დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: Crosman 1377 - ის ს.დ.მ.-ის გადაკეთება.
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > რემონტი, აპგრეიდი, ტიუნინგი...
Jah
უფრო სწორად გადაკეთება კი არა, ახალი ს.დ.მ.-ის გაკეთება smile.gif

დაიწყო ყველაფერი იმით რომ საშინლად მიშლიდა ნერვებს, უაზრო, უხეში, არაინფორმატული სასტოკო ს.დ.მ.-ი ამ იარაღზე,
რომლითაც ყველა დანარჩენი ფაქტორების იდეალურობითაც შეუძლებელი იყო, ოდნავ მაინც კარგი შედეგის მიღწევა...
არსებობს ძალიან ბევრი ვარიანტი ასეთი ტიპის ს.დ.მ.ების გადაკეთებისა მაგრამ მე გავჩერდი ერთ ერთზე, რომლის ავტორი არის, guns.ru-ს,
ერთ ერთი წევრი bolivar, რისთვისაც ანუ იდეისთვის მას უღრმესი მადლობა.
წინ გაქცევით გეტყვით, რომ ამ ტიპის ს.დ.მ.-მა ყველა ჩემს მოლოდინს გადააჭარბა wink.gif

ხო და შემოდგომის გრძელ საღამოებს (სულ დამჭირდა 1 კვირა, დღეში სადღაც 1-2 საათს ვმუშაობდი) ვატარებდი ამ პროექტის განსახორციელებრალად smile.gif
მასალად ავირჩიე, ისევ ერთ ერთი უკრაინელი ფორუმელის კარნახით (Konstantin_E), ძველი ქლიბები 4 და 5 მმ-ს სისქით.
ქლიბები როგორც იცით არის ნაწრთობი, და მათი დამუშავება არის ჯოჯოხეთი თუ არ "მოუშვი". ხო და ავიღე ეს ორი ქლიბი, და მოუშვი,
დამეხმარა ჩემი მეუღლის 800 გრადუსიანი მუფელის ქურა, სამწუხაროდ ფოტოზე არ გამოვიდა სიწითლემდე გახურებული ქლიბები, იმიტომ რომ სანამ გავიქეცი აპარატზე უკვე გაცივდნენ biggrin.gif. დამუშავების წინ ტავისთავად ოდნავ მოვხსენი ნასეჩკის ზედაპირი.
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

შემდეგ კი ამოვბეჭდე პრინტერზე ენების და კაუჭის კონტურები (ერთ სურათზე ჩანს კიდე დაწებებული ქაღალდის ნარჩენები ენებზე), ამოვჭერი და დავაწებე ქლიბებზე.
5 მმ-იანი დავიტოვე კაუჭისთვის, ენები კი ამოვჭერი 4მმ-ნისგან.
ახლა ყველაზე მთავარი ინსტრუმენტებიდან მხოლოდ რკინაზე ხერხი, ქლიბები და ნადფილები მქონდა, ნუ თავისთავად დრელიც.
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

ძალიან ბევრი საინტერესო პროცესი არ დავაფიქსირე ფოტოზე და ვიდეოზე, რა ვქნა smile.gif მაპატიეთ ცუდი რეპორტერი ვარ, Ja_Ja-ს ვერ შევედრები smile.gif

ასე რომ შედეგები:

ს.დ.მ.-ი აწყობილი (ყველაფერი მუშაობს ისედაც კარგად მაგრამ შემდგომში ვაპირებ ღერძებზე ბრინჯაოს შაიბების დაყენებას.)
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

ცალკე ნაწილები
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

გაუპატიურებული ჩარჩო smile.gif
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

ვიდეო მასალა + smile.gif

გავცაკეთე საფორტოჩკე-სააივნე მოდერი და მინდა ვიტრაბახო smile.gif

მოდერის მუშაობა (ARUZ-ი საშინლად ახრჩობს უმოდერო გასროლის ხმას smile.gif
ვისაც ვირთხა ნანახი აქვს მიხვდება რომ ბევრად უფრო ხმაურიანია აი მოდერით კი ზუსტად ასეთი ხმაა smile.gif )


ს.დ.მ.-ის მუშაობის პრინციპი


იტოგში:
ყმაყოფილი ვარ სპილოსავით smile.gif
რა თქმა უნდა, ყველაფერი ჯერ სატესტო რეჟიმშია, შემდეგ მელოდება, შლიფოვკა, პოლირება, და ბოლოს წრთობა...
და მერე კი შეიძლება ვთქვათ რომ პროექტი შედგა...

