გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> Crosman 1377 - ის ს.დ.მ.-ის გადაკეთება.
Jah
პოსტი Dec 6 2009, 10:51 PM
პოსტი #1


Rastafari
******

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,795
რეგისტრ.: 3-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 1



უფრო სწორად გადაკეთება კი არა, ახალი ს.დ.მ.-ის გაკეთება smile.gif

დაიწყო ყველაფერი იმით რომ საშინლად მიშლიდა ნერვებს, უაზრო, უხეში, არაინფორმატული სასტოკო ს.დ.მ.-ი ამ იარაღზე,
რომლითაც ყველა დანარჩენი ფაქტორების იდეალურობითაც შეუძლებელი იყო, ოდნავ მაინც კარგი შედეგის მიღწევა...
არსებობს ძალიან ბევრი ვარიანტი ასეთი ტიპის ს.დ.მ.ების გადაკეთებისა მაგრამ მე გავჩერდი ერთ ერთზე, რომლის ავტორი არის, guns.ru-ს,
ერთ ერთი წევრი bolivar, რისთვისაც ანუ იდეისთვის მას უღრმესი მადლობა.
წინ გაქცევით გეტყვით, რომ ამ ტიპის ს.დ.მ.-მა ყველა ჩემს მოლოდინს გადააჭარბა wink.gif

ხო და შემოდგომის გრძელ საღამოებს (სულ დამჭირდა 1 კვირა, დღეში სადღაც 1-2 საათს ვმუშაობდი) ვატარებდი ამ პროექტის განსახორციელებრალად smile.gif
მასალად ავირჩიე, ისევ ერთ ერთი უკრაინელი ფორუმელის კარნახით (Konstantin_E), ძველი ქლიბები 4 და 5 მმ-ს სისქით.
ქლიბები როგორც იცით არის ნაწრთობი, და მათი დამუშავება არის ჯოჯოხეთი თუ არ "მოუშვი". ხო და ავიღე ეს ორი ქლიბი, და მოუშვი,
დამეხმარა ჩემი მეუღლის 800 გრადუსიანი მუფელის ქურა, სამწუხაროდ ფოტოზე არ გამოვიდა სიწითლემდე გახურებული ქლიბები, იმიტომ რომ სანამ გავიქეცი აპარატზე უკვე გაცივდნენ biggrin.gif. დამუშავების წინ ტავისთავად ოდნავ მოვხსენი ნასეჩკის ზედაპირი.
მიმაგრებული ფაილი  IMG_4719.JPG ( 321.84 კილობაიტი ) ჩამოტვირთვების რაოდენობა: 3
მიმაგრებული ფაილი  IMG_4720.JPG ( 369.26 კილობაიტი ) ჩამოტვირთვების რაოდენობა: 4


შემდეგ კი ამოვბეჭდე პრინტერზე ენების და კაუჭის კონტურები (ერთ სურათზე ჩანს კიდე დაწებებული ქაღალდის ნარჩენები ენებზე), ამოვჭერი და დავაწებე ქლიბებზე.
5 მმ-იანი დავიტოვე კაუჭისთვის, ენები კი ამოვჭერი 4მმ-ნისგან.
ახლა ყველაზე მთავარი ინსტრუმენტებიდან მხოლოდ რკინაზე ხერხი, ქლიბები და ნადფილები მქონდა, ნუ თავისთავად დრელიც.
მიმაგრებული ფაილი  IMG_4725.JPG ( 277.77 კილობაიტი ) ჩამოტვირთვების რაოდენობა: 5


ძალიან ბევრი საინტერესო პროცესი არ დავაფიქსირე ფოტოზე და ვიდეოზე, რა ვქნა smile.gif მაპატიეთ ცუდი რეპორტერი ვარ, Ja_Ja-ს ვერ შევედრები smile.gif

ასე რომ შედეგები:

ს.დ.მ.-ი აწყობილი (ყველაფერი მუშაობს ისედაც კარგად მაგრამ შემდგომში ვაპირებ ღერძებზე ბრინჯაოს შაიბების დაყენებას.)
მიმაგრებული ფაილი  IMG_4742.JPG ( 319.94 კილობაიტი ) ჩამოტვირთვების რაოდენობა: 9


