![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
||
![]() ზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,361 რეგისტრ.: 10-April 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 1,257 ქალაქი:თბილისი ![]() |
სალამი ყველას... ![]() მოგეხსენებათ და პნევო სამყაროში გარკვეულ ხნიანი პაუზა მქონდა, რაც გულისხმობს იმას, რომ საერთოდ არ მქონდა პნევმატური იარაღი. კარგად მადიანად მოვიწყინე და როგორც იქნა დადგა ის დრო რომ რაიმე ფიშტო შემეძინა და დამეწყო ამჟერად მისი წვალება, (გაუმჯობესება) როგორც სხვა პნევმო იარაღებისა რაც აქამდე მქონია. მოკლედ მე უკვე აქ ვარ და რაღათქმაუნდა დავბრუნდი ახალი იდეებით. რამდენიმე ხნის წინ თემა მქონდა გახსნილი, რომ შევიძენდი ჰატსან სტრაიკერს, ხის კონდახიანს და ვორტექსის ზამბარიანს. მაგრამ ვორტექსის ზამბარიანი ვერც ვიშოვე და რომც მეშოვნა ალბად აღარ ვიყიდდი, იქედან გამომდინარე რომ ქექვის შედეგად აღმოვაჩინე, ზამბარების სპეციალისტებს საერთოდ არ მოსწონთ ვორტექსის ზამბარები, რადგან სალნიკები სუსტი აქვთ და მალე ფუჭდება, შედეგად კი ჰაერს აპარებს და მოკლედ ბლა, ბლა ბლა... ბევრი რომ არ გავწელოთ, ვიყიდე სტრაიკერი, ხის კონდახით ჩვეულებრივ ზამბარაზე, ანუ ეს ![]() იმ თემაში სადაც სტრაიკერს ვეძებდი, ჩვენ თანაფორუმელმა მკითხა მაინცდამაინც რატომ გინდა ეგ მოდელიო და მისი პლიუსები ჩამოვუთვალე, აქაც დავამატებ ყოველი შემთხვევისთვის და ვიტყვი, რომ ეს მოდელი აამიტომ ამოვირჩიე: 1) ფასი დაბალია მის მსგავს სხვა მოდელებთან შედარებით. 2) სასხლეტი მექანიზმის ჩამკეტი სისტემა. 3) მისი კომპაქტურობა, საკმაოდ მოკლე და მოსახერხებელია თავის ძალასთან შედარებით. 4) ხის კონდახის დიზაინი, ჩემთვის საკმაოდ მომხიბვლელია. ჰატსანის სხვა მოდელებისაგან განსხვავებით უფრო კლასიკურია ვიდრე დაჭყანული. დავადგი ჩემი რჩეული ოპტიკა (რომელიც საკუთარ თემაში მაქვს განხილული) სიზუსტის შესამოწმებლად, მთელი აფგრეითების დაწყებამდე, რომ თოფზე შემქნოდა გარკვეული წარმოდგენა და დამესკვნა ღირდა თუ არა საბოლოო ჯამში გადაკეთება. ნუ მოკლედ თოფი კარგად ისროდა 20 და 50 მეტრზე, ჩვეულებრივი ზამბარის კვალობაზე. გუშინ დღიდან დავიწყე გადაკეთებაზე მუშაობა. ჯერ რაღათქმა უნდა წინ პლასტმასი რომ აქვს ეგ უნდა მომეშორებინა, იქედან გამომდინარე, რომ სულ სხვა რამის დაგებას ვაპირებ ლულაზე. (თან ოპტიკას უშლის სუფთა ხედვაში ხელს) ნუ ეს ცოტა მომავალში. მანამდე კი რაც შეეხება ამ ნადულნიკის მსგავს პლასტმასს, მოკლედ დამტანჯა რა, ხან ადუღებულ წყალში ჩავდე, ხან პირდაპირი მნიშვნელობით ცეცხლზე შევჭვი, რომ ვერ ვაცლიდი აღარ მიღირდა უვნებლად დატოვება, მაგრამ მაინც ვერ მოვაცალე და მერე რეზაკით ავათალე ძლივს-ძლიობით. თურმე შრეები ჰქონია შიგნით და აბა როგორ მოძვრებოდა ის პლასტმასი, ჩაღრმავებულ და ამოღრმავებულ ადგილებში იყო ჩამოსხმული, ანუ ამას ვგულისხმობთ, ვინც ამ თოფს შეიძენთ სამომავლოდ რომ იცოდეთ ადუღებული წყლით ვერ მოაშორებთ მაგ პლასტმასს. ![]() სხვათაშორის პლასტმასის გარეშე 32.3 მმ-ია ლულის სიგრძე. ამჟამად თოფი ასე გამოიყურება. ![]() ჩვენი თანაფორუმელიდან განსაკუთრებით aleqsa-ს, NRG-ს და chicho -ს აინტერესებდა ამ თოფის მოდიფიკაციის შესახებ და აი ბიჭებო, მოკლედ დავიწყე... ![]() ეხლა დროებით დაგემშვიდობებით, შემდეგ ნაბიჯამდე ცოტა დრო დამრჩა და გავაგრძელებ თემას...
