|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
Sep 26 2019, 06:02 PM
პოსტი
#1
|
||
![]() ცნობის მოყვარე ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 25 რეგისტრ.: 11-February 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 1,524 ქალაქი:თბილისი |
მოგესალმებით მეგობრებო. დიდი ხანია არ დამიწერია პოსტი, თუმცა ხანდახან მაინც შემოვდიოდი და ვათვალიერებდი გახსნილ თემებს. მჭირდება გამოცდილი კოლეგების რეკომენდაცია და/ან დახმარება. ვარ Air Arms s510 ის ბედნიერი მფლობელი, თუმცა შეძენის დღიდან ძალიან იშვიათად მიწევდა ამ მართლაც ხელოვნების ნიმუშის გამოყენება. ბოლო 2-3 წლის მანძილზე პრაქტიკულად არ მისარგებლია თოფით და ამიტომაც დავუშვი დიდი შეცდომა და ძალიან ახლობელს (თუმცა სრულიად გამოუცდელს) ვათხოვე თოფი და ჩავუტარი 5-10 წუთიანი ინსტრუქტაჟი მოხმარების წესების შესახებ. ბევრი რომ არ გავაგრძელო, პრობლემა შემდეგია: გამოუცდელობის გამო ახლობელმა ეტყობა რამოდენიმეჯერ გადატენა და შედეგად რამოდენიმე ტყვიის ერთად გასროლის მცდელობა ჰქონდა ეტყობა ვერ გაიგო თუ რა პრობლემა იყო და განაგრძო გადატენვა და სასხლეტის გამოკვრა. შედეგი, ისაა რომ ალბათ ეხლა ტყვიების n რაოდენობაა ეხლა ლულაში. როცა თოფი დამიბრუნა და ვეცადე ახალი ტყვიის ჩატენის გარეშე, გასროლა, მაგრამ შეკუმშული ჰაერი ტყვიის ჩადების ადგილიდან უკან გამოდის და არა ლულიდან. ლულიდან პირით ჰაერის ჩაბერვით ვატყობ რომ პრაქტიკულად დახშულია სივრცე და სულ უმნიშვნელოდ (ალბათ ლულის ხრახნში/ღარში) გადის ჰაერი. ხომ არ შეგიძლიათ მირჩიოთ რა ვქნა ან ვის შეიძლია მივუტანო გასაკეთებლად? წინასწარ დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის, nxs027
| |
| > |
|
|
![]() |
Sep 27 2019, 03:36 PM
პოსტი
#2
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,351 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი |
okela84 რა ლულის გაცხელებები საიდან მოიტანეთ??? აფუჭებინებთ ადამიანს ლულას? რა შუაშია ცეცხლსასროლზე არ შეიძლება და თურმე პნევმოზე შეიძლება, ლითონი ლითონია და გაცხელებისას ნებისმიერ ვარიანტში იცვლის ფორმას... თუ ერთ შემთხვევაში არ შეიძლება რომელიც ცეცხლზე და მაღალ ტემპერატურაზე მუშაობს, მეორეს შემთხვევაში რატომ შეიძლება რომელიც თავიდანვე ჰაერზე და დაბალ ტემპერატურაზე მუშაობს? ზემოთ ტყუყლა დავწერე! ლულის მოხსნა ეგრე იოლი არაა მაგ თოფზე, საჭიროა გარკვეული ადგილების გათბობა, ყურადღებას ვამახვილებ, გათბობა და არა გაცხელება და გავარვარება... თუ აუცილებლად ყველგან დეტალურად დავღეჭო და დავწერო რომ არ შეიძლება გაცხელება იმიტომ რომ გეომეტრიას შეიცვლის ლულა, აღარაფერს ვამბობ იმაზე რომ ეგრე გამოდნობისას ხრახნებში ჩამხმარ ტყვიას ცალკე გამოღება უნდა კიდევ, და გაცხელებისას, ტყვია, კალა და სხვა ეგეთი მასალა, კარგად ეხორცება ნებისმიერი ლითონის ზედაპირს... vexam ეგ მეთოდი მუშაობს ჩინურ ლულებზე, ან დისკოს ლულაზე, მაშინ როდესაც ლულაში ტყვია თავისუფლადაა... უმეტეს შემთხვევაში კი ტყვიები მიპრესილია და გასიებულია, მქონია შემთხვევა როდესაც ტყვიების გამოღების მერე ლულაზე გაგლესილი ნარჩენები რჩება და ლატუნის ჩოთქით მიწევს ხოლმე