ცალკე ნაწილები
მიმაგრებული ფაილი  IMG_4743.JPG ( 310.38 კილობაიტი ) ჩამოტვირთვების რაოდენობა: 3
მიმაგრებული ფაილი  IMG_4744.JPG ( 452.9 კილობაიტი ) ჩამოტვირთვების რაოდენობა: 4


გაუპატიურებული ჩარჩო smile.gif
მიმაგრებული ფაილი  IMG_4745.JPG ( 326.06 კილობაიტი ) ჩამოტვირთვების რაოდენობა: 6


ვიდეო მასალა + smile.gif

გავცაკეთე საფორტოჩკე-სააივნე მოდერი და მინდა ვიტრაბახო smile.gif

მოდერის მუშაობა (ARUZ-ი საშინლად ახრჩობს უმოდერო გასროლის ხმას smile.gif
ვისაც ვირთხა ნანახი აქვს მიხვდება რომ ბევრად უფრო ხმაურიანია აი მოდერით კი ზუსტად ასეთი ხმაა smile.gif )


ს.დ.მ.-ის მუშაობის პრინციპი


იტოგში:
ყმაყოფილი ვარ სპილოსავით smile.gif
რა თქმა უნდა, ყველაფერი ჯერ სატესტო რეჟიმშია, შემდეგ მელოდება, შლიფოვკა, პოლირება, და ბოლოს წრთობა...
და მერე კი შეიძლება ვთქვათ რომ პროექტი შედგა...

ეს კი ის "ნახაზი", უფრო სწორად მონახაზი, რომელიც ამოვჭერი, დავაწებე ქლიბს, და დავიწყე სექსუალური ურთიერთობა, ქლიბთან ხერხის მეშვეობით...
მიმაგრებული ფაილი  Graphic1.jpg ( 239.37 კილობაიტი ) ჩამოტვირთვების რაოდენობა: 7
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
 
ახალი თემის დაწყება
გამოხმაურებები
ja_ja
პოსტი Dec 9 2009, 09:45 PM
პოსტი #2


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,351
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



ჰოოოო, საკმაოდ ორიგინალურ იდეას წავაწყდი როდესაც მარადიორის სასხლეტი კოლოფი დავშალე. ჰმმმმ, შედარებით მარტივ მექანიზმს მოველოდი და სულ სხვანაირად მეგონა რომ იყო მოწყობილი მუშაობის პრინციპი, მაგალიტად ბოლო დამჭერი დეტალი თუ მეორე შეპტალო, მეგონა ზემოთ იწეოდა, თურმე ქვემოთ იწევა .... მდააა, უკან საბრძოლო მოქმედებაში მოყვანა კი რაღაც "კაჩაიუში" მოძრავი სვლის მუღამზეა აწყობილი. მოკელდ მივყვეთ ყველაფერს მიმდევრობით.

მოკლედ ესაა სქემატური ნახაზი.



ეს კი რეალური სურათი. ბოდიშს ვითხოვ ბანძი სურათისთვის, ფოტოაპარატში აკუმულატორები დაჯდა, თან ორივე კომპლექტი, ამიტომ მომიწია მობილით გადაღება.



ახლა მუშაობის პრინციპი როგორია:

B და C ვინტებით ხდება პირველი და მეორე საფეხურის რეგულირება. კონსტრუქცია ისეა მოწყობილი რომ ორივე ვინტი შესაძლებელია სასხლეტზე იყოს განთავსებული.



G არის შეპტალო, H არის ჩამკეტი, რომელიც ჩახმახის გადატენვის შემდეგ დამრტყმელის ზემოქმედებით წინაა მიწეული და თან დამრტყმელის ზამბარა ცდილობს ჩაქუჩის (დამრტყმელის) წინ წაწევას მაგრამ ხელს უშლის H დეტალის კუზი. იგივე ჩახმახის ზამბარის ძალისა და ამ კუზის ფორმის ხარჯზე, ეს მეორე შეპტალო, ან ჩამკეტი (რავიცი რომელიც მოგეწონებათ) განიცდის ზემოდან ქვემოთ მიმართულ ზეწოლას. ჩემს მიერ მოყვანილ მონიშნულ სურათზე არსებული პირველი და მეორე შეპტალოს შეხების ადგილი L მეორე შეპტალოს, იმავე ჩამკეტს საშუალებას არ აძლევს ძირს ჩამოვიდეს. მოკლედ ამ პიწკაზე არსებული შეხების ადგილით ხდება დამრტყმელის გაჩერება.


