ერთი შეხედვით დიდი არც არაფერია, მუშაობს მშვენივრად ეგ პლასტიკატი, მაგრამ რაღაც იარაღთან თუნდაც პნევმატიურთან პლასტიკატის მთლად კარგ ამბავთან არ ასოცირდება.
მართალია კროსმანმა უკვე გამოუშვა მოდიფიცირებული დისკო სახელად Benjamin Katana რომელშიც სასხლეტი მექანიზმი მთლიანად შეცვალა და პრაქტიკულად Benjamin Marauder-ის სასხლეტი გადმოიტანა, მაგრამ მის ცალკე კომერციულ პროდუქტად გაყიდვამდე კიდევ კაი დრო გავა, როგორც წესი 6 თვე, მხოლოდ ამის მერე შეიძლება კროსმანმა დაიწყოს ფიქრი შესაბამისი იარაღის დეტალების გაყიდვაზე, ისიც იმ შემთხვევაში თუ გაყიდვები მაღალი იქნება, მაგრამ Benjamin Katana-ს არ უჩანს ის პირი რომ იგი დიდი რაოდენობით გაიყიდოს.
ასე თუ ისე მე პირადად მინდოდა მთლიანი კოლოფის თუ არა სასხლეტის შეცვლა მაინცა, კაი ხანია ვუტრიალებ ამ საქმეს მაგრამ სულ გვერდზე ვდებდი, ზაფხულის შემდეგ სამსახურიდან მოსვლა და სიბნელე ერთია, შესაბამისად ვერაფერს დამატებით ვერ ვახერხებდი, ზაფხულის ლოდინი არ მინდოდა, შვებულება კი ხელთ მქონდა, ამიტომაც ერთერთი უკრაინელის იდეას გავყევი.
გავიარე საყვარელ ვაი მასალ-ტექნიკის მარკეტში რომელიც დიდუბეშია - სახელად EL-JAVA ანუ ელიავა და დავიწყე სასურველი კომპონენტების არჩევა. პირველი შეძენილი იყო ძირითადი კომპონენტი, ანუ ალუმინის ნაჭერი, სისქით 10 მილიმეტრი, სიგრძე სიგანით 180x90 მილიმეტრზე. უხეშად ამ ნაჭრის ფასი გამოვიდა 9 ლარი (წონით ყიდიან, მიახლოებით 500 გრამი იყო და 9 ლარი მინდაო). იდეაში ალბათ დაკლება შეიძლებოდა, მე უბრალოდ ზედმეტი ვაჭრობა არ მიყვარს ხოლმე, მითხრა ფასი, გადავიხადე და წამოვედი.

უკანა გზაზე ხელს გამოვაყოლე სამუშაო ინსტრუმენტებიც, რომლებიც კაი ხნის წინ გაიფანტ-გაიფლანგა, ასე რომ ახალი ნაკრების შეძენა მომიწია:

უხეშად ეს ბედნიერება დაჯდა 10 ლარი ამის მერე წამოვედი სახლში, ვექტორულ პროგრამაში მოვხაზე სასურველი ფორმები (საწყისად ავიღე ინტერში მოძიებული დისკოს სასხლეტის სხვადასხვა ხედები), 1 დღე ხაზვა ზომვა მორგების მერე ამოვბეჭდე აი ასეთი ფურცელი:

მაკეტები მზადაა, ასე რომ დავიწყეთ მუშაობა, უხეშად მოვზომე რამხელა ნაჭერი დამჭირდებოდა სამუშაოდ, და წავიდა მუშაობა



ჰოოო, ახლა მიღებული პატარა მართხკუთხედიდან, ამოსაჭრელი იყო სასურველი ფორმა, ამისათვის ამობეჭდილი ქაღალდიდან ამოვჭერი რამდენიმე მაკეტი

მივატოლ მოვატოლე და ერთერთი შედარებით სწორე კუთხე ამოვირჩიე საწყის წერტილად. შედმეგ ავიღე ორმხრივი სკოჩი და მაკეტზე მივაკარი

