Benjamin Summit NP2 |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
Benjamin Summit NP2 |
Oct 13 2019, 06:23 PM
პოსტი
#1
|
||
ცნობის მოყვარე ჯგუფი: Members პოსტები: 6 რეგისტრ.: 12-October 19 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 2,446 ქალაქი:თბილისი |
პირველ რიგში ყველას მოგესალმებით. ახალი ვარ ამ ფორუმზე, რამდენიმე კვირაა ყველანაირ ინფორმაციას ვეძებდი პნევმატურ თოფებზე და შემთხვევით გიპოვეთ ამ თოფზე Benjamin Summit NP2 /.177 ცალკე თემას ვერ მივაგენი და იმიტომ ვხსნი ახალს. ეხლა რა მაინტერესებს, მინდა შევიძინო პნევმატური თოფი ჩამოვწერ რა პრიორიტეტებით ვეძებ 1. უნდა იყოს ამ კლასს რაც შეესაბამება "მაქსიმალურად" ზუსტი. საორიენტაციო მანძილი 50 მეტრი. ეს ყველაზე მთავარი პარამეტრია, შესაბამისად არ მინდა ისეთი თოფი რომელიც წარმოუდგენელი ძალით ისვრის ტყვიებს სადღაც 2 გადასატენად უნდა იყოს შედარებით ადვილი კაცმა არ იცის რამდენის გასროლა მომინდება და ყოველ ჯერზე ლულის გადატეხვაზე ჭიდაობა არ მინდა. 3. ზედა ორი პრიორიტეტიდან ვამახვილბ ყურადღებას NP2-ზე ჩემი აზრით უფრო ადვილი გადასატენი იქნება და მიზანში სროლაშიც ნაკლებად შემიშლის ხელს. 4. სასურველია თუ შედარებით მსუბუქი იქნება. 5. ვიზუალს რაც შეეხება ძალიან მომწონს კლასიკური თოფის კონდახის ფორმა. 6. სასურველია თუ ექნება სამიზნეები. ყველა ვარიანტში ოპტიკას დავუყენებ, მაგრამ თავისიც ქონდეს (იყოი რა პურსა მთხოვს თუ წყალსა). 7. ეს შეიძლებოდა ზევითაც დამეწერა NP2 კიდე იმიტომ მინდა როგორც მე ვიცი თავისთვის დამატებით აქ პატარა ამორტიზაცია და შესაბამისად მთლიან ამორტიზაციას კიდე უფრო ამცირებს. კიდე რაც მახსენდება ისე დავწერ. მაინცდამაინც ეს მოდელი იმიტომ ავირჩიე რომ აქვს ასე თუ ისე ის ვიზუალი რაც მე მინდა, სამწუხაროდ სამიზნეები არა აქ. რა მოდელებსაც სამიზნეები აქვთ ან ლულები აქვთ ჩემთვის მიუღებელი ფორმის ან კონდახები. თუ შეგიძლიათ რომ მირჩიოთ როგორი თოფი და მეგობარი იქნება მომავალში. ასევე თქვენ თუ გეგულებათ სხვა ვარიანტები მსგავსი მოთხოვნებით. (ზუსტი, ნპ2, ველური ძალა არ ქონდეს და დატენვა სროლაზე ჭიდაობა არ ჭირდებოდეს, სასურველია სამიზნეები თუ ექნება. არაჩვეულებრივი გამოფენის არ იყოს შესახედავადაც ნუ იქნება მთლად უშნო, კლასიკური თოფის კონდახი და ერთნაირი სისქის ლულა თავიდან ბოლომდე, გაბრტელებების და გამოუცნობი ფორმების გარეშე.) ბევრ თემას გადავხედე ამ ფორუმზე და მაშინვე პირველი კითხვა ჩნდება ბიუჯეტი. რახან ჯერ ბოლომდე ჩამოყალიბებული არა ვარ და ეს თოფი საორენტაციოდ მაქ შერჩეული რაც ღირს გონივრულობის ფარგლებში მისაღები იქნება. კიდე დამავიწყდა პცპ არ მინდა მინდა ზდპ მიახლოებული პცპ-სთან კიდევ აქ რამდენჯერმე ვნახე იარაღი.გე- ზე ურჩევდნენ ნახვას და არ არის საიტზე ბევრი მოდელები. ცოცხალში სად შეიძლება მსგავსი თოფები ვნახო? დღეს ერთ ერთ მაღაზიაში ვიყავი სპეციალურად არ დავწერ საკმაოდ იყო ხალხიც გამყიდველს რომ ვთხოვე თოფი ახლოდან მაჩვენე მეთქი ისე დაიჯღანა თითქოს მთელი ქვეყნის ვალი ქონდა. ნორმალური მაღაზია მინდა სადაც მართლა უნდათ გაყიდვა და არჩევანიც ექნებათ. ინტერნეტში ან ცოტა მოდელებია ან ძველი ვერსიებია.
| |
> |
|
|
Oct 13 2019, 08:55 PM
პოსტი
#2
|
||
ზუსტი მსროლელი ჯგუფი: სულებზე მონადირე პოსტები: 1,104 რეგისტრ.: 5-February 15 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 2,043 ქალაქი:თბილისი |
GMT და პცპს , რატომ თვლით არა კომფორტულად ? 50 მეტრზე სასროლად ოპტიკური სამიზნე დაგჭირდებათ აუცილებლად და ზდპ ზე გაგაწვალებთ . უკუცემის გამო მწყობრიდანაც მალე გამოვა და ამავე დროს ყოველიდღე გასწორება დასჭირდება. ოპტიკას.
| |
> |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 11:18 PM |
Hosted by Pro-Service |