![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
||
![]() ზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,361 რეგისტრ.: 10-April 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 1,257 ქალაქი:თბილისი ![]() |
სალამი ყველას... ![]() მოგეხსენებათ და პნევო სამყაროში გარკვეულ ხნიანი პაუზა მქონდა, რაც გულისხმობს იმას, რომ საერთოდ არ მქონდა პნევმატური იარაღი. კარგად მადიანად მოვიწყინე და როგორც იქნა დადგა ის დრო რომ რაიმე ფიშტო შემეძინა და დამეწყო ამჟერად მისი წვალება, (გაუმჯობესება) როგორც სხვა პნევმო იარაღებისა რაც აქამდე მქონია. მოკლედ მე უკვე აქ ვარ და რაღათქმაუნდა დავბრუნდი ახალი იდეებით. რამდენიმე ხნის წინ თემა მქონდა გახსნილი, რომ შევიძენდი ჰატსან სტრაიკერს, ხის კონდახიანს და ვორტექსის ზამბარიანს. მაგრამ ვორტექსის ზამბარიანი ვერც ვიშოვე და რომც მეშოვნა ალბად აღარ ვიყიდდი, იქედან გამომდინარე რომ ქექვის შედეგად აღმოვაჩინე, ზამბარების სპეციალისტებს საერთოდ არ მოსწონთ ვორტექსის ზამბარები, რადგან სალნიკები სუსტი აქვთ და მალე ფუჭდება, შედეგად კი ჰაერს აპარებს და მოკლედ ბლა, ბლა ბლა... ბევრი რომ არ გავწელოთ, ვიყიდე სტრაიკერი, ხის კონდახით ჩვეულებრივ ზამბარაზე, ანუ ეს ![]() იმ თემაში სადაც სტრაიკერს ვეძებდი, ჩვენ თანაფორუმელმა მკითხა მაინცდამაინც რატომ გინდა ეგ მოდელიო და მისი პლიუსები ჩამოვუთვალე, აქაც დავამატებ ყოველი შემთხვევისთვის და ვიტყვი, რომ ეს მოდელი აამიტომ ამოვირჩიე: 1) ფასი დაბალია მის მსგავს სხვა მოდელებთან შედარებით. 2) სასხლეტი მექანიზმის ჩამკეტი სისტემა. 3) მისი კომპაქტურობა, საკმაოდ მოკლე და მოსახერხებელია თავის ძალასთან შედარებით. 4) ხის კონდახის დიზაინი, ჩემთვის საკმაოდ მომხიბვლელია. ჰატსანის სხვა მოდელებისაგან განსხვავებით უფრო კლასიკურია ვიდრე დაჭყანული. დავადგი ჩემი რჩეული ოპტიკა (რომელიც საკუთარ თემაში მაქვს განხილული) სიზუსტის შესამოწმებლად, მთელი აფგრეითების დაწყებამდე, რომ თოფზე შემქნოდა გარკვეული წარმოდგენა და დამესკვნა ღირდა თუ არა საბოლოო ჯამში გადაკეთება. ნუ მოკლედ თოფი კარგად ისროდა 20 და 50 მეტრზე, ჩვეულებრივი ზამბარის კვალობაზე. გუშინ დღიდან დავიწყე გადაკეთებაზე მუშაობა. ჯერ რაღათქმა უნდა წინ პლასტმასი რომ აქვს ეგ უნდა მომეშორებინა, იქედან გამომდინარე, რომ სულ სხვა რამის დაგებას ვაპირებ ლულაზე. (თან ოპტიკას უშლის სუფთა ხედვაში ხელს) ნუ ეს ცოტა მომავალში. მანამდე კი რაც შეეხება ამ ნადულნიკის მსგავს პლასტმასს, მოკლედ დამტანჯა რა, ხან ადუღებულ წყალში ჩავდე, ხან პირდაპირი მნიშვნელობით ცეცხლზე შევჭვი, რომ ვერ ვაცლიდი აღარ მიღირდა უვნებლად დატოვება, მაგრამ მაინც ვერ მოვაცალე და მერე რეზაკით ავათალე ძლივს-ძლიობით. თურმე შრეები ჰქონია შიგნით და აბა როგორ მოძვრებოდა ის პლასტმასი, ჩაღრმავებულ და ამოღრმავებულ ადგილებში იყო ჩამოსხმული, ანუ ამას ვგულისხმობთ, ვინც ამ თოფს შეიძენთ სამომავლოდ რომ იცოდეთ ადუღებული წყლით ვერ მოაშორებთ მაგ პლასტმასს. ![]() სხვათაშორის პლასტმასის გარეშე 32.3 მმ-ია ლულის სიგრძე. ამჟამად თოფი ასე გამოიყურება. ![]() ჩვენი თანაფორუმელიდან განსაკუთრებით aleqsa-ს, NRG-ს და chicho -ს აინტერესებდა ამ თოფის მოდიფიკაციის შესახებ და აი ბიჭებო, მოკლედ დავიწყე... ![]() ეხლა დროებით დაგემშვიდობებით, შემდეგ ნაბიჯამდე ცოტა დრო დამრჩა და გავაგრძელებ თემას...