ეს კი ის "ნახაზი", უფრო სწორად მონახაზი, რომელიც ამოვჭერი, დავაწებე ქლიბს, და დავიწყე სექსუალური ურთიერთობა, ქლიბთან ხერხის მეშვეობით...
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
ja_ja
Jah
ეს უკვე გაქვს თუ პროსტა იდეის ვარაინტშია?
geojorjika
ja_ja
მემგონი გააკეთა wink.gif
geojorjika
Jah
ძალიან საინტერესოა, გილოცავ smile.gif , მადლობა რეპორტისთვის : , დისკოს სასხლეტის გადაკეთებაზე იფიქრებდა კაცი smile.gif
ja_ja
geojorjika
ციტატა(giorgi @ 7th December 2009 - 10:17 AM) *
მემგონი გააკეთა

ჰმმმმმმმმმმმმ

Jah
მაშინ ან ნახაზები სტუდიაში, ან სერიული წარმოება! 1377-ზე მეც ვფიქრობსავით, მარა რეზერვუარის ამბები არის ცოტა სტრანნად.
Jah
ციტატა(ja_ja @ 7th December 2009 - 09:04 AM) *
ეს უკვე გაქვს თუ პროსტა იდეის ვარაინტშია?

რა თქმა უნდა მაქვს smile.gif
სურათები და ვიდეო ჩემია, ხმაზე ვერ მიცანი?
თუ გაგიკვირდა რომ რუსულად ვლაპარაკობ biggrin.gif
ja_ja
Jah
ვიდეო არ მინახია სამსახურში ვიდეო პატოკი გადაკეტილი გვაქვს sad.gif
Jah
ციტატა(ja_ja @ 7th December 2009 - 09:26 AM) *
მაშინ ან ნახაზები სტუდიაში, ან სერიული წარმოება! 1377-ზე მეც ვფიქრობსავით, მარა რეზერვუარის ამბები არის ცოტა სტრანნად.

ნახაზებიც იქნება აუცილებლად.
მაგრამ მაგას ნახაზსაც ვერ დავარქმევ, უბრალოდ ენების კონტურებია ქორელში დახატული, 1:1 მასშტაბში.
მე ამოვბეჭდე და ამოვჭერი, შემდეგ კი დავაწებე ქლიბს, მერე უხეშად ამოვჭერი რკინის ხერხით ხო და მერე კი დიიიიდი სექსი მქონდა ქლიბებთან, შემდეგ კი ნადფილებთან...
რაც შეეხება სერიას, ჩემს ხარატს მივეცი ეს შაბლონები, ქაღალდზე, და უნდა დამითვალოს... ვნახოთ.
ეს მე ვიტ*ნაურე, ინსტრუმენტის უქონლობის გამო, თორემ უმარტივესია.
ja_ja
Jah
ისე ამ 1377-ზე ვერ რაღაცას გეგმავ, აგერ სასხლეტიც გაგიკეთებია, კოლოფზე ჩალიჩობ, ნუ ლულებზე შეიძLება ცალკე ჩალიჩი, რეზერვუარი აქ თუ არ კეთდება სხვაგანაა დასათრევი და ბარენ ეს სახელურიც გეჩალიჩა რა.

ნუ მომწონს ეს მინი ტერორ განი მარა გამოდის 1377 უნდა ვიყიდო მხოლოდ სახელურის გამო. მაგას მართლა მირჩევნია კროსმანს დავუკვეთო ცალკე სახელური.

მოკლედ იდეა შემდეგამდე დაიყვანება, რამე რომ იყოს მაგ სახელურზეც ხომ არ იფიქრებდი? და ბარემ მთლიანად შენი კონსტრუქცია იქნებოდა და არა 1377-ის გადაკეთება, ასევთქვათ 1377-იქნევა მუზა დანარჩენი მაგისგან მაინც არაფერი აღარ რჩება
Jah
გაგიკვირდებათ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ თითქმის შტეირის ს.დ.მ.-ი გამოვიდა, ერთად ერთი განსხვავებით რომ არ აქვს რეგულირების ასეთი დიდი დიაპაზონი.
მაგრამ ჯერჯერიბით არის one stage smile.gif არა და ვერ ვიტან ამ ტიპს... აი მეორე პატარა ვინტიკს რომ დავუყენებ კაუჭზე, იქნება სრულყოფილი two stage trigger smile.gif
Jah
ციტატა(ja_ja @ 7th December 2009 - 09:38 AM) *
ბარენ ეს სახელურიც გეჩალიჩა რა.

სახელური, თავისი "ვიბორკებით" იმდენად რთული ფორმაა, რომ შეკვეთა, უფრო იაფი დაჯდება ბევრად ვიდრე აქ გაკეთება...
100% დარწმუნებული ვარ. ნუ შტიფვები უკვე დავამუღამე 3.2 სვერლოს კუდები იდეალურად მიდის.
ასე რომ დასაკვეთია მხოლოდ ჩარჩო.

რეზიკზე თუ ფიქრობ... აქ გაკეთებას ჯერ ბევრი ექსპერიმენტია ჩასატარებელი, მანდ არც თუ ისე მარტივია ყველაფერი, საცობების რეზბები არის გამოსათვლელი..., მოკლედ მთელი ფილოსოფია.
აი მეზობელი ქვეყნიდან შეძენაში დაგეხმარები.

