SNIPER NT 3.5-10X40 AOGL, ჩემი ახალი ოპტიკა ჩემი თვალით |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
SNIPER NT 3.5-10X40 AOGL, ჩემი ახალი ოპტიკა ჩემი თვალით |
Apr 29 2018, 01:33 PM
პოსტი
#1
|
||
ზუსტი მსროლელი ჯგუფი: Members პოსტები: 1,361 რეგისტრ.: 10-April 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 1,257 ქალაქი:თბილისი |
ხელოუუუუ მაი დიარსსსსსს.... დღეს ძალიან გახარებული ვარ, იქიდან გამომდინარე, რომ 3 ამანათი მქონდა შეკვეთილი და სამივე დღეს ჩამომივიდა. ესენია: ოპტიკური სამიზნე, რომელიც უკვე სათაურშია ნახსენები; ოპტიკის მერცხლისკუდა და პაიანიკი მთელი თავისი აქსესუარებით, რომელთა ნახევარი არ ვიცი რაში გამოიყენება და ამას სხვა თემაში ავღწერ მოდერთან შეთანხმებით. მაშ ასე, ლეთს სტარტ... დიდი ხანია რაც ამ ბრენდის ოპტიკებს ვუტრიალებ გარშემო, კაცმა რომ თქვას სუფთა სისხლის ჩინურია, და რადგან ჩინურია ხომ იცით მაინც ყველა თავს იკავებს, ვაიდა არ გაამართლოს? მაგრამ მეორეს მხრივ რომ შევხედოთ, ფასი ისეთი აქვს, რომ გაგიკვირდება. მსგავსი ზუმის ლიპერსის ოპტიკა 45 $ ღირს. ეს კი ორმაგად ძვირია. აღნიშნული ოპტიკა ალიექსპრესზე შევიძინე და მისი ფასი 80-90 ($) დოლარამდე მერყეობს. ზოგადად ჩინელები მარტო თავის ქვეყნისთვის აწარმოებენ ხარისხიან პროდუქციას, მაგრამ გავიფიქრე როდესაც ამხელა თანხებს ეხება საქმე, არა მგონია რაიმე ისეთი ოპტიკა იყოს რომ არ გაამართლოს თქო. ამიტომ გავრისკე და ვიყიდე. ოპტიკა ჩამოსვლიანად დამიჯდა 220 ლარამდე. ჩამოვიტანე ჩემთვის ყველაზე კარგი გადამზიდი კომპანია inex-ის მეშვეობით. ამერიკაში მისვლის შემდეგ საქართველომდე ჩამოსვლას დასჭირდა 7 დღე (ერთი კვირა). ოპტიკა გახსნისას შიგნიდან გამოიყურება ასე და კომპლექტში აქვს: 1) თვითონ ოპტიკა, თავისი რეზბიანი ხუფებით; 2) სანშაიდერი; 3) შესწიგრანკა; 4) ლინზების საწმენდი, რომელიც ძალიან მაგარი მატერიალისგანაა დამზადებული და იმენნო აპრიალებს საკაიფოდ; 5) 2 ცალი ნავტალინი, ჩინჩებმა რომ არ შეჭამონ, ან კიდევ ფაროსანამ; 6) იუზერ მენული ანუ წიგნაჩკა. ოპტიკა ჯერადობის მიხედვით არის 3.5 - 10X40. აქვს მილ დოტის ბადე, რომელიც ძალიან კარგი ფორმის არის ჩემი აზრით, ჩემს ფოტოზე კარგად ვერ დავაფიქსირე, რადგან ტელეფონმა არ შემიწყო ხელი, მაგრამ მეორე ფოტოზე ნათლად ჩანს როგორი მოყვანილობისაც არის; გამყიდველს რომ ვკითხე ბადესთან დაკავშირებით, მიპასუხა ეს Glass Etched ბადეაო, ანუ როგორც სწორედ მივხვდი თვითონ ლინზაზეა მიკრული და დაფიქსირებული. მე რამდენადაც ვიცი ასეთი ბადეები ოპტიკის ზუმის მიახლოებასთან ერთად უნდა იზრდებოდეს და დაშორებასთან ერთად მცირდებოდეს, მაგრამ ეს მუდმივად იგივე ზომაზე დგას და არ ვიცი რატომ, ვინმემ ხომ არ იცით ამის შესახებ რატომ არ მოდის და მიდის ახლოს და შორს ზუმის გადაადგილებასთან ერთად? აქ უფრო ნათლად ჩანს ბადის აღნაგობა... ორივე მხარეს პარალაქსი თვალის ფოკუსისათვის; ბადის განათება სამ ფერად: მწვანე, წითელი, ლურჯი. (სამივე ნათებას აქვს განათების