დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: DISCOVERY HI 8-32X50 SF
Georgian Airgunners Portal > ოპტიკა > ოპტიკა მფლობელის თვალით
NRG
ბოლო პერიოდში Discovery-მ საინტერესო ოპტიკური სამიზნეები შემოუშვა ბაზარზე საქართველოშიც არის რამოდენიმე მოდელი რომლებთანაც მეც მქონია შეხება და ვფიქრობ მისაღები ფასი და ხარისხი გააჩნია, პარამეტრების ნაირსახეობაც აქვს გამოირჩევა თხელი ტაქტიკური ბადეებით, ვიზუალური ფერადი კონტურებით, ნორმალური ხარისხის ლინზებით და საიმედო დოლურებითაც კი.
მეც ერთერთი მოდელის მფლობელი გავხდი და გაგაცნობთ Discovery Hi 8-32x50 sf, ამ ოპტიკაში დავინტერესდი მაღალი ჯერადობით რაც ამ ეტაპისთვის როგორც მე ვიცი მაქსიმალურია დისკოში და ოპტიკა ავიღე გასატესტად, მაგრამ პირველივე გაჭყეტვიდან სურვილი გაჩნდა დატოვების რადგან მაქსიმალურ ზუმზე გამოსახულებას არ ბუნდავდა აქვს ულტრათხელი ბადე 15 მილდოთით (7.5 ზემოთ-7.5 ქვემოთ), პარალაქსი გაყინულია, 30 მმ იანი მილი იძლევა ნათელ გამოსახულებას და სხვა წვრილწვრილი ნიუანსები მოკლედ სასურველს ხდის ამ ოპტიკას.

მონაცემების მოკლე ჩამონათვალი:
ჯერადობა 8-32 ლინზა 50 მმ.
პარალაქსი 10 იარდიდან
მილი 30მმ.
დოლურის ერთი წკაპი 1/8 moa.
სიგრძე საბუთში მითითებულია 41.5 სმ რეალურად ხუფებით და მზის ბადით არის 43.5 სმ.
წონა საბუთში წერია 758 გრამი ხუფებით სამაგრებით და მზის ბადით არის 937 გრამი.













კორპუსზე ზემოდან დაყენებული აქვს თარაზო და ეს ხელსაწყო მაღალ ზუმთან და თხელ ბადესთან ერთად აჩენს აზრს რომ ქარხანაში იზრუნეს ფურცელზე მსროლელებისთვის



ზოგადად ჩინეთში ნაწარმოებ ოპტიკებზე მითითებული ჯერადობა არ ემთხვევა რეალურს და ზუმის დასადგენად ყოველთვის ვაკეთებ პრაქტიკულ ტესტებს, პირველი მეთოდი იყო ორი ფოტოსურათის მეთოდი რომელმაც მაქსიმალური ზუმი 24x აჩვენა რა თქმა უნდა მცდარი იყო უხარისხო ფოტოების გამო.









მეორე მეთოდი გამოვიყენეთ წინა ლინზაში შუქის ჩანათებით ოკულარიდან ფოკუსირებულ შუქზე რომელმაც 38x აჩვენა და ესეც მცდარი იყო








ხოლო მესამე მეთოდი რომელიც დოქტორ ჯაჯამ გამოთვალა იყო სანტიმეტრიანი კუბიკების მილდოტსა და ზუმზე დამთხვევებით



და მივიღეთ სასიხარულო შედეგი
რეალური ჯერადობა ძალიან ახლოს არის მითითებულთან 7.5-31.3X
ასევე გამოირკვა, რომ ოპტიკას კი აქვს კლიკები MOA ში მაგრამ 10x ზე ემთხვევა mrad-ს რაც მონსონას აზრით ნადირობაში უფრო პრაქტიკული იქნება

ჯერჯერობით არ შემიმოწმებია დოლურების მუშაობა და განმეორება.

ერთი შეხედვით ოპტიკა არის გრძელიც და მძიმეც მაგრამ ვფიქრობ ეს არ არის ხელით სატარებელი ოპტიკა ამის ძირითად დანიშნულებას მე ვხედავ მაგიდიდან სროლაში ფურცელზე ან გრძელ მანძილებზე, არ მომეწონა დოლურებზე მიკრული ავტომობილის დისკები ასევე ზუმის დოლურაზე გადაკრული აქვს უბრალო რეზინი მაგრამ ეს მინუსები უყურადღებოდ რჩება ოპტიკაში გახედვისას


aleqsa
NRG


მშვიდობაში აკო, მომეწონა, კარგი შენაძენია და გილოცავ ძმობილო

სულ იქსებში გაეშვას ტყვიები smile.gif
MonSoon
ყოჩაღ. კარგი სიახლე და აღწერა იყო.

