დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: ბანანა ჰაუსი და AIRSOFT-ის იარაღები
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > AirSoft
გვერდი: 1, 2
ja_ja
ესეც ჩემი რეპორტი შეპირებულ მაღაზიაში გასეირნებიდან.

ქვესათაუროდან ალბათ ჩანს რომ საკმაოდ მომეწონა აგი მაღაზია smile.gif

პირველად ვნახე საქართველოში მაღაზია, რომელშიც რაღაც დონის არჩევანია იმ საგნებზე რაც გაინტერესებს და რაც მთავარია გულისხმიერი პიროვნება (არ ვიცი რა დავარქვა, ალბათ უფრო კონსულტანტი, მაგრამ საუბარში ემჩნეოდა თვითონაც არანაკლებად ანთებულია ამ სპორტის სახეობით)

მოკლედ ასე იყო თუ ისე, კაიხანია რაცხას აღება მინდა, მარა ნორმალური PCP აქ არ გაიჩითა, საზღვრებს გარეთ მე ვერ ამოვარჩიე, რაც ამოვარჩიე ძვირიანია, ამასობაში ამ ფორუმზე ხალხმა რამდენიმე თემა გახსნეს AIRSOFT-ზე. მართალია ეს საქმე ბავშურ საქმეთ მიმაჩნდა, მაგრამ იუტუბის ვიდეოების ნახვის მერე და იმის მერე რაც დღეს ვნახე ეს იარაღი საბავშვო ასაკიდან აშკარად გამოვიდა და ზრდასრულში გადავიდა smile.gif

ესეიგი მაღაზია არის საბურთალოზე, კოსტავას 76, ნუ ვინც ვერ მიხვდა ეს არის გეპეის მეექვსე კორპუსამდე არმისული, მოპირდაპირე მხარეს.

აგერ სურათიც


გადიდებისთვის დააჭირეთ სურათს


ძირითადად საბავშვო სათამაშოებია, მაგრამ არის AIRSOFT-ის განყოფილებაც. რამდენიმე ავტომატია, რამდენიმე პომპიანი ეგრეწოდებული დრაბავიკი, პისტალეტები და რათქმაუნდა პლასტმასის შარიკების ოხრად არჩევანი. მინდოდა ყველაფრის გადაღება, მაგრამ რომ ვიკითხე დიდად უფროსობა უფლებას არ გვაძლევსო, თან ისეთი კაი კონსულტაცია გამიწია იქ მყოფმა ბიჭმა რომ ვერანაირად ზედმეტად ვერ შევეხვერწებოდი, რაღაც დისტანცია გამიჩნდა, მაგრამ თვითონვე შემომთავაზა რამდენიმეს სურათის გადაღება. ძირითადად ამერიკულებს დავადე ხელი (მაპატიეთ კალაშნიკოვების მოყვარულებმა და ვერ ვიტან მაგ იარაღს smile.gif ), თუმცა შემდეგ მეორე მეგობრისგან გაირკვა რომ ეს დასაკეცი კალაშნიკოვი თურმე ერთერთი კაი ყოფილა მექანიზმისა და ძალის ვარიანტში. რავიცი, რავიცი...

მოკლედ არის ჩინური ფირმის იაღაღი, მაგრამ ჩინური და ეგეთი ხარისხიანი თან ლითონისგან გაკეთებული მე ჯერ არაფერი არ მინახია. არის პლასტმასის ვერსიების, რათქმაუნდა გაცილებით იაფი ღირს, მაგალითად პლასტმასის M4A1 ღირს 189 ლარი, დანარჩენები ასევთქვათ იგივე მოდიფიკაციები ლითონის ბაზაზე უკვე ლავირებს 240-ლარიდან 280 ლარამდე. მაგრამ ღირს და აი რატომ

სრული ლითონის კონსტრუქცია, მასას ხელში გრძნობ და ვერ იგებ რეალური იარაღი გიჭირავს თუ აირდსოფტი, მჭიდებიც ლითონისაა (ეტევა 400 ბურთულა), არის დასაკეცი სამიზნეებით (ღია სამიზნეები და არა ოპტიკა), სამიზნის გარეშე, მაყუჩის იმიტაციით, დასაკეცი კონდახით და ასე შედმეგ. მოკლედ ეგეთი რეალიზმამდე მიყვანილი არაფერი მინახია, საიტებზე რომ ვუყურებდი მაინც პლასტმასის სათამაშოები მეგონა, თან ყველას ცხვირზე წითელი რაღაც აქვს მიკრული, ესენი კი სოლიდური შავი თოფებია. მოკლედ ემოციები ძლივს შევიკავე და ლამის იქვე ვიყიდე ერთიცალი, მაგრამ ბოლოს მეთქი ცოტა წყნარ ჭკუაზე შევალთქვა და მერე ავირებთქო smile.gif


