გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> hatsan striker 1000x, ტუნინგი, გადაკეთება, გადმოკეთება, გაუმჟობესება...
ხ.მ.ე.ლ.ო
პოსტი Nov 28 2018, 12:00 PM
პოსტი #1


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,361
რეგისტრ.: 10-April 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 1,257
ქალაქი:თბილისი



სალამი ყველას... bye.gif

მოგეხსენებათ და პნევო სამყაროში გარკვეულ ხნიანი პაუზა მქონდა, რაც გულისხმობს იმას, რომ საერთოდ არ მქონდა პნევმატური იარაღი. კარგად მადიანად მოვიწყინე და როგორც იქნა დადგა ის დრო რომ რაიმე ფიშტო შემეძინა და დამეწყო ამჟერად მისი წვალება, (გაუმჯობესება) როგორც სხვა პნევმო იარაღებისა რაც აქამდე მქონია.

მოკლედ მე უკვე აქ ვარ და რაღათქმაუნდა დავბრუნდი ახალი იდეებით.

რამდენიმე ხნის წინ თემა მქონდა გახსნილი, რომ შევიძენდი ჰატსან სტრაიკერს, ხის კონდახიანს და ვორტექსის ზამბარიანს. მაგრამ ვორტექსის ზამბარიანი ვერც ვიშოვე და რომც მეშოვნა ალბად აღარ ვიყიდდი, იქედან გამომდინარე რომ ქექვის შედეგად აღმოვაჩინე, ზამბარების სპეციალისტებს საერთოდ არ მოსწონთ ვორტექსის ზამბარები, რადგან სალნიკები სუსტი აქვთ და მალე ფუჭდება, შედეგად კი ჰაერს აპარებს და მოკლედ ბლა, ბლა ბლა...

ბევრი რომ არ გავწელოთ, ვიყიდე სტრაიკერი, ხის კონდახით ჩვეულებრივ ზამბარაზე, ანუ ეს



იმ თემაში სადაც სტრაიკერს ვეძებდი, ჩვენ თანაფორუმელმა მკითხა მაინცდამაინც რატომ გინდა ეგ მოდელიო და მისი პლიუსები ჩამოვუთვალე, აქაც დავამატებ ყოველი შემთხვევისთვის და ვიტყვი, რომ ეს მოდელი აამიტომ ამოვირჩიე:

1) ფასი დაბალია მის მსგავს სხვა მოდელებთან შედარებით.
2) სასხლეტი მექანიზმის ჩამკეტი სისტემა.
3) მისი კომპაქტურობა, საკმაოდ მოკლე და მოსახერხებელია თავის ძალასთან შედარებით.
4) ხის კონდახის დიზაინი, ჩემთვის საკმაოდ მომხიბვლელია. ჰატსანის სხვა მოდელებისაგან განსხვავებით უფრო კლასიკურია ვიდრე დაჭყანული.


დავადგი ჩემი რჩეული ოპტიკა (რომელიც საკუთარ თემაში მაქვს განხილული) სიზუსტის შესამოწმებლად, მთელი აფგრეითების დაწყებამდე, რომ თოფზე შემქნოდა გარკვეული წარმოდგენა და დამესკვნა ღირდა თუ არა საბოლოო ჯამში გადაკეთება. ნუ მოკლედ თოფი კარგად ისროდა 20 და 50 მეტრზე, ჩვეულებრივი ზამბარის კვალობაზე.

გუშინ დღიდან დავიწყე გადაკეთებაზე მუშაობა. ჯერ რაღათქმა უნდა წინ პლასტმასი რომ აქვს ეგ უნდა მომეშორებინა, იქედან გამომდინარე, რომ სულ სხვა რამის დაგებას ვაპირებ ლულაზე. (თან ოპტიკას უშლის სუფთა ხედვაში ხელს) ნუ ეს ცოტა მომავალში. მანამდე კი რაც შეეხება ამ ნადულნიკის მსგავს პლასტმასს, მოკლედ დამტანჯა რა, ხან ადუღებულ წყალში ჩავდე, ხან პირდაპირი მნიშვნელობით ცეცხლზე შევჭვი, რომ ვერ ვაცლიდი აღარ მიღირდა უვნებლად დატოვება, მაგრამ მაინც ვერ მოვაცალე და მერე რეზაკით ავათალე ძლივს-ძლიობით. თურმე შრეები ჰქონია შიგნით და აბა როგორ მოძვრებოდა ის პლასტმასი, ჩაღრმავებულ და ამოღრმავებულ ადგილებში იყო ჩამოსხმული, ანუ ამას ვგულისხმობთ, ვინც ამ თოფს შეიძენთ სამომავლოდ რომ იცოდეთ ადუღებული წყლით ვერ მოაშორებთ მაგ პლასტმასს.