იმავე ჩემს მიერ დადებულ მონიშნულ სურათზე ვინტები ნომრით 1, 2, 3 ჩალიჩობენ შეპტალოს პოზიციის და სასხლეტის სვლის დარეგულირებას. მთავარი იდეა შემდეგია, პირველი და მეორე შეპტალოს შეხების ადგილზე შემცირდეს შეხების ადგილი შემდეგ კი დამრტყმელის ზამბარის ზემოქმედებით მოხდება მეორე შეპტალოს ზემოდან ქვემოთ მოძრაობა, მეორე შეპტალოს კუზი ჩაინალება კორპუსში იმავე დამრტყმელის მოძრაობის ხარჯზე და.... და დამრტყმელს აღარაფერი აჩერებს წავიდა მთელი ძალით კლაპანზე თავის დასარტყმელად.


მაგრამ არის გარკვეული თავისებურება, დააკვირდით ჩემს ნახაზზე K ადგილს, აქ მეორე შეპტალოს შეუძლია მოძრაობა წინ და უკან. პრინციპი ჩემდეგია:

გასროლის შედმეგ სასხლეტს ჩვენ ვუშვებთ ხელს, ანუ გამოდის მეორე შეპტალო ისევ ძირსაა ჩამოწეული, მაგრამ ჩახმახის უკან გაწევისას და დამრტყმელის უკანა პოზიციის მიღწევისას თავისი კუზი ზემოთ უნდა ამოწიოს. მაგრამ როგორ ამოწიოს? გასროლისას შეპტალომ L ადგილი წაწია წინ და მისცა მეორე შეპტალოს საშუალება ძირს ჩამოწეულიყო, სასხლეტის ხელის გაშვების შემდეგ L შეხების ადგილი ისევ უკან იწევს და მეორე შეპტალოს შესაბამისად არ აძლევს საშაულებას ზემოთ აიწიოს, ანუ ის შეხების ადგილი რაც გასროლის წინ მეორე შეპტალოს ძირს ჩამოწევის საშუალებას არ აძლევდა ახლა ზემოთ აწევის შესაძლებლობას არ მისცემს.

სწორედ ეს კუდიოზი რომ არ წამოიქმნას, მეორე შეპტალოს უბრალოდ ღერძის ადგილზე მრგვალი ხვრელი კი არ აქვს, არამედ წაგრძელებული ელიფსი აქვს, რაც ამ მეორე შეპტალოს საშუალებას აძლევს დამრტყმელის უკან მოძრაობისას თავისი კუზით წაეხახუნოს დამრტყმელს, რომელიც მას უკან დაწევს ამ ელიპსოიდი ხვრელის მეშვეობით, გახრდის ადგილს L შეხების ადგილზე, შედეგად მეორე შეპტალოს ადგილი უჩნდება ასცდეს პირველ შეპტალოს და სუსტი ზამბარის ზემოქმედებით ზემოთ ამოყოს ტავი როდესაც დამრტყმელი უკანა პოზიციას მიაღწევს.

ამის შემდეგ ჩახმახს ხელს ვუშვებთ, დამრტყმელი ეჯახება მეორე შეპტალოს კუზს მიათრევს წინ, და ეს მეორე შეპტალო მიყვება მანამდე სანამ ელიფსოიდი ღერძის ადგილი მოძრაობის საშუალებას აძლევს, შედმეგ კი ცდილობს ძირს ჩაიწიოს, იმიტომ რომ ღერძი წინ სვლის საშუალებას აღარ აძლებს, ხოლო უკნიდან მომართული დამრტყმელი კი მთელი ძალით აწვება.

მაგრამ ისევ პირველ შეპტალოს შეხების ადგილს აწყდება მეორე შეპტალო, ანუ ისევ და ისევ იმ L ადგილს შედეგად დგება საბრძოლო მდგომარეობაში.

