გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> ხელნაკეთი სასხლეტი, დისკოტეკის მოყვარულებისთვის
ja_ja
პოსტი Dec 30 2009, 11:19 PM
პოსტი #1


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



რამდენს გვაქვს თბილისში დისკო?? მგონი 5 კაცს და ყველას გვაქვს პლასტიკატის სასხლეტი.

ერთი შეხედვით დიდი არც არაფერია, მუშაობს მშვენივრად ეგ პლასტიკატი, მაგრამ რაღაც იარაღთან თუნდაც პნევმატიურთან პლასტიკატის მთლად კარგ ამბავთან არ ასოცირდება.

მართალია კროსმანმა უკვე გამოუშვა მოდიფიცირებული დისკო სახელად Benjamin Katana რომელშიც სასხლეტი მექანიზმი მთლიანად შეცვალა და პრაქტიკულად Benjamin Marauder-ის სასხლეტი გადმოიტანა, მაგრამ მის ცალკე კომერციულ პროდუქტად გაყიდვამდე კიდევ კაი დრო გავა, როგორც წესი 6 თვე, მხოლოდ ამის მერე შეიძლება კროსმანმა დაიწყოს ფიქრი შესაბამისი იარაღის დეტალების გაყიდვაზე, ისიც იმ შემთხვევაში თუ გაყიდვები მაღალი იქნება, მაგრამ Benjamin Katana-ს არ უჩანს ის პირი რომ იგი დიდი რაოდენობით გაიყიდოს.


ასე თუ ისე მე პირადად მინდოდა მთლიანი კოლოფის თუ არა სასხლეტის შეცვლა მაინცა, კაი ხანია ვუტრიალებ ამ საქმეს მაგრამ სულ გვერდზე ვდებდი, ზაფხულის შემდეგ სამსახურიდან მოსვლა და სიბნელე ერთია, შესაბამისად ვერაფერს დამატებით ვერ ვახერხებდი, ზაფხულის ლოდინი არ მინდოდა, შვებულება კი ხელთ მქონდა, ამიტომაც ერთერთი უკრაინელის იდეას გავყევი.

გავიარე საყვარელ ვაი მასალ-ტექნიკის მარკეტში რომელიც დიდუბეშია - სახელად EL-JAVA ანუ ელიავა და დავიწყე სასურველი კომპონენტების არჩევა. პირველი შეძენილი იყო ძირითადი კომპონენტი, ანუ ალუმინის ნაჭერი, სისქით 10 მილიმეტრი, სიგრძე სიგანით 180x90 მილიმეტრზე. უხეშად ამ ნაჭრის ფასი გამოვიდა 9 ლარი (წონით ყიდიან, მიახლოებით 500 გრამი იყო და 9 ლარი მინდაო). იდეაში ალბათ დაკლება შეიძლებოდა, მე უბრალოდ ზედმეტი ვაჭრობა არ მიყვარს ხოლმე, მითხრა ფასი, გადავიხადე და წამოვედი.



უკანა გზაზე ხელს გამოვაყოლე სამუშაო ინსტრუმენტებიც, რომლებიც კაი ხნის წინ გაიფანტ-გაიფლანგა, ასე რომ ახალი ნაკრების შეძენა მომიწია:



უხეშად ეს ბედნიერება დაჯდა 10 ლარი ამის მერე წამოვედი სახლში, ვექტორულ პროგრამაში მოვხაზე სასურველი ფორმები (საწყისად ავიღე ინტერში მოძიებული დისკოს სასხლეტის სხვადასხვა ხედები), 1 დღე ხაზვა ზომვა მორგების მერე ამოვბეჭდე აი ასეთი ფურცელი:



მაკეტები მზადაა, ასე რომ დავიწყეთ მუშაობა, უხეშად მოვზომე რამხელა ნაჭერი დამჭირდებოდა სამუშაოდ, და წავიდა მუშაობა







ჰოოო, ახლა მიღებული პატარა მართხკუთხედიდან, ამოსაჭრელი იყო სასურველი ფორმა, ამისათვის ამობეჭდილი ქაღალდიდან ამოვჭერი რამდენიმე მაკეტი



მივატოლ მოვატოლე და ერთერთი შედარებით სწორე კუთხე ამოვირჩიე საწყის წერტილად. შედმეგ ავიღე ორმხრივი სკოჩი და მაკეტზე მივაკარი