მაკეტი თავის მხრივ დავაკარი ამოჭრილ ალუმინის მართხკუთხედს

მაშინათვე გამოჩნდა თუ რა იყო ზედმეტი და რა არა, ფაქტი იყო ზედმეტი ადგილები ოხრად იყო, ქლიბით მუშაობა დიდ სიამოვნებას არ მანიჭებდა, ამიტომა გადავწყვიტე თავიდან მაქსიმალურად შემემცირებინა ქლიბის საქმე, ამისათვის ისევ მოვიმართე რკინის ხერხი და დავიწყე ზედმეტი მხეების მოჭრა




ყველა ზედმეტი ნაწიბურის მოჭრის შემდეგ მივიღე უხეში ფორმების მქონე დეტალი რომელიც შედარებით ნაკლებ სამქლიბაო საქმეებს საჭიროებდა სურათს თუ დააკვირდებით უკვე რაღაც ფორმა ჩანს

ამ უხეში ფორმების მერე წავიდა ქლიბური სამუშაოები, მაქსიმუმ 30-40 წუთის სამუშაო და უკვე ხელთ არის აი ასეთი ფორმა

პრაქტიკულად დარჩა შეპტალოს ადგილის ამოქლიბვა და ზედა ნაწილის დათხელება 3 მილიმეტრამდე, შემდეგ კი სასხლეტის თითის მოსადების ფორმების გამოყვანა.
ამ მომენტისთვის სასხლეტი ასე გამოიყურება


შედარებისთვის გვერდზე დავუდე Dawiti-ს სასხლეტი, ჩემი ჯერ არ ჩამოსულა. იდეაში ბევრი აღარ დარჩა, საერთო ჯამში სულ რომ დავაჯამო მთელი სამუშაო გადაბმული მუშაობით არის სადღაც 1.5-2 საათი. ეს ამ მომენტისთვის დახარჯული დრო. მომავალში რამდენი წავა არ ვიცი
გარდა ამისა ზუმფარის ქაღალდით (ანუ ვინც ვერ გაიგეთ რა არის ზუმფარის ქაღალდი - საუბარია შკურკაზე!!! ქართულს ოდესმე ისწავლით???) დამუშავებაც საკმაოდ კარგი რაღაც გამოდგა, ჯერ ვამუშავებ დეტალს დიდი ქლიბით რომელსაც დიდი კბილები აქვს, ეს ქლიბი მომენტალურად ახელს დეტალს ზედმეტ ლითონს, მერე ადამიანურ ფორმამდე დაგყავს უფრო წმინდა ქლიბით, ბოლოს 2 ზუმფარის ქაღალდით 180-იანი და 500-იანი, იდეაში მინდოდა 1000-იანით დამუშავება (ეგრეთწოდებული "ნულევოით"), მაგრამ სახლში არ აღმომაჩნდა, მიუხედავად ამისა 500-იანმაც მშვენიერი შედეგი მომცა, სასხლეტის თითის მოსადებმა ადგილმა ბზინვა დაიწყო, იდეაში EL-JAVA-ზე ვნახე 40 ლარიანი ბორმანქანა და გასაპრიალებელი ქეჩები თავისი გასაპრიალებელი სითხით, შეიძლება მერე ეგენიც დავიადო რომ ბოლომდე გავაპრიალო სასხლეტი.
ამ მომენტისთვის ესაა მიმდევრობას და მიღწევებს აქ დავამატებ ხოლმე, იმედია ჩემი მოუცლელობის და მიუხედავად 1 კვირაში ამ საქმეს დავამთავრებ მთლიანად. ისე სხვა საქმეები რომ არ გქონდეს და ნორმალური სამუშაო ადგილი გქონდეს, მაქსიმუმ 2-3 საათის ამბავია ამ სასხლეტის გამოთლა.