|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
Sep 26 2019, 06:02 PM
პოსტი
#1
|
||
![]() ცნობის მოყვარე ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 25 რეგისტრ.: 11-February 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 1,524 ქალაქი:თბილისი |
მოგესალმებით მეგობრებო. დიდი ხანია არ დამიწერია პოსტი, თუმცა ხანდახან მაინც შემოვდიოდი და ვათვალიერებდი გახსნილ თემებს. მჭირდება გამოცდილი კოლეგების რეკომენდაცია და/ან დახმარება. ვარ Air Arms s510 ის ბედნიერი მფლობელი, თუმცა შეძენის დღიდან ძალიან იშვიათად მიწევდა ამ მართლაც ხელოვნების ნიმუშის გამოყენება. ბოლო 2-3 წლის მანძილზე პრაქტიკულად არ მისარგებლია თოფით და ამიტომაც დავუშვი დიდი შეცდომა და ძალიან ახლობელს (თუმცა სრულიად გამოუცდელს) ვათხოვე თოფი და ჩავუტარი 5-10 წუთიანი ინსტრუქტაჟი მოხმარების წესების შესახებ. ბევრი რომ არ გავაგრძელო, პრობლემა შემდეგია: გამოუცდელობის გამო ახლობელმა ეტყობა რამოდენიმეჯერ გადატენა და შედეგად რამოდენიმე ტყვიის ერთად გასროლის მცდელობა ჰქონდა ეტყობა ვერ გაიგო თუ რა პრობლემა იყო და განაგრძო გადატენვა და სასხლეტის გამოკვრა. შედეგი, ისაა რომ ალბათ ეხლა ტყვიების n რაოდენობაა ეხლა ლულაში. როცა თოფი დამიბრუნა და ვეცადე ახალი ტყვიის ჩატენის გარეშე, გასროლა, მაგრამ შეკუმშული ჰაერი ტყვიის ჩადების ადგილიდან უკან გამოდის და არა ლულიდან. ლულიდან პირით ჰაერის ჩაბერვით ვატყობ რომ პრაქტიკულად დახშულია სივრცე და სულ უმნიშვნელოდ (ალბათ ლულის ხრახნში/ღარში) გადის ჰაერი. ხომ არ შეგიძლიათ მირჩიოთ რა ვქნა ან ვის შეიძლია მივუტანო გასაკეთებლად? წინასწარ დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის, nxs027
| |
| > |
|
|
![]() |
Sep 27 2019, 10:24 PM
პოსტი
#2
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,351 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი |
ძალიან მაინტერესებს აი რაფერ შესძლებდნენ კბილის საჩიჩქნი ჯოხებით, ხის თხელი შამფურებით, რბილი და ღუნვადი ტროსით ამ საშინელი საცობის გამოღებას რომელიც რამდენიმე ტყვიისგან შედგებოდა და დაჟე შეიძლება 2 ათეულისგან… ტყვიები წნევით გათრეული იყო ბოლომდე და ჩოკზე იყვნენ ჩაპრესილები, შანსი არ იყო უკნიდან რამენაირად გამოგვეტანა, დაიღუნა 4 მილიმეტრიანი ალუმინის ღერძი რომლითაც დავაპირეთ მიწოლა და ამბობდით რომ ტროსი რბილი აპლიოტკით, ან ხის ჩხირები მაგას გააკეთებდა? ნუ რიავიცი, რიავიცი.... იგივე ნეგატიური შეფასება აქვს გაცხელებას და გამოდნობას, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აი სუპერ შეპრესილი იყო ყველაფერი, გაცხელების შემდეგ ფიზიკურად მოხდებოდა ტყვიის მასის და ლულის ერთმანეთთან შედნობა როგორც კაი "პაიალნიკის" გამოყენების შემთხვევაში, მერე ლატუნის ჩოთქითაც ვერ გამოიტანდი მიმდნარ ტყვიის მასას, აღარაფერს ვამბობ ლულის დაზიანებაზე, ჩოკის გაფუჭებაზე, გაცხელების მერე სტრუქტურის და გაპრიალებული