სპიმა - ს ლოგო, კლუბის ლოგოტიპის დიზაინი... |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
სპიმა - ს ლოგო, კლუბის ლოგოტიპის დიზაინი... |
Feb 7 2009, 11:57 AM
პოსტი
#1
|
||
Rastafari ჯგუფი: Members პოსტები: 3,795 რეგისტრ.: 3-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1 |
საკმაოდ სერიოზული ატრიბუტია, რომელიც ჩემი აზრით, პირველ რიგში უნდა შეიქმნას. საუბარი წავა "თბილისის პნევმატური იარაღის მოყვარულთა კლუბი" თკიმპ-ის ლოგოზე. ისევ და ისევ გავიმეორებ, ამის აუცილებლობა, მხოლოდ და მხოლოდ ჩემი პირადი აზრია :rolleyes: გთავაზობთ ამ თემაში განვიხილოთ რა უნდა იყოს გამოსახული ჩვენს ლოგოზე და საერთოდ ფორმა, ფერი და ასე შემდეგ. შესაძლებელია ვარიანტების დადება განსახილველად. სამომავლოდ იქნება შემოთავაზება, ჯერჯერობით არაოფიციალურ კლუბში გაწევრიანება. და წევრების ავატარებზე აუცილებლად, უნდა იყოს განთავსებული კლუბის ლოგო. იმედი მაქვს რომ ჩემსავით პნევმოთი დაავადებულებს ბევრს ვიპოვი ასე რომ წავიდა PS საკმაოდ ბევრი, ლოგოს ვარიანტები რომ შეგროვდება, ჩავატარებთ ფარულ :P კენჭისყრას გამარჯვებული დასაჩუქრდება... რითი ჯერ არ მომიფიქრებია მაგრამ კარგი რამით :rolleyes: PPS შეიძლება ვიღაცას არასერიოზულად მოეჩვენოს ეს ყვეაფერი მაგრამ ყველას თავისი ტარაკნები აქვს... ასე რომ ჩემნაირებს ველი :blink:
| |
> |
|
|
Feb 9 2009, 10:29 PM
პოსტი
#2
|
||
ვეტერანი ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,350 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი |
მე სხვა ქართულ ფორუმზე ველოდებოდი შენს წინადადებას და იქ რომ წავიკითხე პირველად ისე ავენთე რომ აი ასეთი ვარიაციები მოვიფიქრე: იმ ფორუმიდან სურათს მოვაცილებ, რადგან იდეაში პირდაპირ აირგანერებს ეხება ეს თემა. ჰო რა თქმა უნდა ტექსტი და განლაგება საექსპერიმენტოა, თავის დროზე რა კონკრეტულ აბრევიატურაზე გაჩერდებოდა არჩევანი არ ვიცოდი. მოკლედ რა თქმა უნდა ყველაფრის შეცვლა შეიძლება. შეიძლება საერთოდ დაბრაკვა და გადაგდებაც საერთოდ ლოგოებთან დაკავშირებით მინდა ყველა პოტენციურ დიზაინერს შემდეგი შემოგთავაზოთ. ლოგოტიპების კეთებაში გარკვეული გამოცდილება მაქვს და ამიტომა გარკვეულ მსოფლიო სტანდარტებს გაგაცნობთ, რა თქმა უნდა ეს შეგიძლიათ უგულველყოთ, მაგრამ სასურველი დავიცვათ: 1) ლოგოტიპი აუცილებლად უნდა იყოს გაკეთებული ვექტორული გრაფიკით და შენახული უნდა იყოს შესაბამის ფორმატში (AI, EPS, CDR და ასე შემდეგ) 2) სასურველია გამოყენებული იყოს 2 მაქსიმუმ 3 ფერი 3) ძალიან გადატვირთული ჩრდილებით და ობიექტებით არ უნდა იყოს საჭიროა ეს ყველაფერი შემდეგი მიზეზებით, ფოტოშოფში გაკეთებული სურათის გადიდება ვთქვათ პლაკატისთვის შეუძლებელია. ბიტმაპი როდესაც შეიქმნება რა ზომისთვისაც შეიქმნება ის ზომა რჩება, ვექტორის გადიდება დაპატარავება შეიძლება უსასრულოდ თან დანაკარგების გარეშე. ზედმეტი ფერები საბეჭდ პროდუქციაში იწვევს გადღაბნას ზედმეტი ობიექტები ფანტავს ყურადღებას და მთავარ იდეას კარგავს, შედეგად მაყურებელი ვერ იმახსოვრებს რასთან აქვს საქმე, და სურვილის შემთხვევაში ვერ გაიხსენებს მის ფორმას. მაგალიტად ჩემს მიერ გაკეთებული დიზაინი შეიძლება აზრს გამოხატავს, მაგრამ მიმაჩნია რომ გადატვირთულია. უნივერსალურია ლოგოტიპი, ერთი ორი ობიექტით როდესაც არის გაკეთებული, მაგალითად ნაიკი, რიბოკი, მარტივია და ამასობაში ყველას ტვინში გამჯდარია P.S. კიდევ ერთი იდეა მაწუხებს და ვნახოთ რა გამოვა იმისგან
| |
> |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 04:20 PM |
Hosted by Pro-Service |