სხვათაშორის პლასტმასის გარეშე 32.3 მმ-ია ლულის სიგრძე.
ამჟამად თოფი ასე გამოიყურება.



ჩვენი თანაფორუმელიდან განსაკუთრებით aleqsa-ს, NRG-ს და chicho -ს აინტერესებდა ამ თოფის მოდიფიკაციის შესახებ და აი ბიჭებო, მოკლედ დავიწყე... smile.gif

ეხლა დროებით დაგემშვიდობებით, შემდეგ ნაბიჯამდე ცოტა დრო დამრჩა და გავაგრძელებ თემას...
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
 
ახალი თემის დაწყება
გამოხმაურებები
ხ.მ.ე.ლ.ო
პოსტი Dec 3 2018, 10:21 PM
პოსტი #2


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,361
რეგისტრ.: 10-April 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 1,257
ქალაქი:თბილისი



აბა გავაგრძელოთ თემაა...

დღეს ჩამომივიდა მოკლედ ვოდოს ჰაერის ზამბარა, ზამბარასთან ერთად ბარემ დახურული მანჟეტიც და ჰაერის გადამშვებიც (რომელიც ლულაში, ტყვიის ჩასადებთან ჯდება) ვიყიდე ვოდოსთან.

დახურულ მანჟეტს ის უპირატესობა აქვს რომ დგუშის რკინა აღარ ეჯახება ცილინდრს და ხმას იმდენად აღარ გამოსცემს და რაც მთავარია ჰაერს უფრო კარგად აგუბებს ვიდრე ღია მანჟეტი. იხ. ფოტოები, რომელზეც გამოსახულია ჰაერის ზამბარა, სპეციალურად მოჭრილი გაიკები ზამბარის ღერძის ჩასასმელად და დახურული მანჟეტი ჰაერის გადამშვებთან ერთად:







მოკლედ დავიწყე თოფის დაშლა და დავშალე კიდეც. დაშლილი თოფი ჰაერის ზამბარასთან და ჩვეულებრივ ზამბარასთან ერთად გამოიყურება შემდეგნაირად:



როდესაც ვმარჩიელობდი დგუშში ჰაერის ზამბარის ჯოხი მომეხვედრებინა თუ ზამბარის ბალონი, ჩავხედე დგუშში და აღმოვაჩინე სასიამოვნო რამ, დგუშს ქარხნულად შიგნითვე აქვს ორმო მოჭრილი სპეციალურად, ალბად გათვალეს თუ დავუშვათ და მფლობელი ჰაერის ზამბარას თვითონ ჩააყენებს მოჭრილი იქნება უკვე ორმოვო. ამან ძალიან გამაკვირვა, თუმცა საკმაოდ სასიამოვნო იყო ჰატსანის ეს გათვლა. დგუშის ორმო გამოიყურებოდა ასე:



იმის მიუხედავად რომ დგუშში ქარხნულად უკვე იყო გამზადებული ორმო, მაინც საპირისპირო მიმართულებით ჩავსვი ჰაერის ზამბარა, რადგან თოფს ჩვეულებრივ, აყუდებულ მდგომარეობაში შევინახავ ხოლმე და ლულით ქვემოთ ამოყირავება აღარ მომიწევს. რომ განვმარტოთ საერთოდ ეს რა შუაშია, გეტყვით, რომ ჰაერის ზამბარაში არსებული ზეთი უნდა მოხვდეს ღერძის მხარეს, რადგან გადატენვისას ავტომატურად მოხდეს ღერძის შეზეთვა ბალონის მიერ. თუ ზამბარას ამოტრიალებულს ჩავსვამდი, ეს ზეთი მოექცეოდა ბალონის თავში და არა ღერძის ძირში და შედეგად მომიწევდა თოფის ამოტრიალება და ისე შენახვა რომ ეს ზეთი ისევ ბალონის ღერძთან მოხვედრილიყო.