ზედაპირის გაფუჭებაზე.... პირველი ტყვია თითქმის გამოძვრა ლულიდან და ჯერ კიდევ სამაშველო სამუშაოების დასაწყისში შომპოლის შრაუდერში შეყოფისას მოსძვრა ჯგუფს, ეგ იყო ერთადერთი იოლი ტყვია რომელიც ზედმეტი მოძრაობის გარეშე მოძვრა და შრაუდერში რაკუნობდა სანამ შრაუდერს ვაცხელებდით ფენით რომ ხსენებული ლოქტაიტი შერბილებულიყო და რამენაირად მოგვეძრო შრაუდერი, კოლოფში ლულიანად იმ საქმეს ვერანაირად ვერ გააკეთებდა ვერავინ, ან დაიწყებდა საქმეს დღეს და 2-3 თვის მერე მორჩებოდა მოლეკულებად გამოთრევით დალშე მარტივად აღარ იყო საქმე, მომიწია 3 მილიმეტრიანი სვერლოთი მიდგომა, ამოვსვერლე 1-2 ტყვია და გამოვაძვრინე ბურბუშელასა და ნაფლეთების სახით, დანარჩენი კი ცოცხალი თავით არ გამოდიოდა, ღრმად სვერლოთი შესვლისას კი ფიზიკურად სვერლო ჩაეჭედა, დავიწყე სვერლოს გამოწევა და 1-2-ჯერ ვერ დავძარი ლამის სვერლო ჩატყდა, მაგრამ ბოლოს ნელ-ნელა ნელ-ნელა გამოყვა სვერლოს და დავინახეთ პირველი ასეთი ნაკუწი ![]() რა დონეზეა ჩაპრესილი ტყვიები და რა ერთგვაროვანი მასაა ქე ხედავთ… ეს არის იმენნა მიპრესილი ტყვიები, გინდა პრესით დაგიმზადებია სლაგები და გინდა ეს დაგინახია... მინიმუმ 15-20 ცალი ალბათ იქნებოდა ჯამში თუ მეტი არა, მარტო ამ ნაგლეჯში რამდენიმე ტყვიაა ერთმანეთში შედუღებული მემგონი ქე ხედავთ პირველი დიდი ნაწილის ამოღების მერე გრძელი 3 მილიმეტრიანი სვერლოთი შესვლა ნელ-ნელა და ამოხვრეტვა, მერე კედლებზე დარჩენილი ნაწიბურების მოძრობა ჯერ ალუმინის ღერძის მეშვეობის და ჩაქუჩით დავძარით რამდენიმე და სვერლოთი ამოვიღეთ, დანარჩენი კი ცოცხალი თავით კედლებს არ სძვრებოდა…. აი აქ უკვე წავიდა ლატუნის ქეჩიანი თავი და შომპოლის იქეთ აქეთ ხახუნი, რამდენიმე ტყვია კიდევ ეგრე გამოვიტანეთ ზოგი ნახეხი ფხვნილის სახით, ზოგი კი მოსძვრა კედელს და შემოხვეულ ფართუკად გამოყვა შომპოლს, მიუხედავად ამისა 2-3 ტყვია მაინც დარჩა ლულაზე მიგლესილი, ვერაფრით ვერ დავძარით, ვერც ალუმინის ჩხირის მიწოლით, ვერც 4,5-იანი ლატუნის ჯაგრისით. მომიწია 5.5-ის ლატუნის ქეჩის გამოყენება, ძალით შევტენე და პლასკაგუფცით გამოვქაჩე რამდენჯერმე, მეოთხე მეხუთე მცდელობაზე ბოლო ნარჩენებიც დაიძრა და გამოვიდა ![]() აქ არის ძალიან მცირედი გადაღებული, ბოლოს რომ მივიხედ მოვიხედე და რაც ვიპოვე, მუშაობის დროს ყველაფრის გადაღება არ გამახსენდა… ნუ პატრონიც მოვა და დაწერს ალბათ, თვითონაც ნახა მთელი პროცესი… ასე რომ დიდი თხოვნა მექნება სანამ შემდეგში რაიმეს დაწერთ, იქნება ეს შავი მეტალურგიის გამოდნობა თუ საღეჭი რეზინის მეშვეობით ჩაჭედილი ტყვიების გამოღება..... ან საკუთარი გამოცდილების ნაჟური დაწერეთ, ან თავი შეიკავეთ ხოლმე… არაფერი ცუდი არაა იმაში რომ თავი შეიკავოთ ხოლმე. არის რაღაც თემები რომელშიც მე საერთოდ არ ვწერ ხოლმე, ნუუ არ ვიცი, ან ზერელედ ვიცი და მირჩევნია გავჩერდე ნუ მიიღებთ ამას საწყენად, მაგრამ ძალიან აცდენილი იყო რეალობას ის რჩევები რაც აქ დაიდო...
