|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
Dec 20 2009, 06:10 PM
პოსტი
#1
|
||
|
მაძიებელი ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 318 რეგისტრ.: 21-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: baTumi წევრი №: 224 |
ამ კვირას გავედი სოფელში,როგორც ადრე მოგახსნეთ ჩიტები იქ ძალიან ცოტანი არიან,მაგრამ ამ კვირა დღეს ცოტათი სიცივე იყო და გამოჩნდნენ,ბევრი ვიბოდიალე თუ ცოტა ვიხროლეთ სადღაც 30-დე გამოს ტყვია ზუსტად აღარ მახსოვს რომელია 8 ლარი მივეცი 200 ცალიან ყუთში,თან დავაყოლებ,რომ ძალიან საშინელი ტყვიებია არცერთი ერთმანეთს არ გავს 1 ტყვია გადავაგდე არასცორად იყო მოჭრილი ![]() ![]() ისე კი დავიღალე ამდენ სირბილში,თან თავზე მიმინო დაფრინავდა, ნადირობდა ნერვები დამაწყდა,მისი მოკვლა კი ნამდვილი საცოდაობა იქნებოდა და ამიტომ არც კი მიფიქრია რაიმე ცუდი. მე მგონი რაღაც რეპორტუს გამომივიდა
| |
| > |
|
|
![]() |
Oct 16 2018, 01:09 AM
პოსტი
#2
|
||
![]() მსროლელი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სულებზე მონადირე პოსტები: 707 რეგისტრ.: 18-May 16 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 2,171 ქალაქი:თბილისი |
საღამო მშვიდობისა! მინდა ჩემი და რამდენიმე ჩვენი თანაფორუმელის წალკაში ნადირობის ამბავი მოგიყვეთ სახელწოდებით "იხვი არა იხვი" დაახლოვებით 2 კვირის უკან იხვის და წალკის კარასის დაგემოვნების მიზნით გადავწყვიტეთ მეგობრებმა 2 დღით "გაგველაშქრა" (რომელიც ჩვენდაუნებურად და გიოს მანქანის გადამკიდე 4 დღიანში გადაგვეზარდა ხოდა ჩავაბარგეთ ჩვენი თოფ იარაღები, აღჭურვილობიანად და კარავ სპალნიკებიანად ორ მანქანაში და დავადექით გზას. მოკლედ თავშივე მინდა ავღნიშნო რომ, როგორც აღმოჩნდა გიოს მანქნას ნამეტანი "ჩვილი გული" აღმოაჩნდა და რო გაიგო სანადიროდ მიმაჭენებს ჩემი პატრონიო გზაშივე ჯერ აუდუღდა და მერე შეუღონდა გული მანგლისის აღმართებთან (წყალი აგვიდუღა ბევრი ვიარეთ თუ ცოტა, ცხრა მთა რო გადავიარეთ და ცხრა ზღვა როგორც იქნა მივედიდით დანიშნულების პირველ პუნქტამდე, არმისული სოფელ იმერამდის გზისპირას ორი პატარა დაჭაობებულ ტბაა (უფროსწორად მოზრდილი გუბურები) და იქ გადავწყვიტეთ ალიონის შეხვედრაც და ნადირობის დაწყებაც, გათენებამდე სადღაც 1 საათი იყო დარჩენილი და ჩვენც უქმად რომარ დაგვეკარგა დრო წავიხემსეთ და ერთი სახარება და დილის მადლი დავილოცეთ... ერთს მეორე მოყვა და მეხუთე სახარებაზე ირიჟრაჟა კიდეც ამ ახორხოცებულ და უკვე კაი დამფრთხალ ჭაობის მობინადრეებთან კუკუ-დამალობანას თამაშს უკვე აზრი აღა ქონდა და ჩვენც გადავწყვიტეთ დილოკაციის ადგილის შეცვლა და მეორე დანიშნულების პუნქტის მონახულება, ჩავბარგდით ისევ მანქანებში და გადავინაცვლეთ ცოტა წინ წალკის მიმართულებით, ხელმარჯვნივ სოფელ ბარეთთან არის მოზრდილი ტბა ამავე სოფლის დასახელებით ხოდა ჩვენც იქით გადავუხვიეთ: ![]() ![]() ![]() ![]() აქ უკვე კარგათაც ინათა და ტბის დანახვისთანავე ტბაზე კაი მრავლად შევნიშნეთ იხვებიც მარა რათგინდა? ყველა შუაგულ ტბაში დაცურავდა ნაპირს არცერთი არ ეკარებოდა, ცდა ბედის მონახევრეაო და ჩვენც ვცადეთ მაინც იღბალი, აკაკიმ ანკესებიც ჩაუშვა დროის დაუკარგავათ ჩვენ ნავი გავბერეთ და ჩვენმა ახალმა მეგობარმა გიორგიმ ინსტრუქტაჟიც ჩაგვიტარა ნავით წყალში როგორ უნდა მოვქცეულიყავით. ![]() ![]() ![]() გადავწყვიტე ბედის ცდა და ყველასგან დამოუკიდებლად მარტომ შევბედე ნავით ტბაში შესვლა, უნდა ვაღიარო ცოტა წვალების შემდეგ ავუღე ალღო თუ როგორ უნდა მოვქცეულიყავი ნიჩბებთან და შედეგიც მალე გამოიღო ჩემმა მონდომებამ, ერთი წრე შემოვუარე ახლომახლო ლეშქაშებს და დავბრუნდი უკან ნაპირთან, ჩემდა გასაკვირად ძალიან სასიამოვნოცკი გამოდგა ტბაში ნავით სეირნობა, ![]() ![]() მარა ჩვენი ძირითადი მიზანი, იხვი და თევზი ჯერ კიდევ მიუღწეველი იყო და დავატყეთ აქაც არ გვქონდა მაინცადამაინც დიდი შანსები, იხვები 200-300 მეტრზე ახლო არ გვიშვებდნენ გაშლილ წყალში და ზედ დართულზე ანკესები რომ დაინახა ერთი მწყემსიც მოვიდა გაკვირვებული აქ თევზს რაუნდა შვილო ეტყობა პირველად ხართო, თევზი თუ გინდათ წალკაში ჩადითოოო. ჩვენც ავიბარგეთ, ეს გაბერილი ნავი აკაკის მანქანაზე დაუჩუტავად დავაკარით და საბოლოო დანიშნულების ადგილზე ჩასასვლელად გავემგზავრეთ, ხოდა აი აქედან დაიწყო ჩვენი მარცხიანი ნადირობაც!!! გიო თავის მანქანით წინ მიდიოდა უკან აკაკის მანქანით მივყვებოდით ჩვენც როცა ჩემდა ჭირად (უფროსწორად გიოს და გიოს მანქანის ჭირად) ტბის ნაპირას ლეშქაშებში ორი იხვი შევნიშნე, აკაკიმ ესევე გააჩერა მანქანა და ვინაიდან თოფი მარტო მე მქონდა მზათ (აკაკის თოფი შალითაში იდო) ჩემი თოფი აკაკის მივეცი რომ ჩემთვის მოუხერხებელი იყო მარჯვენა პოზიციიდან სროლა, აკაკის 2 თუ სამი ახლო მანძილზე აცდენის შემდეგ (ის იხვიც წერას ყავდა ატანილი აშკარად) იხვი ისევ ადგილზე დარჩა არ გაფრენილა, მხოლოდ დაყვინთავდა და ისევე იქვე ამოდიოდა მალევე სადაც ჩაყვინთავდახოლმე, ისევ მე ვცადე ჩემივე თოფიდან სროლა, პირველი აცდენის შემდეგ მივხვდი რომ თვალის ზომამ მანძილი მომატყუა და მესამე წერტილზე ავუწიე სამიზნე, ბახ და რამდენიმე გაფართხალების შემდეგ ამობრუნდა ეს ჩვენი მყვინთავი იხვუნია და თეთრი მუცლით