დანარჩენი სურათები სხვადასხვა პოზიციების გამოსაჩენად:


წვრილი სახრახნისი გამოვიყენე (ანუ ატვიორკა), რომ ფორმა შემენარჩინებინა, თორემ რეზერვუარის ღარის გარეშე ეს მეორე შეპტალო იქეთ აქეთ დატასაობს.



პიველიი საფეხური გავლილია და სასხლეტის უკანა ნაწილი შეეხო შეპტალოს უკანა მხარს (ასევთქვათ სასხლეტის ტავისუფალი სვლაა ეს პირველი საფეხური, გაუშვებ თითს სასხლეტი საწყოს მდგომარეობაში დაბრუნდება), ცოტა დაწონა, და შეპლატოს აწევა მოხდება შედეგად მეორე შეპტალო გამონთავისუფლდება



მეორე საფეხურის გადალახულია, არ ვიცი რამდენად ჩანს რომ L შეხების ადგილზე ღრეჩო გამოჩნდა, შედეგად ახლა მეორე შეპტალოს კუზზე რომ დამრტყმელი აწვებოდეს ქვემოთ ჩააწევინებდა ტანს და თვითონ გასრიალდებოდა კლაპნისკენ.



რავი მგონი მარადიორის მხრივ ყველაფერი გასაგებია. იგივე პრინციპია მოსაწყობი 1377-ის სასხლეტზე ანუ მეორე საფეხურის მხრივ. ანუ ახლა სასხლეტი პირდაპირ მიდებული რომაა არ უნდა იყოს ეგრე პირველი საფეხური მაგით უგულველყოფილია. იდეაში გამოდის ერთ საფეხურიანი სასხლეტი მაგ დროს. სხვათაშორის იგივე ეფექტი ტავისუფლად მივიღე მაადიორის სასხლეტზეც, საკმარისი იყო B ვინტი მაქსიმალურად ძირს ჩამომეწია, ჩ ვინტი მაქსიმალურად ზემოთ ამეწია და D ვინტიც ზემოთ ამეწია. თითის დადება სასხლეტზე და ეგრევე გასროლაა, ანუ არანაირი 2 საფეხური, გასროლა გინდა დაადე და ბა-ბახ.

მე პირადად არც სპორტულ და არც სანადირო ვარიანტშI ეგ მიდგომა მართებულად არ მიმაჩნია.

სპორტულ ვარიანტში როდესაც სალუქვაძესთან დავდიოდი, ტრენერი კაკრაზ ვეჩნა ერთს მეუბნებოდა, პისტოლეტს რომ აწევ და ნელნელა სამიზნისკენ ჩამოწევას დაიწყებ სასხლეტზე 60% უკვე დაჭერილი უნდა გქონდეს და უნდა გრძნობდე რომ შეეხო იქ რაღაცას და ოდნავი დაწოლაღა გინდა რომ გაისროლოო. გვიკრძალავდა პისტოლეტის აწევას დამიზნებას და ერთაინად გამოკვრას და ასევე მართალია არ უთქვია, მაგრა ჩემთვის მაგარი მოუხერხებელი ქინებოდა პირდაპირ შეხებისას რომ გაისროლო. სალუქვაძესთანაც ტირში არაერთხელ გასროლა გადამიფიქრებია იმიტომ რომ ხელი დადიოდა, და ბოლოს იმპროვიზირებული სროლა რომ გვქონდა ჯგუფებზე იქაც 2-ეჯრ გადავიფიქრე გასროლა არ მომეწონა სიტუაცია, გავუშვი ხელი სასხლეტს დაბრუნდა საწყის მდგომარეობაში. ისეთი სასხლეტი რომ მქონოდა როგორიც ახლა ამ 1377-ის სასხლეტზე, შეიძLება ვერ მომეზომა და ოდნავი დაწოლით გასროლაც კი გამომსვლოდა რომელიც შეიძლება არანაირად არ მჭირდებოდა

მოკელდ სპორტულად ეგეთი გადაბმული სასხლეტი გაუმართლებელია, იგივე მიმაჩნია სანადიროდაც, გრძნობ მზად ხარ როდესაც პირველ საფეხურს გაივლი და ვსიო , მაგრამ უკან მოსაბრუნებელი გზა უნდა გქონდეს.