მაკეტი თავის მხრივ დავაკარი ამოჭრილ ალუმინის მართხკუთხედს



მაშინათვე გამოჩნდა თუ რა იყო ზედმეტი და რა არა, ფაქტი იყო ზედმეტი ადგილები ოხრად იყო, ქლიბით მუშაობა დიდ სიამოვნებას არ მანიჭებდა, ამიტომა გადავწყვიტე თავიდან მაქსიმალურად შემემცირებინა ქლიბის საქმე, ამისათვის ისევ მოვიმართე რკინის ხერხი და დავიწყე ზედმეტი მხეების მოჭრა









ყველა ზედმეტი ნაწიბურის მოჭრის შემდეგ მივიღე უხეში ფორმების მქონე დეტალი რომელიც შედარებით ნაკლებ სამქლიბაო საქმეებს საჭიროებდა სურათს თუ დააკვირდებით უკვე რაღაც ფორმა ჩანს



ამ უხეში ფორმების მერე წავიდა ქლიბური სამუშაოები, მაქსიმუმ 30-40 წუთის სამუშაო და უკვე ხელთ არის აი ასეთი ფორმა



პრაქტიკულად დარჩა შეპტალოს ადგილის ამოქლიბვა და ზედა ნაწილის დათხელება 3 მილიმეტრამდე, შემდეგ კი სასხლეტის თითის მოსადების ფორმების გამოყვანა.

ამ მომენტისთვის სასხლეტი ასე გამოიყურება





შედარებისთვის გვერდზე დავუდე Dawiti-ს სასხლეტი, ჩემი ჯერ არ ჩამოსულა. იდეაში ბევრი აღარ დარჩა, საერთო ჯამში სულ რომ დავაჯამო მთელი სამუშაო გადაბმული მუშაობით არის სადღაც 1.5-2 საათი. ეს ამ მომენტისთვის დახარჯული დრო. მომავალში რამდენი წავა არ ვიცი

გარდა ამისა ზუმფარის ქაღალდით (ანუ ვინც ვერ გაიგეთ რა არის ზუმფარის ქაღალდი - საუბარია შკურკაზე!!! ქართულს ოდესმე ისწავლით???) დამუშავებაც საკმაოდ კარგი რაღაც გამოდგა, ჯერ ვამუშავებ დეტალს დიდი ქლიბით რომელსაც დიდი კბილები აქვს, ეს ქლიბი მომენტალურად ახელს დეტალს ზედმეტ ლითონს, მერე ადამიანურ ფორმამდე დაგყავს უფრო წმინდა ქლიბით, ბოლოს 2 ზუმფარის ქაღალდით 180-იანი და 500-იანი, იდეაში მინდოდა 1000-იანით დამუშავება (ეგრეთწოდებული "ნულევოით"), მაგრამ სახლში არ აღმომაჩნდა, მიუხედავად ამისა 500-იანმაც მშვენიერი შედეგი მომცა, სასხლეტის თითის მოსადებმა ადგილმა ბზინვა დაიწყო, იდეაში EL-JAVA-ზე ვნახე 40 ლარიანი ბორმანქანა და გასაპრიალებელი ქეჩები თავისი გასაპრიალებელი სითხით, შეიძლება მერე ეგენიც დავიადო რომ ბოლომდე გავაპრიალო სასხლეტი.

ამ მომენტისთვის ესაა მიმდევრობას და მიღწევებს აქ დავამატებ ხოლმე, იმედია ჩემი მოუცლელობის და მიუხედავად 1 კვირაში ამ საქმეს დავამთავრებ მთლიანად. ისე სხვა საქმეები რომ არ გქონდეს და ნორმალური სამუშაო ადგილი გქონდეს, მაქსიმუმ 2-3 საათის ამბავია ამ სასხლეტის გამოთლა.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
 
ახალი თემის დაწყება
გამოხმაურებები
ja_ja
პოსტი Jan 3 2010, 10:56 PM
პოსტი #2


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



bazuka
ვერ მოვტვინე სადაა, გუგლის ხედი ან tbilisi.gov.ge-ზე რომ რუკაა იმაზე შეგიLძია მიმითითო მიახლოებით მაინც სად?
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

