nxs027 ციტატა(nxs027 @ 28th September 2019 - 12:43 AM)

თუ არ შეწუხდები, იქნებ ლინკი გამომიგზავნოთ, საიდანც შეიძლება სხვადასხვა სიგრძის LW ლულების და სხვა დამატებითი აქსესუარების ყიდვა.
ნუ ვაბშეტა ეგ არის ინგლისური თოფი და უფრო ლოგიკურია მისი ნაწილების ძიება ინგლისურ საიტებზე... მაგალითად მშვენიერი საიტია მაგ საქმისთვის
www.gunspares.co.uk კონკრეტულად კი
AA510-ის გვერდზე შეგიძლია ყველა ნაწილი ნახო თუ რამე არ აქვთ დაუკვეთე და როცა მიიღებენ გამოგიგზავნიან, ჩამოდის პირდაპირ საქართველოს ფოსტით, გამოცდილია და 1 კვირიდან 2 კვირამდე სჭირდება ხოლმე, მართალია მაგ საიტიდან ლულა არ გამომიწერია და მიჭირს თქმა გაჭედავს საბაჟო თუ არა...
მოკლედ შენ გჭირდება შემდეგი დეტალები: BRL161 - ეგ ლულაა და აქვთ ადგილზე, BS103 ლულის გადამშვები ეგეც ადგილზეა, მემგონი ასევე საჭიროა BS164, თუ არავცდები მიმწოდებლის მიმმართველია რომ სწორედ იმოძრაოს კოლოფში ეგეც აქვთ, კიდევ საჭიროა მიმწოდებელი BS116 და ეგეც აქვთ ადგილზე, კლიპიც გინდა MG020 და ეგეც არის სტოკში, დალშე რეზინებია საჭირო - საჭიროა OR058 გადამშვებში რომ ჩაჯდეს და მიმწოდებელი ჩაკეტოს აქვთ ადგილზე და ბოლო დეტალი OR172 მიმწოდებლის მიმმართველზე წამოსაცმელი.
მოკლედ ყველაფერი ადგილზეა და გამოწერა შეიძლება, ერთადერთი ლულაზე თავს ვერ დავდებ რომ არ გაჭედავს საბაჟო, თორემ ლულა გამზადებული გათლილია, არაფერი არ უნდა პირდაპირ ააწყობ ყველაფერს, მე რასაც ვუყურებ გამოგზავნის ხარჯების გარდა მთლიანი ღირებულება უხეშად მხოლოდ ნაწილები 78.77 + ლულა 127.10 ულ ჯამში 205.87 ფუნტ სტერლინგი გიჯდება მაი საქმე
aleqsa ციტატა(ale @ 28th September 2019 - 06:27 PM)

ჯაჯა ერთი კითხვა მაქვს, სურათებში ჩაპრესილ ტყვიებს ერთ ადგილას ჟანგის ლაქის მასგავსი რაღაც ეტყობა და ეგ მართლა ჟანგი აქვს წამოღებული თუ სხვა რამეა???
ფერით კი გავს მაგრამ შიგნიდან ლულა სარკესავით კრიალაა, ოდნავი ნამიოკიც კი არაა რაიმე ჟანგზე, ან უსწორმასწორობაზე, ასე რომ ალბათ უფრო თვითონ ტყვიას რაიმე სჭირდა ან რაღაც სხვა არის შეყოლილი, ლულას ყოველ შემთხვევაში არაფერი სჭირს და არც არაფერი სჭირდა…
MonSoon ციტატა(bedo @ 28th September 2019 - 05:34 PM)

ნარეზებს მოუვიდა რამე ?
არა და რატომ უნდა მოსვლოდა? რაიმე ვარვარული მეთოდი არ გამოგვიყენებია….