ამობრუნებულმა დაიწყო წყალზე ტივტივი!!! რაციაზე ვახარეთ უკვე კაი მანძილზე წინ წასულ გიოს პირველი ნანადირევი და ვთხოვეთ გაჩერებულიყო დაეცადა ჩვენთვის ვიდრე წყლიდან გამოვიტანდი იხვს. კი დავიხადე და ვცადე ამ დაჭაობებულ ნაპირზე შესვლა მარა მკერდამდე რო ჩავეფალი ჭაობში მივხვდი შეიძლებოდა იმ იხვივით მეც იქ დამედო სამუდამო სასუფეველი და უკან ამოვბრუნდი, კი გვეზარებოდა მარა სხვა რა გზა იყოდა მოვხსენით გულდაგულ გამოკვანძული ნავი აკაკის მანქანის სახურავიდან, მარა ჰოი საოცრებავ ნიჩბები კაპუტ!!! გიოს ჩაუწყვია თავის მანქანაში, ისევ გადავეცით რციაში ნიჩბები მოეტანა ჩვენთვის და ამაობაში გვარიანად ამაკანკალა, გახურების და მინიმუმ სურდოს აცილების მიზნით 2-2 სახარება კიდევ ცავცხეთ მედა აკაკიმ, გიოც მობრუნდა ამასობაში და ნიჩბები მოგვიტანა, იხვი მოიკითხა აბა სადააო და იქით გავახედეთ საითაც გვეგულებოდა მარა ვაი!!! სადაა იხვი???!!! არადა ვიდრე გიო მოვიდოდა 10-15 წუთი ამობრუნებული თეთრი მუცლით ტივტივებდა წყალზე, არ შევეპუე და მაინც ნავით დიიიიიდი წვალებით შევაღწიე ამ აჭაობებული ნაპირიდან შედარებით ცოტა წყლიან ადგილას სადც იხვი მეგულებოდა, კაი ხანს ვეძებე, ვეძებე, ვეძებე მარა ფაფუ იხვი, სად გაქრა და როგორ ვეღარ გავარკვიე გზა და კვალი!!! რაღაც ვიზავდი? შევეგუე მარცხს და გამოვბრუნდი უკან. დავაკარით ისევ ნავი კაკაის მანქანას და გავაგრძელოთ გვინდა გზა წალკისკენ მარა.... !!!! გიომ გასაღებს ვერ ვპოულობო!!! ყველა ჯიბე რომ ამოვატრიელებინეთ და მერე ტვითონ გიოც ამოვაბრუნეთ და ისე ვიქნიეთ თავდაყირა და არაფერი არ გადმოუვარდა გასაღების მსგავსიცკი, მივხვდით გზაში ამოუვარდა სადმეო და ოთხივემ გავუყევით იმ გზას რაც გიომ ნიჩბების მოტანისას გამოიარა ჩვენსკენ. მოკლედ დაახლოვებით 5 საათის მანძილზე თვითოეულმა ალბათ იმ დღისით 10-10 კილომეტრი მაინც ვიარეთ ეს გზა წინ და უკან, წინ და უკან მარა იმ იხვივით ცამ ჩაყლაპა ის გასაღები თუ მიწამ ვერაფერი ვერ გავარკვიეთ. გადავწყვითეთ "ზამოკის" ჩამოშლა და "პერემიჩკით" დაქოქვა მანქანის მარა კუკუ!!! ისე საგულდაგულოდ ჩაურაზია გიოს წამოსვლის წინ მანქანა ბუზიცკი ვერ შევაფრინეთ მანქანაში რომ კარები გაეღო შიგნიდან, რომელიღაცამ დაიძახა მავრთულიო მარა იმ ტრიალ მინდორში მავრთულის გარდა ყველაფერი ვიპოვოთ, დავაჯექით აკაკის მანქანას და ბარეთში ჩასვლა გადავწყვიტეთ მავრთულისთვის!!! გზათ ფერმა შემოგვხვდა და იმის ღობეს მოვატეხეთ საჭირო ზომის მავრთული და დავბრუნდით უკან, ბევრი წვალების შემდეგ წკაპ და მოედო კბილი საკეტს!!! არის გაიღო კარები და ცოტა გვეშველათქო ვიფიქრეთ, ვეცი ატვერტკით