე დგას, ხოლო როცა უკვე ბოლო 5%-საც გაივლის ტყვია ჯერ ძალიან ნელა მოძრაობს ასე რომ დგუში სანამ მინიმუმ 95%-ს არ გაივლის ტავისი სვლისა ტყვია ადგილზე დგას, ხოლო როცა უკვე ბოლო 5%-საც გაივლის ტყვია ჯერ ძალიან ნელა მოძრაობს ცდები, ცდები, ცდები, აქ სადღაც იყო ვიდეო ზ.დ.პ-ს გასროლაზე, დგუში რომ ჩერდება თოფს სიარული ეწყება იმის დედა ვატირე, სხვატაშორის იმ ვიდეოზე ჩანდა რომ ტყვია უფრო ადრე ტოვებდა ლულას. ასევე იმათ საყურადღებოთ ვინც ფიქრობს რომ ზ.დ.პ-ში უფრო გრძელი ლულა უფრო დიდ სიზუსტეს იძლევა (ან სიჩქარეს ზრდას). ტყვიის სიჩქარის მატება როგორც ზევით ავღნიშნეთ ხდება წარმოქმნილი წნევის გამო. ეს წნევა ნორმალურ მაჩვენებელს უბრუნდება მიახლოებით მაშინ როცა ტყვია ლულის 25-ე სანტიმეტრს გადის. ამის მერე ლულა რეალურად აჩერებს და წინააღმდეგობას უქმნის ტყვიას. ასე რომ ჩემი ნიტროს 48 სანტიმეტრიანი ლულა სადღაც 18 სანტიმეტრით რო დავამოკლო სიჩქარე კიდევ გაიზრდება. მარა "ნაჟივკით" მაგას ვერ გააკეთებ, და ეგეთი ინსტრუმენტები არ მაქვს ჯერ. მოკლედ ცოტა ბევრს ვლაპარაკობ მაგრამ იმედია არ გწყინთ არა კაცო საწყენი რა არის რაც გინდა ის თქვი ![]() ამაზე მეტი რა გაჩვენო, ანიმაციური ფლეში. http://www.arld1.com/rifledynamicssmaller.html არანაირად არაფერი არ უნდა თქვა, უბრალოდ უნდა წაიკითხო, მანდ წერია რომ ეგ ფლეშ ანიმაცია დგუშის და თოფის რეკოილს აღწერს და არა ტყვიის ლულაში მოძრაობის დაწყებას. კაროჩე მაგ ვიდეოვე უარყოფს შენს თეორიას. ტყვიამ მაშინ რომ დაიწყოს მოძრაობა როდესაც დგუში წინა პოზიციაშია რეკოილის გამო შანსი არაა რაიმეს გაარტყა თან იმ კლასის ძლიერი პნევმოთი რომელიც შენ გიჭირავს ხელში. ნუ დამიმტკიცებ იამს რომ მაგხელა ზამბარაში აკუმულირებულ ენერგიას ხელით გააჩერებ, ვერცერთი ადამიანი მაგას ვერ შესძლებს ვერცერთ პოზაში. ნიკლედ დიდად მიხარია რომ აქტიურად ჩაერთე ყველა თემაში, მაგრამ ძალიან, ძალიან ბევრი წასაკითხი და გამოსაცდელი გაქვს მანამდე სანამ ახალ ტეორიებს ან ახალ 100%-იან იდეებს დაუმტკიცებ არა აქაურ ფორუმელებს არამედ მტელს მსოფლიოს და ფიზიკას. კაროცე ახლა სახლში არ ვარ, რომ მივალ დავაგდებ გერმანელების წიგს რომელშიც აღწერილია პნევმატიკა ტავიდან ბოლოლომდე, ნათარგმნია რუსულზე, ჯერ ეგ გადაიკითხე და მერე ჩავუჯდეთ და ყველაფერი ერთად განვიხილოთ რა შეიძლბა და რა არა.
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th August 2025 - 10:27 AM |
Hosted by Pro-Service |