ლულა... მერწმუნე, აქ იპოვე ან იჟ60 ნაწილებად სადმე ან იჟ 38... საკმარისია wink.gif
ja_ja
Jah
ციტატა(Jah @ 7th December 2009 - 10:41 AM) *
. ნუ შტიფვები უკვე დავამუღამე 3.2 სვერლოს კუდები იდეალურად მიდის

სვერლო გასაგებია ფოლადია, მარა დავიჯერო მანდ იმდენი დაწოლაა რომ ლურსმანი ვერ გაუძლებს მაგ საქმეს???
უფრო იაფიც ღირს და იოლი საშოვნელიცაა.
Jah
ციტატა(ja_ja @ 7th December 2009 - 10:06 AM) *
სვერლო გასაგებია ფოლადია, მარა დავიჯერო მანდ იმდენი დაწოლაა რომ ლურსმანი ვერ გაუძლებს მაგ საქმეს???
უფრო იაფიც ღირს და იოლი საშოვნელიცაა.

დაწილა მანდ მიზერულია, აი ნაწრთობი ენები ტრიალისას მალე შეჭამენ ლურსმნის რბილ ლითონს...
და ერთი 3.2 სვერლოს კუდისგან გამოდის 2 შტიფტი, და სვერლო ღირს 1.5 GEL... რა ვიცი მგონი ჯობია უკვე პოლირებული მზა შტიფტი
ვიდრე ლურსმანთან ჩალიჩი და მერე მაგის წრთობა, ისეც წესიერად გაიწრთობა თუ არა არ იცი...

თან ქლიბის ხვრეტისას იმდენი სვერლო გამიტყდა, რომ დონორები შტიფტებისტვის ოხრად მაქვს ახლაც biggrin.gif
ja_ja
Jah
ციტატა(Jah @ 7th December 2009 - 11:13 AM) *
და ერთი 3.2 სვერლოს კუდისგან გამოდის 2 შტიფტი, და სვერლო ღირს 1.5 GEL

ციტატა(Jah @ 7th December 2009 - 11:13 AM) *
თან ქლიბის ხვრეტისას იმდენი სვერლო გამიტყდა, რომ დონორები შტიფტებისტვის ოხრად მაქვს ახლაც

biggrin.gif
nihontoman
ციტატა
Jah
მაშინ ან ნახაზები სტუდიაში, ან სერიული წარმოება! 1377-ზე მეც ვფიქრობსავით, მარა რეზერვუარის ამბები არის ცოტა სტრანნად.
+10000000
მე ვიქნები ერთერთი პირველი ვინც მაგეთ სილამაზეს იყიდის......
მართლა მაინტერესებს და დიდი სურვილი მაქ მასეთი კომპაქტური ეარგანი მქონდეს......
geojorjika
ციტატა(nihontoman @ Dec 7 2009, 01:19 PM) *
+10000000
მე ვიქნები ერთერთი პირველი ვინც მაგეთ სილამაზეს იყიდის......
მართლა მაინტერესებს და დიდი სურვილი მაქ მასეთი კომპაქტური ეარგანი მქონდეს......


შენ ეგ ხომ არ გგონია მარადიორზე ნაკლები ფასი ეღირება? biggrin.gif biggrin.gif
nihontoman
ციტატა
შენ ეგ ხომ არ გგონია მარადიორზე ნაკლები ფასი ეღირება?

შენ ხო არ გგონია რომ ვერ გავწვდები? biggrin.gif (მარადიორი სხვა მიზეზების გამო არ მიყიდია, ფინანსურად მზად ვარ ასე ვთქვათ...)
მაგრამ მაშინაც მომიწევს მარადიორს და ვირთხმინატორს შორის არჩევა..... 20 ჯოული ვირთხას და მე ვირთხას ვიღებ...... (სანადიროდ მინდა ძირითადად)
bazuka
Jah
საღოლ სერიოზულად გიშრომია, მარა ქლიბი რანაირად დაჭერი ვერ გავიგე.
Jah
ციტატა(bazuka @ 7th December 2009 - 05:08 PM) *
საღოლ სერიოზულად გიშრომია, მარა ქლიბი რანაირად დაჭერი ვერ გავიგე.