სიკაშკაშის 3 ეტაპიანი მარეგულირებელი) როგორც ზემოთ ავღნიშნე, ასევე ჩამოვიტანე მერცხლისკუდა რინგები, აი ესენი... ოპტიკა შევაყენე მერცხლისკუდაზე მხოლოდ და მხოლოდ საჩვენებლად და გამოიყურება ასე: სანშაიდერით კი ასე: ოპტიკის სიგრძე სანშაიდერის გარეშე არის 31.5 სმ. ხოლო სანშაიდერთან ერთად 37.7 სმ. ოპტიკის დოლურები მუშაობს შემდეგნაირად: თუ გვინდა დავატრიალოთ მაგალითად ზემოთ-ქვემოთ მოქმედი დოლურა, ვკიდებთ ხელს და ავქაჩავთ მაღლა, ასე შევძლებთ მხოლოდ დატრიალებას, რადგან სადღაც 0.5 სანტიმეტრით ამოდის დოლურა მაღლა. როდესაც გავასწორებთ დავაწვებით ისევ დაბლა და დოლურა ჩაჯდება თავის ბუდეში, შედეგად აღარც დატრიალდება. მთავარია სროლის დროს არ იმოძრაოს დოლურებმა დაბლიდან მაღლა და პირიქით, ან მარჯვნიდან მარცხნივ და პირიქით. იმედი მაქვს იარაღზე დაყენების შემდეგ არ იმოძრავებს, მითუმეტეს ზდპ-ზე და გაამართლებს ჩემს იმედებსა და მოლოდინს. ასევე ვიმედოვნებ წარმატებულად გაუძლებს ზდპ-ს უკუცემას და ლინზებს არაფერი მოუვათ. ერთადერთი რამ, რაც არ მომეწონა, არის ის რომ ბადის ჰორიზონტალურად მოძრავი დოლურა გამოცდის მიზნით ბოლომდე რომ ამოვხრახნე და ბოლომდე მივიდა, წკაპ და წითელი განათება ჩაერთო ოპტიკას, მერე ერთი წკაპით საპირისპირო მიმართულებით რომ გადავატრიალე ისევ გაითიშა, არ ვიცი ეს რას ნიშნავს. სპეციალურადაა ასე გაკეთებული, რომ მიგვახვედროს ბადის გადაადგილების ლიმიტი თუ შემთხვევით ხდება ასე. ალბად უფრო შემთხვევით, იქიდან გამომდინარე, რომ ვერტიკალურად მოძრავი დოლურა ბოლო ეტაპამდე რომ მიდის არ ანთებს განათებას ჰორიზონტალურის მსგავსად. ნუ არ ვიცი მხოლოდ ერთი რამ მაქვს ამ ოპტიკასთან დაკავშირებით დასაზუსტებელი, გამყიდველს ვკითხე მან კი მიპასუხა მწარმოებელს ვკითხე და პასუხს არ მცემენო. მაინტერესებდა ოპტიკაში თუ არის ჩატუმბული აზოტი, რომ სიცივიდან სითბოში და პირიქით შეტანა-გამოტანისას ლინზები არ დაიორთქლოს. ამასაც ალბად ადრე თუ გვიან დავაზუსტებ და გეტყვით. დღეისათვის სულ ეს არის. ოპტიკა კი ვიყიდე, მაგრამ თოფი არ მაქვს ჯერ ცოტა სასაცილოა, ვემზადები, მაგრამ არ ვიცი რისთვის ისღა დამრჩენია შევიძინო თოფი და დავაყენო ეს ოპტიკა, რომ გამოვცადო მისი ავკარგიანობა. ესეც თქვენ ინფო, წარმოდგენისათვის. აბა წარმატებები...
| |
> |
|
|
Nov 29 2018, 09:37 AM
პოსტი
#2
|
||
ზუსტი მსროლელი ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 1,224 რეგისტრ.: 15-December 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: rustavi წევრი №: 577 ქალაქი:რუსთავი |
aleqsa მადლობა ალექს. იყოს, მასე გიგამაც მათხოვა ქრონთან ერთად თავისი ოპტიკა. სანამ შენი ჩამოვა იხმარეო. ოქროს კაცია გიგა. გუშინ დავუბრუნ ეს რომ ჩამომივიდა.. გამოვიყენებ ამას. ვიდრე იმ ოპტიკას შევუკვეთავ. ავაყირავე ოდნავ და ახლა ბადე სწორად იყურება კიდევ დიდი მადლობა ალექს. იყოს არაა პრობლემა. შეგუებადია ))
| |
> |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 11:06 AM |
Hosted by Pro-Service |