ჩამოვყარეთ "ზამოკის პროვოდკები" მარა ნწ-ნწ-ნწ!!!! არაფრით არ უნდა გიოს თეთრას დაქოქვა, რააღარ ვეხვეწეთ დავანამუსეთ კაი ბენზინით ყელის ჩაკოკლოზინებასაც დავპირდით მარა კახურ ვირზე ჯიუტი გამოდგა ეგ ოხერი!!! გადავუღეთ სურათები ამ ჩამოშლილ "ზამოკს" და ვაიბერზე გადმოვუყარეთ თბილისში ხელოსანს და... ![]() ![]() ![]() ამ ხელოსანმა სუმთლა ცივი წყალი გადაგვავლოოოო, ეგო ჩიპიანი გასაღები ყოფილაო და ვერაფრით ვერ დაქოქავთ ევაკუატორი გინდათოოოო!!! რას ვიზავდით? ჩავედით წალკაში, ერთ ახლობელს ვთხოვე და გვიშოვა ევაკუატორი, მეორე დღისთვის შევუთანხმდით და დავბრუნდით უკან გიოს გაჯიუტებულ თეთრასთან. უკვე ჩამობნელდა კიდეც და დავიწყეთ ვახშმის სამზადისი: ![]() ![]() ![]() ![]() ![]() იმ ღამით კაი გვარიანი ქეიფი მოვცხეთ, აკაკის კახური რქაწითელი ძალიან მოუხდა მწვადს და... მეორე დღეს ვიდრე ევაკუატორი მოვიდოდა (4 საათზე შევითანხმეთ) მაინც გადავწყვიტეთ ერთი მანქანით ჩავსულიყავით წალკის ტბაზე, საჭირო აღჭურვილობა გადმოვაბარგეთ აკაკის მანქანაში და წავედით, იქ ცოტა უფრო იღბლიანი დღე გვქონდა და... ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() მოკლედ ბევრი რომარ გავაგრძელო თბილისიდან დაგვირეკეს ეგ ჩამოშლილი ზამოკის ნაწილები გამოგვიგზავნეთო, ახალ გასაღებს გავჩარხავთ დაგიპროგრამებთ მაგ ზამოკზევეო და ისევ უკან გადმოგიზავნითო, დააყენებთ და დაიქოქებაო. ევაკუატორს გავუუქმეთ გამოძახება და ერთი დღე კიდევ გადავწყვიტეთ დარჩენა, მე და გიო წავედით ავიღეთ ეს ნაწილებიც და კარავ სპალნიკებიც გამოვიყოლეთ, ჩავედით წალკაში და გამოვაგზავნეთ თბილისის მარშუტკით ის ნაწილები, დავბრუნდით ისევ ტბაზე სადაც აკაკიმ და გიმ დაჭერილი კარასები დაგვახვედრეს და ის ღამეც წალკის ტბის თავზე ტყეში გაშლილ კარვებში გავათენეთ. მეორე დილას ადრიანად გავუტევით ტყის ნაპირებს მე და გიო იქნებ რამე შემოგვეფათერაკოსო, მარა რამოდენიმე შაშვის და ჩხიკვების მეტი ვერაფერი ვნახეთ. აი სოკო კი დავკრიფეთ ოხრათ მარა ცნობა არცერთმა არ ვიცოდით, სურათები გადმოვაგზავნეთ ისევ სოკოს "ექსპერტებთან" და ამათმა ზუსტი და უეჭველი დასკვნა გადმოგვიგზავნეს: ორი ვარიანტიაო, ან მოგწამლავთ ან არაო!!! აი მესამე დილით კი გიომ როგორც იქნა კაი შორ მანძილზე მოინადირა იხვუკა ![]() ![]() ![]() ![]() ამასობაში მოსაღამოვდა და ის დაშლილი ზამოკი ახალი გასაღებიანად ჩამოგვივიდა უკან, ვეცით სასწრაფოდ დავაყენეთ მარა.... გიოს თეთრამ როგორც წინა დღეს გაფშიკა ფეხები ისევ ისე ჯიუტად გააგრძელა უარზე ყოფნა, მოგვიწია ისევ იმ ევაკუატორის მოძებნა, მარა ამაღამ ვერაფრით გიშველით