| |
| > |
|
|
nxs027 AA510-ის რემონტი Sep 26 2019, 06:02 PM
pilotina აი ეს არის ერთ ერთი ... Sep 26 2019, 09:28 PM
ja_ja nxs027
გაუმარჯოს, დიდი... Sep 27 2019, 09:28 AM
okela84 ცეცხლსასროლებზე, გ... Sep 27 2019, 10:35 AM
vexam ციტატა(nxs027 @ Sep 26 2019, 07... Sep 27 2019, 11:41 AM
ja_ja okela84
რა ლულის გაცხელ... Sep 27 2019, 03:36 PM
nxs027 მადლობა ყველას გამ... Sep 27 2019, 04:41 PM
giga2010 nxs027
ვიდეოში ნაჩვენ... Sep 27 2019, 05:05 PM
nxs027 200 ბარის წნევით (თან ... Sep 27 2019, 05:16 PM
geojorjika ja_ja
რაღაცა მოსუსტებ... Sep 27 2019, 09:57 PM
ja_ja giga2010
ციტატა(giga2010 @ 27th ... Sep 27 2019, 10:40 PM
nxs027 არსებული მდგომარე... Sep 27 2019, 11:20 PM
nxs027 არსებული მდგომარე... Sep 27 2019, 11:20 PM
okela84 ja_ja
აუ მე ვაფუჭებინ... Sep 27 2019, 11:21 PM
nxs027 მადლობა შემოთავაზ... Sep 27 2019, 11:43 PM
okela84 nxs027
http://www.jsairrifles.com
მე აქ... Sep 27 2019, 11:54 PM
giga2010 nxs027
კარგია რომ ყვე... Sep 28 2019, 01:12 PM
MonSoon ნარეზებს მოუვიდა რ... Sep 28 2019, 04:34 PM
aleqsa nxs027
გილოცავთ ყველა... Sep 28 2019, 05:27 PM
okela84 aleqsa
ციტატა(nxs027 @ 26th Sept... Sep 28 2019, 05:43 PM
MonSoon ციტატა(ale @ 28th September 2019 ... Sep 28 2019, 07:07 PM
NRG ესეთი რაღაცა პირვე... Sep 28 2019, 07:17 PM
nxs027 ლულა ჟანგიანი არ ი... Sep 28 2019, 08:23 PM
ja_ja nxs027
ციტატა(nxs027 @ 28th Sept... Sep 29 2019, 11:15 AM
okela84 ja_ja
რამე ზე სპორტუ... Sep 29 2019, 05:44 PM
giga2010 ვერაფერი ვერ გავი... Sep 29 2019, 07:50 PM
ja_ja okela84
ციტატა(aleqsandre @ 29th... Sep 30 2019, 08:17 AM
okela84 წესიერ ლაპარაკს რო... Sep 30 2019, 10:14 AM
ja_ja ოხ ალეკო ალეკო... აი ... Sep 30 2019, 11:44 AM![]() ![]() |
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th November 2025 - 01:41 PM |
| Hosted by Pro-Service |