გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> Benjamin Summit NP2
GMT
პოსტი Oct 13 2019, 06:23 PM
პოსტი #1


ცნობის მოყვარე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 6
რეგისტრ.: 12-October 19
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 2,446
ქალაქი:თბილისი



პირველ რიგში ყველას მოგესალმებით. ახალი ვარ ამ ფორუმზე, რამდენიმე კვირაა ყველანაირ ინფორმაციას ვეძებდი პნევმატურ თოფებზე და შემთხვევით გიპოვეთ smile.gif
ამ თოფზე Benjamin Summit NP2 /.177 ცალკე თემას ვერ მივაგენი და იმიტომ ვხსნი ახალს.

ეხლა რა მაინტერესებს, მინდა შევიძინო პნევმატური თოფი ჩამოვწერ რა პრიორიტეტებით ვეძებ

1. უნდა იყოს ამ კლასს რაც შეესაბამება "მაქსიმალურად" ზუსტი. საორიენტაციო მანძილი 50 მეტრი. ეს ყველაზე მთავარი პარამეტრია, შესაბამისად არ მინდა ისეთი თოფი რომელიც წარმოუდგენელი ძალით ისვრის ტყვიებს სადღაც hunter.gif
2 გადასატენად უნდა იყოს შედარებით ადვილი კაცმა არ იცის რამდენის გასროლა მომინდება და ყოველ ჯერზე ლულის გადატეხვაზე ჭიდაობა არ მინდა.
3. ზედა ორი პრიორიტეტიდან ვამახვილბ ყურადღებას NP2-ზე ჩემი აზრით უფრო ადვილი გადასატენი იქნება და მიზანში სროლაშიც ნაკლებად შემიშლის ხელს.
4. სასურველია თუ შედარებით მსუბუქი იქნება.
5. ვიზუალს რაც შეეხება ძალიან მომწონს კლასიკური თოფის კონდახის ფორმა.
6. სასურველია თუ ექნება სამიზნეები. ყველა ვარიანტში ოპტიკას დავუყენებ, მაგრამ თავისიც ქონდეს (იყოი რა პურსა მთხოვს თუ წყალსა).
7. ეს შეიძლებოდა ზევითაც დამეწერა NP2 კიდე იმიტომ მინდა როგორც მე ვიცი თავისთვის დამატებით აქ პატარა ამორტიზაცია და შესაბამისად მთლიან ამორტიზაციას კიდე უფრო ამცირებს.

კიდე რაც მახსენდება ისე დავწერ.
მაინცდამაინც ეს მოდელი იმიტომ ავირჩიე რომ აქვს ასე თუ ისე ის ვიზუალი რაც მე მინდა, სამწუხაროდ სამიზნეები არა აქ. რა მოდელებსაც სამიზნეები აქვთ ან ლულები აქვთ ჩემთვის მიუღებელი ფორმის ან კონდახები.
თუ შეგიძლიათ რომ მირჩიოთ როგორი თოფი და მეგობარი იქნება მომავალში.
ასევე თქვენ თუ გეგულებათ სხვა ვარიანტები მსგავსი მოთხოვნებით. (ზუსტი, ნპ2, ველური ძალა არ ქონდეს და დატენვა სროლაზე ჭიდაობა არ ჭირდებოდეს, სასურველია სამიზნეები თუ ექნება. არაჩვეულებრივი გამოფენის არ იყოს შესახედავადაც ნუ იქნება მთლად უშნო, კლასიკური თოფის კონდახი და ერთნაირი სისქის ლულა თავიდან ბოლომდე, გაბრტელებების და გამოუცნობი ფორმების გარეშე.)
ბევრ თემას გადავხედე ამ ფორუმზე და მაშინვე პირველი კითხვა ჩნდება ბიუჯეტი. რახან ჯერ ბოლომდე ჩამოყალიბებული არა ვარ და ეს თოფი საორენტაციოდ მაქ შერჩეული რაც ღირს გონივრულობის ფარგლებში მისაღები იქნება.
კიდე დამავიწყდა პცპ არ მინდა მინდა ზდპ მიახლოებული პცპ-სთან smile.gif
კიდევ აქ რამდენჯერმე ვნახე იარაღი.გე- ზე ურჩევდნენ ნახვას და არ არის საიტზე ბევრი მოდელები. ცოცხალში სად შეიძლება მსგავსი თოფები ვნახო? დღეს ერთ ერთ მაღაზიაში ვიყავი სპეციალურად არ დავწერ საკმაოდ იყო ხალხიც გამყიდველს რომ ვთხოვე თოფი ახლოდან მაჩვენე მეთქი ისე დაიჯღანა თითქოს მთელი ქვეყნის ვალი ქონდა. ნორმალური მაღაზია მინდა სადაც მართლა უნდათ გაყიდვა და არჩევანიც ექნებათ. ინტერნეტში ან ცოტა მოდელებია ან ძველი ვერსიებია.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
 
