დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: SNIPER NT 3.5-10X40 AOGL
Georgian Airgunners Portal > ოპტიკა > ოპტიკა მფლობელის თვალით
ხ.მ.ე.ლ.ო
ხელოუუუუ მაი დიარსსსსსს....

დღეს ძალიან გახარებული ვარ, dance2.gif იქიდან გამომდინარე, რომ 3 ამანათი მქონდა შეკვეთილი და სამივე დღეს ჩამომივიდა. heart.gif ესენია: ოპტიკური სამიზნე, რომელიც უკვე სათაურშია ნახსენები; ოპტიკის მერცხლისკუდა და პაიანიკი მთელი თავისი აქსესუარებით, რომელთა ნახევარი არ ვიცი რაში გამოიყენება და ამას სხვა თემაში ავღწერ მოდერთან შეთანხმებით. biggrin.gif

მაშ ასე, ლეთს სტარტ... smile.gif

დიდი ხანია რაც ამ ბრენდის ოპტიკებს ვუტრიალებ გარშემო, კაცმა რომ თქვას სუფთა სისხლის ჩინურია, და რადგან ჩინურია ხომ იცით მაინც ყველა თავს იკავებს, ვაიდა არ გაამართლოს? მაგრამ მეორეს მხრივ რომ შევხედოთ, ფასი ისეთი აქვს, რომ გაგიკვირდება. მსგავსი ზუმის ლიპერსის ოპტიკა 45 $ ღირს. ეს კი ორმაგად ძვირია. აღნიშნული ოპტიკა ალიექსპრესზე შევიძინე და მისი ფასი 80-90 ($) დოლარამდე მერყეობს. ზოგადად ჩინელები მარტო თავის ქვეყნისთვის აწარმოებენ ხარისხიან პროდუქციას, მაგრამ გავიფიქრე როდესაც ამხელა თანხებს ეხება საქმე, არა მგონია რაიმე ისეთი ოპტიკა იყოს რომ არ გაამართლოს თქო. ამიტომ გავრისკე და ვიყიდე. ოპტიკა ჩამოსვლიანად დამიჯდა 220 ლარამდე. ჩამოვიტანე ჩემთვის ყველაზე კარგი გადამზიდი კომპანია inex-ის მეშვეობით. ამერიკაში მისვლის შემდეგ საქართველომდე ჩამოსვლას დასჭირდა 7 დღე (ერთი კვირა).

ოპტიკა გახსნისას შიგნიდან გამოიყურება ასე და კომპლექტში აქვს:

1) თვითონ ოპტიკა, თავისი რეზბიანი ხუფებით;
2) სანშაიდერი;
3) შესწიგრანკა;
4) ლინზების საწმენდი, რომელიც ძალიან მაგარი მატერიალისგანაა დამზადებული და იმენნო აპრიალებს საკაიფოდ;
5) 2 ცალი ნავტალინი, ჩინჩებმა რომ არ შეჭამონ, ან კიდევ ფაროსანამ; biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
6) იუზერ მენული ანუ წიგნაჩკა.



ოპტიკა ჯერადობის მიხედვით არის 3.5 - 10X40.

აქვს მილ დოტის ბადე, რომელიც ძალიან კარგი ფორმის არის ჩემი აზრით, ჩემს ფოტოზე კარგად ვერ დავაფიქსირე, რადგან ტელეფონმა არ შემიწყო ხელი, მაგრამ მეორე ფოტოზე ნათლად ჩანს როგორი მოყვანილობისაც არის; გამყიდველს რომ ვკითხე ბადესთან დაკავშირებით, მიპასუხა ეს Glass Etched ბადეაო, ანუ როგორც სწორედ მივხვდი თვითონ ლინზაზეა მიკრული და დაფიქსირებული. მე რამდენადაც ვიცი ასეთი ბადეები ოპტიკის ზუმის მიახლოებასთან ერთად უნდა იზრდებოდეს და დაშორებასთან ერთად მცირდებოდეს, მაგრამ ეს მუდმივად იგივე ზომაზე დგას და არ ვიცი რატომ, ვინმემ ხომ არ იცით ამის შესახებ რატომ არ მოდის და მიდის ახლოს და შორს ზუმის გადაადგილებასთან ერთად?



აქ უფრო ნათლად ჩანს ბადის აღნაგობა...



