![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
||
![]() ცნობის მოყვარე ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 60 რეგისტრ.: 19-February 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 313 ![]() |
EDIT: მოდერი ამას ალბათ რჩევებში და კითხვა პასუხში გადაიტანს. მოდერ- ბოდიში არასწორ განყოფილებაშია ალბათ. ![]() EDIT2: ვამატებ წყაროებს საიდანაც ვისწავლე ყველაფერი ამ ტექნიკის შესახებ. ეს წყაროები იქნება პოსტის ბოლოში. მოკლედ მინდა გაგიზიაროთ იარაღეს მომარჯვების და დაჭერის საუკეთესო გზა, რომელიც ცნობილი და გამოცდილი აირგანერების რეკომენდაცია არის. ამ მეთოდს ქვია Artillery Hold. ეს უფრო ზ.დ.პ-ს მსროლელებს გამოადგებათ ვინაიდან PCP-ს სროლა, კანფეტია სპრინგერებთან შედარებით. მოკლედ წარმოშობის შესახებ: სამხედრო არტილერიაში მოგეხსენებათ ქვემეხების და თუნდაც ხელით სასროლი არტილერიული იარაღის უკუცემა იმხელა არის რომ კონტროლს არ ექვემდებარება. ყოველ შემთხვევაში ასე იყო მე-18, მე-19 საუკუნეებში და ასეა დღესაც ქვემეხების შემთხვევაში. მაგრამ ქვემეხების სიზუსტე ამის მიუხედავად 40 კილომეტრზე სასწაული ტრაექტორიით მაინც ძალიან დიდია. როგორ ხდება ეს? უკუცემის დამორჩილების მაგივრად, ქვემეხს აძლევენ უფლებას გააკეთოს ის რაც უნდა. ამის შედეგად ყოველი გასროლისას ლულის ვიბრაცია ერთნაირ ეფექტს ახდენს ლულის მდგომარეობაზე იმ მომენტში როცა ჭურვი ტოვებს ლულას. თუ ლულა ერთ მდგომარეობაშია ყველა გასროლის შემდგომ, შედეგად ვიღებთ სიზუსტეს. ეს მეთოდი ძალიან ეფექტურია ზ.დ.პ-ს სროლის დროს და აი რატომ: ტყვია მოძრაობას არ იწყებს მანამდე სანამ დგუში არ გაჩერდება, ვინც ვერ ხვდება რატომ, უბრალოდ დაგვიჯერეთ, ეს ასეა. შესაბამისად დგუშის მოძრაობის მიერ გამოწვეული ვიბრაცია იწვევს ლულის და ზოგადად პნევმატიკის მოძრაობას. ადამიანის რეაქცია საკმარისად სწრაფი არ არის რომ ყოველთვის ერთნაირად დაიმორჩილოს იარაღი, ტყვია ხომ სულ რაღაც 0.09 წამში ტოვებს ლულას. ამიტომაც მყარად დაჭერის შემდგომ ჩვენი ზეწოლა სხვადასხვანაირად ცვლის ვიბრაციის მიერ გამოწვეულ ეფექტს და ლულაც ხან ერთ პოზიიაში დგება, ხან მეორეში. აქიდან მომდინარეობს ზ.დ.პ-ს სროლის სიძნელეც. მე პირადად ნიტრო მაქვს და ეს ვიბრაცია შემცირებულია როგორც ნიტროს დგუშის დახმარებით ისევე "დაშრაუდებული" ლულის დახმარებით, მაგრამ ნიტრო მაინც ძალიან ძალიან ძალიან მგრძნობიარეა დაჭერის ტექნიკისადმი. ამიტომაც ვიყენებ Artillery Hold-ს. რაში მდგომარეობს ტექნიკა იარაღის წინა მხარე "Foregrip" (ქართულად ვერ ვამბობ რაღაც) დაიდეთ მარცხენა ხელზე (თუ მარჯვენა ხელით ისვრით). უბრალოდ დაიდეთ არ მოუჭიროთ. მარჯვენა ხელი სასხლეტზე და ტარზე გედოთ ჭნევის გარეშე, საკმარისი მოჭერით რომ უბრალოდ აკონტროლოთ იგი. დამიზნებისას კონტროლისთვის მხოლოდ თქვენი ხელი გამოიყენეთ, უბრალოდ მოძრაობები, და არ მოუჭიროთ თვითონ პნევმოს. ნელა მოქაჩეთ სასხლეტი და ისროლეთ. ამ ტექნიკის გამოყენებისას იარაღის ვიბრაციას მინიმალურად ცვლით, შესბამისად იმ მომენტში როცა ტყვია ტოვებს ლულას, დგუშით გამოწვეული ვიბრაცია ყოველთვის ერთნაირ ზემოქმედებას ახდენს ლულის მდებარეობაზე და თქვენც უფრო ზუსტი ნასროლი გამოგივათ. ჩემი შედეგი (მჯდომიარე/დაყრდნობილი პოზიციიდან, ნოტროთი) 5 გასროლიანი ჯგუფი 75-80 მეტრზე, ეტევა 20 თეთრიანის დიამეტრში. თავს ავ ვიქებ, დიდი მსროლელი არ ვარ მაგრამ არის ერთი ამერიკული გამოთქმა "გეშინოდეს კაცისა რომელსაც მხოლოდ ერთი თოფი აქვს, რაგან მან უეჭველი იცის მისი გამოყენება" თავიდან სანამ ამ ტექნიკას გამოვიყენებდი 20 მეტრში 15 სანტიმეტრიანი ჯგუფები მქონდა და დედის გინებაში ვიყავი, მაგრამ ინგლისური და კომპიუტერი გამომადგა ბოპლოსდაბოლოს ![]() მოკლედ ამდენი ვწერე და რავიცი, მომძვრა ხელები, თუ ვინმეს გამოგადგებათ, 1 კაცს მაინც, ჩავთვლი რომ ტყუილად არ მიწერია. აბა ბედნიერ სროლას გისურვებთ, ჩემპიონები მარტო ვარჯიშით აღწევენ წარმატებას. Happy Shooting! http://www.pyramydair.com/blog/2007/07/artillery-hold.html http://www.pyramydair.com/artillery-hold-video-article.shtml http://www.californiapredatorsclub.com/ind...showtopic=13129 კიდევ ბევრია, ყველას არ ჩამოვწერ, ვიდეო საკმაოდ დეტალურია. ვიდეოში ვისც ხედავთ საკმაოდ ცნობილი გურუა, კონდორის და ნიტროს შექმნაზე მუშაობდა. ავტორიტეტული ადამიანია ჩემი აზრით.