შემდეგ ეტაპზე, დგუშს მოვაძერი ძველი, ღია მანჟეტი და ზედ დავაგე ახალი, ზემოთ ხსენებული დახურული მანჟეტი, რომელიც გამოიყურება შემდეგნაირად:





დგუსის გამზადების შემდეგ გადავდივართ შემდეგ ეტაპზე. ზემოთ რომ გაიკები ვახსენე, ფოტოზე 2 ცალი იყო ნაჩვენები. აქედან ერთ-ერთი მათგანი, რომელიც თქვენს თოფს შეესაბამება (გააჩნია, ქროსმანის თოფზე რომ შევცვალე ზამბარა, იქ მახსოვს მეორენაირი გაიკა დავაგე, ჰატსანს კი პირიქით, ისეთი გაიკა დაჭირდა რომელიც ფოტოებზეა დაფიქსირებული) უნდა დავსვათ ორმოების შესაბამისად ისე, როგორც თქვენი თოფის მიმმართველს დასჭირდება. იხილეთ ფოტოები:





შემდეგ შევკრიბოთ სამივე დეტალი ერთად და გამოვა შემდეგნაირი სურათი:



ბარემ აქ ვიყავი და თოფს ასევე შევუცვალე, სასხლეტი მექანიზმის მარეგულირებელი ვინტი, რომელიც განსაზღვრავს მალე გამოიკრას სასხლეტი და მალევე გაისროლოს თოფმა თუ დააგვიანოს. საერთოდ არ ვიცი ამ ქარხნულ თოფებს რისთვის უკეთებენ ასეთ მოკლე მარეგულირებელ ვინტს, სრულიად უშედეგოა ქარხნული სარეგულირებელი ვინტები. ფოტოზე შავი მათგანი ქარხნულია, თეთრი და სიგრძეში მომატებული კი ჩემს მიერ გამზადებული:



თოფს ასევე შევუცვალე ის ჰაერის გადამშვები რეზინი, რომელიც ზემოთ ვახსენე და რომელიც ქარხნულთან შედარებით უფრო მაღალი იყო. ეს უპირატესობაა, იქედან გამომგინარე რომ ლულის დაკეტვის შემდეგ, რეზინი უზრუნველყოფს უფრო მჭიდროდ მიებჟინოს ცილინდრის იმ ადგილს, საიდანაც დგუშის ჰაერი გამოდის და გარშემო არ გააპაროს. თოფმა კი გაისროლოს მინიმალური ჰაერის დანაკარგით.
ფოტოზე შავი რეზინი ქარხნულია, გამჭვირვალე კი ვოდოს დამზადებული.





ამ ძალიან დამღლელი საქმის შემდეგ, ავაწყვე თოფი, გადავტენე, გავისროლე და მინდა გითხრათ ნამდვილი სიამოვნება იყო.

ჩვეულებრივი ზამბარის ჰაერის ზამბარით ჩანაცვლებამ თოფს მიანიჭა შემდეგი პლიუსები:

1) საგრძნობლად შეუმცირდა უკუცება,
2) აშკარად მოემატა ძალა, იგივე ემალის კრუშკას ვესროლე, რომლისთვისაც ჩვეულებრივი ზამბარით მქონდა რამდენიმე ნასროლი გაკეთებული. გახვრეტით ვერც ადრე ხვრეტდა და ვერც ეხლა, იქედან გამომდინარე, რომ საკმაოდ სქელი ემალის კრუშკაა, კომუნისტების დროინდელი, მაგრამ ამჯერად აშკარად 1-2 მილიმეტრით ღრმად შედის ტყვია.
3) შეუმცირდა დაქშიტინების მაგვარი ხმა, ფაქტობრივად გაუქრა.
4) ჯერ არ გამისინჯავს, მაგრამ დარწმუნებული ვარ სიზუსტეც მოემატებოდა, ამას უფრო დაზუსტებით მაშინ გავიგებ, როდესაც გასატესტად გავიტან და შედეგებს ამავე თემაში განვიხილავ სამომავლოდ.

დახურული მაჟეტის პლიუსებია:

1)ჰაერის უკეთ დაგუბება და გასროლისას მაქსიმალურად მეტი ჰაერის ტყვიისთვის მიწოდება,
2) ხმის შემცირება გასროლისას დგუშის ცილინდრზე მიჯახების დროს.

ახალი ჰაერის გადამშვების პლიუსებია:

1) ჰაერის უკეთ დაგროვება-შენარჩუნება ტყვიასა და ცილინდრის იმ კედელს შორის, სადაც დგუშიდან გამომავალი ნახვრეტია გაკეთებული.

მოკლედ, ჩემო მეგობრებო, ეს გახლდათ ჩემი რიგით მეორე ტუნინგი ზამბარ-დგუშიანი პნევმატური თოფებისა, რომელიც კერძოდ გამოიხატება ჩვეულებრივი ზამბარის ამოღებასა და ბევრად უკეთესი და ეფექტური ჰაერის ზამბარით ჩანაცვლებაში.