ორივე მხარეს პარალაქსი თვალის ფოკუსისათვის;





ბადის განათება სამ ფერად: მწვანე, წითელი, ლურჯი. (სამივე ნათებას აქვს განათების სიკაშკაშის 3 ეტაპიანი მარეგულირებელი)









როგორც ზემოთ ავღნიშნე, ასევე ჩამოვიტანე მერცხლისკუდა რინგები, აი ესენი...



ოპტიკა შევაყენე მერცხლისკუდაზე მხოლოდ და მხოლოდ საჩვენებლად და გამოიყურება ასე:



სანშაიდერით კი ასე:



ოპტიკის სიგრძე სანშაიდერის გარეშე არის 31.5 სმ. ხოლო სანშაიდერთან ერთად 37.7 სმ.



ოპტიკის დოლურები მუშაობს შემდეგნაირად: თუ გვინდა დავატრიალოთ მაგალითად ზემოთ-ქვემოთ მოქმედი დოლურა, ვკიდებთ ხელს და ავქაჩავთ მაღლა, ასე შევძლებთ მხოლოდ დატრიალებას, რადგან სადღაც 0.5 სანტიმეტრით ამოდის დოლურა მაღლა. როდესაც გავასწორებთ დავაწვებით ისევ დაბლა და დოლურა ჩაჯდება თავის ბუდეში, შედეგად აღარც დატრიალდება. მთავარია სროლის დროს არ იმოძრაოს დოლურებმა დაბლიდან მაღლა და პირიქით, ან მარჯვნიდან მარცხნივ და პირიქით. იმედი მაქვს იარაღზე დაყენების შემდეგ არ იმოძრავებს, მითუმეტეს ზდპ-ზე და გაამართლებს ჩემს იმედებსა და მოლოდინს. ასევე ვიმედოვნებ წარმატებულად გაუძლებს ზდპ-ს უკუცემას და ლინზებს არაფერი მოუვათ.

ერთადერთი რამ, რაც არ მომეწონა, არის ის რომ ბადის ჰორიზონტალურად მოძრავი დოლურა გამოცდის მიზნით ბოლომდე რომ ამოვხრახნე და ბოლომდე მივიდა, წკაპ და წითელი განათება ჩაერთო ოპტიკას, მერე ერთი წკაპით საპირისპირო მიმართულებით რომ გადავატრიალე ისევ გაითიშა, არ ვიცი ეს რას ნიშნავს. სპეციალურადაა ასე გაკეთებული, რომ მიგვახვედროს ბადის გადაადგილების ლიმიტი თუ შემთხვევით ხდება ასე. ალბად უფრო შემთხვევით, იქიდან გამომდინარე, რომ ვერტიკალურად მოძრავი დოლურა ბოლო ეტაპამდე რომ მიდის არ ანთებს განათებას ჰორიზონტალურის მსგავსად. ნუ არ ვიცი search.gif

მხოლოდ ერთი რამ მაქვს ამ ოპტიკასთან დაკავშირებით დასაზუსტებელი, გამყიდველს ვკითხე მან კი მიპასუხა მწარმოებელს ვკითხე და პასუხს არ მცემენო. მაინტერესებდა ოპტიკაში თუ არის ჩატუმბული აზოტი, რომ სიცივიდან სითბოში და პირიქით შეტანა-გამოტანისას ლინზები არ დაიორთქლოს. ამასაც ალბად ადრე თუ გვიან დავაზუსტებ და გეტყვით.

დღეისათვის სულ ეს არის. ოპტიკა კი ვიყიდე, მაგრამ თოფი არ მაქვს ჯერ biggrin.gif ცოტა სასაცილოა, ვემზადები, მაგრამ არ ვიცი რისთვის biggrin.gif ისღა დამრჩენია შევიძინო თოფი და დავაყენო ეს ოპტიკა, რომ გამოვცადო მისი ავკარგიანობა.

ესეც თქვენ ინფო, წარმოდგენისათვის.

აბა წარმატებები... smile.gif
sekurifa
გილიცავ გიო! კომპაქტური ჩანს და ბადეც მომეწონა. დოლურებიც რო ფიქსირდება კარგია. ბადე რომარ დიდდება ზუმთან ერთად უბრალოდ ეგ სისტემა არააქვს ოპტიკას. ლინზაზეა პროსტა ჯვარი და ეგაა. ნუ შეკიდულს ჯობია აშკარად.