რაც შეეხება მოდელებს, თვითონ კონსულტანტი აღმოჩნდა მაგარი კაი კაცი, ახსნაც არ დაეზარა, ამა თუ იმ მოდელის პლიუს მინუზების ჩამოთვლა, რა რისთვისაა როდის გამოდგება და ასე შემდეგ (აშკარად თვითონაც "ყომარობს", საუბარში ემჩნეოდა მუღამშია). მოკლედ თბილისში ეს იყო მეორე მაღაზია სადაც მომსახურებას დიიდი, ვებერთელა პლიუსი დავუწერე (პირველი თავისუფლებაზე იყო პ და ნ-ს მაღაზია, იქ კონსულტანტი იყოოოო, ტელევიზორს ვყიდულობდი და ლამის ბოლო ტრანზისტორამდე ტიპმა ყველაფერი იცოდა, და არ ეზარებოდა ადამიანურად გიხსნიდა, არა ისე, ზოგიერთ მაღაზიებში რომ იციან, ეს მაგარი პლაზმური ტელევიზორია, ის კიდევ ნაკლებად მაგარიაო, ამასობაში ორივე ერთნაირი LCD ტელევოზორი დევს, იქეთ ჭკუას გასწავლიან რას ამბობ პლაზმააო smile.gif ). მოკლედ გადავუხვიე თემას.


მოდელის დასახელებები ზუსტად არ ამომიწერია (იმედია მაპატიებთ), მაგრამ აგერაა სურათები:


გადიდებისთვის დააჭირეთ სურათს

ყველაზე კაი მოდელიაო, ასე მითხრა, გრძელილი ლულა, დასაკეცი კონდახი, თან კონდახში ჯდება აკუმულატორები დაამით ბანალსირება ხდება იარაღის. თუმცა აქვს ერთი მინუსი, ქარხნულად არ მოყვება ღია სამიზნე, ასე რომ ოპტიკის გარეშე ძნელი იქნება მიზანში გარტყმა. თუარავცდები ფასი აქვს 249 ლარი


გადიდებისთვის დააჭირეთ სურათს

სტანდარტული კონდახის ვერსია, კაი იარაღია, ესეც რკინისაა, უბრალოდ კონდახი უკარგავს ტექნოლოგიურ შიკს smile.gif ფასი მგონი 250 ლარი


გადიდებისთვის დააჭირეთ სურათს

დასაკეცი კონდახით, რავიცი მე ყველაზე მეტად ეს მომეწონა, ფასი მგონი 269 ლარი თუ 279 ლარი არარ მახსოვს


გადიდებისთვის დააჭირეთ სურათს

იგივე თაროზე თავის ყუთზე

(სურათები განვაახლე, ანუ სრული ვარიანტები დავდე, მაგრამ მაინც დარჩა ხარვეზი, რომელიც გადაღების დროს გადამხდა smile.gif ჯერ ვერ გადავიღე, მერეადა ვერ მოვტვინე რომ ცოტა შორიდან გადამეღო და მთელი თაროები ამეღო ფოკუსში რომ სხვა საქონელიც გამოჩენილიყო)

აი ბურთულების ფასი მეძვირა 4000 ღირს 24,75 ლარი, იდეაში პირამიდზე და ამაზონზე უფრო იაფად იყიდი, მაგრამ ჩამოტანას რომ ვანგარიშობ ლამის იგივე ფასზე გადიხარ, ნუ მაქსიმუმ ყველაზე სარფიანი ვარიანტი პირამიდზე ვნახე 8000 ბურთულა, რომელიც ჩემი უხეში გაანგარიშებით ჩამოტანიანად 40 ლარი დაჯდება, თუ ჩავთვლით რომ აქ იგივეს 48-50 ლარად აიღებ რამდენად ღირს ჩალიჩი არ ვიცი.

ჰოო კიდევ აქვთ ფასდაკლების კუპონები და სისტემები, ანუ თუ ვინმე ყიდულობს 50 ლარზე მეტს იღებს 5%-იანი ფასდაკლების კუპონს, თუ შემდგომში 500 ლარს გადააჭარბებს შენი შენაძენი 10%-ზე ადის ფასდაკვება და ასე შემდეგ, ბოლოს მგონი 1500 ლარზე, თუ რაღაც ეგეთზე 25% მაქსიმუმი.

ფასდაკლების კუპონი შეიძლება შენ მოგცენ, მაგრამ შეგიძლია სხვაც ასარგებლო, შესაბამისად ვინც იყიდის იმას ფასდაკლება ექნება და ასე შემდეგ. მოკლედ მალადეც მაგრა აქვთ ყველაფერი მოფიქრებული. სასიხარულოა რომ ზოგიერთი ფირმა მაინც ჭკუით უდგება ამ საქმეს.

