hatsan striker 1000x, ტუნინგი, გადაკეთება, გადმოკეთება, გაუმჟობესება... |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
hatsan striker 1000x, ტუნინგი, გადაკეთება, გადმოკეთება, გაუმჟობესება... |
Nov 28 2018, 12:00 PM
პოსტი
#1
|
||
ზუსტი მსროლელი ჯგუფი: Members პოსტები: 1,361 რეგისტრ.: 10-April 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 1,257 ქალაქი:თბილისი |
სალამი ყველას... მოგეხსენებათ და პნევო სამყაროში გარკვეულ ხნიანი პაუზა მქონდა, რაც გულისხმობს იმას, რომ საერთოდ არ მქონდა პნევმატური იარაღი. კარგად მადიანად მოვიწყინე და როგორც იქნა დადგა ის დრო რომ რაიმე ფიშტო შემეძინა და დამეწყო ამჟერად მისი წვალება, (გაუმჯობესება) როგორც სხვა პნევმო იარაღებისა რაც აქამდე მქონია. მოკლედ მე უკვე აქ ვარ და რაღათქმაუნდა დავბრუნდი ახალი იდეებით. რამდენიმე ხნის წინ თემა მქონდა გახსნილი, რომ შევიძენდი ჰატსან სტრაიკერს, ხის კონდახიანს და ვორტექსის ზამბარიანს. მაგრამ ვორტექსის ზამბარიანი ვერც ვიშოვე და რომც მეშოვნა ალბად აღარ ვიყიდდი, იქედან გამომდინარე რომ ქექვის შედეგად აღმოვაჩინე, ზამბარების სპეციალისტებს საერთოდ არ მოსწონთ ვორტექსის ზამბარები, რადგან სალნიკები სუსტი აქვთ და მალე ფუჭდება, შედეგად კი ჰაერს აპარებს და მოკლედ ბლა, ბლა ბლა... ბევრი რომ არ გავწელოთ, ვიყიდე სტრაიკერი, ხის კონდახით ჩვეულებრივ ზამბარაზე, ანუ ეს იმ თემაში სადაც სტრაიკერს ვეძებდი, ჩვენ თანაფორუმელმა მკითხა მაინცდამაინც რატომ გინდა ეგ მოდელიო და მისი პლიუსები ჩამოვუთვალე, აქაც დავამატებ ყოველი შემთხვევისთვის და ვიტყვი, რომ ეს მოდელი აამიტომ ამოვირჩიე: 1) ფასი დაბალია მის მსგავს სხვა მოდელებთან შედარებით. 2) სასხლეტი მექანიზმის ჩამკეტი სისტემა. 3) მისი კომპაქტურობა, საკმაოდ მოკლე და მოსახერხებელია თავის ძალასთან შედარებით. 4) ხის კონდახის დიზაინი, ჩემთვის საკმაოდ მომხიბვლელია. ჰატსანის სხვა მოდელებისაგან განსხვავებით უფრო კლასიკურია ვიდრე დაჭყანული. დავადგი ჩემი რჩეული ოპტიკა (რომელიც საკუთარ თემაში მაქვს განხილული) სიზუსტის შესამოწმებლად, მთელი აფგრეითების დაწყებამდე, რომ თოფზე შემქნოდა გარკვეული წარმოდგენა და დამესკვნა ღირდა თუ არა საბოლოო ჯამში გადაკეთება. ნუ მოკლედ თოფი კარგად ისროდა 20 და 50 მეტრზე, ჩვეულებრივი ზამბარის კვალობაზე. გუშინ დღიდან დავიწყე გადაკეთებაზე მუშაობა. ჯერ რაღათქმა უნდა წინ პლასტმასი რომ აქვს ეგ უნდა მომეშორებინა, იქედან გამომდინარე, რომ სულ სხვა რამის დაგებას ვაპირებ ლულაზე. (თან ოპტიკას უშლის სუფთა ხედვაში ხელს) ნუ ეს ცოტა მომავალში. მანამდე კი რაც შეეხება ამ ნადულნიკის მსგავს პლასტმასს, მოკლედ დამტანჯა რა, ხან ადუღებულ წყალში ჩავდე, ხან პირდაპირი მნიშვნელობით ცეცხლზე შევჭვი, რომ ვერ ვაცლიდი აღარ მიღირდა უვნებლად დატოვება, მაგრამ მაინც ვერ მოვაცალე და მერე რეზაკით ავათალე ძლივს-ძლიობით. თურმე შრეები ჰქონია შიგნით და აბა როგორ მოძვრებოდა ის პლასტმასი, ჩაღრმავებულ და ამოღრმავებულ ადგილებში იყო ჩამოსხმული, ანუ ამას ვგულისხმობთ, ვინც ამ თოფს შეიძენთ სამომავლოდ რომ იცოდეთ ადუღებული წყლით ვერ მოაშორებთ მაგ პლასტმასს. სხვათაშორის პლასტმასის გარეშე 32.3 მმ-ია ლულის სიგრძე. ამჟამად თოფი ასე გამოიყურება. ჩვენი თანაფორუმელიდან განსაკუთრებით aleqsa-ს, NRG-ს და chicho -ს აინტერესებდა ამ თოფის მოდიფიკაციის შესახებ და აი ბიჭებო, მოკლედ დავიწყე... ეხლა დროებით დაგემშვიდობებით, შემდეგ ნაბიჯამდე ცოტა დრო დამრჩა და გავაგრძელებ თემას...
| |
> |
|
|
Nov 28 2018, 11:25 PM
პოსტი
#2
|
||
ვეტერანი ჯგუფი: Administrators პოსტები: 11,796 რეგისტრ.: 7-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 8 ქალაქი:Tbilisi |
sekurifa იცი რამდენია ხანია მურკას ვეძებ ნორმალურ მდგომარეობაში და ფასში მაგრამ არაა არსად
| |
> |
|
|
Nov 28 2018, 11:35 PM
პოსტი
#3
|
||
მსროლელი ჯგუფი: სულებზე მონადირე პოსტები: 707 რეგისტრ.: 18-May 16 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 2,171 ქალაქი:თბილისი |
sekurifa იცი რამდენია ხანია მურკას ვეძებ ნორმალურ მდგომარეობაში და ფასში მაგრამ არაა არსად მეც ვეძებ, კალიბრს ქონდა შარშან შემოტანილი ბაიკალის პნევმატურები მრ -60 ებიც და მრ-61 ებიც, ეს უკანასკნელი ავიღე და დღესდღეობით მაგის ლულაა "გიჟუას" დონორი. და სხვათაშორის საკმაოდ კარგ შედგებზეც გავედით განსაკუთრებით რაც ჯაჯამ ფასკები გაუსწორა სტაბილურ 15-18მმ. ჯგუფებს მაძლევს. მარა მე ახალი "მურკები" არ მომწონს ლულაც რომ პლასტიკის კოლოფში უზის, მეც ძველ ვერსიას ვეძებ, ლითონის კოლოფით რომაა მარა ძალიან იშვიატადაა... ვერ ვშოულობ მასეთს...
| |
> |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th November 2024 - 08:59 PM |
Hosted by Pro-Service |