კიდე მაინტერესებს თუ ზუსტად ემთხვევა მოცემული ზუმი რეალურს. ეგ ფანრით და მილუმეტროვკის ფურცლით დგინდება. მგონი შენც დაგაინტერესებს და ცადე არ დაგეზაროს.

ხ.მ.ე.ლ.ო
მადლობა smile.gif

აჰა, როგორც ჩანს არ აქვს ხო ეგ ფუნქცია, ისე კი ესეთი მირჩევნია მე რო არ დიდება და პატარავდრბა.

არ გინდა მოხვიდე ჩემთან და შენ ცადო? მე მაინც ისე სწორად ვერ გავაკეთებ ხო იცი. smile.gif
ხ.მ.ე.ლ.ო
ჰო მართლა, ერთადერთი რამ გამომრჩა მონაცემებში რომ ჩამეწერა, ოპტიკის წონა ხუფების და სანშაიდერის გარეშე 600 გრამია, მგონი ცოტა არასახარბიელო წონაა ხო?
sekurifa
ხ.მ.ე.ლ.ო
დააყენე ოპტიკა 10ზუმზე,მერე შეუშვირე წინა ლინზით შუქს, იქნებ ნაჩნიკი გაქვს მაღალი ან რამე. ქვედა მხარეს ოპტიკას დაუდე თეთრი ფურცელი და სახაზავი. ის მრგვალი წერტილი რასაც ქვემოდან გამოანათებს ოპტიკა იქნება ბუნდოვანი და ამოძრავე ხელში რომ მკვეთრი ფოკუსირებული წერტილი მიიღო.

მერე ეგ წერტილი სახაზავზე გადაატარე და გაზომე მისი დიამეტრი. მერე ოპტიკის გამავალი ლინზა გაზომე დიამეტრში და რაც იქნება ის ციფრუ გაყავი სახაზავზე ნაჩვენებ მილიმიტრებზე.

ვთქვათ ოპტიკის ლინზა 52მმ ია ხილო ფოკუსირებული წერტილის 3მმ ანუ 52:3 და რასაც მიიღებ ისაა ზუმი.
ხ.მ.ე.ლ.ო
აპაპა, ჩემს ძალებს აღემატება biggrin.gif მოდი და შენ გააკეთე ეგ ყველაფერი biggrin.gif
aleqsa
ხ.მ.ე.ლ.ო

გილოცავ ხმელო, მშვიდობაში და სულ ათიანებში smile.gif

ბადეც მომეწონა თხელი ბადე ჩანს, მოკლედ წარმატებები მეგობარო.

sekurifa

საინტერესო მეთოდი აღწერე, მგონი გავიგე როგორც უნდა, მარა შეიძლება რამე კითხვა დამებადოს მაგის ცდის დროს და თუ არ დამზარდები შეგაწუხებ? smile.gif

მაგ მეთოდის ვიდეო რგოლი თუ შეგიძლია დამილინკო ძალიან მადლობელი დაგრჩები?

მადლობა წინასწარ
ხ.მ.ე.ლ.ო
aleqsa

გაიხარე smile.gif

კი კი, საკმაოდ თხელი ბადეა. მეც ერთ-ერთი რაც მომეწონა ამ ოპტიკაში, ეს ბადის სიწვრილე იყო smile.gif
aleqsa
ხ.მ.ე.ლ.ო

ციტატა(x.m.e.l.o @ 29th April 2018 - 11:16 PM) *
კი კი, საკმაოდ თხელი ბადეა. მეც ერთ-ერთი რაც მომეწონა ამ ოპტიკაში, ეს ბადის სიწვრილე იყო


ეგ ძალიან მნიშვნელოვანია, მე სულ ლიპერსის ოპტიკები მაქვს, დიდი ვერაფერია მაინცადამაინც მარა მე ჯერჯერობით მყოფნის, მერე რა იქნება არვიცი. არაფერს ვემდური ამ ფირმას ფასთან ხარისხის მიმართებაში, გარდა სქელი ბადისა, არადა შორ მანძილზე მაგას გადამწყვეტი მნიშვნელობააქვს.
ხ.მ.ე.ლ.ო
ციტატა(aleqsa @ Apr 29 2018, 11:27 PM) *
ხ.მ.ე.ლ.ო



ეგ ძალიან მნიშვნელოვანია, მე სულ ლიპერსის ოპტიკები მაქვს, დიდი ვერაფერია მაინცადამაინც მარა მე ჯერჯერობით მყოფნის, მერე რა იქნება არვიცი. არაფერს ვემდური ამ ფირმას ფასთან ხარისხის მიმართებაში, გარდა სქელი ბადისა, არადა შორ მანძილზე მაგას გადამწყვეტი მნიშვნელობააქვს.