რაცხა ნამეტანი პანიკა და თეორიები გამოიწვია ამ ჟანგის ფერმა

არ ვიცი საიდან გაიჩითა, მაგის გამოძიება არ დამიწყია, არც ამოცანა იყო დასმული და არც ლულას თუ მიმწოდებელს არ ემჩნეოდა არანაირი ჟანგის კვალი… გამოძიება დამიტოვებია, ერკულ პუაროსთვის და შერლოკ ხოლმსისთვის, ნუ შეიძლება კიდევ კოლომბოც მივახმაროთ

… მე თეორიებისგან თავს შევიკავებ...
okela84 ციტატა(aleqsandre @ 28th September 2019 - 12:21 AM)

აუ მე ვაფუჭებინებდი და შენ ბეწვზე მოუსწარი და გადაარჩინე ფაქტიურად, ზეზუსტ აგრეგატებზე არაა რეკომედებული და მაგნუმ კალიბრებზე იმიტო არაა რეკომენდებული რო ისედაც არაა უსაფრთხო 300 კალიბრის ზემოთ ლულები და ეხლა სახლის პირობებში სხვადასხვა მანიპულაციების შემდეგ შეუძლებელია ლულის გადამოწმება მიკროსკოპულ დაზიანებზე და ბზარებზე რის გამოც რელოუდის დროს დენთის მცირედ პერედოზზეც შეიძლება ბუთქოს ლულამ.
ე ბიჯო გაჩერდი ხოლმე რა… სად ნახე ეს კახელი ვირი რომელზეც აძვრები სასიკვდილოდ ჩაებღაუჭები ხოლმე და აი ტრაპიც არსადაა ხოლმე რომ მიადგას ვინმემ მაგ ვირს და ჩამოგიყვანოს ხოლმე… საიდან რეებს იგონებ ხოლმე ვააბშე კოსმოსური ტექნოლოგიების ანალოგიები მოიყვანე კიდევ, რა შუაშია 300 კალიბრი, დენთი და სხვა სისულეები პნევმატიკასთან, რადიკალურად სხვადასხვა რაღაცეებს ადარებ ან ძალით რომ დააბნიო მოსაუბრე, ან ვაბშე ვერ ერკვევი საკითხში...
რაც შეეხება მისწრებას და გადარჩენას, ვინმემ სადმე რაიმე მისწრებაზე დაწერა? რა გეწვის ასე? მოიტანდა პატრონი გავაკეთებდი ისე როგორც მე ვიცი და რაც დავწერე, არ მოიტანდა და სხვა გააკეთებდა და ვააბშე არ მაღელვებდა ეგ ამბავი და არც მისწრება მაღელვებდა... ეს შენ გაქვს რაღაც იდეა ფიქსი... ის იდეა რომ შენ აფუჭებდი და მე გადავარჩინე იქნებოდა მაშინ მართებული, შენს ხელში რომ ყოფილიყო ეგ ლულა და სანამ გაცხელებას დაიწყებდი რომ მოვვარდნილიყავი ხელიდან გამომეგლიჯა და ჩემებურად გამეკეთებინა... არ ყოფილა ეგეთი არაფერი და რეებს იგონებ რა კუდებს აბავ?
რაც შეეხება შენს იდეა ფიქსს....
ცეცხლსასროლში ლულა ცხელ და აგრესიულ აირთან მუშაობს, პნევმატიკაში გრილ და ცივ აირთან, შედეგად როგორ წარმოგიდგენია ერთი და იგივე მასალა გამოიყენება ორივესთვის? თუ ეგრე გგონია მაგრა სცდები. და თუ ასე დაჟინებით რაღაცას ამტკიცებ, აგერ შენ კითხვარი პუნქტებად და თუ პასუხის გაცემის სურვილი გექნება პუნქტების მიხედვითვე დადე პასუხი და არა აბსტრაქციული აურზაური, ტანკის ლულებთან და წყალქვეშა ნავებთან შედარებებით:
1) ცეცხლსასროლის ლულაში და პნევმო ლულაში სხვადასხვა დატვირთვებია, როგორც ჭურვის დამძვრელი აირების მხრივ, ასევე თვითონ ჭურვის შემადგენლობიდან, აქედან გამომდინარე ვააბშე რატომ ადარებ ერთ კლასს მეორეს და რატომ ცდილობ ანალოგიის გატარებას? თუნდაც ერთი კითხვა შენთვითონ არ გიჩნდება რომ რაღაც განსხვავებული უნდა იყოს მაგ ორ კლასის ლულებს შორის?