პოსტი ამ თემაში
- ja_ja   ხელნაკეთი სასხლეტი   Dec 30 2009, 11:19 PM
- - Davitus   კარგია მაგის დრო რ...   Dec 30 2009, 11:46 PM
- - ja_ja   Davitus ნუ ორიგინალი სა...   Dec 31 2009, 12:11 AM
- - Davitus   ja_ja 8 მილიმენტრი კი ა...   Dec 31 2009, 12:20 AM
- - ja_ja   Davitus რავი მე მაგალიტ...   Dec 31 2009, 12:38 AM
- - Jah   ძალიან მიხარია რომ...   Dec 31 2009, 12:59 PM
- - parna   აი საქმე :thumbsup:   Dec 31 2009, 04:51 PM
- - ja_ja   მტააკ ვაგრძელებ ქლ...   Jan 1 2010, 03:52 PM
- - cz80   ja_ja საღოლ ჯაჯ..   Jan 1 2010, 04:05 PM
- - geojorjika   ja_ja მალაძეც   Jan 1 2010, 06:36 PM
- - nihontoman   კაია, ჯაჯა ასე გააგ...   Jan 1 2010, 07:18 PM
- - Davitus   nihontoman ეგ გამოიყენებ...   Jan 2 2010, 04:27 AM
- - ja_ja   ვაგრძელებ ქლიბვას ...   Jan 2 2010, 12:47 PM
- - cz80   მოკლედ ჯაჯ ამ ბედო...   Jan 2 2010, 12:54 PM
- - nihontoman   ციტატაnihontoman ეგ გამო...   Jan 2 2010, 01:29 PM
- - ja_ja   ნუ პოლირებაზე ჯერ ...   Jan 2 2010, 02:30 PM
- - nihontoman   ციტატაშეიძლება დი...   Jan 2 2010, 02:46 PM
- - ja_ja   მტააკ ვაგრძელებთ მ...   Jan 2 2010, 04:01 PM
- - geojorjika   ციტატა(ja_ja @ 2nd January 2010 ...   Jan 2 2010, 04:03 PM
- - parna   უკვე გავს რაღაცას ....   Jan 2 2010, 04:03 PM
- - ja_ja   geojorjika ციტატა(giorgi @ 2nd J...   Jan 2 2010, 04:36 PM
- - ja_ja   ესეც დღევანდელი სა...   Jan 2 2010, 05:16 PM
- - Davitus   ja_ja დრემელი გუდვილშ...   Jan 2 2010, 06:10 PM
- - ja_ja   Davitus ციტატა(Davitus @ 2nd Jan...   Jan 2 2010, 06:20 PM
- - parna   საღოლ ჯაჯა   Jan 2 2010, 06:52 PM
- - nihontoman   ja_ja ეს უკვე სულ სხვა ...   Jan 2 2010, 09:22 PM
- - ja_ja   nihontoman ციტატა(nihontoman @ 2...   Jan 2 2010, 09:27 PM
- - bazuka   ვააა საღოლ ჯაჯ, ეგ რ...   Jan 2 2010, 10:16 PM
- - foxi   ეს კაცი ვინარიტო? ს...   Jan 3 2010, 12:14 AM
- - geojorjika   ციტატა(kakha @ 3rd January 2010 ...   Jan 3 2010, 12:56 AM
|- - Der Rote Baron   ციტატა(geojorjika @ Jan 3 2010, 0...   Jan 3 2010, 05:56 PM
- - cz80   ციტატა(giorgi @ 3rd January 2010 ...   Jan 3 2010, 01:05 AM
- - bazuka   ხელმრჯვე ოსტატი გ...   Jan 3 2010, 11:08 AM
- - ja_ja   Davitus ციტატა(Davitus @ 2nd Jan...   Jan 3 2010, 06:16 PM
- - nihontoman   ja_ja ხო ეს ცუდი ამბავ...   Jan 3 2010, 08:45 PM
- - Davitus   ja_ja ვააა... ტეხამს... ა...   Jan 3 2010, 09:10 PM
- - ja_ja   nihontoman ჩვენ 220-ი გვაქვ...   Jan 3 2010, 09:20 PM
- - Jah   ja_ja ძალიან ლამაზი კ...   Jan 3 2010, 10:00 PM
- - Jah   ციტატა(ja_ja @ 2nd January 2010 ...   Jan 3 2010, 10:02 PM
- - nihontoman   ვიღაცა ამბობდა, რო...   Jan 3 2010, 10:04 PM
- - ja_ja   nihontoman ციტატა(nihontoman @ 3...   Jan 3 2010, 10:08 PM
- - nihontoman   ციტატაზუსტად მისა...   Jan 3 2010, 10:14 PM
- - ja_ja   nihontoman ჯანდაბას დიდი ...   Jan 3 2010, 10:38 PM