ჩემი თოფი საბოლოოდ იმ ოპტიკიანად, რომელიც ცალკე თემაში მაქვს განხილული, გამოიყურება ასე:





ჩემი აზრით საკმაოდ ლამაზია ხო? biggrin.gif

ალბად გაინტერესებთ სამომავლოდ კიდევ ვგეგმავ თუ არა რამეს. სიმართლე გითხრათ ლულაზე მინდოდა შრაუდერი გამეკეთებინა, ეს უფრო ლამაზს გახდის და ისედაც დაკარგულ ხმას კიდევ უფრო დაუკარგავს, მაგრამ არ ვიცი, ამაზე უნდა ვიფიქრო, იქიდან გამომდინარე, რომ ხმა მართლა აღარ აქვს თოფს და თან პლიუს ამას იმსისქე ლულა აქვს ქარხნულადვე ამ ჰატსანებს, რომ ვიზუალურად ისედაც უხდება და არაფერ გასქელებას არ საჭიროებს scratch_one-s_head.gif smile.gif

დღეისათვის სულ ეს იყო... yes3.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

პოსტი ამ თემაში
- ხ.მ.ე.ლ.ო   hatsan striker 1000x   Nov 28 2018, 12:00 PM
- - giga2010   ხ.მ.ე.ლ.ო მომილოცავ...   Nov 28 2018, 12:10 PM
|- - ხ.მ.ე.ლ.ო   ციტატა(giga2010 @ Nov 28 2018, 01...   Nov 28 2018, 12:17 PM
- - aleqsa   ხ.მ.ე.ლ.ო კიი ხმელო ...   Nov 28 2018, 12:11 PM
- - aleqsa   ხ.მ.ე.ლ.ო დალოცვილო ...   Nov 28 2018, 12:38 PM
|- - ხ.მ.ე.ლ.ო   ციტატა(aleqsa @ Nov 28 2018, 01...   Nov 28 2018, 03:07 PM
- - mister_io   aleqsa წლებია სოსოს ზა...   Nov 28 2018, 02:11 PM
- - aleqsa   ხ.მ.ე.ლ.ო ციტატა(x.m.e.l....   Nov 28 2018, 05:52 PM
- - geojorjika   ძალიან მომწონს ეგ ...   Nov 28 2018, 06:27 PM
|- - ხ.მ.ე.ლ.ო   ციტატა(geojorjika @ Nov 28 2018, ...   Nov 28 2018, 09:09 PM
|- - geojorjika   ციტატა(ხ.მ.ე.ლ.ო @ Nov ...   Nov 28 2018, 09:22 PM
|- - ხ.მ.ე.ლ.ო   ციტატა(geojorjika @ Nov 28 2018, ...   Nov 28 2018, 09:23 PM
|- - geojorjika   ციტატა(ხ.მ.ე.ლ.ო @ Nov ...   Nov 28 2018, 09:26 PM
- - aleqsa   geojorjika ციტატა(giorgi @ 28th...   Nov 28 2018, 06:40 PM
|- - ხ.მ.ე.ლ.ო   ციტატაეგ თოფი ისეთ...   Nov 28 2018, 09:16 PM
- - aleqsa   ხ.მ.ე.ლ.ო ციტატა(x.m.e.l....   Nov 28 2018, 10:19 PM
- - NRG   ხ.მ.ე.ლ.ო კი მაიტერე...   Nov 28 2018, 11:05 PM
|- - ხ.მ.ე.ლ.ო   ციტატა(NRG @ Nov 29 2018, 12...   Nov 29 2018, 09:18 AM
- - sekurifa   ციტატა(giorgi @ 28th November 201...   Nov 28 2018, 11:20 PM
- - geojorjika   sekurifa იცი რამდენია ხ...   Nov 28 2018, 11:25 PM
|- - aleqsa   ციტატა(geojorjika @ Nov 29 2018, ...   Nov 28 2018, 11:35 PM
- - sekurifa   ციტატა(giorgi @ 29th November 201...   Nov 28 2018, 11:32 PM
|- - ხ.მ.ე.ლ.ო   ციტატა(sekurifa @ Nov 29 2018, 12...   Nov 29 2018, 09:34 AM
- - aleqsa   ხ.მ.ე.ლ.ო ციტატა(x.m.e.l....   Nov 29 2018, 09:28 AM