თავიდან ცენტრ პოინტის ზავაცკოი ოპტიკა მქონდა რემინგტონ სამიტზე. მერე ვიყიდე ლიპერსის 3-9-50 და მაგის ბადე ზავაცკოი ოპტიკა ცენტრ პოინტის 3-9-40 თან შედარებით კამფეტად მეჩვენებოდა ხოლმე. ეხლა ეს სნაიპერი ვიყიდე და ლიპერსის ბადესთან შედარებით ეხლა ეს არის კამფეტი, თან ბევრად ტკბილი
chicho
მშვიდობაში , ძალიან კარგი ოპტიკაა მე მომეწონა,
ეს სანშაიდერი მხოლოდ ძალიან კაშკაშა ამინდში გამოიყენება თუ რა დროს ?
და იარაღი არ გაქვს ? რას აპირებ ?
ხ.მ.ე.ლ.ო
ციტატა(chicho @ Apr 30 2018, 10:04 AM) *
მშვიდობაში , ძალიან კარგი ოპტიკაა მე მომეწონა,
ეს სანშაიდერი მხოლოდ ძალიან კაშკაშა ამინდში გამოიყენება თუ რა დროს ?
და იარაღი არ გაქვს ? რას აპირებ ?


სანშაიდერი ზოგადად მზის სხივების შესაკავებლად გამოიყენება, რომ ლინზებში არ შეაღწიოს და თვალი არ მოჭრას მონადირეს, როგორც კაშკაშა მზიან დღეში, ასევე ჩემი აზრით მზის ჩასვლის დროს, მაგ შემთხვევაშიც იცის ხოლმე სხივებმა ცუდი არეკვლა-მე მქონია მსგავსი შემთხვევები, მაგრამ სიმართლე გითხრა არასდროს გამომიყენებია სანშაიდერი. smile.gif

არ ვიცი რას ვაპირებ, არტემისის პცპ-ს ყიდვა მინდა და ეღთი ის მიზეზი მხევს უკან რომ ცოტა ძვირი ჯდება და მეორე კიდევ უფრო მეტად ის რომ რეზერვუარი 250-იანი აქვს და ნასოსით 150 ამდე ძლივს ამყავს biggrin.gif მიჭირს დატენვა იქიდან გამომდინარე რომ მსუბუქი ვარ და ტანის სიმძიმეს ვერ ვატან.

თუ გადავწყვიტე და მაინც ვიყიდე ეგ ფიშტო, ერთადერთი ისღა დამრჩენია ზურგჩანთა ვიყიდო, ქვები ჩავალაგო და ნასოსის კაჩავის დროს ავიკიდო ხოლმე რომ წონით მაინც დავტენო biggrin.gif biggrin.gif
geojorjika
ხ.მ.ე.ლ.ო
ციტატა(x.m.e.l.o @ 29th April 2018 - 02:33 PM) *
მე რამდენადაც ვიცი ასეთი ბადეები ოპტიკის ზუმის მიახლოებასთან ერთად უნდა იზრდებოდეს და დაშორებასთან ერთად მცირდებოდეს


არასწორად იცი , ეგ ნიშნავს იმას რომ უბრალოდ ლინზაზეა ამოტვიფრული ბადე და არ "ჩაწყდება" თორემ ზუმის ცლილებასთან ერთად რომ ბადეც იცვლებოდეს ეგეთი ოპტიკა არის FFP და წესით მინიმუმ 2 ჯერ ძვირი უნდა ღირდეს მთლად უსახელო ჩინური ვერსიაც
gela
მე გუშინ რაც ჩამომივიდა ლეუპოლდის კლონი, ძალიან ,,ფინთი' გამოდგა, ჯერ ბადეა გადახრილი და კლიკების რაოდენობა ძალიან ცოტა აქვს, ანუ 3.5 მთლიან ბრუნს აკეთებს თავიდან ბოლომდე ვერტიკალიც და ჰორიზონტალიც, დღეს გავსინჯე და სადღაც 6ო მეტრში მაქსიმუმზე მოუწია დოლურს დატრიალება
aleqsa
gela