მოკელდ პირადად ჩემგან მაგარი პლიუსი ადევს მაღაზიასაც და ამ იარაღსაც, ამ დღეებში შეიძლება საყიდლადაც კი გავიდე smile.gif
geojorjika
ვაა საინტერესოა, დიდი მადლობა Ja-Ja საინტერესო განხილვისტვის, მანდვე მვუშაობ და შევივლი ერთი მანდ smile.gif
Jah
ძალიან მაგარი რეპორტია!

ციტატა(ja_ja @ 11th March 2009 - 11:47 PM) *
პირველად ვნახე საქართველოში მაღაზია, რომელშიც რაღაც დონის არჩევანია იმ საგნებზე რაც გაინტერესებს და რაც მთავარია გულისხმოერი პიროვნება (არ ვიცი რა დავარქვა, ალბათ უფრო კონსულტანტი, მაგრამ საუბარში ემჩნეოდა თვითონაც არანაკლებად ანთებულია ამ სპორტის სახეობით)

+100
მეც მაგრად გამიკვირდა და მესიამოვნა.

ja_ja
შემთხვევით სნაიპერული შაშხანები ხომ არ იყო... თორე მე რომ ვიყავი არ იყო, და ხომ არ შემოუტანიათ...
bazuka
ციტატა(Jah @ 12th March 2009 - 07:23 AM) *
ვაა საინტერესოა, დიდი მადლობა Ja-Ja საინტერესო განხილვისტვის


+1
ციტატა(geojorjika @ 12th March 2009 - 06:30 AM) *
მანდვე მვუშაობ და შევივლი ერთი მანდ


+1
parna
ჯაჯა მადლობაა smile.gif ის დასაკეცი კალაშა რაღირდა? :unsure:
MaRgE
300 ღირს
ეგრე ღირდა ადრე ყოველ შემთხვევაში smile.gif
4000 ცალი ტყვია ჩვენთან იგივე ფირმის 20 ლარადაც იშოვება
ja_ja
MaRgE
ციტატა(MaRgE @ 12th March 2009 - 03:17 PM) *
4000 ცალი ტყვია ჩვენთან იგივე ფირმის 20 ლარადაც იშოვება

ჩვენთან ეგ სად? მე რაცხა ჭკუა გადამეკეტასავით და ამ იარაღებიდან ერთერთის აღებას ვაპირებ, პროსტა მერე ვისთან შევიკრა გუნდში არ ვიცი smile.gif

ასე რომ თუ იარაღი იქნება (და ეგ გადაწყვეტილია რომ იქნება) მაშინ რჩება კითხვა, სად ვიშოვო ბევრი ტყვიაწამალი იაფად smile.gif


parna
ციტატა(parna @ 12th March 2009 - 02:23 PM) *
ის დასაკეცი კალაშა რაღირდა?

არ მიკითხია, ცოტა არ იყოს გამექცა თვალები და ყურადღება და ბევრი დეტალი გამომრჩა.

Jah
ციტატა(Jah @ 12th March 2009 - 10:23 AM) *
შემთხვევით სნაიპერული შაშხანები ხომ არ იყო...

არა სნაიპერულისთვის თვალი არ მომიკრავს, ისე გულისთკივილით კი მითხრა ახლა დიდი არჩევანი აღარ დაგვრჩაო, ასე რომ სავარაუდოდ ცოტა დათბობისკენ ახალ პარტიას გაჩითავენ, სეზონი იწყება smile.gif
parna
M16 A3 ან A2 არააქვთ არმევასება მოკლე ლულა smile.gif და მ4 :| aksu ვაფშემც არმევასება :lol: გრძელი AK47 არქონდათ? ან G3 smile.gif მოკლედ ვაგრძელებ გროვებას sad.gif არმინდა პლასმასისა იმიტომ რო სირბილიც საჭიროა მანდ და ფეხი რო დამიცდეს და ზედ დავეცე მეტი არც დაჭირდება პლასმასის იარაღს :unsure: ისე ეს გლუშიწელიანი M4 მაგრა დამევასა smile.gif
ja_ja
parna
ციტატა(parna @ 12th March 2009 - 05:49 PM) *
aksu ვაფშემც არმევასება გრძელი AK47 არქონდათ? ან G3

არა, კალაშადან მხოლოდ ეს დასაკეცი ვერსია იყო. იგივე პასუხი მაქვს G3-ზეც. ასე რომ ან უნდა დაელოდო, ან, ან, ან.... ან არ ვიცი smile.gif

