DISCOVERY HI 8-32X50 SF, გაცნობა |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
DISCOVERY HI 8-32X50 SF, გაცნობა |
Oct 16 2020, 07:54 PM
პოსტი
#1
|
||
მსროლელი ჯგუფი: Members პოსტები: 503 რეგისტრ.: 28-April 16 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ბაკურციხე წევრი №: 2,169 ქალაქი:თბილისი |
ბოლო პერიოდში Discovery-მ საინტერესო ოპტიკური სამიზნეები შემოუშვა ბაზარზე საქართველოშიც არის რამოდენიმე მოდელი რომლებთანაც მეც მქონია შეხება და ვფიქრობ მისაღები ფასი და ხარისხი გააჩნია, პარამეტრების ნაირსახეობაც აქვს გამოირჩევა თხელი ტაქტიკური ბადეებით, ვიზუალური ფერადი კონტურებით, ნორმალური ხარისხის ლინზებით და საიმედო დოლურებითაც კი. მეც ერთერთი მოდელის მფლობელი გავხდი და გაგაცნობთ Discovery Hi 8-32x50 sf, ამ ოპტიკაში დავინტერესდი მაღალი ჯერადობით რაც ამ ეტაპისთვის როგორც მე ვიცი მაქსიმალურია დისკოში და ოპტიკა ავიღე გასატესტად, მაგრამ პირველივე გაჭყეტვიდან სურვილი გაჩნდა დატოვების რადგან მაქსიმალურ ზუმზე გამოსახულებას არ ბუნდავდა აქვს ულტრათხელი ბადე 15 მილდოთით (7.5 ზემოთ-7.5 ქვემოთ), პარალაქსი გაყინულია, 30 მმ იანი მილი იძლევა ნათელ გამოსახულებას და სხვა წვრილწვრილი ნიუანსები მოკლედ სასურველს ხდის ამ ოპტიკას. მონაცემების მოკლე ჩამონათვალი: ჯერადობა 8-32 ლინზა 50 მმ. პარალაქსი 10 იარდიდან მილი 30მმ. დოლურის ერთი წკაპი 1/8 moa. სიგრძე საბუთში მითითებულია 41.5 სმ რეალურად ხუფებით და მზის ბადით არის 43.5 სმ. წონა საბუთში წერია 758 გრამი ხუფებით სამაგრებით და მზის ბადით არის 937 გრამი. კორპუსზე ზემოდან დაყენებული აქვს თარაზო და ეს ხელსაწყო მაღალ ზუმთან და თხელ ბადესთან ერთად აჩენს აზრს რომ ქარხანაში იზრუნეს ფურცელზე მსროლელებისთვის ზოგადად ჩინეთში ნაწარმოებ ოპტიკებზე მითითებული ჯერადობა არ ემთხვევა რეალურს და ზუმის დასადგენად ყოველთვის ვაკეთებ პრაქტიკულ ტესტებს, პირველი მეთოდი იყო ორი ფოტოსურათის მეთოდი რომელმაც მაქსიმალური ზუმი 24x აჩვენა რა თქმა უნდა მცდარი იყო უხარისხო ფოტოების გამო. მეორე მეთოდი გამოვიყენეთ წინა ლინზაში შუქის ჩანათებით ოკულარიდან ფოკუსირებულ შუქზე რომელმაც 38x აჩვენა და ესეც მცდარი იყო ხოლო მესამე მეთოდი რომელიც დოქტორ ჯაჯამ გამოთვალა იყო სანტიმეტრიანი კუბიკების მილდოტსა და ზუმზე დამთხვევებით და მივიღეთ სასიხარულო შედეგი რეალური ჯერადობა ძალიან ახლოს არის მითითებულთან 7.5-31.3X ასევე გამოირკვა, რომ ოპტიკას კი აქვს კლიკები MOA ში მაგრამ 10x ზე ემთხვევა mrad-ს რაც მონსონას აზრით ნადირობაში უფრო პრაქტიკული იქნება ჯერჯერობით არ შემიმოწმებია დოლურების მუშაობა და განმეორება. ერთი შეხედვით ოპტიკა არის გრძელიც და მძიმეც მაგრამ ვფიქრობ ეს არ არის ხელით სატარებელი ოპტიკა ამის ძირითად დანიშნულებას მე ვხედავ მაგიდიდან სროლაში ფურცელზე ან გრძელ მანძილებზე, არ მომეწონა დოლურებზე მიკრული ავტომობილის დისკები ასევე ზუმის დოლურაზე გადაკრული აქვს უბრალო რეზინი მაგრამ ეს მინუსები უყურადღებოდ რჩება ოპტიკაში გახედვისას
| |
> |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 11:36 AM |
Hosted by Pro-Service |