ჯერ ქლიბები გავახურე სიწითლემდე, მერე კი დავტოვე, თვითონ რომ გცივდნენ...
ასე მოხდა წრთობის მოშვება, ანუ ლითონი გახდა ისევ რბილი, ნუ რა თქმა უნდა შედარებით, დავიბრიდე დამუშავებისას...
რომ არ მომეშვა ვერანაირად ვერ დავამუშავებდი.
ახლა პატარა ტესტები და მერე დავაშლიფოვკებ დავაპრიალებ და ისევ წრთობა.
ისევ გავაცხელებ სიწითლემდფე და ეგრევე ცივ ცყალში ჩავაგდებ. ეს რა თქმა უნდა არ იქნება წესიერი წრთობა, მანდ მთელი ტექნოლოგია არის...
მაგრამ ჩემი მიზნებისთვის საკმარისზე საკმარისია smile.gif
nihontoman
ციტატა
ისევ გავაცხელებ სიწითლემდფე და ეგრევე ცივ ცყალში ჩავაგდებ. ეს რა თქმა უნდა არ იქნება წესიერი წრთობა, მანდ მთელი ტექნოლოგია არის...
მაგრამ ჩემი მიზნებისთვის საკმარისზე საკმარისია

კაი წრტობაა მეტი არაა საჭირო, ოღონდ ბოლოს წყალში რო ჩააგდებ და გააცივებ გახდება ძაან ძაან მყიფე, ამიტომ კარგი იქნება ტუ ისევ გააცხელებ, ოღონდ არა სიწიტლემდე, არამედ სადღაც 500 გრადუსზე, რომ ზედმეტი დაჭიმულობა მეტალში მოიხსნას (თან თუ გავითვალისწინებთ, რომ ქლიბებში საკმაოდ მაღალი ნახშირბადის ფოლადია, ეს პროცედურა აუცილებელია......

ეს ყველაფერი ქლიბიდან დანის გაკეთებას რომ ვცდილობდი მაშინ ვისწავლე.
geojorjika
ციტატა(nihontoman @ 7th December 2009 - 01:32 PM) *
შენ ხო არ გგონია რომ ვერ გავწვდები?

მერე ეგ ვინთქვა? biggrin.gif biggrin.gif ემერე სახლში როგორ იტყვი "კრისა"-ში 1500 ლარი უნდა მივცეო? biggrin.gif biggrin.gif
Jah
ციტატა(nihontoman @ 7th December 2009 - 05:48 PM) *
აუცილებელია......

კი რა თქმა უნდა, ფოლადის დაძაბულობა არის მოსახსნელი ამას აუცილებლად გავაკეთებ.
nihontoman
ციტატა
ციტატა(nihontoman @ 7th December 2009 - 01:32 PM)
შენ ხო არ გგონია რომ ვერ გავწვდები?

მერე ეგ ვინთქვა? ემერე სახლში როგორ იტყვი "კრისა"-ში 1500 ლარი უნდა მივცეო?

კომპი იმიტომ ვიყიდე, რომ ეგეთ რაღაცეებზე პრობლემა აღარ შემექმნას, ვერ მიხვდა რა ეს ხალხი :lol: :lol:
parna
აი მოდერიი საღოლ გია smile.gif სპუსკიც კაი რბილი გამოგსვლია smile.gif
Jah
ციტატა(parna @ 8th December 2009 - 07:35 PM) *
აი მოდერიი საღოლ გია სპუსკიც კაი რბილი გამოგსვლია

მადლობა smile.gif
სპუსკი მართლაც ძალიან კარი გამოვიდა.
და მოდერი ისე რა, უბრალოდ მეზობლები რ დავაფრთხო smile.gif
ja_ja
Jah
ისე ჭკუის სწავლებად ნუ ჩამითვლი, მაგრამ კაკვზე ზემოდან რომ გაქვს ვინტი დასმული, ხომ არ ჯობია ქვემოდან დასვა და ცოტა თავი დააწევინო?

შედეგად მიიღებ 2 საფეხურიან სასხლეტს, მართალია მეორე საფეხული არ იქნება რეგულირებადი, მაგრამ....

თუმცა აი იმ შეპტალოს რომ ყური აქვს, რასაც ახლა კაკვის ვინტი ედება, მაგასაც რომ დირკა დაადო და ქვემოდან ზემოთ მიმართო (თუ ზემოთ კორპუსის ტანი არის რომ ვინტი მაგას მოედოს), მაშინ შეპტალოს რეგულირების გაკეთებაც შეიძლება და შედეგად მიირე ორ საფეხურიან სრულად რეგულირებად სასხლეტს.

მარა მგონი რაღაცაში ავცდი, ზამბარი სხვა მხარეს აწვება... ჰმმმმმ მოსაფიქრებელია
Jah
ციტატა(ja_ja @ 8th December 2009 - 07:57 PM) *
მაგრამ კაკვზე ზემოდან რომ გაქვს ვინტი დასმული, ხომ არ ჯობია ქვემოდან დასვა და ცოტა თავი დააწევინო?

ეს ვინტი დროებით არის მანდ ასე. მერე ვგეგმავ ქვემოდან ვინტის დაჭერას და არა ერთის, მანდ 2 უნდა იყოს აუცილებლად 2 საფეხურიანი სპუსკი რომ გამოვიდეს.
აგერ ჩემნაირი ტიპის ს.დ.მ.-ი
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
პირველი ვინტი აწვება შეპტალოს იქამდე რომ სულ წვერზე დადგეს, აი მეორე ვინტი რომ ოდნავ შეეხება შეპტალოს ხდება გასროლა, აი ეს მეორე ვინტის შეხება არის სწორად მეორე საფეხური.
ja_ja
Jah
ციტატა(Jah @ 9th December 2009 - 11:01 AM) *
პირველი ვინტი აწვება შეპტალოს იქამდე რომ სულ წვერზე დადგეს, აი მეორე ვინტი რომ ოდნავ შეეხება შეპტალოს ხდება გასროლა, აი ეს მეორე ვინტის შეხება არის სწორად მეორე საფეხური.

ჰმმმმმ, მე ორ საფეხურიანი ცოტა სხვანაირად ვიცოდი, შეიძლება ვცდები, მაგრამ...

მეორე საფეხურით უნდა მოხდეს შეპტალოს რეგულირება ანუ რამდენად ჩაეჭიდოს გამშვებს, შეიძLება პიწკაზე დაყენება და შეიძლება ისე რომ საკმაო ძალა დაგჭირდეს (შესაბამისი სვლით).

პირველი საფეხური კი არის კაკვის სვლა და ძალის დატანა სანამ კაკვის ნაწიბური შეპტალოს შეეხება.

აქედან გამომდინარე ჩემის აზრით კაკვზე 2, 3 და მეტი ვინტის დამატება მაინც ვერ გახდის სასხლებს 2 და მეტ საფეხურიანს, უკეთესი ქინება 1 ვინტი იყოს კაკვზე და არეგულირებდეს კაკვის სვლას, მეორე ვინტი კი იყოს შეპტალოზე და არეგულირებდეს შეპტალოს საბრძოლო მდგომარეობას.

ნუ ვააბშე მაგარი იქნება კიდევ მესამე ვინტი რომ იყოს რომელიც ზამბარის მოჭიმულობას დაარეგულირებდა, მაგით ძალის რეგულირება იქნებოდა შესაძლებელი.

მოკელდ ალბათ ზედმეტებს ვატრაკებ, მაგრამ მარადიორზე ეგრეა სასხლეტი და საკმაო სიამოვნება მივიღე მაგის რეგულირებით, ახლა მაქვს მაქსიმალურად მსუბუქი სასხლეტი, პირველი საფეხური ჩემი საყვარელი სვლა როდესაც კაკვი თავისუფლად მოძრაობს შეპტალომდე და გრძნობ რომ შეეხე შეპტალოს, ჩაისუნთზე სუუულ ოდნავ ასე 20-30 გრამის ძალით კიდევ დააწექი და შეპტალოდან მოწყვეტილია დამჭერი, ბუხ და გასროლაც იმავე წამში ხდება. "- მაია ოჩენ ნრავიტსია"

P.S. მოყვანილ სურათს მგონი 2 ზამბარა აკლია, ერთი კაკვს რომელიც წინა გამოწევს და უაზროდ არ იყანყალებს. ამჯერად სწორედ მაგ ზამგბარის არ არსებობის გამო ვინტი მიჭერილია შეპტალოზე და შედეგად გამოდის ერთ საფეხურიანი სასხლეტი.

მეორე სამბარა აკლია საბრძოლო დამჭერს, ანუ იდეაში ეგეც უაზროდ თავისუფლად კიდია და მხოლოდ დამრტყმელის ინერციის მოძრაობაზეა აგებული.

რაიმე დახვეული ზამბარები რომ იყოს გამოყენებული სტანდარტული ცილინდრული ზამბარების მაგივრად, მგონი პრობლემა მოკვარდება.
ja_ja
არა არა შევცდი, მეორე ზამბარა კაკრაზ აქვს საბრძოლო დამჭერს, აი ეგეთიოვე ზამბარაა საჭირო სასხლეტზე, ახლა რაცხას მოვაკვარახჭინებ რას ვგულისხმობ და დავდებ
ja_ja
აი ლურჯით მივანიშნე რა ტიპის ზამბარას ვგულისხმობ.



ეს ზამბარა უნდა იყოს სუსტი, მაგრამ თავის საქმეს გააკეთებს. ვინტებით კი მოხდება დარეგულირება რამდენად დიდი იტოს თავისუფალი სვლა შეპტალომდე. მოკელდ ამ ზამბარით მოხდება კაკვის წინ გამოწევა, რითაც თავისუფალი ყანყალი მოისპობა და საქმე გაკეთდება.

P.S. ვაბშეტა რომ ვუფიქრდები მანდაც რომ ცილინდრული ზამბარა დაყენდეს და ვინტით მისი მოჭერა მოსუტებია იდეაც ჩამოყალიბდეს.... ნუ ვააბშე.... აი მერე იტრაბახეთ რომ 2 საფეხურიანი სრულიად რეგულირებადი სასხლეტი გააკეთეთ ყველანაირი ქარხნული მხარდაჭერის გარეშე.
Jah
ციტატა(ja_ja @ 9th December 2009 - 11:46 AM) *
აი ლურჯით მივანიშნე რა ტიპის ზამბარას ვგულისხმობ

კი ეს გასაგებია, ამ ტიპის ზამბარას ვგეგმავ უკანა შეპტალოზე დაყენებას...
აი კაკვზე რა საჭიროა ეს ზამბარა, როდესაც შუალედური შეპტალო სულ აწვება პირველ ვინტს, და თავსითავად კაკვი არის "პოდპრუჟინენი"...
ja_ja
Jah
ციტატა(Jah @ 9th December 2009 - 11:51 AM) *
აი კაკვზე რა საჭიროა ეს ზამბარა, როდესაც შუალედური შეპტალო სულ აწვება პირველ ვინტს, და თავსითავად კაკვი არის "პოდპრუჟინენი"...

ის რომ პირველი საფეხური აღარ გაქვს როდესაც კაკვი პირდაპირ შეპტალოს ედება. ანუ შენ პირდაპირ გაქვს მეორე საფეხური, და მაგ ორი ვინტით ხდება მხოლოდ კაკვის წინ გამოწევის რეგულირება, ხოლო რიდესაც კაკვი წინ იმდენად გამოიწევა რომ ვინტის ბუდეს ეხება, იწყება უბრალოდ შეპტალოს უკან გაწევა და ასევტქვათ შეპტალოს პოზიციის რეგულირება.

მოკელდ ამ კონსტრუქციაში გაქვს რეგულირებადი ემორე საფეხურის სასხლეტი, რომელსაც არა ქვს პირველი საფეხური. ანუ დაწოლა პირდაპირ გადაეცელა შეპტალოს, არადა პირველი საფეხური ნიშნავს კაკვის მოძრაობას შეპტალომდე, რომ ივრძნო მზად ხარ ოდნავ დაწოლაც და ბა-ბახ უნდა იყოს. ამ კონსტრუქციაში კი უბრალოდ აწვები სასხლეტს მანამდე სანამ ბა-ბაზი არ იქნება და ვერ ხვდები როდის იქნება ეს ბა-ბახი, დაწოლისთანავე თო კიდევ უნდა დაატანო ძალა.

შუალებულ კაკვს სხვათაშორის სტოპი უნდა, რაიმე უპორი რომ უკუსვლით პირდაპირ კაკვს არ აწვებოდეს. წესით იმედია როდესაც ზამოკი ჩაიკეტება უსასრულოდ უკან შაულედური შეპტალო აღარ ივლის და გაჩერდება.
Jah
ახლა გავიგე სჰენ რას გულისხმობ.
მე დიდი სპეციალისტი არ ვარ, ამ საკითხში, მაგრამ ჩემი ჭკუით პირველი საფეხური არის უბრალოდ სვლა, მეორე ვინტის მოდებამდე, მეორე კი თვით მეორე ვინტის ოდნავ მიწოლა და ბოლო შეპტალოს დავარდნა.
ანუ ჩვეულებრივ 1 საფეხურიან ტრიგგერში, არის უბრალოდ სვლა და შენ არ იცი როდის ჩავარდება შეპტალო და მოხდება გასროლა, აი 2 სტაჟიანი ტრიგგერი კი ის არის როდესაც შენ პლავნად აწვები კაკვს, და რაღაც მომენტში გრძნობ რომ ის მიედო მეორე სტაჟის ვინტს, აი ეს კი უკვე გაფრთხილებს რომ ახლა მოხდება გასროლა...
რა ვიცი მე ასე მესმის...
ნახე აბა მარადიორზე, როგორ არის... იქაც ხომ ზუსტად 2 საფეხურიანი ტრიგგერი გაქვს...
ja_ja
Jah
ციტატა(Jah @ 9th December 2009 - 12:16 PM) *
ნახე აბა მარადიორზე, როგორ არის... იქაც ხომ ზუსტად 2 საფეხურიანი ტრიგგერი გაქვს...

მარადიორზე რომ ვარეგულირე მაგიტომ მაქვს ეგ იდეა.

კაროჩე მივალ სახლში მოვაძრობ სასხლეტს მარადიორს, მოვხსნი კრიშკას და გადავიღებ. იმედია ყველა საკითხი გაირკვევა
ja_ja
ჰოოოო, საკმაოდ ორიგინალურ იდეას წავაწყდი როდესაც მარადიორის სასხლეტი კოლოფი დავშალე. ჰმმმმ, შედარებით მარტივ მექანიზმს მოველოდი და სულ სხვანაირად მეგონა რომ იყო მოწყობილი მუშაობის პრინციპი, მაგალიტად ბოლო დამჭერი დეტალი თუ მეორე შეპტალო, მეგონა ზემოთ იწეოდა, თურმე ქვემოთ იწევა .... მდააა, უკან საბრძოლო მოქმედებაში მოყვანა კი რაღაც "კაჩაიუში" მოძრავი სვლის მუღამზეა აწყობილი. მოკელდ მივყვეთ ყველაფერს მიმდევრობით.

მოკლედ ესაა სქემატური ნახაზი.



ეს კი რეალური სურათი. ბოდიშს ვითხოვ ბანძი სურათისთვის, ფოტოაპარატში აკუმულატორები დაჯდა, თან ორივე კომპლექტი, ამიტომ მომიწია მობილით გადაღება.



ახლა მუშაობის პრინციპი როგორია:

B და C ვინტებით ხდება პირველი და მეორე საფეხურის რეგულირება. კონსტრუქცია ისეა მოწყობილი რომ ორივე ვინტი შესაძლებელია სასხლეტზე იყოს განთავსებული.



G არის შეპტალო, H არის ჩამკეტი, რომელიც ჩახმახის გადატენვის შემდეგ დამრტყმელის ზემოქმედებით წინაა მიწეული და თან დამრტყმელის ზამბარა ცდილობს ჩაქუჩის (დამრტყმელის) წინ წაწევას მაგრამ ხელს უშლის H დეტალის კუზი. იგივე ჩახმახის ზამბარის ძალისა და ამ კუზის ფორმის ხარჯზე, ეს მეორე შეპტალო, ან ჩამკეტი (რავიცი რომელიც მოგეწონებათ) განიცდის ზემოდან ქვემოთ მიმართულ ზეწოლას. ჩემს მიერ მოყვანილ მონიშნულ სურათზე არსებული პირველი და მეორე შეპტალოს შეხების ადგილი L მეორე შეპტალოს, იმავე ჩამკეტს საშუალებას არ აძლევს ძირს ჩამოვიდეს. მოკლედ ამ პიწკაზე არსებული შეხების ადგილით ხდება დამრტყმელის გაჩერება.


იმავე ჩემს მიერ დადებულ მონიშნულ სურათზე ვინტები ნომრით 1, 2, 3 ჩალიჩობენ შეპტალოს პოზიციის და სასხლეტის სვლის დარეგულირებას. მთავარი იდეა შემდეგია, პირველი და მეორე შეპტალოს შეხების ადგილზე შემცირდეს შეხების ადგილი შემდეგ კი დამრტყმელის ზამბარის ზემოქმედებით მოხდება მეორე შეპტალოს ზემოდან ქვემოთ მოძრაობა, მეორე შეპტალოს კუზი ჩაინალება კორპუსში იმავე დამრტყმელის მოძრაობის ხარჯზე და.... და დამრტყმელს აღარაფერი აჩერებს წავიდა მთელი ძალით კლაპანზე თავის დასარტყმელად.


მაგრამ არის გარკვეული თავისებურება, დააკვირდით ჩემს ნახაზზე K ადგილს, აქ მეორე შეპტალოს შეუძლია მოძრაობა წინ და უკან. პრინციპი ჩემდეგია:

გასროლის შედმეგ სასხლეტს ჩვენ ვუშვებთ ხელს, ანუ გამოდის მეორე შეპტალო ისევ ძირსაა ჩამოწეული, მაგრამ ჩახმახის უკან გაწევისას და დამრტყმელის უკანა პოზიციის მიღწევისას თავისი კუზი ზემოთ უნდა ამოწიოს. მაგრამ როგორ ამოწიოს? გასროლისას შეპტალომ L ადგილი წაწია წინ და მისცა მეორე შეპტალოს საშუალება ძირს ჩამოწეულიყო, სასხლეტის ხელის გაშვების შემდეგ L შეხების ადგილი ისევ უკან იწევს და მეორე შეპტალოს შესაბამისად არ აძლევს საშაულებას ზემოთ აიწიოს, ანუ ის შეხების ადგილი რაც გასროლის წინ მეორე შეპტალოს ძირს ჩამოწევის საშუალებას არ აძლევდა ახლა ზემოთ აწევის შესაძლებლობას არ მისცემს.

სწორედ ეს კუდიოზი რომ არ წამოიქმნას, მეორე შეპტალოს უბრალოდ ღერძის ადგილზე მრგვალი ხვრელი კი არ აქვს, არამედ წაგრძელებული ელიფსი აქვს, რაც ამ მეორე შეპტალოს საშუალებას აძლევს დამრტყმელის უკან მოძრაობისას თავისი კუზით წაეხახუნოს დამრტყმელს, რომელიც მას უკან დაწევს ამ ელიპსოიდი ხვრელის მეშვეობით, გახრდის ადგილს L შეხების ადგილზე, შედეგად მეორე შეპტალოს ადგილი უჩნდება ასცდეს პირველ შეპტალოს და სუსტი ზამბარის ზემოქმედებით ზემოთ ამოყოს ტავი როდესაც დამრტყმელი უკანა პოზიციას მიაღწევს.

ამის შემდეგ ჩახმახს ხელს ვუშვებთ, დამრტყმელი ეჯახება მეორე შეპტალოს კუზს მიათრევს წინ, და ეს მეორე შეპტალო მიყვება მანამდე სანამ ელიფსოიდი ღერძის ადგილი მოძრაობის საშუალებას აძლევს, შედმეგ კი ცდილობს ძირს ჩაიწიოს, იმიტომ რომ ღერძი წინ სვლის საშუალებას აღარ აძლებს, ხოლო უკნიდან მომართული დამრტყმელი კი მთელი ძალით აწვება.

მაგრამ ისევ პირველ შეპტალოს შეხების ადგილს აწყდება მეორე შეპტალო, ანუ ისევ და ისევ იმ L ადგილს შედეგად დგება საბრძოლო მდგომარეობაში.

დანარჩენი სურათები სხვადასხვა პოზიციების გამოსაჩენად:


წვრილი სახრახნისი გამოვიყენე (ანუ ატვიორკა), რომ ფორმა შემენარჩინებინა, თორემ რეზერვუარის ღარის გარეშე ეს მეორე შეპტალო იქეთ აქეთ დატასაობს.



პიველიი საფეხური გავლილია და სასხლეტის უკანა ნაწილი შეეხო შეპტალოს უკანა მხარს (ასევთქვათ სასხლეტის ტავისუფალი სვლაა ეს პირველი საფეხური, გაუშვებ თითს სასხლეტი საწყოს მდგომარეობაში დაბრუნდება), ცოტა დაწონა, და შეპლატოს აწევა მოხდება შედეგად მეორე შეპტალო გამონთავისუფლდება



მეორე საფეხურის გადალახულია, არ ვიცი რამდენად ჩანს რომ L შეხების ადგილზე ღრეჩო გამოჩნდა, შედეგად ახლა მეორე შეპტალოს კუზზე რომ დამრტყმელი აწვებოდეს ქვემოთ ჩააწევინებდა ტანს და თვითონ გასრიალდებოდა კლაპნისკენ.



რავი მგონი მარადიორის მხრივ ყველაფერი გასაგებია. იგივე პრინციპია მოსაწყობი 1377-ის სასხლეტზე ანუ მეორე საფეხურის მხრივ. ანუ ახლა სასხლეტი პირდაპირ მიდებული რომაა არ უნდა იყოს ეგრე პირველი საფეხური მაგით უგულველყოფილია. იდეაში გამოდის ერთ საფეხურიანი სასხლეტი მაგ დროს. სხვათაშორის იგივე ეფექტი ტავისუფლად მივიღე მაადიორის სასხლეტზეც, საკმარისი იყო B ვინტი მაქსიმალურად ძირს ჩამომეწია, ჩ ვინტი მაქსიმალურად ზემოთ ამეწია და D ვინტიც ზემოთ ამეწია. თითის დადება სასხლეტზე და ეგრევე გასროლაა, ანუ არანაირი 2 საფეხური, გასროლა გინდა დაადე და ბა-ბახ.

მე პირადად არც სპორტულ და არც სანადირო ვარიანტშI ეგ მიდგომა მართებულად არ მიმაჩნია.

სპორტულ ვარიანტში როდესაც სალუქვაძესთან დავდიოდი, ტრენერი კაკრაზ ვეჩნა ერთს მეუბნებოდა, პისტოლეტს რომ აწევ და ნელნელა სამიზნისკენ ჩამოწევას დაიწყებ სასხლეტზე 60% უკვე დაჭერილი უნდა გქონდეს და უნდა გრძნობდე რომ შეეხო იქ რაღაცას და ოდნავი დაწოლაღა გინდა რომ გაისროლოო. გვიკრძალავდა პისტოლეტის აწევას დამიზნებას და ერთაინად გამოკვრას და ასევე მართალია არ უთქვია, მაგრა ჩემთვის მაგარი მოუხერხებელი ქინებოდა პირდაპირ შეხებისას რომ გაისროლო. სალუქვაძესთანაც ტირში არაერთხელ გასროლა გადამიფიქრებია იმიტომ რომ ხელი დადიოდა, და ბოლოს იმპროვიზირებული სროლა რომ გვქონდა ჯგუფებზე იქაც 2-ეჯრ გადავიფიქრე გასროლა არ მომეწონა სიტუაცია, გავუშვი ხელი სასხლეტს დაბრუნდა საწყის მდგომარეობაში. ისეთი სასხლეტი რომ მქონოდა როგორიც ახლა ამ 1377-ის სასხლეტზე, შეიძLება ვერ მომეზომა და ოდნავი დაწოლით გასროლაც კი გამომსვლოდა რომელიც შეიძლება არანაირად არ მჭირდებოდა

მოკელდ სპორტულად ეგეთი გადაბმული სასხლეტი გაუმართლებელია, იგივე მიმაჩნია სანადიროდაც, გრძნობ მზად ხარ როდესაც პირველ საფეხურს გაივლი და ვსიო , მაგრამ უკან მოსაბრუნებელი გზა უნდა გქონდეს.

ნუ ია ტაკ დუმაიუ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
Jah
პირველ პოსტში დავამატე ენების მონახაზი.
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.