ნუ ია ტაკ დუმაიუ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

პოსტი ამ თემაში
- Jah   Crosman 1377 - ის ს.დ.მ.-ის გადაკეთება.   Dec 6 2009, 10:51 PM
- - ja_ja   Jah ეს უკვე გაქვს თუ ...   Dec 7 2009, 09:04 AM
- - geojorjika   ja_ja მემგონი გააკეთა   Dec 7 2009, 09:17 AM
- - geojorjika   Jah ძალიან საინტერე...   Dec 7 2009, 09:18 AM
- - ja_ja   geojorjika ციტატა(giorgi @ 7th D...   Dec 7 2009, 09:26 AM
- - Jah   ციტატა(ja_ja @ 7th December 2009 ...   Dec 7 2009, 09:27 AM
- - ja_ja   Jah ვიდეო არ მინახია ...   Dec 7 2009, 09:29 AM
- - Jah   ციტატა(ja_ja @ 7th December 2009 ...   Dec 7 2009, 09:32 AM
- - ja_ja   Jah ისე ამ 1377-ზე ვერ რა...   Dec 7 2009, 09:38 AM
- - Jah   გაგიკვირდებათ, მაგ...   Dec 7 2009, 09:38 AM
- - Jah   ციტატა(ja_ja @ 7th December 2009 ...   Dec 7 2009, 09:41 AM
- - ja_ja   Jah ციტატა(Jah @ 7th December 20...   Dec 7 2009, 10:06 AM
- - Jah   ციტატა(ja_ja @ 7th December 2009 ...   Dec 7 2009, 10:13 AM
- - ja_ja   Jah ციტატა(Jah @ 7th December 20...   Dec 7 2009, 11:02 AM
- - nihontoman   ციტატაJah მაშინ ან ნ...   Dec 7 2009, 12:19 PM
|- - geojorjika   ციტატა(nihontoman @ Dec 7 2009, 0...   Dec 7 2009, 12:27 PM
- - nihontoman   ციტატაშენ ეგ ხომ ა...   Dec 7 2009, 12:32 PM
- - bazuka   Jah საღოლ სერიოზულა...   Dec 7 2009, 04:08 PM
- - Jah   ციტატა(bazuka @ 7th December 2009...   Dec 7 2009, 04:44 PM
- - nihontoman   ციტატაისევ გავაცხ...   Dec 7 2009, 04:48 PM
- - geojorjika   ციტატა(nihontoman @ 7th December ...   Dec 7 2009, 04:51 PM
- - Jah   ციტატა(nihontoman @ 7th December ...   Dec 7 2009, 05:17 PM
- - nihontoman   ციტატაციტატა(nihontoman @ ...   Dec 7 2009, 05:23 PM
- - parna   აი მოდერიი საღოლ გ...   Dec 8 2009, 06:35 PM
- - Jah   ციტატა(parna @ 8th December 2009 ...   Dec 8 2009, 07:47 PM
- - ja_ja   Jah ისე ჭკუის სწავლე...   Dec 8 2009, 07:57 PM
- - Jah   ციტატა(ja_ja @ 8th December 2009 ...   Dec 9 2009, 10:01 AM
- - ja_ja   Jah ციტატა(Jah @ 9th December 20...   Dec 9 2009, 10:26 AM
- - ja_ja   არა არა შევცდი, მეო...   Dec 9 2009, 10:30 AM
- - ja_ja   აი ლურჯით მივანიშნ...   Dec 9 2009, 10:46 AM
- - Jah   ციტატა(ja_ja @ 9th December 2009 ...   Dec 9 2009, 10:51 AM
- - ja_ja   Jah ციტატა(Jah @ 9th December 20...   Dec 9 2009, 10:57 AM
- - Jah   ახლა გავიგე სჰენ რ...   Dec 9 2009, 11:16 AM
- - ja_ja   Jah ციტატა(Jah @ 9th December 20...   Dec 9 2009, 11:59 AM
- - ja_ja   ჰოოოო, საკმაოდ ორი...   Dec 9 2009, 09:45 PM
- - Jah   პირველ პოსტში დავა...   Dec 17 2009, 12:14 AM


მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 26th June 2025 - 07:05 PM
Hosted by Pro-Service