ცეცხლსასროლის ლულა ცხელდება და მაინც მუშაობს (მე არ ვამბობ გავარვარებას და ეგრეთწოდებულ დადნოტის ტესტებს რომ ატარებენ ხოლმე 1000 და 3000 ტყვიის ზედიზედ მიყრით სანამ ტყვია არ გაეჭედება გავარვარებულ ლულაში ან ლულა არ გასკდება), საუბარია გაცხელებაზე ვთქვათ ისეთ დონეზე რომ ხელი დაგწვას მიდებისას...… მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ პნევმო ლულაზე რომლის მასალაც სულ სხვაა და ტყვიასაც რომელსაც ისვრის სულ სხვაა შედეგად ლულას არ მოეთხოვება ისეთი დატვირთვები როგორც ცეცხლსასროლს.
გარდა ამისა პნევმატიკაში სულ რომ ავტომატურ რეჟიმში ისროლო არასდროს ლულა არ გაცხელდება იმიტომ რომ ხახუნმა რომც გაათბოს ლულუა, ტყვიის უკან მომყოლი აირი რომელიც ფართოვდება პირიქით გაციებას იწვევს… მოკლედ თავიდანვე ჩადებულია მასალაში ის მოთხოვნა რაც საჭიროა ვააბშე არანაირად არ შეიძლება სხვა მასალასთან ანალოგიის გატარება
2) თუ მაინც ვსაუბრობთ გაცხელება და გამოდნობაზე და არ თმობ მაგ აზრს, მითხარი შენს გახარებას:
- ტყვია რომ გამოდნეს რა ტემპერატურაა საჭირო? სტანდარტულად 300 გრადუსზე ზემოთაა რამდენადაც ვიცი (არის მიახლოებითი განმარტებები ფერების მიხედვით რა ტემპერატურა რა ფერს შეესაბამება, მაგ გრადუსისთვის სადღაც მუქი ყავისფერია რკინა, ანუ ლითონი ჯერ არ არის გაწითლებული, მაგრამ უკვე კვალი ამჩნევია რომ იწყებს გახურებას), მიუხედავად იმისა რომ შენ ასეთ გათბობას მცირედ დეფორმაციას უწოდებ (რასაც არანაირად არ ვეთანხმები და ჩემს თოფებზე ცხოვრებაში ეგეთ რაღაცას არ გავაკეთებ), გთხოვ ასევე გაითვალისწინო, ტყვია როცა დნება კარგად ედუღება თუ არა იმ ზედაპირს რომელთანაც შეხება აქვს? არასდროს გადაგიდნია ვთვქათ საბჭოთა ლიმონათის, ან ბორჯომის პრობკაში საფანტი? არასდროს არ მიმხმარა ზედ ტყვია? რაფერ აპირებ მაგ მიმდნარის გამოტანას ამიხსენი? ეგ მიდუღებული ნაწიბური რომ იქნება ეგ არაფერია ხომ? ლატუნის ჯაგრისიც ვერ გამოიტანს მაგას...
- ასევე თუ ნახე და მემგონი ძალით არ ნახე მე რომ დავწერე, გამოღებულია მეთქი ტყვიები, კარგად რომ წაგეკითხა ნახავდი რომ ტყვიები ჩოკთან იყო გაჭედილი, ახლა მითხარი ჩოკის გაცხელება 300 და მეტ გრადუსამდე რამდენად ახლოსა ლოგიკასთან, რაც არ უნდა მინიმალური დეფორმაცია იყოს, ჩოკი ერთერთი მნიშვნელოვანი კვანძია და ასე ზერელედ რატომ უდგება ამ საკითხს
- შემდეგი ის ფაქტია რომ ტყვია რომ გამოდნეს და 300-ზე მეტი გრადუსი ლულის შიგნით შეიქმნას საჭიროა გარედან უფრო მეტად გაცხელდეს... თუ დაკვირვებიხარ იმ გარემოებას რომ რკინის გაცხელებისას რკინას თვისება აქვს ფერი იცვალოს... მაგალითად ლურჯ ფერზე? თუ იცი რატომ? პროსტა ტემპერატურის მაჩვენებელია თუ იმიტომ რომ ჟანგვის პროცესი მიდის და ეგ ფერი კაკრაზ ოქსიდის ფენის წარმოქმნის მაჩვენებელია... ახლა მითხარი ოქსიდის ფენა არის თუ არა ხაოიანი? სულ რომც იძახო არ არისო მე განგიმარტავ რომ ოქსიდი ხაოიანია და გადიდებით თუ შეხედავ კაი ზუმფარის ქაღალდივითაა...