| |
> |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
||
![]() ზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სულებზე მონადირე პოსტები: 1,619 რეგისტრ.: 23-September 16 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 2,202 ქალაქი:თბილისი ![]() |
ხ.მ.ე.ლ.ო მომილოცავს!!! ძალიან დახვეწილი და კარგი მოდელია. იმედია გაგვიზიარებ რას უპირებ შემდგომში. რა ჯგუფს გაძლევდათ 50 მეტრზე?
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#3
|
||
![]() ზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,361 რეგისტრ.: 10-April 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 1,257 ქალაქი:თბილისი ![]() |
ხ.მ.ე.ლ.ო მომილოცავს!!! ძალიან დახვეწილი და კარგი მოდელია. იმედია გაგვიზიარებ რას უპირებ შემდგომში. რა ჯგუფს გაძლევდათ 50 მეტრზე? ისე კარგად ვერ გავტესტე, თან ციოდა თან ცოტა ნიავი იყო, 50 მეტრზე 3 ცალი ერთად დავსვი დაახლოებით ლარიანის ხელა და 2 ცალი კარგად მოშორებით. მაგრამ ეგ ჩვეულებრივი ზამბარის კვალობაზე, მე კიდევ ნიტროთი ჩანაცვლებას ვუპირებ, მთელი თემის არსიც ამეებშია. ^_^ უი წამომცდა? ![]() ხ.მ.ე.ლ.ო კიი ხმელო მაინტერესებს რას უპირებ და რა გამოვა? ადრეც გითხარი მეც ძმიშვილს ვუყიდე დაბადების დღეზე საჩუქრად და საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა ძალა სიზუსტესთან მიმარტებაში. მე მაქსიმუმ 40მ. დე მაქვს გატესტილი და საკმაოდ ნორმალურ ჯგუფებს აკეტებდა (ზუსტი ზომა არმახსოვს) დიზანი ხომ მართლაც მშვენიერიაქვს, მეც ძალიან მომწონს ნატურალური კავკასიური კაკლის კონდახი... და რათქმაუნდა ძალიან დაბალი ფასი!!! მე მაშინ 2 წლის უკან თუარვცდები სულ ახალში მაგნუმში 265ლ. გადავიხადე მოკლეთ ველი შენს შემდეგ იდეებს და შედეგებს... წარმატებები !!! ![]() მეც 265 გადავიხადე თოფში. (აი გადაკეთება კი საკმაოდ ხარჯიანია) სხვაგან კი ღირს 320 და 350 მაგრამ ეხლა მაგნუმსიც ეგ ძველი პარტია აქვთ შემორჩენილი და მაგ ფასად მაგიტომ ყიდიან ალბად. ახალს თუ შემოიტანენ შეიძლება გააძვირონ. giga2010 aleqsa როგორც უკვე წამომცდა, შემდეგი ეტაპი ნიტრო ზამბარაა. მოკლედ შეკვეთილი მაქვს უკრაინაში ოსტატთან და ველოდები როდის ჩამოვა ![]()
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 9th May 2025 - 11:39 AM |
Hosted by Pro-Service |