ისე მაღაზია შორს არ არის, საკმაოდ ნორმალური ხალხია შიგნით ასე რომ შეგიძლია გაისეირნო. შაბათს ვმუშაობ თორემ მე პირადად შაბათს გავიდოდი და ტელესკოპურ M16-ის ვარიანტს ავიღებდი (ბოლო ორ სურათზე რომ არის იმაზე ვამბობბ, მართალია მოდიფიკაციაა მაგრამ ეგრეთწოდებულ ემ-შოს აბრევიატურაში გავა smile.gif )
Jah
ja_ja
შემთხვევით ხომ არ გიკითხია, შეკვეტებზე თუ მუშაობენ...?
Jah
ja_ja
შემთხვევით ხომ არ გიკითხია, შეკვეტებზე თუ მუშაობენ...?
parna
ციტატა(ja_ja @ Mar 12 2009, 06:00 PM) *
parna

არა, კალაშადან მხოლოდ ეს დასაკეცი ვერსია იყო. იგივე პასუხი მაქვს G3-ზეც. ასე რომ ან უნდა დაელოდო, ან, ან, ან.... ან არ ვიცი smile.gif

ისე მაღაზია შორს არ არის, საკმაოდ ნორმალური ხალხია შიგნით ასე რომ შეგიძლია გაისეირნო. შაბათს ვმუშაობ თორემ მე პირადად შაბათს გავიდოდი და ტელესკოპურ M16-ის ვარიანტს ავიღებდი (ბოლო ორ სურათზე რომ არის იმაზე ვამბობბ, მართალია მოდიფიკაციაა მაგრამ ეგრეთწოდებულ ემ-შოს აბრევიატურაში გავა smile.gif )


თუგინდა ერთად გავიდეთ თუ არშეგაწუხებ smile.gif ზუსტად ეგეთით ვთამაშობდი ზუსტად ეგეთით თუარა აშკარად ეგეთი შაშხანა იყო ძაან საკაიფოდ ისროდა და აკუმლატორი საერთოდ არდამჯდარა 2 საათი ვთამაშობდი და ბოლომდე ისე ისროდა როგორც დასაწყისში smile.gif
ja_ja
Jah
ციტატა(Jah @ 12th March 2009 - 10:45 PM) *
შემთხვევით ხომ არ გიკითხია, შეკვეტებზე თუ მუშაობენ...?

არა არ მიკითხია, sad.gif

parna
ციტატა(parna @ 12th March 2009 - 10:48 PM) *
თუგინდა ერთად გავიდეთ თუ არშეგაწუხებ

შეწუხება რაშუაშია, მე სინანული გამოვთქვი შაბათს ვმუშაობ და ვერ გავალ მეთქი sad.gif შეიძლება შესვენებაზე კი მოესწროს, მარა სამსახურში მაგით ვერ მივალ დაცვა არ შემიშვებს smile.gif იტყვის გვაყაჩაღებო biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ყველას

მოკლედ გავარკვიე რომელი ფირმის საქონელი აქვთ ამ მაღაზიაში, ფირმას ქვია Dboys, ზოგიერთ წყაროში D-Boys, ან DBoyi

მწარმოებლის საიტი ვერ ვნახე. მაქსიმალურად სავსე ასორტიმენტი ამ ფირმის საქონელზე შეგიძლია ამ საიტზე, აქედანვე განსაზღვრავთ ფასებს და შემდეგ გაატარეთ პარალელები ჩვენებულ ფასებთან.

მართალია შეიძლება ძვირი მოგეჩვენოთ, მაგრამ დაამატეთ თქვენით ჩამოტანის ხარჯები და ამ შემთხვევაში მისაღები ხდება smile.gif

მე რაც მომეწონა ისიც გავარკვიე ყოფილა BI-3381M, თუმცა ჩემი მოწონებული ვის რაში აინტერესებს smile.gif მაგ საიტზე 103$ ღირს, ჩვენთან სადღაც 280 ლარი, ანუ სადღაც 165$ გამოდის რომ სადღაც რომ დავუკვეთო უნდა ვიანგარიშო ტრანსპორტირების ხარჯი 62$ ან ჩავეტევი მაგ ფასში ან არა, ასე რომ ჯობია აქვე აღება, თან ადგილზე ნახავს კაცი რა არის გერგება არ გერგება და ასე შემდეგ.
dePadel
ჯერ ჯერობიტ ეხლა არაფერი არ ვარგა რომ იყიდოტ მარტის ბოლოს იქნებაsmile.gif და ცუდი ტყვიები აქვტ
ja_ja
dePadel
ეგრე შეკაცო ტქვით ვინმემ რაც იცით, თორემ უკვე ლამის საყიდლად მივდიოდი.

და ისე ტყვიები რა პონტში არ ვარგა, რა განნსხვავებაა მაგათში, რამდენადაც ვნახე არის 0.12 გრამიანები და 0.20-იანები, დიდი განსხვავებაა მასაში მეთქი ვერ ვიტყვი, თან წესით აირსოფტის ენერგია 2-დან 5 ჯოულამდეა.

