![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,351 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
მოკლედ მოგეხსენებათ მე დაჩაგრული კაცი გავხდი და დისკო აღარ მაქვს, მაქვს რაღაც დეტალების ნაკრები, მაგრამ სანამ მაგ დეტალებისგან დისკო აეწყობა..... მაგრამ მიუხედავად მაგისა მაწუხებს ერთი უსასრულო პრობლემა, რომელიც ალბათ ბევრ სხვა მომხმარებელსაც აწუხებს, ეს არის რეზერვუარის მოცულობა, სულ რაღაც 105 კუბური სანტიმეტრი, მაშინ როდესაც უმრავლესობა თოფებს აქვთ 160 და მეტი მოცულობის რეზერვუარი, ნორმალურად ითვლება 190-210 კუბი თუმცა შემხვედრია გიგანტური გადაკეთებებიც 260 კუბი და მეტი. მოკლედ მთავარი აზრი არის შემდეგი, გაიზარდოს რეზერვუარის მოცულობა და წნევის დიაპაზონი 250 ბარზე თუ არა 3000PSI-მდე მაინც ავიდეს. თეორიულად ასეთ შემთხვევაში დისკოს ექნება აურაცხელი აგსროლის შესაძლებლობა. ნუ აქვე დავძენ რომ ჯერ რათქმაუნდა თეორიებზე ვისაუბროთ, სამწუხაროდ მასალა გასაკეთებლად არ არსებობს, არ არსებობს ასევე გამოცდილი ხარატი, თუმცა ალაგ ალაგ არის უკვე იდეები ხარატებტან დაკავშირებით, მაგრამ მასალა მაინც ყველაზე მტკივნეული თემა რჩება. ალბათ ბევრი მეტყვით რაღაც ავადმყოფური იდეები გაწუხებსო, მაგრამ შეგახსენებთ JAH-ის ვირთხმინატორს, ხომ აქვს დიდი რეზერვუარი (თუმცა ცოტა მოუხერხებელი იქნება ეგეთი რეზერვუარი დისკოზე). შესაბამისად თუ 1377-ზე შეიძლება მაგისთანაც მიმაგრება, ესეიგი დისკოზეც შეიძლება, ოღონდ შემდეგ საჭირო იქნება კონდახის გადაკეთება, ან რეზერვუარის ახალი ზომებიდან გამომდინარე ახალი კონდახის გაკეთება. გავიხსენოთ როგორ გამოიყურება 1377-ის კიტი ![]() იდეაში რეზერვუარი ექსცენტრულად არის განთავსებული, ანუ დამრტყმელი მექანიზმის მიმართ ცემტრში არ გადის, მაგრამ იძლევა მშვენიერ გამოსავალს. მიუხედავად იმისა რომ იეა წესით წინდახედულმა კაცმა უკვე უნდა დაინახოს, მე ეს ვერ მოვახერხე, არდგან იმ დროს როდესაც JAH-მა ეს სურათი დადო მე ჯერ დისკო არ მქონდა და მიუხედავად 1000-ნაირი დაშლილი სურათებისა, პარალელები დისკოსთან მიმართებაში ვერ გავატარე. ტვინი განათდა მაშინ როდესაც დავინახე QB78-ის მოდიფიკაცია, გადაყვანილი PCP-ში და გახრდილი რეზერვუარი. მოგეხსენებათ დისკო და QB78 ბევრი რანმით გავს ერთმანეთს, შედეგად ის რაც ერთზე მოსულა..... მოკლედ დააკვირდით აბა ამ სურათს: ![]() რა მოგდით თავში??? მე მომდის თავში შემდეგი: ვაკეთებთ ასეთ რეზერვუარს (ჩემის აზრით რედუქტორის ჩაყოლება ურიგო არ იქნებოდა), რეზერვუარი დამთავრდება იმ ადგილზე სადაც ჩვეულებრივ დისკოში გამხსნელი კლაპანია განთავსებული. დისკოზე რეზერვუარი უნდა გადაიჭრას (მესმის ცოტა საშინლად ჟღერს, მაგრამ ვისაც დამატებითი ნაწილები აქვს, იმათთვის შედარებით იოლი მისაღები იქნება აღნიშNული გადაწყვეტილება), რეზერვუარის გადაჭრა უნდა მოხდეს სადრაც იმ ადგილთან ან ცოტა უფრო წინ სადაც მანომეტრი გამოდის. ანუ კაი ნაწილი უნდა დარჩეს, იმისათვის რომ ახალი რეზერვუარის ცილინდრული ნაწილი შესრიალდეს და დაფიქსირდეს. ძველ რეზერვუარს წნევაზე მუშაობა აღარ ევალება, ექნება მხოლოდ ახალი რეზერვუარის დაფიქსირების დავალება. ახალ რეზერვუარზე პლაპნის ადგილთან 1 ან 2 o-Ring-ი იქნება საჭირო რომ გასროლის დროს გამოშვებული ჰაერი ძველ და ახალ რეზერვუარს შორის არ გამოიპაროს. და ბნოლოს რა თქმა უნდა გადასაკეთებელი იქნება კონდახი და რვიანი. ჩემის აზრით რეზერვუარი შეიძლება სიგანეში გაისზარდოს 30-32 მილიმეტრამდე, ხოლო სიგრძე დამოკლდეს რათა იგივე მოდერის გაკეთება მოხსნა პრობლემას აღარ წარმოადგენდეს. ახლა ვჩალიჩობ ნახაზებზე, რაღაც სავარაუდო ვარიანტამდე რომ დავიყვანო და იდოს ფორუმზე კარგ და გემრიელ დრომდე, ანუ როდესაც მასალაც და ხარატიც გაჩნდება და მსურველიც იქნება შესაძლებლი გახდეს შესაბამისი აბგრეიდის გაკეთება. აბა ახლა გამოთქვით თქვენი სურვილები, ვის რა მოგწონთ და რა არ მოგწონთ აღნიშნულ იდეაში?
| |
> |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,351 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
მტააკ. რეზერვუარის მოცულობის გამოთვლა ვინმემ თუ იცით? საუბარი მაქვს ცილინდრის ფორმის რეზერვუარის შიდა მოცულობის გამოთვლა? მე რაცხა ფორმულა მოვძებნესავით: ![]() სადაც V არის მოცულობა პი - ისედაც ყველამ ვიცით 3.14-ის ტოლია r - არის რადიუსი, არ აგერიოთ დიამეტრში h - არის სიმაღლე. ![]() მოკლედ ამ ფორმულით გამოვთვალე დისკოს რეზერვუარის მოცულობა, ახლოს კი არის, მაგრამ ცნობილ 110 კუბურ სანტიმეტრზე მეტი გამომივიდა. მოკლედ რეზერვუარის შიდა დიამეტრი არის 1.95 სანტიმეტრი, ესეიგი რადიუსი არის ამის ნახევარი 0,975 სანტიმეტრი. სიგრძე მანომეტრის პრობკიდან ბოლომდე არის 48.7 მილიმეტრი, წინა პრობკა აქედან იპარავს 3.5 სანტიმეტრს ასეიგი შიგნით, მანომეტირ სპრობკიდან წინა პრობკამდე არის 25.2 სანტიმეტრი, აქედან გამომდინარე: 3.14*(0.957*0.975)*45.2=134.92 გამოდის რომ დისკოს ჰქონია 134 კუბიკი და არა ცნობილი 110 კუბიკი, მართალია 110 კუბიკი უკრაინლებისგან ვიცოდი და არა კროსმანისგან... მარა მაინტერესებს მე შევცდი რამეში თუ უკრაინლები?? ნებისმიერ ვარიანტში დასათვლელი მაქვს მარადიორს რამდენი აქვს ამ ფორმულის მიხედვით.
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 19th July 2025 - 05:05 AM |
Hosted by Pro-Service |