მეც მომეწონა რაღა დავმალო, ბოლო ჯერადზე რო გავიჭყიტე. საკმაოდ ნათელი ხედვა აქვს. ამ მხრივ discovery VT-3 ან HD ვისაც აქვს ფაქტიურად იგივეა უბრალოდ 32 ჯერადია ჩემი აზრით.

კლიკებიც იგივე შეგრძნებას მიტოვებდა რასაც აღნიშნული მოდელები.

ფურცელზე და საშეჯიბროდ კარგი ოპტიკაა, მითუმეტეს ფასსაც თუ გავითვალისწინებთ.

შიგ ნატყვიარში იყურები 50 მეტრზე.
NRG
aleqsa
good.gif

MonSoon
დღეს ვტესტე შორ დისტანციებზე მართალია ძირითადად ფიშტოს ტესტი გამოვიდა უფრო ვიდრე ოპტიკის მაგრამ ცოტაცოტა ვაკვირდებოდი რაღაცეებს, ბადე თითქმის უზუსტესად ემთხვევა ტაქტიკურ აპებს, 200 მეტრზე სავსებით დამაკმაყოფილებელია საჯგუფაოდ 8 ჯერადიდან ნატყვიარი ნორმალურად ჩანს, 100 ზე განულებული 200 მეტრამდე ყოფნის დოტებს დაბლა კუბიკები, ბარაბნები საიმედოა გადაწევ,გადადის,ჩერდება ანუ არ ირევა სროლისას


MonSoon
ციტატა(bedo @ 17th October 2020 - 08:31 AM) *
HD ვისაც

ჩემი აზრით ლინზის ხარისხი ერთია მარა ისევ ჩემი აზრით hd ს ცოტათი ჯობია ერთიდაიგივე ჯერადზე
giga2010
NRG
აბა სადაა ფიშტოს ტესტი smile.gif
NRG
giga2010
ცალკე კარგი მომზადებული თემა კი ეკუთვნის
mister_io
მე მაქვს discovery vt 2 3-12X40SF, 1 ინჩიანი მილითაა და დიდად ნათელი ვერარისთქო ასე მგონია, მაგრამ უხარისხო აწყობა ნამდვილად არაა კლიკების სიზუსტე ჯერ ვერ გავტესტე
ja_ja
mister_io
ამჯერად ჩავასწორე შენი ტექსტი, შემდეგში გთხოვ დააკვირდე კოდირებას, სტანდარტული უნიკოდი გამოიყენე თუ შეიძLება რომ ყველამ დაინახოს ტექსტები
NRG
უადგილო ადგილას მირჭობილ თარაზოზე მინდა შეფასება გავაკეთო, პირველ ეტაპზე უარყოფითი შტაბეჭდილება მქონდა რაღაც სიახლეა მაგრამ არც ისეთი მიმზიდველი მხოლოდ ხალისიანი ლურჯი ფერი იბყრობს ყურადღებას



თუმცა აღმოჩნდა, რომ გამოყენებადია თან ისე, რომ თავის აწევა არ არის საჭირო გამჭვირვალე კარკასში კარგად ჩანს ჰაერის ბალიში და აქვს ნიშნულები რის მეშვეობითაც ის ცენტრში დაფიქსირდება და მხოლოლოდ თვალის ფოკუსირება იცვლება მაგ დროს



ჭკვიანურად დაზოგილი თანხაა ალბათ

ამ მოდელ ასევე აქვს მეორე კონფიგურაციაც თარაზოს მაგიერ ბადის განათება და რა თქმა უნდა განათების დოლურა აქვს თარაზოს ადგილას
ja_ja
ისე ჩვენში დარჩეს, მაგრამ მე პირადად ისეთი შთაბეჭდილება მრჩება ნებისმიერ ოპტიკის ბადის განათებაზე რომ მხოლოდ მარკეტინგია და ახალბედების მისატყუებელი საკენკია

მწამორებელს რომ ჰკითხო იმისთვისაა რომ შებინდებისას სანამ დაბნელდება და ბადე უკვე ფონის ფერისაა მაშინ დაიხმარო მწვანე, ან წითელი ფერის ბადე რომ განსხვავდებოდეს ფონისგან, ან იმ შემთხვევაში იყენებ რომ ვთქვათ ტოტები თუ ბადის ფერისაა, რომ განასხვაო სად ბადეა და სად ტოტები

