![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
||
![]() ცნობის მოყვარე ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 25 რეგისტრ.: 11-February 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 1,524 ქალაქი:თბილისი ![]() |
მოგესალმებით მეგობრებო. დიდი ხანია არ დამიწერია პოსტი, თუმცა ხანდახან მაინც შემოვდიოდი და ვათვალიერებდი გახსნილ თემებს. მჭირდება გამოცდილი კოლეგების რეკომენდაცია და/ან დახმარება. ვარ Air Arms s510 ის ბედნიერი მფლობელი, თუმცა შეძენის დღიდან ძალიან იშვიათად მიწევდა ამ მართლაც ხელოვნების ნიმუშის გამოყენება. ბოლო 2-3 წლის მანძილზე პრაქტიკულად არ მისარგებლია თოფით და ამიტომაც დავუშვი დიდი შეცდომა და ძალიან ახლობელს (თუმცა სრულიად გამოუცდელს) ვათხოვე თოფი და ჩავუტარი 5-10 წუთიანი ინსტრუქტაჟი მოხმარების წესების შესახებ. ბევრი რომ არ გავაგრძელო, პრობლემა შემდეგია: გამოუცდელობის გამო ახლობელმა ეტყობა რამოდენიმეჯერ გადატენა და შედეგად რამოდენიმე ტყვიის ერთად გასროლის მცდელობა ჰქონდა ![]() ეტყობა ვერ გაიგო თუ რა პრობლემა იყო და განაგრძო გადატენვა და სასხლეტის გამოკვრა. შედეგი, ისაა რომ ალბათ ეხლა ტყვიების n რაოდენობაა ეხლა ლულაში. როცა თოფი დამიბრუნა და ვეცადე ახალი ტყვიის ჩატენის გარეშე, გასროლა, მაგრამ შეკუმშული ჰაერი ტყვიის ჩადების ადგილიდან უკან გამოდის და არა ლულიდან. ლულიდან პირით ჰაერის ჩაბერვით ვატყობ რომ პრაქტიკულად დახშულია სივრცე და სულ უმნიშვნელოდ (ალბათ ლულის ხრახნში/ღარში) გადის ჰაერი. ხომ არ შეგიძლიათ მირჩიოთ რა ვქნა ან ვის შეიძლია მივუტანო გასაკეთებლად? წინასწარ დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის, nxs027
| |
> |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
||
![]() ცნობის მოყვარე ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 25 რეგისტრ.: 11-February 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 1,524 ქალაქი:თბილისი ![]() |
მადლობა ყველას გამოხმაურებისა და აქტიური დისკუსიისთვის. ვხედავ, ძალიან რთულად არის საქმე. ja_ja (როგორც ყოველთვის) მართალია ყველა საკითხში: 1) ნამდვილად რბილ JSB-ს ტყვიებს ვხმარობ(დი) მხოლოდ, მისი ადრინდელი რეკომენდაციის და გამოქვეყნებული რეპორტების საფუძველზე. 2) შანსი არაა ლულა ჩემით დავშალო, ჯერ ერთი მართლაც ელიტარული თოფია (ფორუმის სტაჟიანმა კოლეგებმა AA s510-ის ღირსება და ღირებულება კარგად იციან ) და არასდროს მიცდია ასეთი მრეხელობა ![]() 3) რაც შეეხება ტყვიების ოდენობას, დიდი ალბათობით მინიმუმ 10-ზე მეტია. სანამ ახლობელი მიხვდა, რომ რაღაც პრობლემა იყო, არ ვარდებოდა ტყვია, მანამდე ალბათ ტენა და ტენა ტყვიები. როცა დამიბრუნა მითხრა, რომ ჰაერი უკან გამოდის გასროლის დროს და ნეტავ რას უნდა ნიშნავდესო, მე ჩემი მხრიდან ერთი ტყვია ჩავტენე და ვცადე გასროლა. რომ არ გავარდა, მერე მივხდი რაც შეიძლება მომხდარიყო ![]() 4) ყველაზე ლოგიკურად Pilotina -ს რჩევა და ვიდეო რგოლში მოყვანილი მიდგომა მეჩვენება, რომლისთვის ვატყობ, ისევ ja_ja-ს კაცთმოყვარეობის ბოროტად გამოყენება და შეწუხევა მომიწევს ![]()
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th August 2025 - 01:15 PM |
Hosted by Pro-Service |