მოკლედ ცოდნას მოწყურებული ხალხი ვართ თუ რამე შეგიძლია აგვიხნა ყველანი მადლობლები ვიქნებით.


ციტატა(ja_ja @ 13th March 2009 - 01:10 AM) *
მარტის ბოლოს იქნება

იდეაში მარტის ბოლო შორს არაა მოიცდის კაცი 2 კვირას smile.gif., თან ხელფასიც იქნება მაგ დროისთვის smile.gif
dePadel
ციტატა(Jah @ Mar 12 2009, 06:23 AM) *
ძალიან მაგარი რეპორტია!


+100
მეც მაგრად გამიკვირდა და მესიამოვნა.

ja_ja
შემთხვევით სნაიპერული შაშხანები ხომ არ იყო... თორე მე რომ ვიყავი არ იყო, და ხომ არ შემოუტანიათ...

ეხლა მარტის ბოლოს ჩამოვაო მარა რა ჩამოვა არ ვიციტ რატგან არ გვისმენენ საქონლის დაზაკაზებაში მოკლეტ ველიტ ალბატ AUG Jing Gung, ZASTAVA Jing Gung,M14 და რავი და დიიდი იმედია ნორმალურ ტყვიებს ჩამოიტანებენsmile.gif

ტაკს შემდეგ
ციტატა
M16 A3 ან A2 არააქვთ არმევასება მოკლე ლულა smile.gif და მ4 :| aksu ვაფშემც არმევასება laugh.gif გრძელი AK47 არქონდათ? ან G3 smile.gif მოკლედ ვაგრძელებ გროვებას sad.gif არმინდა პლასმასისა იმიტომ რო სირბილიც საჭიროა მანდ და ფეხი რო დამიცდეს და ზედ დავეცე მეტი არც დაჭირდება პლასმასის იარაღს unsure.gif ისე ეს გლუშიწელიანი M4 მაგრა დამევასა smile.gif


აპირებენ ჩამოთანას M16A3
ციტატა
მოკლედ გავარკვიე რომელი ფირმის საქონელი აქვთ ამ მაღაზიაში, ფირმას ქვია Dboys, ზოგიერთ წყაროში D-Boys, ან DBoyi

მწარმოებლის საიტი ვერ ვნახე. მაქსიმალურად სავსე ასორტიმენტი ამ ფირმის საქონელზე შეგიძლია ამ საიტზე, აქედანვე განსაზღვრავთ ფასებს და შემდეგ გაატარეთ პარალელები ჩვენებულ ფასებთან.

ნუ ეძებტ სერჩიტ არის საქმაოტ დიდი წლებიტ გამოცდილი მაღაზიები საიდანაც მტელი მსოფლიო უქვეტავს ეს არის www.wgcshop.com და ეს არის www.redwolfairsoft.com ორივე მაღაზიას აქვს 10 წელზე მეტი გამოცდილება
parna
იეს M16A3 იქნება მარა ფასიც ექნება :unsure:
dePadel
ციტატა(Jah @ Mar 12 2009, 06:45 PM) *
ja_ja
შემთხვევით ხომ არ გიკითხია, შეკვეტებზე თუ მუშაობენ...?

შექვეტებზე არ მუშაობენ...

ტაქს დალშე...
KALASHA ს ფირმის ყიდვა არ გირს.. კი ვიდი აქვს და რამე.. არ ვარგა არ ვარგა რატომ? ადრე ჩვენ მაგას არ ვიტყობიტ იმიტომ რომ საქმაოტ დიდი არჩევანი არ ჰვკონდა და ეგ იარაგიც და სხვა მრავალი იქნებოდა საჩუკარი,როდესაც იარაგის ფასი რკინის ტუნდაც რკინის გირბოკსიტ იყო 400 დოლარი ჩამოტანიანატ ბატარეიკის გარეშეsmile.gif
არის კიდევ ბანანას მაღაზია მარჯანიშვილზე და დიგომში
რეალურატ იარაღის ჩამოტანა ჯდება 50 დოალრი +30 შეილება
parna
100$ დ რამე კარგის იყდვა შეიძლებაა და ჩამოტანა?

თუ ჯობია მოვაგროვო და აქ დავითრიო რამე :mellow:
dePadel
ციტატა(parna @ Mar 12 2009, 10:31 PM) *
100$ დ რამე კარგის იყდვა შეიძლებაა და ჩამოტანა?