გამოტანა... თან წერს ადამიანი რომ გასროლისას წნევამ ძვრა ვერ უყო ტყვიებს და დაგროვილი ჰაერი აქეთ გამოვიდაო... ესე იგი კარგა გვარიანად არის ჩაგლესილი ტყვიები ერთმანეთში, რამდენჯერ მანამდე გაისროლეს და გაკვირვებულებმა უყურეს არ ისვრისო კაცმა არ იცის, მაღალმა წნევამ რამდენად ჩაპრესა და მიახორცა ტყვიები ერთმანეთს ეგეც ცალკე საკითხია..... ვერანაირად ვერ გამოიტან ტროსის მიწოლით ტყვიებს ( ამხელა წნევამ, ვგულისხმობ 100 ბარზე მეტმა, ძვრა ვერ უყო და რბილი მოღუნვადი ტროსი დაძრავს? კიდევ 4 მილიმეტრიანი ალუმინის ღერძი რომ დაგეწერა... ნუ აი და აი, მაგრამ მაქვს ეგ ალუმინის ღერძებიც და ვერ ძრავს ტყვიას ვერც წინიდან და ვერც უკნიდან, პირიქით წინიდან აწვები და პირველი ტყვიაც ეგლისება კედლებს), დაივიწყე ეგ..... რაღაც ერთ შემთხვევაში თუ შემთხვევით გაგიმართლა არ ვიცი და ამ კონკრეტულში ნამდვილად არ გამოდგება... ისევე როგორც ხის ჩხირები, მითუმეტეს წერ წინიდან ჩატენოს და უკან გამოაყრევინოს ტყვიები, გასიებული აქვს ტყვიას კაბა და მიმკვდარია ლულაზე, AA510-ს აქვს LWს ლულა კაი ხოშიანი ღარებით, არ არის ეს თურქულ ჩინური თოფი ლაითად რომ ამჩნევია ხოლმე ხრახნები..., ჩატყდება ეგ ჯოხი და მაგის ამოძვრენა მიწოლით კიდევ უფრო ჩაიპრესება ეგ ხის ჩხირები, მერე ტყვიების გარდა საფიქრალი გახდება მაგ ჩხირების გამოღებაც. ეგრე ერთმა აქ ყურის საწმენდი ბამბის ჩხირებითაც გამოიღო ტყვია, მარა არ იყო ალბათ მიპრესილი, ან პროსმანის ტყვია იყო რომელიც არ დეფორმირდება თავისი სიმკვრივის გამო, AA510-ში კი თავს დავდებ რომ პატრონს JSB-ს ტყვიები აქვს გამოყენებული, რომელიც რბილის დეფორმირდება და კედლებს მშვენივრად ეწეპება... იყო ეგრე ჩემთან მოსული ერთი და მიმტკიცებდა აი იმან ეგრე ყურის საწმენდი ჩხირებით გამოიღო და სცადეო, მივეცი ყურის ჩხირებიც, და ეგ ხსენებული ხის ჩხირებიც, ვერაფერ ვერ უქნა... არ შეიძლება ყველა შემთხვევას ერთნაირად მიუდგე 1 და 2 ჰა და ჰა 3 ტყვია კიდევ შეიძლება დაძრა, მარა არცერთმა არ ვიცით რამდენი ტყვიაა გაჭედილი და ყველაზე ლაით ვერსიებს წერთ... აღარაფერს ვამბობ იმაზე რომ AA510-ს ლულას პროსტა ვერ მოხსნის ეგრე იოლად ადამიანი, დავწერე ჩამკვდარია მეთქი ლოქტაიტით, დამიშლია ეგ უბედურება თოფები და ვიცი რა დედის გინებაც მაქვს ხოლმე ატეხილი... ისიც არ იცით რომ ზოგიერთ AA410 და AA510-ს საერთოდ ერთჯერადი ვინტები აქვს, თუ ბრიტანული ვერსიაა სპეციალურად ჩასატეხი ვინტები უყენია რომ არ დაშალოს პატრონმა თოფი და არ გადააკეთოს, მიადგები მასეთ ვინტს დაატრიალებ და შუა წელში ტყდება ვინტი, სპეციალურად მოსუსტებული ვინტები უყენია, არ იცით ეს ყველა ნიუანსი და რაღაც ზ.დ.პ-ს პრინციპებით ადგებით ლამის ელიტარულ თოფს.... მინიმუმ მიმწოდებლით 1 ტყვია შევიდა, არ გაისროლა ადამიანმა, მეორე მიაწოდა, მესამე, Air Arms აქვს იმდენი ტრაკი რომ დაჟე 3 ტყვია გამოყაროს გარეთ გასროლით, თუ არ გამოვიდა ესე იგი ბევრია შიგნით, და ყოველ ახალ ტყვიის მიწოდებით მიმწოდებელი პრესავდა და პრესავდა ტყვიებს ერთს მეორეში, თან ბიატლონის სახელური აქვს და ბერკეტის პრინციპით რა ძალითაა მიპრესილი .... პირველი და მეორე ტყვია შეიძლება თავისუფლად მოძრაობდეს, მაგრამ ჩოკის გამო წინიდან