| |
> |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
||
![]() გურუ ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Administrators პოსტები: 5,577 რეგისტრ.: 19-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 22 ![]() |
Iraklius შენ რასაც იძახი ეგ ალბათ ხდება იდეალურ ზდპ-ს პირობებში, ამიტომაც ღირს ნორმალური ბრენდის მოდელები 500+$, თავად ლულის დასატენი პორტიც უნდა იყოს ცილინდრული ფორმისა რომ მოახდინოს გასროლა გარკვეული წნევის დაგროვების შემდეგ, ანუ მოსდეს ტყვიის "გაწურვა", მარა რეალობა სულ სხვა გვაქვს. ამის მიზეზი N1 რადგან წნევის წარმოქმნა ხდება ზამბარის მეშვეობით, ხოლო ზამბარა არის მეტალის რომელსაც აქვს ერთი ძალიან ცუდითვისება, "დაღლა" ანუ რაღაც რაოდენობის გასროლის შემდეგ ზდპ-ს გასროლის სიჩქარე ეცემა დაბლა, ეს არ ხდება ერთ დღეს, ეს ხდება ნელ-ნელა ეტაპობრივად, ანუ ხვდები ხო რასაც ვიძახი. N2 იაფიან ზდპ-ებში ეს საერთოდ არაა გათვლილი, მაგალითად ჩემი ყოფილი გამო ბიგ ქეთი, მას იმხელა ვიბრაცია ქონდა, იმხელა, რომ საერთოდ აზრი არ ქონდა სროლას, თავისი რაღაც დაბლ გოლდი ტყვიით 360მ/წმ-ს ანვითარებდა როგორც მახსოვს, და არქონდა მნიშვნელობა ცარიელს ისვროდი თუ დატენილს ვიბრაცია ერთნაირი იყო (მანჟეტი იყო იდეალური, ანუ სხვა რამეს ამ ვიბრაციას ვერ დავაბრალებთ). ესეიგი დასკვნა იაფიან შაშხანებზე შენსმიერ ხსენებული წესი არ მოქმედებს. N3 ნუ მართალია საერთოდ 1 ტყვია უნდა აირჩიო და იმით ისროლო, მარა ხანდახან ეგრე არ ხდება. ამიტომაც რბილი ტყვიაები უნდა ამოაგდო ძვირიან ზდპ-ს არსებობიდან. N4 თუ გინდა რომ ამ წესმა იმუშავოს (თუ არის საერთოდ ეგეთი) ესეიგი უნდა იყიდო ძვირიანი შაშხანა და პერიოდულად უნდა უცვალო რამოდენიმე დეტალი, რომლის შოვნაც აქ წარმოუდგენელია. თუარადა ამ წესის თანახმად ერთ დღეს უბრალოდ საერთოდ აღარ გაისვრის ტყვიას ![]() თუმცა მე მაინც არვარ დარწმუნებული, რომ ყველა ძვირიან შაშხანაზე იქნება ეგეთი გათვლა, და თუ არის, იქნება გარკვეულ ტყვიებზე გათვლილი და ასევე ექნება რემონტის ვადა (გასროლების რაოდენობა, როგორც ახალ მანქანაზე ყოველი 10 000-ის შემდეგ უნდა გამოცვალო ეს, ეს, ეს და ეს რომ მანქანამ იმუშავოს იდეალურად), ერთი რომელ ფორუმელს აქვს ეგეთი შაშხანა?? რომელს გაქვთ HW-ს ზდპ, ან დიანას ნაწარმი?? ამიტომაც აღარ ვიყიდი ზ.დ.პ-ს იმიტო, რომ 500+$-ის გადამხდელი მე არვარ და 200$-იანი არ გამომადგა, მითუმეტეს pcp-ს შემდეგ.
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd May 2025 - 08:37 PM |
Hosted by Pro-Service |