თუ ჯობია მოვაგროვო და აქ დავითრიო რამე :mellow:

ჯობია აქ დაიტრიო smile.gif
ja_ja
ტყვიებია რ ვარგა იმიტომ რომ ცენტროვკა არ აქვტ და პირდაპირ არ მიფრინავს 10-20 მეტრის მერე ხზ სად მიდის ხან სად ხან სად იძლევა 5m/s სხვაობას არ არის სტაბილური წონაში ანუ. და წონაში სხვაობა ეტყობა აშკარატ. არც არის სტაბილური ზომაში შეიტელა წვრილ ლულაში გაიჭედოს რს შედეგან შეილება გახტეს
გადასაგდები PISTOL (დგუში) და კბილანებიც კი smile.gif ასე რომ ჩვენ სუმას ვისვრიტ იშვიატად როცა გაჯირვება და ისევ ჩვენ ფოსაში რაგაც საწყობში ხზ რა ხტებაbiggrin.gif ამანატი რომელიც მტელ მსოფლიოს მოივლის 5 დგეში აქ ჩერდება 1 კვირაbiggrin.gif :angry:
ანუ ჩვენ დზირიტადატ ვხმაროპთ 0.2 ანებ
ვისაც 130 მ/ს აქვს ხმარობს 0.25-0.28 იმდენატ არ ფანტავს და სწორეტ მიფრინავს
ვისაც 140-160მ/ს ხმარობს 0.3 ტყვიებს და რატქმა უნდა
ja_ja
dePadel
ეგრე რა შეკაცო უკვე რაღაც ინფორმაცია არის. smile.gif აგაშენა ღმერთმა.

მაშინ მიჩნდება ასეთი კითხვა, აქ ყიდვა ღირს თუ დაკვეთა? რამდენადაც გავიგე თქვენც რაღაც, რაღაცეები ჩამოგაქვთ ხოლმე. იგივე ტყვიაბი მგონი თქვენთვის ჩამოგაქვთ ხოლმე. ეგებ თუ გამოცდილება გაქვთ მირჩიოთ საიდან რას უკვეთავთ ხოლმე, თუ არ გიცდიათ პრობლემა 50$ და გინდაც 100$ არ არის გავრისკავ და გავიგებთ ჩამოდის თუ არა.
dePadel
ციტატა(ja_ja @ Mar 13 2009, 07:10 AM) *
dePadel
ეგრე რა შეკაცო უკვე რაღაც ინფორმაცია არის. smile.gif აგაშენა ღმერთმა.

მაშინ მიჩნდება ასეთი კითხვა, აქ ყიდვა ღირს თუ დაკვეთა? რამდენადაც გავიგე თქვენც რაღაც, რაღაცეები ჩამოგაქვთ ხოლმე. იგივე ტყვიაბი მგონი თქვენთვის ჩამოგაქვთ ხოლმე. ეგებ თუ გამოცდილება გაქვთ მირჩიოთ საიდან რას უკვეთავთ ხოლმე, თუ არ გიცდიათ პრობლემა 50$ და გინდაც 100$ არ არის გავრისკავ და გავიგებთ ჩამოდის თუ არა.

ჩამოგვაქვს როგორ არა მარა გააჩნია ტუ რაიმე ისეტი გინდა რაც აქ არ არის მაშინ ჩამოატანინე smile.gif მაღაზიები www.wgcshop.com www.redwolfairsoft.com
ჩამოთანა ჯდება 50-80 დოლარი AIRMAIL
EMS 120-180 dolaramde ჩვენ სულ აირმაილიტ ვუქვეტავტ ტუ რაიმე საჩკაროა მაშ EMS იტ smile.gif 2-3 კრიში ჩამოდის აირმაილი ტუ რამე დაგაინტერესა მკიტხე და დაგეხმარები გირჩევsmile.gif
ja_ja
dePadel
ოკ დიდი მადლობა. დავირბენ მაგ საიტებზე ვნახარ რაიმეს თუ ავარჩევ. ფასებსაც ვნახავ და შეიძლება დაგეკიტხო რარაც რაღაცეებზე.
MaRgE
მოკლედ ზუსტად არ ვიცი ვინ ყიდის 20 ლარად 4K ტყვიებს მარა მე მეზობელს უთხარი და იმან მომიტანა
ხოდა რავი გავარკვევ და დავწერ biggrin.gif
dePadel
ციტატა(MaRgE @ Mar 13 2009, 07:21 PM) *
მოკლედ ზუსტად არ ვიცი ვინ ყიდის 20 ლარად 4K ტყვიებს მარა მე მეზობელს უთხარი და იმან მომიტანა
ხოდა რავი გავარკვევ და დავწერ biggrin.gif

ლილოში იყიდებოდა და აეხლა არ ვიცი
ja_ja
ლილოში სათამაშოების და პლასტმასების განყოფილება გადაიბუგა smile.gif