გული არ გაიტეხო გელა ძმობილო, ეგ მამარკეტზე გაუშვი და ახალი დაუკვეთე, ხოლოთ ცოტა მეტის გადახდა მოგიწევს რო ნორმალური ჩამოიტანო, ლინკები მაქვს კალათაში შენახული მე რომ ვარჩევდი ჩემთვის და ვაიბერში გადმოგიყრი რო მოვიცლი, და კიდევ დათკა25 შეეხმიანე თუ ფურცელზე სასროლად გინდა კაი ოპტიკას ყიდის იაფად ძალიან დიდი ჯერადობით თუარვცდები 32 თუ 38 ით და მძიმეა საკმაოდ, არვიცი შენ რამდენად გჭირდება ესეთი მარა მე რაც ვიცოდი გითხარი... smile.gif wink.gif
NRG
gela
რომელი ოპტიკა გაქვს გელა ლინკი მომეცი თუ შეგიძლია
gela
NRG
ციტატა(nrg123 @ 28th November 2018 - 10:18 PM) *
რომელი ოპტიკა გაქვს გელა ლინკი მომეცი თუ შეგიძლია


ეს ოპტიკაა

aleqsa

მაიმარკეტზე ვერ გავუშვებ, წუნიანია და არ მინდა ვინმეს თავი ვაგინებინო, იყოს ჯერჯერობით გამოვიყენებ, ვიდრე ამას გამოვიწერ
aleqsa
gela

წუნიანია თუ კლიკების რაოდენობა არ გყოფნის? ბოლო ბოლო მიუთითე ეგ ნაკლი განცხადებაში და ეგაა... ხომ გაგიგია ალხანას ჩალხანა არ დაელევაო? wink.gif

გელა ძმობილო, ამასწინ შევიძინე ახალი ოპტიკა დიდი ჯერადობის და რაც მქონდა ისე მაქვს, ვიდრე კრალს გადავაწყობ 5.5 ზე შემიძლია გათხოვო, UTG ია 6-24×50 ზე მარა 16- 18 ის ზევით ბუნდდება, პარალაქსი არ ყოფნის გასასწორებლად. და სიგრძეშიც საკმაოდ გრზელია. თუ გამოგადგება შემიძლია გათხოვო?
gela
aleqsa

მადლობა ალექს. იყოს, მასე გიგამაც მათხოვა ქრონთან ერთად თავისი ოპტიკა. სანამ შენი ჩამოვა იხმარეო. ოქროს კაცია გიგა. გუშინ დავუბრუნ ეს რომ ჩამომივიდა.. გამოვიყენებ ამას. ვიდრე იმ ოპტიკას შევუკვეთავ. ავაყირავე ოდნავ და ახლა ბადე სწორად იყურება biggrin.gif კიდევ დიდი მადლობა ალექს. იყოს არაა პრობლემა. შეგუებადია smile.gif))
ხ.მ.ე.ლ.ო
ბიწო ნუ მიოფებთ სნაიპერის თემას DDD
geojorjika
ხ.მ.ე.ლ.ო
გილოცავ დაბ დღეს smile.gif
ხ.მ.ე.ლ.ო
ციტატა(geojorjika @ Nov 29 2018, 11:12 AM) *
ხ.მ.ე.ლ.ო
გილოცავ დაბ დღეს smile.gif

მადლობა ჟორჟიკ < 3 :*
aleqsa
ხ.მ.ე.ლ.ო

ვუერტდები მილოცვას!! გაიზარდე დიდი ბიჭი smile.gif wink.gif
ხ.მ.ე.ლ.ო
ციტატა(aleqsa @ Nov 29 2018, 01:56 PM) *
ხ.მ.ე.ლ.ო

ვუერტდები მილოცვას!! გაიზარდე დიდი ბიჭი smile.gif wink.gif

მადლობთ მადლობთ ბიჭებო <3
მადლობთ ყველას ვინც მომილოცეთ და მომილოცავთ smile.gif :*
floyd
გილოცავ გიო
giga2010
ხ.მ.ე.ლ.ო
მეც ვუერთდები მილოცვას. წარმატებას გისურვებთ hunter.gif
ხ.მ.ე.ლ.ო
ციტატა
geojorjika
aleqsa
floyd
giga2010


მადლობთ smile.gif
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2019 Invision Power Services, Inc.