
მოგეხსენებათ და პნევო სამყაროში გარკვეულ ხნიანი პაუზა მქონდა, რაც გულისხმობს იმას, რომ საერთოდ არ მქონდა პნევმატური იარაღი. კარგად მადიანად მოვიწყინე და როგორც იქნა დადგა ის დრო რომ რაიმე ფიშტო შემეძინა და დამეწყო ამჟერად მისი წვალება, (გაუმჯობესება) როგორც სხვა პნევმო იარაღებისა რაც აქამდე მქონია.
მოკლედ მე უკვე აქ ვარ და რაღათქმაუნდა დავბრუნდი ახალი იდეებით.
რამდენიმე ხნის წინ თემა მქონდა გახსნილი, რომ შევიძენდი ჰატსან სტრაიკერს, ხის კონდახიანს და ვორტექსის ზამბარიანს. მაგრამ ვორტექსის ზამბარიანი ვერც ვიშოვე და რომც მეშოვნა ალბად აღარ ვიყიდდი, იქედან გამომდინარე რომ ქექვის შედეგად აღმოვაჩინე, ზამბარების სპეციალისტებს საერთოდ არ მოსწონთ ვორტექსის ზამბარები, რადგან სალნიკები სუსტი აქვთ და მალე ფუჭდება, შედეგად კი ჰაერს აპარებს და მოკლედ ბლა, ბლა ბლა...
ბევრი რომ არ გავწელოთ, ვიყიდე სტრაიკერი, ხის კონდახით ჩვეულებრივ ზამბარაზე, ანუ ეს

იმ თემაში სადაც სტრაიკერს ვეძებდი, ჩვენ თანაფორუმელმა მკითხა მაინცდამაინც რატომ გინდა ეგ მოდელიო და მისი პლიუსები ჩამოვუთვალე, აქაც დავამატებ ყოველი შემთხვევისთვის და ვიტყვი, რომ ეს მოდელი აამიტომ ამოვირჩიე:
1) ფასი დაბალია მის მსგავს სხვა მოდელებთან შედარებით.
2) სასხლეტი მექანიზმის ჩამკეტი სისტემა.
3) მისი კომპაქტურობა, საკმაოდ მოკლე და მოსახერხებელია თავის ძალასთან შედარებით.
4) ხის კონდახის დიზაინი, ჩემთვის საკმაოდ მომხიბვლელია. ჰატსანის სხვა მოდელებისაგან განსხვავებით უფრო კლასიკურია ვიდრე დაჭყანული.
დავადგი ჩემი რჩეული ოპტიკა (რომელიც საკუთარ თემაში მაქვს განხილული) სიზუსტის შესამოწმებლად, მთელი აფგრეითების დაწყებამდე, რომ თოფზე შემქნოდა გარკვეული წარმოდგენა და დამესკვნა ღირდა თუ არა საბოლოო ჯამში გადაკეთება. ნუ მოკლედ თოფი კარგად ისროდა 20 და 50 მეტრზე, ჩვეულებრივი ზამბარის კვალობაზე.
გუშინ დღიდან დავიწყე გადაკეთებაზე მუშაობა. ჯერ რაღათქმა უნდა წინ პლასტმასი რომ აქვს ეგ უნდა მომეშორებინა, იქედან გამომდინარე, რომ სულ სხვა რამის დაგებას ვაპირებ ლულაზე. (თან ოპტიკას უშლის სუფთა ხედვაში ხელს) ნუ ეს ცოტა მომავალში. მანამდე კი რაც შეეხება ამ ნადულნიკის მსგავს პლასტმასს, მოკლედ დამტანჯა რა, ხან ადუღებულ წყალში ჩავდე, ხან პირდაპირი მნიშვნელობით ცეცხლზე შევჭვი, რომ ვერ ვაცლიდი აღარ მიღირდა უვნებლად დატოვება, მაგრამ მაინც ვერ მოვაცალე და მერე რეზაკით ავათალე ძლივს-ძლიობით. თურმე შრეები ჰქონია შიგნით და აბა როგორ მოძვრებოდა ის პლასტმასი, ჩაღრმავებულ და ამოღრმავებულ ადგილებში იყო ჩამოსხმული, ანუ ამას ვგულისხმობთ, ვინც ამ თოფს შეიძენთ სამომავლოდ რომ იცოდეთ ადუღებული წყლით ვერ მოაშორებთ მაგ პლასტმასს.

სხვათაშორის პლასტმასის გარეშე 32.3 მმ-ია ლულის სიგრძე.
ამჟამად თოფი ასე გამოიყურება.

ჩვენი თანაფორუმელიდან განსაკუთრებით aleqsa-ს, NRG-ს და chicho -ს აინტერესებდა ამ თოფის მოდიფიკაციის შესახებ და აი ბიჭებო, მოკლედ დავიწყე...

ეხლა დროებით დაგემშვიდობებით, შემდეგ ნაბიჯამდე ცოტა დრო დამრჩა და გავაგრძელებ თემას...