რეალში მე შებინდებისას ვერასდროს გამოვიყენე ეგ ფუნქცია იმიტომ რომ შებინდება ძალიან მოკლე დრო გრძელდება, დანარჩენ დროს კი - ან საკმარისი სინათლეა და ბადეს ხედავ, ან სიბნელეა და ბადე კი არა დასამიზნებელიც არ ჩანს... მოკლედ ეს ბინდის მოლოდინი და ვითომ და რაღაც დასაძლევი ინსტრუმენტი გაქვს სისულელე აღმოჩნდა ჩემს შემთხვევაში... რაც შეეხება ტოტების და ბადის ფერს... რავიცი მე არასდროს განსაკუთრებული დისკომფორტი მაგაზე არ მქონია, ლამის 12 წლიანი გამოცდილების დროს მხოლოდ 1-2-ჯერ თუ მქონია ეგეთი შემთხვევა რომ აი ჭირს ბადის გამორჩევა ფონისგან, მარა მანდაც მიპოვია ვიზუალური გამოსავალი

მოკლედ ჩემი პირადი აზრი ოპტიკის შეძენისას ისე ჩამოყალიბდა რომ ან საერთოდ არ ვითვალისწინებ ბადის განათება აქვს თუ არა აქვს და არც პლიუსში და არც მინუსში ვთვლი, და არც ვეძებ ოპტიკას რომელსაც ბადის განათება აქვს (ისე უნდა ვახსენო რომ ჰობის დასაწყის პერიოდზე ნაყიდი 1-2 ოპტიკა შემორჩენილი მაქვს რომელსაც განათება ჰქონდა, მაგრამ იმის მერე რაც ელემენტი დაჯდა არც კი გამხსენებია რომ უნდა შემეცვალა, იმდენად არ მჭირდება ეგ ფუნქცია  ), უფრო პრიორიტეტულია ჩემთვის გაფართოებული მილდოტის ბადე, ანუ მხოლოდ სტანდარტული 5 მილდოტი კი არ იყოს ბადეზე დატანილი, არამედ მაქსიმალური რაც შეიძლება, განსაკუთრებით ძირა მიმართულებით, პრიორიტეტს ვაძლევ ოპტიკას რომელსაც მაგალითად ძირა ვერტიკალური ჯოხი საერთოდ არ აქვს და მაქსიმალურად დანაყოფებისთვისაა გამოყენებული

მონოლოგის დასკნა და მორალი ჩემს შემთხვევაში შემდეგია - ბადის განათებას ჯობია ეგ თარაზო ჰქონდეს ოპტიკას, რეალურად საჭირო ინფოს მაინც გაძლევს, გინდა თოფზე დაყენება მორგება გასწორებისას და გინდა სროლისას, ვიდრე ეფემერული ვითომ და მაგრობა ბადის განათების სახით smile.gif
koba1973
ja_ja
სრულიად გეთანხმები.
ერთს დავამატებ. უკვე ბინდისას როცა გამოსახულება ძლივს ჩანს, განათების ჩართვისას უკვე გამოსახულებას ვერ ვარჩევ. გამოვრთავ და ბადეც ჩანს და გამოსახულებაც. ეს შეიძლება იაფიანი ოპტიკის ბრალიც იყოს.
userman
ციტატა(ja_ja @ 26th October 2020 - 05:43 PM) *
რეალში მე შებინდებისას ვერასდროს გამოვიყენე ეგ ფუნქცია იმიტომ რომ შებინდება ძალიან მოკლე დრო გრძელდება, დანარჩენ დროს კი - ან საკმარისი სინათლეა და ბადეს ხედავ, ან სიბნელეა და ბადე კი არა დასამიზნებელიც არ ჩანს... მოკლედ ეს ბინდის მოლოდინი და ვითომ და რაღაც დასაძლევი ინსტრუმენტი გაქვს სისულელე აღმოჩნდა ჩემს შემთხვევაში.


იგივეს ვიტყოდი მეც ...
გარიჟრაჟზე 10 წუთი გრძელდება ეგ პროცესი , როცა ბადის განათება უნდა გამოიყენო , საღამოსაც იგივე ,
ამ 10 წუთის განმავლობაში ან მოვა სანადირო ობიექტი ან არა ,
ასევე ზუსტად ამ მომენტში ან იქნები სანადიროდ , ან არა smile.gif smile.gif

მოკლედ ბადის განათების გამოყენების ალბათობა მიზერულია .
NRG
შესაძლოა გამოდგეს უამინდობის დროს გააჩნია რა მეც არასოდეს გამომიყენებია 4 წლის მანძილზე ერთადერთი შემთხვევა იყო შებინდებულზე ხშირ ტოტებში გამიჭირდა დამიზნება
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.