მანდ ახლა დამდნარი პლასტმასის მასის საბადოს თუ გახსნი თორემ სხვა ვერაფერს ვიშოვით biggrin.gif biggrin.gif
mab
ჯერ სანამ იყიდი ერთი საკითხინ გაარკვიე. ეგ ავტომატურებია აკუმულატორზე თუ მექანიკურები, სათითაო გასროლებზე რომ გიწევს გადატენვა. მე როცა ვნახე, მარტო მექანიკა ქონდათ, როგორც მახსოვს. მაგრამ ეს დიდი ხნის წინ იყო. ისე მართლა რეალისტური თოფებია, მაგარი სათამაშოა B)
ტყვიებს რაც შეეხება, ტყვიები ბევრგან იყიდება და გაცილებით იაფათაც (1000 ცალიანი ქილები 2, 3, 4, 5 ლარი ღირს), ოღონდ თავს ვერ დავდებ, რომ იგივე ხარისხისაა (თუ აქვს ტყვიის ხარისხს მნიშვნელობა არც ეგ ვიცი).
parna
ძალიან დიდი მნიშვნელობააქ ტყვიის ხარისხს smile.gif ავტომატურები აქვთ smile.gif
dePadel
ციტატა(parna @ Mar 24 2009, 12:28 PM) *
ძალიან დიდი მნიშვნელობააქ ტყვიის ხარისხს smile.gif ავტომატურები აქვთ smile.gif

მართალი ხარ smile.gif თუ ცვლი ლულას სჯობს არ იხმარო CYMA ს შარიკები ნუ თამ თუ დააყენე 6.03 prometheus ი ან 6.02 deep fire ან ვაფშე PDI 6.01 მაშინ არამეთ ტყვიებს უნდა გაუფრთხილდე აბოიმესად.. მთვერი არის მთერი კი არაფერი არ მოხტება 1 თვის განმალობაში მარა 2რე და 3 მე თვეზე შეილება გაიჭედოს ტყვია და მერე იქნება ცუდი რამsad.gif იარაღს უნდა მოუარო და არა ისე აი ვიყიდე და ვსიო იმუშავებს და ასე სემდეგ.
ja_ja
dePadel
დეპ კვირას შენ შეგხვდი ხომ თავისუფლებაზე smile.gif

მისმინე რა მაინტერესებს ამ თვის ბოლოს ვფიქრობ ბანანაში M4 ავიღო რაიმეს ხომ არ იტყოდი რამდენად სისულელეს ვაკეთებ ან პირიქით.

რომ დათბება აშკარად შეგაწუხებთ შეიძLება შემოგიერთდეთ თუ მომიშვებთ რათქმაუნდა, მანამდე ჩემთან მთაწმინდაზე ავირბენდი ცოტას წავივარჯიშებდი, გინდ სიარულ სირბილში, გინდ დამიზნებაში თორემ სავსემ სამსახურში ჩავლპი და ვეღარ დავრბივარ smile.gif
dePadel
ციტატა(ja_ja @ Mar 24 2009, 02:25 PM) *
dePadel
დეპ კვირას შენ შეგხვდი ხომ თავისუფლებაზე smile.gif

მისმინე რა მაინტერესებს ამ თვის ბოლოს ვფიქრობ ბანანაში M4 ავიღო რაიმეს ხომ არ იტყოდი რამდენად სისულელეს ვაკეთებ ან პირიქით.

რომ დათბება აშკარად შეგაწუხებთ შეიძLება შემოგიერთდეთ თუ მომიშვებთ რათქმაუნდა, მანამდე ჩემთან მთაწმინდაზე ავირბენდი ცოტას წავივარჯიშებდი, გინდ სიარულ სირბილში, გინდ დამიზნებაში თორემ სავსემ სამსახურში ჩავლპი და ვეღარ დავრბივარ smile.gif

კი აგარჩევინებ და აგიხსნი რა როგორ არის და რომელი სჯობს და ასე შემდეგsmile.gif თვის ბოლოს ვარაუდებთ რომ ჩამოვა და რავიცი აბა რა გითხრაsmile.gif
პ.ს კი მე ვიყავიsmile.gif
parna
ჯაჯა ხვალ დილით ვთრეულობ კარგ რამეს smile.gif

მარა როგორც გავიგე აქვს სტანდარტზე წვრილი ლულა იმიტომ რომ ავტომატ ვინტოვკაა 100მეტრწამი აქვს 0.2 გამიანებით თუ 0.02 გრამიანებით მოკლედ ყველა ნაგავის ჩატენვას დავიწყებ და გამიჭედავს :unsure: და გავაფრენ მერე
dePadel
ციტატა(parna @ Mar 24 2009, 03:43 PM) *
ჯაჯა ხვალ დილით ვთრეულობ კარგ რამეს smile.gif

მარა როგორც გავიგე აქვს სტანდარტზე წვრილი ლულა იმიტომ რომ ავტომატ ვინტოვკაა 100მეტრწამი აქვს 0.2 გამიანებით თუ 0.02 გრამიანებით მოკლედ ყველა ნაგავის ჩატენვას დავიწყებ და გამიჭედავს :unsure: და გავაფრენ მერე