- ახლა დავაჯამოთ ყველაფერი ერთად, ესე იგი გავახურეთ ჩოკი, ფერი იცვალა ლულამ, გამოდნა ტყვია და რაღაც ნაწილი მიადნა ოქსიდის ფორებს, შემდეგში ასეთი ლულიდან რომ გავისვრით სულ რომ დეფორმაცია არ ჰქონდეს ლულას, გამოიწვევს თუ არა ჩოკის ადგილზე, ანუ შევიწროვების ადგილზე, ახალ ახალი ტყვიების ანათალის დამატებას, ტყვიების ათლას და შედეგად ტყვიის ფრენის ტრაექტორიის შეცვლას? იმოქმედებს თუ არა ეგ სიზუსტეზე?
3) მიუხედავად იმისა რომ შენსას არ იშლი, შეგიძლია რაიმე ნორმალური რესურსი ან კომპეტენტური წყარო დადო რომელიც ურჩევს ხალხს ლულაში ტყვიის გაჭედვისას, ლულის გაცხელებას და გამოდნობას? თუნდაც ცეცხლსასროლისას, და თან რომ არ ახსენებდნენ იმ გარემოებას რომ ამის მერე უნდა გაითვალისწინოთ რომ ეს ლულა ისეთი აღარ იქნება როგორიც იყოო? ოღონდ შენს გახარებას სკორპიონასნაირი ვინმე ნაგიჟარი არ ნახო.
4) შენთვითონ აღიარე, შენს თოფზე მაგას თუ გააკეთებდი, თან თოფზე რომელიც ელიტ კლასშია და ზუსტი სროლის პრეტენდენტია... დავიჯერო ოდნავ რაიმე ეჭვიც არ გაგიჩნდებოდა? შენს თოფს ეჩალიჩები და არიქა ზუსტი სროლა გინდა და ასეთი ვარვარული მეთოდით მიადგებოდი შენსავე თოოფს? თუ შენსას არ მიადგებოდი სხვას რატომ ურჩევ?
5) რომ არ არსებობდეს რაიმე სხვა ალტერნატივა კიდევ ჯანდაბას, რომ იყო ჩინური თოფი და 10 ლარიანი ლულა ჯანდაბას, ძველი რუსული იჟ-ი რომ იყოს ისევ ჯანდაბას მაგრამ მიუღებელია ნორმალურ თოფზე ეგეთი რამე, ვერ დამაჯერებ რომ ეგ არ გესმის, პროსტა აი გამოხტომა გქონდა, არ დაუკვირდი რას წერდი უცებ რაღაც დააბრეხვე დაუფიქრებლად, ეხლა გიტყდება აღიარება და ყველა სიმართლით თუ ტყუილით ცდილობ დაიცვა ეგ რაღაც იდეა ხან 300 კალიბრით ხან ბარეტით... საიდან? ვინმე მაინც გვაჩვენე რომ ეგრე აკეთებდეს, ვიღაც კუსტარშინა კი არა ოღონდ, არამედ ნორმალური ავტორიტეტული პიროვნება, ან რესურსი....