| |
> |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
||
![]() ზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,361 რეგისტრ.: 10-April 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 1,257 ქალაქი:თბილისი ![]() |
აბა ისევ სალამით... ![]() დღეს ვიყავი გასული გარეთ ჩემი ჰატსანის სიზუსტის შესამოწმებლად. მივედი თუ არა მოვიწყვე სასროლეთი, ვისროდი ხეში სოლშერჭობილ და სოლზე ჩამოყრდნობილ, სკამზე მჯდომარე მდგომარეობაში. თუმცა არც ისეთი მოსახერხებელი იყო ასე სროლა მინდა ავღნიშნო. მაინც ქანაობს ხელი ასე თუ ისე. ამ საქმეს მაგიდა უნდა მაგიდა და იარაღის სამაგრი ან ბალიშები ![]() ეს სასროლეთი მოკლედ... ![]() ![]() პირველად თოფის გატესტვა დავიწყე 20 მეტრის დინსტანციაზე, 5-გასროლა ერთ ჯერზე. ცენტრი არის 10 თეთრიანის დიამეტრის მქონე. საკმაოდ წყნარი ამინდი იყო დილით, როცა 20 მეტრის დინსტანციაზე ვისროდი. ჩემი ოპტიკის ზუმია 3.5X10. ამ დინსტანციაზე ვისროდი 5-იანი ზუმით. სამიზნე ფურცელი მიმაგრებული იყო ხეზე, აი აქ და ამ დინსტანციაზე: ![]() გავაკეთე რამდენიმე სატესტო გასროლა სანამ 20 მეტრზე ოპტიკას დავსვამდი ზუსტად ცენტრში. რამდენიმე ტყვია ხან აქეთ ისროლა, ხან იქეთ. გარკვეული კლიკების შემდეგ ერთი ტყვია დავსვი ზუსტად ცენტრში. იხილეთ ფოტო: ![]() ამის შემდეგ კი მოვაცალე ეს ფურცელი და დავამაგრე ახალი ფურცელი. ახალ ფურცელზე დავსვი ასეთი ჯგუფები, 20 მეტრზე: ![]() მგონი კარგი შედეგია ხომ? სოლზე ჩამოყრდნობილ მდგომარეობასთან მიმართებით მე მომწონს მაინც რავიცი ![]() ![]() მოკლედ, ამ ჯგუფების შემდეგ გადავედი 50 მეტრის დინსტანციაზე. არ მინდოდა დამეწერა, რადგან ვიფიქრე თანაფორუმელები იტყვიან ეხლა ეს სპეციალურად იმიზეზებსო, მაგრამ ნიავი მართლა ამოვარდა ცოტათი. ზუმი გავზარდე 10-ამდე, რადგან ფურცელზე ცენტრს ვეღარ ვხედავდი. 10-იანი ზუმით დაჟე ნატყვიარსაც ვერ ვხედავდი 50 მეტრზე. გამავალი ლინზის პარალაქსი გადავატრიალე თითქმის ბოლომდე და ახალი ფურცელი დავამაგრე ფოტოზე ნაჩვენებ ადგილას: ![]() ჰო მართლა, ეს კაცი აქ გავიცანი ![]() ![]() ![]() ![]() გავაკეთე 1 გასროლა და ნატყვიარი საერთოდ ვერ დავინახე 10 იან ზუმზე. დოლურებს არ შევხებივარ, ვისროდი 20 მეტრზე გასწორებული ოპტიკით. გავაკეთე კიდევ 2 გასროლა და კიდევ ვერაფერს ვხედავ ![]() ამ სამი გასროლის მერე დამაინტერესა და მივედი ფურცელთან და დავინახე რომ აი თურმე სად მოხვდა ეს 3 ტყვია ![]() წითლად მონიშნულ ნატყვიარევს ჯერ არ მიაქციოთ ყურადღება. ცოტა არ იყოს და გამეხარდა ხო იცით ![]() ![]() როდესაც უკან დავბრუნდი დანარჩენი 2 ტყვიის სასროლად, მეოთხე ტყვია მოვარტყი სურათზე წითლად ნაჩვენებ ადგილას. არ ვიცი რის ბრალი იყო, იქამდე რო მივედი და უკან დავბრუნდი ცოტა გული ამიჩქარდა და ხელი ამიკანკალდა თუ იმ ნიავმა იმოქმედა ზემოთ რომ ავღნიშნე. მოკლედ 5 ტყვია აღარ მისროლია, თავი დავანებე ეგრევე. ცოტა ვიფოტოსესიე თოფზე და წამოვედი. ![]() ეს კი ფოტოსესიის სურათები :P ![]() ![]() ![]() ეს რა შუაში იყო, მაგრამ წამოსვლისას კარგი ხედი გაიჩითა და ბარემ მივაკარტოჩკე ![]() ![]() ![]() ![]()
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 9th May 2025 - 11:26 AM |
Hosted by Pro-Service |