ვერ გამოიტან, უკანები და განსაკუთრებით ბოლო, ვააბშე ერთმანეთში იქნება აზელილი... ზემოდან მიადგები რაიმეს ჩაარტყავ და პირველი ტყვიაც დააჯდება იმ მთელს ლოკომოტივს და ეგეც გაშლის კაბას და მიაკვდება ზედ... რას სთავაზობ მითხარი ადამიანს ჩერეზ შრაუდერი აკეთოს ეგ ყველაფერი? თუ ოკელა რომ წეს დაუფიქრებლად, მთლიანად თოფი გააცხელოს და გამოადნოს ტყვიები... იმ დადებულ ვიდეოს მაინც გადახედეთ, სწორედ დადო Pilotina -მ და სწორედ აკეთებს ის კაცი ვიდეოში, თითო თითოს უნდა გამოღება და უკნიდან, მაგისთვის კი ლულაა მოსახსნელი, ვიცი რომ ვერ მოხსნის პატრონი ლულას... მაგ ვიდეოს მაინც გადახედეთ.... ------------------------------ ის მაინც შესთავაზეთ რომ რაიმე ჩხირი ჩაყოს ადამიანმა წინიდან და ნახოს სადამდე ჩადის, სად ჩერდება, გამოიღოს და დაატოლოს რომ წარმოდგენა იყოს რამდენი ტყვიაა მაინცა ლულაში... პირდაპირ გამოდნობას და ტროსების ჩაყოფას რომ სთავაზობთ.... თუმცა ეს მეთოდი მაინც არ აუქმებს იმ გარემოებას რომ ლულაა ჯერ მოსახსნელი ოიჰ არ ვიცი მე ჩემი ვთქვი და თუ არ გინდათ დაჯერება და მაინც გჯერავთ გაცხელების, გამოდნობის და კბილის საჩიჩქნი ჩხირების, აგერაა თოფი და ქენით რამე.
| |
| > |
|
|
nxs027 AA510-ის რემონტი Sep 26 2019, 06:02 PM
pilotina აი ეს არის ერთ ერთი ... Sep 26 2019, 09:28 PM
ja_ja nxs027
გაუმარჯოს, დიდი... Sep 27 2019, 09:28 AM
okela84 ცეცხლსასროლებზე, გ... Sep 27 2019, 10:35 AM
vexam ციტატა(nxs027 @ Sep 26 2019, 07... Sep 27 2019, 11:41 AM
nxs027 მადლობა ყველას გამ... Sep 27 2019, 04:41 PM
giga2010 nxs027
ვიდეოში ნაჩვენ... Sep 27 2019, 05:05 PM
nxs027 200 ბარის წნევით (თან ... Sep 27 2019, 05:16 PM
geojorjika ja_ja
რაღაცა მოსუსტებ... Sep 27 2019, 09:57 PM
ja_ja ძალიან მაინტერესე... Sep 27 2019, 10:24 PM
ja_ja giga2010
ციტატა(giga2010 @ 27th ... Sep 27 2019, 10:40 PM
nxs027 არსებული მდგომარე... Sep 27 2019, 11:20 PM
nxs027 არსებული მდგომარე... Sep 27 2019, 11:20 PM
okela84 ja_ja
აუ მე ვაფუჭებინ... Sep 27 2019, 11:21 PM
nxs027 მადლობა შემოთავაზ... Sep 27 2019, 11:43 PM
okela84 nxs027
http://www.jsairrifles.com
მე აქ... Sep 27 2019, 11:54 PM
giga2010 nxs027
კარგია რომ ყვე... Sep 28 2019, 01:12 PM
MonSoon ნარეზებს მოუვიდა რ... Sep 28 2019, 04:34 PM
aleqsa nxs027
გილოცავთ ყველა... Sep 28 2019, 05:27 PM
okela84 aleqsa
ციტატა(nxs027 @ 26th Sept... Sep 28 2019, 05:43 PM
MonSoon ციტატა(ale @ 28th September 2019 ... Sep 28 2019, 07:07 PM
NRG ესეთი რაღაცა პირვე... Sep 28 2019, 07:17 PM
nxs027 ლულა ჟანგიანი არ ი... Sep 28 2019, 08:23 PM
ja_ja nxs027
ციტატა(nxs027 @ 28th Sept... Sep 29 2019, 11:15 AM
okela84 ja_ja
რამე ზე სპორტუ... Sep 29 2019, 05:44 PM
giga2010 ვერაფერი ვერ გავი... Sep 29 2019, 07:50 PM
ja_ja okela84
ციტატა(aleqsandre @ 29th... Sep 30 2019, 08:17 AM
okela84 წესიერ ლაპარაკს რო... Sep 30 2019, 10:14 AM
ja_ja ოხ ალეკო ალეკო... აი ... Sep 30 2019, 11:44 AM![]() ![]() |
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th November 2025 - 12:27 PM |
| Hosted by Pro-Service |