ახალი თემის დაწყება
გამოხმაურებები
aleqsa
პოსტი Oct 13 2019, 11:45 PM
პოსტი #2


მსროლელი
***

ჯგუფი: სულებზე მონადირე
პოსტები: 707
რეგისტრ.: 18-May 16
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 2,171
ქალაქი:თბილისი



GMT


მოგესალმები და სიკეთის ფეხი მიგეტანოს სადაც მიხვალ, ჩვენთანაც და სხვაგანაც smile.gif

ეხლა თქვენს კითხვას რაც შეეხება, ზემოთ ბიჭებმა უკვე დაგიწერეს ასეთუისე შედარებით ზუსტი ზდპ-ეები მაგ ჩამონათვალს ერთს კიდევ დავამატებდი მე WALTER LGU მოდელს
აქედან ვალტერიც, ვაირაუხიც და აირარმსიც თითქმის იდენტური თოფებია, ცოტა განსხვავებული გადატენვის მექანიზმიაქვს დიანას, დანარჩენი სიზუსტეს რაც შეეხება (ზემოთ წერდით მიზანში საროლად მინდა დაარა სანადიროდო და მაგ კატეგორიის თოფს უფრო მეტად მოეთხოვება სიზუსტე ვიდრე სანადიროს) 50მ. დე ამ ოთხ მოდელს ზ.დ.პ. ეებში ბადალი არაყავთ, ერთერთის, ვაირაუხ 97კ-ს მფლობელი თავად გახლავარ და თამამად შემიძლია გითხრათ რომ 50მ.-დე მანძილებზე მართლაც ძალიან კარგად ისვრის და შესაძლოა არც დაიჯეროს აქ ზოგმა მარა საშუალაო და დაბალი პცპ კლასის თოფებთანაც კია შესაძლებელი მაგ თოფით გაპაექრება (ერთიორჯერ გამიკეთებია კიდევაც) ხოლოთ ზემოთ დაგიწერეს ბიჭებმა ეს მოდელები ის ფასი ღირს რომლითაც პცპ ის ყიდვასაც შეძლებთ, ასერომ თქვენი გადასაწყვეტია რამდენად გიღირთ ამ ფასის გადახდა??...

არის კიდევ იგივე წყობის თურქული ჰაცანების რამდენიმე მოდელი დომინატორი და ტორპედოების სხვადასხავ ვარიაციები, DOMINATOR 200w - მქონდა, გადასატეხ ლულიან თოფებთან შედარებით ეგეც აშკარად უფრო ზუსტი იყო მარა არ იმდენად რამდენადაც ვაირაუხი, ფასიჩ შესაბამისად ოდნავ ნაკლებები ღირს ჰაცანები...

ეხლა მეორე საკითხს რაც შეეხება ნიტრო ფისტონთან დაკავშირებით, კი უდავოდ ნპ2 ცოტათი უკეთესი ვარიანტია მარა არა იმდენად რომ ორმაგი ფასი გადაიხადოთ ვიდრე ჩვეულებრივ ნპ თოფში, ჩემი აზრით ჯობია ქროსმანის რომელიმე ნპ თოფი შეარჩიოთ (ვანტაჟი, შოკვეი და ა.შ.) და ის ნიტრო ფისტონი შეგიძლიათ თქვენთვითონაც შემოაბრუნოთ და შებრუნებული ჩაუსვათ თუ საჭირო ცოდანა და პატარა მეხერხებულობა გაქვთ.
მე პირადად მასე მქონდა ერთი ვანტაჟი, თუმცა ბოლოს რომ გიომ შეიძინა იარაღი.გე ზე იგივე ვანტაჟი იმას უკვე ქარხნულადვე შემობრუნებული ეჯდა ნიტრო, მიუხედავად იმისა რომ არანაირი ნპ2 არც ეწერა და არც იყო. რომ გავხსენით ნიტროს შესაბრუნებლად ისიც გაკვირვებული დავრჩით უკვე შებრუნებული რომ დაგვიხვდა, დარტყმის კიდევ უფრო შერბილებას რაც შეეხება კიდევ ნიტროს ფკერსა და კორპუს შორის სულ უბრალო სანტექნიკის 1/2 ზომის (პოლდიუმა) სილიკონის რბილი პრაკლადკა ჩავუდეთ ჩვენ ორივემ. ასერომ თუ მაინცადამაინც შედარებით იაფიან ზდპ ეს გადაწყვეტ ნპ ზამბარით, მე მაგალითად ამ გადმოსახედიდან თქვენს ადგილას ავიღებდი ჩვეულებრივ კროსმანს და პატარას წავეჩალიჩებოდი...