ვერ იარსებებს ეგეთი წყარო, ხალხი რომელიც იარაღს უფრთხილდება და ამერიკელი რედნეკივით ჟანგიანი ლულიდან ლურსმებს არ ისვრის, ეგეთ რაღაცას თავის თოფზე არ გააკეთებს... გამოუვალ შემთხვევაში ლულის შეცვლას ამჯობინებს ეგეთი ვარვარული მეთოდით ლულის გაფუჭებას
მითუმეტეს არსებობს უმტკივნეულო მეთოდი, ვიდეოც დაიდო ტყვიების გამოღებაზე სანამ შენ დაწერდი ამ გენიალურ აზრს, არაფერი კოსმოსური მანდ არაა, პროსტა ინსტრუმენტარიუმია საჭირო... კი გასაგებია თუ ტყეში ხარ დათვი მოგსდევს, ან შიმშილით კვდები და ეგებ რამენაირად გაისროლო და 1 კურდღელი მაინც მოკლა და ლიჟბი ეხლა გაისროლო და თოფის დედაც ვატირე, შეიძლება ეგ მეთოდიც გამოიყენო მაგრამ რატომ? რატომ აფუჭებ თოფს და რატომ ურჩევ კაცს ეგეთ რაღაცას, მაშინ ის მაინც მიაწერე რომ არსებობს ასეთი ვარვარული მეთოდი და თუ სხვა ვერაფერი შესძელი ესეც გამოგადგებათქო...
კაი ექსპერტივით ზერელეთ 1 სტრიქონში ისეთი რაღაც დაწერე რომ აი ქვას გახეთქავს და აქსიომააო რა... არდა არაა აქსიომა, ჩამოი მაგ კახელი ვირიდან...
ყველაფრის გარდა მაგ ვარვარული მეთოდით რომ გამოიღოს კაცმა ტყვიები ლულიდან საჭიროა რომ ჯერ ლულა მოხსნას თოფს, და ეგეც დავწერე ზედა პოსტებში რომ არ იშლება ეს თოფი ასე იოლად მეთქი, ჩაწეპებულია მეთქი და ვერ დაშლი ეგრე თოფს მეთქი... რა ექნა კაცს შენი რჩების შემთხვევაში პირდაპირ თოფი კონდახიდან ამოეღო და ცეცხლში ეტაკებინა... შეცდი და რამენაირად მიიღე ეგ ფაქტი, არაა აქ არაფერი თავსამართლებელი
აგერ
vexam-მაც დაწერა ჩხირები და ტროსები... კი როცა 1-2 და 3 ტყვიაა გაჭედილი, მოსუსტებული ლულააა და არ აქვს ღრმა ხრახნები შეიძლება მაგ მეთოდმაც იმუშაოს, დავწერე ისიც რომ ვიღაცა ჩვენიანმა ადრე დაწერა რომ ყურის საწმენდი ჩხირებით გამოიტანა ტყვია მეთქი (რბილი პლასტმასის ჩხირებით), მაგრამ ხომ უნდა წაიკითხო რა დაწერა ადამიანმა, რა თოფი დაასახელა რა პირობები....
vexam-თანაც მაქვს ხოლმე კამათი, მაგრამ ნუ ამ შემთხვევაში დაინახა კაცმა რა დონეზე გაჭედილი იყო ტყვიები და ვერ გამოიტანდა ხის ჩხირებით და რბილი ტროსით, გაჩერდა ადამიანი... მარტო შენ აწვები შენს პირველ ჩვენებას ნებისმიერ ფასად.... კაი რა....
თან მაინც ჯიქურ უკვე დამთავრებულ საქმეზე და გამოღებულ ტყვიებზე ადამიანს სწერ, მიდი მიდი გააცხელე სინჯე ეგ მეთოდი და თუ რამე მე ვარ ატვეჩაიო... უკვე გაწმენდილია ბლინ! რაღაზე გააცხელოს ლულა ადამიანმა თუ იმენნა ჩაფიქრებული გაქვს რომ უნდა გააფუჭოს ადმიანმა ლულა? არ ვიცი რა ასეთი რა გჭირს ხოლმე რა გადაგეფარება ხოლმე გონებაზე და თვალებზე რომ ყველა ვინც შენს აზრს არ იზიარებს სამკვრდო სასიცოცხლო მტერია ხოლმე