რას ტრეულობ? wink.gif მაიცა კაცო რამე სხვა არ იყიდო ანუ უვარგისი AEG ი
parna
cyma სია სუ რკინაა და ABს ისის კონდახი აქვს მეტალლ გიარბოხსით
7 ვერსიის სისტემა აქვს ანუ რაჯანდაბა ქვია 7 ვერსია მექანიზმი რა
dePadel
სურატი მაიტა მ14 თია?
parna
ხო M14 Socam ერთადერთია თბილისში ნამდვილად გეცოდინება სულ 2 მ14 აქვთ ერთი გრძელი და ერთი მოკლე ხოდა მაგას ვთრეულობ :unsure:
ja_ja
dePadel
ოკ დიდი მადლობა წინასწარ.


parna
სურათი თუ გაქვს დააგდე აბა.
parna




ძალიან მომწონს ის რომ კონდახი აქვს და არა სახელური აკ სავით ანდა მ4 ივით
ja_ja
parna
ჰოოო
ვიდზე კაი რაღაცაა, მარა ეს თითო-თითოს ისვრის?
parna
ციტატა(ja_ja @ Mar 25 2009, 07:34 AM) *
parna
ჰოოო
ვიდზე კაი რაღაცაა, მარა ეს თითო-თითოს ისვრის?



ავტომატურადაც ისვრის :rolleyes: ვერვიყიდე ჯერ :unsure: რატომღაც არაირო ყურმილი დილით :unsure:
bazuka
parna
რა ვერ იყიდე, ვერაფერიც ვერ გავიგე 25.gif
parna
ციტატა(bazuka @ Mar 28 2009, 12:09 PM) *
parna
რა ვერ იყიდე, ვერაფერიც ვერ გავიგე 25.gif


დილით უნდა მეყიდა ხოდა ის ბიჭი პახმელიაზე იყო დილით :lol: ეხა სახლში მიდევს :P
Power_VANO
დღეს ვიყავი ბანანაში, ამუნიციის შევსება მჭირდებოდა. დაკვეთილი KSC-ები და G&G-ის ტყვიები იგვიანებენ და მომიწია ერთი პაკეტი CYMA-ს ყიდვა.

ჰოდა ვიცოდი, რომ ახალი პროდუქციაც ჰქონდათ მიღებული, გამოვკითხე აბა რა გაქვთ მეთქი.

აღმოჩნდა, რომ ჩამოუტანიათ მჭიდები (ბუნკერები მარტო, მეხანები დაუკვეთიათ და 3 ყუთი ბუნკერები ჩამოვიდა თურმე, 300 ცალამდე biggrin.gif ), ბატარეები. ბატარეები არის 8.4 ვოლტიანები.

რაც შეეხება იარაღებს, მეტალისები აქვთ დიბოისის HK416, M4A1, M4A1 RIS, AK 74-ები. კალაშნიკოვები არის მეტალის კორპუსით და პლასტმატის ცევიოთი. ხისები არაა.
koning
ბანანას ფასდაკლების ბარათი ხო არ გაქვთ ვინმეს? ავტომატის ყიდვა მინდა და მინდა თანხა ფასდაკლება რო მივიღო საკაიფო, თან ბარათის მფლობელსაც წაადგება მის ექაუნთზე რო დიდი დახარჯული თანხა იქნება smile.gif
Power_VANO
მე მაქვს 5 %-იანი ფასდაკლების ბარათი (თუ არ ვცდები და თუ პირველი ნებისმიერფასიანი საყიდლიდან იწყება ფასდაკლება, 5%-იანი უნდა მქონდეს).
dePadel
Power_VANO
KSC არ ვიცი მარა G&G ეს თყვიები მე არ მომეწონაsad.gif 0.25 კარგები აქვთ...
koning
10 ატასის ვიყიდეთ სადღა ავიდეთ კიდევbiggrin.gif:D
Power_VANO
dePadel
G&G-სი 0.25-იანები წამოვიღე ზუსტად, 1 პაკეტი smile.gif გასასინჯად მაინტერესებდა smile.gif
dePadel
Power_VANO
ყველაზე კარგი შარიკები აქთ იაპონელებს KSC და MADBULL
Power_VANO
dePadel
ჰო, KSC-ებიც წამოვიღე, 3 პაკეტი. მოკლედ, მარაგი მაქვს თამაშებისთვის საკმაოდ biggrin.gif ის G&G ავიღე იმისთვის, რომ უფასო შიპინგი მქონოდა USA-ს ტერიტორიაზე, 8$ მაკლდა უფასო შიპინგამდე და.. smile.gif
parna
biggrin.gif გაიტანა ამაზონ პირამიდ აირი
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.