- - ხ.მ.ე.ლ.ო   დღეს სასხლეთის დარ...   Nov 29 2018, 03:02 PM
- - ხ.მ.ე.ლ.ო   აბა გავაგრძელოთ თე...   Dec 3 2018, 10:21 PM
- - geojorjika   ყოჩაღ , კარგია , ეგ ვ...   Dec 3 2018, 11:00 PM
|- - ხ.მ.ე.ლ.ო   ციტატა(geojorjika @ Dec 4 2018, 1...   Dec 4 2018, 12:02 AM
- - giga2010   კარგია, წამატებებ...   Dec 3 2018, 11:10 PM
- - NRG   ხ.მ.ე.ლ.ო საწყენი არ ...   Dec 4 2018, 12:52 AM
|- - ხ.მ.ე.ლ.ო   ციტატა(NRG @ Dec 4 2018, 01:5...   Dec 4 2018, 09:58 AM
- - aleqsa   ხ.მ.ე.ლ.ო გილოცავ, მ...   Dec 4 2018, 09:11 AM
- - NRG   aleqsa ყველაზე ერთნაი...   Dec 4 2018, 09:32 AM
- - NRG   ხ.მ.ე.ლ.ო ციტატა(x.m.e.l.o ...   Dec 4 2018, 10:44 AM
|- - ხ.მ.ე.ლ.ო   ციტატა(NRG @ Dec 4 2018, 11:4...   Dec 4 2018, 12:12 PM
- - NRG   ხ.მ.ე.ლ.ო   Dec 4 2018, 12:31 PM
- - ხ.მ.ე.ლ.ო   აბა ისევ სალამით... ...   Dec 5 2018, 02:40 PM
- - giga2010   თოფი ძაან ლამაზად ...   Dec 5 2018, 02:55 PM
|- - ხ.მ.ე.ლ.ო   ციტატა(giga2010 @ Dec 5 2018, 03...   Dec 5 2018, 03:03 PM
- - aleqsa   ხ.მ.ე.ლ.ო მშვენიერი...   Dec 5 2018, 08:35 PM
|- - ხ.მ.ე.ლ.ო   ციტატა(aleqsa @ Dec 5 2018, 09...   Dec 5 2018, 08:57 PM
- - aleqsa   ხ.მ.ე.ლ.ო ციტატა(x.m.e.l....   Dec 5 2018, 09:09 PM
- - ხ.მ.ე.ლ.ო   არა რაა, არ მინდა. ჯ...   Dec 5 2018, 09:33 PM
- - sekurifa   ციტატა(giorgi @ 4th December 2018...   Dec 6 2018, 01:05 PM
- - ხ.მ.ე.ლ.ო   დღეს იგივე ემალის ...   Dec 6 2018, 01:14 PM
- - ხ.მ.ე.ლ.ო   გუშინ წინ მე და სეკ...   Dec 17 2018, 11:11 AM
- - aleqsa   ხ.მ.ე.ლ.ო მშვენიერი...   Dec 17 2018, 02:20 PM
- - ხ.მ.ე.ლ.ო   ჯგუფეი ხო დავდე წი...   Dec 18 2018, 08:36 AM
|- - aleqsa   ციტატა(ხ.მ.ე.ლ.ო @ Dec ...   Dec 18 2018, 09:09 AM
- - ხ.მ.ე.ლ.ო   20 მეტრის დინსტანცი...   Dec 18 2018, 10:52 AM
- - ხ.მ.ე.ლ.ო   გუშინ მტრედს ვესრო...   Jan 2 2019, 01:12 PM
- - giga2010   ხ.მ.ე.ლ.ო ესეც პირვე...   Jan 2 2019, 02:18 PM
- - ხ.მ.ე.ლ.ო   275 აქვს. გაზის ზამბა...   Jan 2 2019, 02:27 PM
- - ხ.მ.ე.ლ.ო   დღეს შევნიშნე იგივ...   Jan 4 2019, 01:47 PM
- - giga2010   ხ.მ.ე.ლ.ო შესანიშნა...   Jan 4 2019, 01:55 PM
- - ხ.მ.ე.ლ.ო   ოპტიკის გარეშე გავ...   Jan 4 2019, 03:25 PM
- - gocha311   სალამი მეგობრებო გ...   Oct 6 2022, 02:29 PM
- - gocha311   [img]http://https://wampi.ru/imagehttps://wampi.ru...   Oct 6 2022, 02:47 PM


მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 31st May 2024 - 03:04 AM
Hosted by Pro-Service