პ.ს. ისე პცპ ეს მაინც ვერცერთი ზდპ ვერ შეედრება, მეთვითონ რაც პცპ სისტემის თოფი შევიძინე, თანაც საკმაოდ დაბალი კლასის (კრალის) მიუხედავად ამისა მაინც მის მერე ვაირაუხი თავის ჩიხოლში დევს და კუთხეშია მიყუდებული აგერ უკვე ლამის 2 წელია, მხოლოდ დასაზეთად და ძველი მოგონებების ხარჟზე მოსაფერებლად თუ გადმოვიღებხოლმე smile.gif

ნებისმიერ არჩევანის შემთხვევაში წარმატებებს გისურვებ!! smile.gif

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია aleqsa: Oct 13 2019, 11:53 PM
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
vexam
პოსტი Oct 16 2019, 12:23 PM
პოსტი #3


მაძიებელი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 402
რეგისტრ.: 9-August 16
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 2,195
ქალაქი:თბილისი



ციტატა(aleqsa @ Oct 14 2019, 12:45 AM) *
GMT

დარტყმის კიდევ უფრო შერბილებას რაც შეეხება კიდევ ნიტროს ფკერსა და კორპუს შორის სულ უბრალო სანტექნიკის 1/2 ზომის (პოლდიუმა) სილიკონის რბილი პრაკლადკა ჩავუდეთ ჩვენ ორივემ.

გამარჯობა. შეკითხვა მაქვს საფენთან დაკავშირებით : 1. სილიკონის საფენი რა სისქის შეარჩიეთ? 2. საფენი მთლიანია თუ რგოლია ჩვეულებრივი? 3. საფენის ჩადების შემდეგ, ნიტროს "შტოკი" დასამოკლებელი ხომ არ გახდა ? მადლობა წინასწარ
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

პოსტი ამ თემაში
- GMT   Benjamin Summit NP2   Oct 13 2019, 06:23 PM
- - userman   GMT ციტატა(tbilisi25 @ 13th Octo...   Oct 13 2019, 07:18 PM
|- - GMT   ციტატა(userman @ Oct 13 2019, 08...   Oct 13 2019, 07:53 PM
- - giga2010   GMT მოგესალმებით და ...   Oct 13 2019, 07:22 PM
- - giga2010   GMT ერთადერთი რაც შ...   Oct 13 2019, 08:31 PM
- - userman   GMT და პცპს , რატომ თვ...   Oct 13 2019, 08:55 PM
- - pilotina   ციტატა(giga2010 @ 13th October 20...   Oct 13 2019, 09:12 PM
- - MonSoon   GMT რამოდენიმე ფაქტ...   Oct 13 2019, 09:40 PM
- - GMT   მადლობა ყველას ან...   Oct 13 2019, 10:13 PM
- - aleqsa   GMT მოგესალმები და ...   Oct 13 2019, 11:45 PM
|- - vexam   ციტატა(aleqsa @ Oct 14 2019, 12...   Oct 16 2019, 12:23 PM
- - ja_ja   GMT მოგესალმები, კეთ...   Oct 17 2019, 11:28 AM
- - aleqsa   vexam ღმერთმა გაგიმა...   Oct 17 2019, 07:48 PM
|- - vexam   ციტატა(aleqsa @ Oct 17 2019, 08...   Oct 19 2019, 11:13 AM
- - userman   ja_ja ციტატა(ja_ja @ 17th Octobe...   Oct 17 2019, 10:46 PM
- - NRG   ნიტროზე ჩემს გამოც...   Oct 18 2019, 08:44 AM
|- - vexam   ციტატა(NRG @ Oct 18 2019, 09...   Oct 19 2019, 11:24 AM
- - NRG   ჰაცანის ნიტროს კი ...   Oct 19 2019, 06:34 PM
- - bubusicha   GMT კეთილი იყოს შენი ...   Oct 23 2019, 09:52 PM
- - Der Rote Baron   GMT Welcome თუ კარგ ოპტიკ...   Oct 24 2019, 12:01 AM
- - LashaF1   [quote name='GMT' date='Oct 13 2019, 0...   Nov 1 2019, 07:03 PM


მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th June 2024 - 12:49 PM
Hosted by Pro-Service