საუბარი წავა "თბილისის პნევმატური იარაღის მოყვარულთა კლუბი" თკიმპ-ის ლოგოზე.
ისევ და ისევ გავიმეორებ, ამის აუცილებლობა, მხოლოდ და მხოლოდ ჩემი პირადი აზრია :rolleyes:
გთავაზობთ ამ თემაში განვიხილოთ რა უნდა იყოს გამოსახული ჩვენს ლოგოზე და საერთოდ ფორმა, ფერი და ასე შემდეგ. შესაძლებელია ვარიანტების დადება განსახილველად. სამომავლოდ იქნება შემოთავაზება, ჯერჯერობით არაოფიციალურ კლუბში გაწევრიანება. და წევრების ავატარებზე აუცილებლად, უნდა იყოს განთავსებული კლუბის ლოგო.
იმედი მაქვს რომ ჩემსავით პნევმოთი დაავადებულებს ბევრს ვიპოვი

ასე რომ წავიდა

PS
საკმაოდ ბევრი, ლოგოს ვარიანტები რომ შეგროვდება, ჩავატარებთ ფარულ :P კენჭისყრას გამარჯვებული დასაჩუქრდება... რითი ჯერ არ მომიფიქრებია მაგრამ კარგი რამით :rolleyes:
PPS
შეიძლება ვიღაცას არასერიოზულად მოეჩვენოს ეს ყვეაფერი მაგრამ ყველას თავისი ტარაკნები აქვს... ასე რომ ჩემნაირებს ველი :blink: