ბანანა ჰაუსი და AIRSOFT-ის იარაღები, თბილისური მაღაზია დადებითი ემოციების ფონზე |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
ბანანა ჰაუსი და AIRSOFT-ის იარაღები, თბილისური მაღაზია დადებითი ემოციების ფონზე |
Mar 11 2009, 10:47 PM
პოსტი
#1
|
||
ვეტერანი ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,350 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი |
ესეც ჩემი რეპორტი შეპირებულ მაღაზიაში გასეირნებიდან. ქვესათაუროდან ალბათ ჩანს რომ საკმაოდ მომეწონა აგი მაღაზია პირველად ვნახე საქართველოში მაღაზია, რომელშიც რაღაც დონის არჩევანია იმ საგნებზე რაც გაინტერესებს და რაც მთავარია გულისხმიერი პიროვნება (არ ვიცი რა დავარქვა, ალბათ უფრო კონსულტანტი, მაგრამ საუბარში ემჩნეოდა თვითონაც არანაკლებად ანთებულია ამ სპორტის სახეობით) მოკლედ ასე იყო თუ ისე, კაიხანია რაცხას აღება მინდა, მარა ნორმალური PCP აქ არ გაიჩითა, საზღვრებს გარეთ მე ვერ ამოვარჩიე, რაც ამოვარჩიე ძვირიანია, ამასობაში ამ ფორუმზე ხალხმა რამდენიმე თემა გახსნეს AIRSOFT-ზე. მართალია ეს საქმე ბავშურ საქმეთ მიმაჩნდა, მაგრამ იუტუბის ვიდეოების ნახვის მერე და იმის მერე რაც დღეს ვნახე ეს იარაღი საბავშვო ასაკიდან აშკარად გამოვიდა და ზრდასრულში გადავიდა ესეიგი მაღაზია არის საბურთალოზე, კოსტავას 76, ნუ ვინც ვერ მიხვდა ეს არის გეპეის მეექვსე კორპუსამდე არმისული, მოპირდაპირე მხარეს. აგერ სურათიც გადიდებისთვის დააჭირეთ სურათს ძირითადად საბავშვო სათამაშოებია, მაგრამ არის AIRSOFT-ის განყოფილებაც. რამდენიმე ავტომატია, რამდენიმე პომპიანი ეგრეწოდებული დრაბავიკი, პისტალეტები და რათქმაუნდა პლასტმასის შარიკების ოხრად არჩევანი. მინდოდა ყველაფრის გადაღება, მაგრამ რომ ვიკითხე დიდად უფროსობა უფლებას არ გვაძლევსო, თან ისეთი კაი კონსულტაცია გამიწია იქ მყოფმა ბიჭმა რომ ვერანაირად ზედმეტად ვერ შევეხვერწებოდი, რაღაც დისტანცია გამიჩნდა, მაგრამ თვითონვე შემომთავაზა რამდენიმეს სურათის გადაღება. ძირითადად ამერიკულებს დავადე ხელი (მაპატიეთ კალაშნიკოვების მოყვარულებმა და ვერ ვიტან მაგ იარაღს ), თუმცა შემდეგ მეორე მეგობრისგან გაირკვა რომ ეს დასაკეცი კალაშნიკოვი თურმე ერთერთი კაი ყოფილა მექანიზმისა და ძალის ვარიანტში. რავიცი, რავიცი... მოკლედ არის ჩინური ფირმის იაღაღი, მაგრამ ჩინური და ეგეთი ხარისხიანი თან ლითონისგან გაკეთებული მე ჯერ არაფერი არ მინახია. არის პლასტმასის ვერსიების, რათქმაუნდა გაცილებით იაფი ღირს, მაგალითად პლასტმასის M4A1 ღირს 189 ლარი, დანარჩენები ასევთქვათ იგივე მოდიფიკაციები ლითონის ბაზაზე უკვე ლავირებს 240-ლარიდან 280 ლარამდე. მაგრამ ღირს და აი რატომ სრული ლითონის კონსტრუქცია, მასას ხელში გრძნობ და ვერ იგებ რეალური იარაღი გიჭირავს თუ აირდსოფტი, მჭიდებიც ლითონისაა (ეტევა 400 ბურთულა), არის დასაკეცი სამიზნეებით (ღია სამიზნეები და არა ოპტიკა), სამიზნის გარეშე, მაყუჩის იმიტაციით, დასაკეცი კონდახით და ასე შედმეგ. მოკლედ ეგეთი რეალიზმამდე მიყვანილი არაფერი მინახია, საიტებზე რომ ვუყურებდი მაინც პლასტმასის სათამაშოები მეგონა, თან ყველას ცხვირზე წითელი რაღაც აქვს მიკრული, ესენი კი სოლიდური შავი თოფებია. მოკლედ ემოციები ძლივს შევიკავე და ლამის იქვე ვიყიდე ერთიცალი, მაგრამ ბოლოს მეთქი ცოტა წყნარ ჭკუაზე შევალთქვა და მერე ავირებთქო რაც შეეხება მოდელებს, თვითონ კონსულტანტი აღმოჩნდა მაგარი კაი კაცი, ახსნაც არ დაეზარა, ამა თუ იმ მოდელის პლიუს მინუზების ჩამოთვლა, რა რისთვისაა როდის გამოდგება და ასე შემდეგ (აშკარად თვითონაც "ყომარობს", საუბარში ემჩნეოდა მუღამშია). მოკლედ თბილისში ეს იყო მეორე მაღაზია სადაც მომსახურებას დიიდი, ვებერთელა პლიუსი დავუწერე (პირველი თავისუფლებაზე იყო პ და ნ-ს მაღაზია, იქ კონსულტანტი იყოოოო, ტელევიზორს ვყიდულობდი და ლამის ბოლო ტრანზისტორამდე ტიპმა ყველაფერი იცოდა, და არ ეზარებოდა ადამიანურად გიხსნიდა, არა ისე, ზოგიერთ მაღაზიებში რომ იციან, ეს მაგარი პლაზმური ტელევიზორია, ის კიდევ ნაკლებად მაგარიაო, ამასობაში ორივე ერთნაირი LCD ტელევოზორი დევს, იქეთ ჭკუას გასწავლიან რას ამბობ პლაზმააო ). მოკლედ გადავუხვიე თემას. მოდელის დასახელებები ზუსტად არ ამომიწერია (იმედია მაპატიებთ), მაგრამ აგერაა სურათები: გადიდებისთვის დააჭირეთ სურათს ყველაზე კაი მოდელიაო, ასე მითხრა, გრძელილი ლულა, დასაკეცი კონდახი, თან კონდახში ჯდება აკუმულატორები დაამით ბანალსირება ხდება იარაღის. თუმცა აქვს ერთი მინუსი, ქარხნულად არ მოყვება ღია სამიზნე, ასე რომ ოპტიკის გარეშე ძნელი იქნება მიზანში გარტყმა. თუარავცდები ფასი აქვს 249 ლარი გადიდებისთვის დააჭირეთ სურათს სტანდარტული კონდახის ვერსია, კაი იარაღია, ესეც რკინისაა, უბრალოდ კონდახი უკარგავს ტექნოლოგიურ შიკს ფასი მგონი 250 ლარი გადიდებისთვის დააჭირეთ სურათს დასაკეცი კონდახით, რავიცი მე ყველაზე მეტად ეს მომეწონა, ფასი მგონი 269 ლარი თუ 279 ლარი არარ მახსოვს გადიდებისთვის დააჭირეთ სურათს იგივე თაროზე თავის ყუთზე (სურათები განვაახლე, ანუ სრული ვარიანტები დავდე, მაგრამ მაინც დარჩა ხარვეზი, რომელიც გადაღების დროს გადამხდა ჯერ ვერ გადავიღე, მერეადა ვერ მოვტვინე რომ ცოტა შორიდან გადამეღო და მთელი თაროები ამეღო ფოკუსში რომ სხვა საქონელიც გამოჩენილიყო) აი ბურთულების ფასი მეძვირა 4000 ღირს 24,75 ლარი, იდეაში პირამიდზე და ამაზონზე უფრო იაფად იყიდი, მაგრამ ჩამოტანას რომ ვანგარიშობ ლამის იგივე ფასზე გადიხარ, ნუ მაქსიმუმ ყველაზე სარფიანი ვარიანტი პირამიდზე ვნახე 8000 ბურთულა, რომელიც ჩემი უხეში გაანგარიშებით ჩამოტანიანად 40 ლარი დაჯდება, თუ ჩავთვლით რომ აქ იგივეს 48-50 ლარად აიღებ რამდენად ღირს ჩალიჩი არ ვიცი. ჰოო კიდევ აქვთ ფასდაკლების კუპონები და სისტემები, ანუ თუ ვინმე ყიდულობს 50 ლარზე მეტს იღებს 5%-იანი ფასდაკლების კუპონს, თუ შემდგომში 500 ლარს გადააჭარბებს შენი შენაძენი 10%-ზე ადის ფასდაკვება და ასე შემდეგ, ბოლოს მგონი 1500 ლარზე, თუ რაღაც ეგეთზე 25% მაქსიმუმი. ფასდაკლების კუპონი შეიძლება შენ მოგცენ, მაგრამ შეგიძლია სხვაც ასარგებლო, შესაბამისად ვინც იყიდის იმას ფასდაკლება ექნება და ასე შემდეგ. მოკლედ მალადეც მაგრა აქვთ ყველაფერი მოფიქრებული. სასიხარულოა რომ ზოგიერთი ფირმა მაინც ჭკუით უდგება ამ საქმეს. მოკელდ პირადად ჩემგან მაგარი პლიუსი ადევს მაღაზიასაც და ამ იარაღსაც, ამ დღეებში შეიძლება საყიდლადაც კი გავიდე
| |
> |
|
|
Mar 12 2009, 09:23 AM
პოსტი
#2
|
||
Rastafari ჯგუფი: Members პოსტები: 3,795 რეგისტრ.: 3-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1 |
ძალიან მაგარი რეპორტია! პირველად ვნახე საქართველოში მაღაზია, რომელშიც რაღაც დონის არჩევანია იმ საგნებზე რაც გაინტერესებს და რაც მთავარია გულისხმოერი პიროვნება (არ ვიცი რა დავარქვა, ალბათ უფრო კონსულტანტი, მაგრამ საუბარში ემჩნეოდა თვითონაც არანაკლებად ანთებულია ამ სპორტის სახეობით) +100 მეც მაგრად გამიკვირდა და მესიამოვნა. ja_ja შემთხვევით სნაიპერული შაშხანები ხომ არ იყო... თორე მე რომ ვიყავი არ იყო, და ხომ არ შემოუტანიათ...
| |
> |
|
|
Mar 13 2009, 12:18 AM
პოსტი
#3
|
||
ცნობის მოყვარე ჯგუფი: Members პოსტები: 75 რეგისტრ.: 16-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 18 |
ძალიან მაგარი რეპორტია! +100 მეც მაგრად გამიკვირდა და მესიამოვნა. ja_ja შემთხვევით სნაიპერული შაშხანები ხომ არ იყო... თორე მე რომ ვიყავი არ იყო, და ხომ არ შემოუტანიათ... ეხლა მარტის ბოლოს ჩამოვაო მარა რა ჩამოვა არ ვიციტ რატგან არ გვისმენენ საქონლის დაზაკაზებაში მოკლეტ ველიტ ალბატ AUG Jing Gung, ZASTAVA Jing Gung,M14 და რავი და დიიდი იმედია ნორმალურ ტყვიებს ჩამოიტანებენ ტაკს შემდეგ ციტატა M16 A3 ან A2 არააქვთ არმევასება მოკლე ლულა smile.gif და მ4 :| aksu ვაფშემც არმევასება laugh.gif გრძელი AK47 არქონდათ? ან G3 smile.gif მოკლედ ვაგრძელებ გროვებას sad.gif არმინდა პლასმასისა იმიტომ რო სირბილიც საჭიროა მანდ და ფეხი რო დამიცდეს და ზედ დავეცე მეტი არც დაჭირდება პლასმასის იარაღს unsure.gif ისე ეს გლუშიწელიანი M4 მაგრა დამევასა smile.gif აპირებენ ჩამოთანას M16A3 ციტატა მოკლედ გავარკვიე რომელი ფირმის საქონელი აქვთ ამ მაღაზიაში, ფირმას ქვია Dboys, ზოგიერთ წყაროში D-Boys, ან DBoyi მწარმოებლის საიტი ვერ ვნახე. მაქსიმალურად სავსე ასორტიმენტი ამ ფირმის საქონელზე შეგიძლია ამ საიტზე, აქედანვე განსაზღვრავთ ფასებს და შემდეგ გაატარეთ პარალელები ჩვენებულ ფასებთან. ნუ ეძებტ სერჩიტ არის საქმაოტ დიდი წლებიტ გამოცდილი მაღაზიები საიდანაც მტელი მსოფლიო უქვეტავს ეს არის www.wgcshop.com და ეს არის www.redwolfairsoft.com ორივე მაღაზიას აქვს 10 წელზე მეტი გამოცდილება
| |
> |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 13th June 2024 - 02:01 PM |
Hosted by Pro-Service |