- - bazuka   გიო მე ვიცი კაი საფ...   Jan 3 2010, 10:45 PM
- - ja_ja   bazuka ვერ მოვტვინე სა...   Jan 3 2010, 10:56 PM
- - bazuka   მოკლედ 8 რომ წერია ე...   Jan 3 2010, 11:39 PM
- - ja_ja   bazuka ეგ ის ხომ არაა ე...   Jan 4 2010, 12:13 AM
- - bazuka   კი ეგაა ალბად :lol: მა...   Jan 4 2010, 12:18 AM
- - ja_ja   bazuka ოკ დავძებნი მან...   Jan 4 2010, 10:38 AM
- - ja_ja   კაი ვაგრძელებ ჩემი...   Jan 4 2010, 02:26 PM
- - cz80   საღოოოლ!!!   Jan 4 2010, 02:36 PM
- - ja_ja   ესეც სასხლეტი თავი...   Jan 4 2010, 02:39 PM
- - dawiti   ციტატა(bazuka @ 3rd January 2010 ...   Jan 5 2010, 12:45 AM
- - Jah   ციტატა(dawiti @ 5th January 2010 ...   Jan 5 2010, 11:51 AM
- - ja_ja   Jah ციტატა(Jah @ 5th January 201...   Jan 5 2010, 07:57 PM
- - Jah   ციტატა(ja_ja @ 5th January 2010 ...   Jan 5 2010, 08:04 PM
- - ja_ja   რუკა დავაგდე და აგ...   Jan 5 2010, 08:08 PM
- - Power_VANO   ja_ja უი, ჯა_ჯ, გიგას აქ...   Jan 5 2010, 08:31 PM
- - nihontoman   ხო ვამბობდი ვიცი ი...   Jan 5 2010, 08:38 PM
- - ja_ja   Power_VANO გიგამ გუდვილშ...   Jan 5 2010, 08:39 PM
- - Power_VANO   ja_ja ჰო, ადრე მეც მაქვ...   Jan 5 2010, 08:46 PM
- - bazuka   ებიჭო რაამბავია 210 ...   Jan 5 2010, 09:03 PM
- - ja_ja   bazuka ეჰ ვიცი ჩემო ბაზ...   Jan 5 2010, 10:04 PM
- - ja_ja   მოკლედ დრეს EL-Java-ზე ვ...   Jan 7 2010, 05:46 PM
- - bazuka   იფ იფ იფ. კაია არა?   Jan 7 2010, 05:48 PM
- - Power_VANO   ja_ja ციტატა(ja_ja @ 7th January...   Jan 7 2010, 06:17 PM
- - ja_ja   Power_VANO სურათზე არ გამ...   Jan 7 2010, 06:32 PM
- - geojorjika   ja_ja გათიშე მერე შეკ...   Jan 7 2010, 06:35 PM
- - nihontoman   ციტატაja_ja გათიშე მე...   Jan 7 2010, 06:41 PM
- - bazuka   ja_ja მისმინე, ისე დაუ...   Jan 7 2010, 06:55 PM
- - cz80   ja_ja უეჭველი გეშინია...   Jan 7 2010, 07:53 PM
- - ja_ja   nihontoman ციტატა(nihontoman @ 7...   Jan 7 2010, 07:55 PM
- - bazuka   ციტატა(ja_ja @ 7th January 2010 ...   Jan 7 2010, 08:04 PM
- - ja_ja   ა ბატონო.   Jan 7 2010, 08:08 PM
- - cz80   ja_ja აი საღოოლ!   Jan 7 2010, 08:10 PM
- - bazuka   საღოლ მაგარია უბრა...   Jan 7 2010, 08:30 PM
- - ja_ja   bazuka ეგენი ძალიან ღრ...   Jan 7 2010, 08:50 PM
- - parna   ვერცხლისას გავს   Jan 8 2010, 12:34 AM
- - Power_VANO   ja_ja მშვენივრად გამო...   Jan 8 2010, 10:27 AM
- - ja_ja   დღეს ახალი მასალა ...   Jan 10 2010, 10:30 PM
- - nihontoman   ja_ja იდეები ძაან მომ...   Jan 10 2010, 10:50 PM
- - ja_ja   nihontoman შენ ახლა მაგას...   Jan 10 2010, 11:13 PM
- - parna   საღოლ ჯაჯ აშკარათ ...   Jan 11 2010, 12:01 AM


მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 3 მომხმარებელი (მათ შორის 3 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 3rd May 2025 - 07:15 PM
Hosted by Pro-Service