![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
||
![]() ცნობის მოყვარე ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 25 რეგისტრ.: 11-February 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 1,524 ქალაქი:თბილისი ![]() |
მოგესალმებით მეგობრებო. დიდი ხანია არ დამიწერია პოსტი, თუმცა ხანდახან მაინც შემოვდიოდი და ვათვალიერებდი გახსნილ თემებს. მჭირდება გამოცდილი კოლეგების რეკომენდაცია და/ან დახმარება. ვარ Air Arms s510 ის ბედნიერი მფლობელი, თუმცა შეძენის დღიდან ძალიან იშვიათად მიწევდა ამ მართლაც ხელოვნების ნიმუშის გამოყენება. ბოლო 2-3 წლის მანძილზე პრაქტიკულად არ მისარგებლია თოფით და ამიტომაც დავუშვი დიდი შეცდომა და ძალიან ახლობელს (თუმცა სრულიად გამოუცდელს) ვათხოვე თოფი და ჩავუტარი 5-10 წუთიანი ინსტრუქტაჟი მოხმარების წესების შესახებ. ბევრი რომ არ გავაგრძელო, პრობლემა შემდეგია: გამოუცდელობის გამო ახლობელმა ეტყობა რამოდენიმეჯერ გადატენა და შედეგად რამოდენიმე ტყვიის ერთად გასროლის მცდელობა ჰქონდა ![]() ეტყობა ვერ გაიგო თუ რა პრობლემა იყო და განაგრძო გადატენვა და სასხლეტის გამოკვრა. შედეგი, ისაა რომ ალბათ ეხლა ტყვიების n რაოდენობაა ეხლა ლულაში. როცა თოფი დამიბრუნა და ვეცადე ახალი ტყვიის ჩატენის გარეშე, გასროლა, მაგრამ შეკუმშული ჰაერი ტყვიის ჩადების ადგილიდან უკან გამოდის და არა ლულიდან. ლულიდან პირით ჰაერის ჩაბერვით ვატყობ რომ პრაქტიკულად დახშულია სივრცე და სულ უმნიშვნელოდ (ალბათ ლულის ხრახნში/ღარში) გადის ჰაერი. ხომ არ შეგიძლიათ მირჩიოთ რა ვქნა ან ვის შეიძლია მივუტანო გასაკეთებლად? წინასწარ დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის, nxs027
| |
> |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
||
![]() ცნობის მოყვარე ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 25 რეგისტრ.: 11-February 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 1,524 ქალაქი:თბილისი ![]() |
არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, მივხდი რომ ჩემს ბრიტანელ ლორდს სასწაული თუ უშველიდა მხოლოდ. ვისარგებლე გეოჟორჟიკას დაშიფრული შეტყობინებით, მივედი პნევმატიკის ჰოგვარდსში (ვერის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორია, პასაკევი საღამო, სავსე მთვარე) და თვით ალბუს დამბლდორმა (AK.A ja_ja) პერსონალურად ითავა ინგლსელი პაციენტის სააქაოს მობრუნება. ჯადოსნური ჯოხის (შომპოლი) და მექატრონული ელფის (სახარატო ჩარხი) დახმარებით, ასევე ჩემნაირი ჩაინიკი მაგლისთვის გაუგებარი შელოცვებით და მოახდინა რამოდენიმე საოცრება: 1) ცეცხლისმფრქვეველი მინი დრაკონის (ფენი) და ექვსქიმიანი ინსრუმენტების დახმარებით ორიოდე წუთში მარტივ მამრავალებად დაშალა AA 510S, 2) მიუხედავად ბოლოტი ძალების მედგარი წინააღმდეგობისა, გახვრიტა ურთიერთგადაჭდობილი მასა და "С помощью молотка и чьей-то матери" ჯადონსურ ჯოხზე წამოცმული 11 ჩაჭედილი ტყვია გამოიღო ერთიანად. 3) დამატებითითი შელოცვებით და მეტალის ჯაგრისის გამოყენებით კიდევ 7-8 ტყვიის ნაწილები და ღარებში ჩამხმარი ნაგლეჯებიც გამოიტანა. შემდეგ თვალის დახამხანებაში პაციენტი თავიდან ააწყო და სააქაოს დააბრუნა... ხუმრობები იქით იყოს, მაგრამ წილხვედრ საქართველოში ნამდვილად არ მეგულება ვინმე, ასე სწრაფად და პროფესიონალურად, უმოკლეს დროში, დაუზარებლად და დაუმადლებლად დახმარებოდეს მოყვასს და თანაფორუმელ კოლეგას. არ შემიძლია არ ავღნიშნო მექატრონიკის ტაძარი, ჩვეულებრივი მოკვდავნი რომ უბრალო გარაჟად აღქვამენ, პირღია ვათვალიერებდი და თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ უმნიშვნელო მოდიფიკაციის შემდეგ ნეიროქირურგიული ოპერაციის ჩატარებაც კი შეიძლება იქვე ![]() ბატონო ჯაჯა, უღრმესი მადლობა გაწეული სამსახურისთვის. მიგულეთ მოვალეთ და «За мной не заржавеет» AA 510S ისევ მწყობრშია და 5 წლიანი პაუზის შემდეგ მზადა, რომ დაუბრუნდეს აირთოფელთა საპატიო რიგებს.
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th August 2025 - 01:02 PM |
Hosted by Pro-Service |