დილაზე მოვალოოოოო, ის ღამეც ბარეთის ტბასთან გავათენეთ ნაქანაში... მეოთხე დღეს როგორც იქნა დავუდეთ ევაკუატორზე ეს გაჯორებული "ეშმაკის მოგონილი" და წამვჩაკჩაკდით თბილისს, მივაღწიეთ ელექტრიკამდე და ზუსტად 10 წამში დაქოქა მანქანა!!! სიგნალიზაციის ბლოკზე მიაჭრა ორი შნური ერთმანეთზე გადაგრიხა და დაიქოქა!!!! საბოლოოთ კაი გვარიანი წვალება კი გამოგვივიდა მარა მაინც მშვენიერი რელაქსაცია იყო!!! იძულებითი 4 დღე მარა მაინც... ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() პ.ს. ხო, კიდევ გუშინ მოვასხედით გიოს თეთრას ბიჭები და კაჭრეთში გავსქურეთ ქედნების "მოსაკითხათ" მარა ეტყობა თავიდან არ იცოდა და გზაში რო გაიგო მანქანამ ისევ სანადიროთ მივყევარო უკვე ადგილამდეც აღარ მიგვიყვანა, ზედ ჩაილურის წყალთან გაფშიკა ფეხები და შეუღონდა გული!!! ძველი გამონათქვამი აგვიცხადა და მართლა ჩაილურის წყალი დალია პირდაპირი მნიშვნელობით!!! გუშინაც ევაკუატორით ჩამოვაბრძანეთ უკან, ხოდა გიო ხო ხედავ რო ნადირობაზე ელეთმელეთი ემართება მაგ მანქანას და ბარემ თავიდანვე ევაკუატორი ვიქირავოთხოლმე და იმით ვიაროთ სადაც წავალთ, რაღას ვწვალობთ ან ჩვენ და ან ეგ მანქანა?
| |
| > |
|
|
toti ნადირობა, გასვლები, შედეგები Dec 20 2009, 06:10 PM
geojorjika toti
კარგია , ისე კროს... Dec 20 2009, 06:14 PM
toti ვიცი ვიცი მაგრამ კ... Dec 20 2009, 06:17 PM
foxi ესეიგი უკვე მეორე ... Dec 20 2009, 10:59 PM
skywalker მალე მეც შემოგიერთ... Dec 21 2009, 07:40 AM
skywalker Phantom 1000X ვუთხარი გრიგ... Dec 21 2009, 11:50 AM
nihontoman skywalker
400 ლარის ფარგლე... Dec 21 2009, 12:33 PM
toti ამ საღამოს ერთი სა... Dec 22 2009, 11:35 PM
cz80 toti
საღოლ კი მაგრამ... Dec 22 2009, 11:39 PM
foxi :thumbsup: საგოლ ტოტი! Dec 23 2009, 12:15 AM
bazuka ეგრე უნდათ მაგათ დ... Dec 23 2009, 01:10 AM
cz80 ციტატა(bazuka @ 23rd December 200... Dec 23 2009, 01:13 AM
Der Rote Baron toti საღოლ კაია! მარ... Dec 23 2009, 02:00 AM
toti არა თავში ვერ მოვა... Dec 23 2009, 12:50 PM
Leonce ერთხელ ერთ ვირთხას... Nov 14 2010, 12:51 PM
koknar ვირთხებს სამეფო კო... Nov 14 2010, 05:32 PM
foxi ისე კაცმა რო თქვას,... Nov 15 2010, 09:15 AM
nihontoman ციტატა(foxi @ Nov 15 2010, 10... Nov 15 2010, 09:27 AM
sekurifa დღეს რაღაც ბავშვობ... Feb 24 2012, 03:44 PM
TAMPLIER sekurifa
რა საინტერესოდ... Feb 24 2012, 04:13 PM
master ნიორწყალში მაგარი... Feb 24 2012, 05:05 PM
userman ნადირობის თემები ბ... Dec 3 2015, 07:42 AM
koknar userman
შინაური თუ ქალა... Dec 3 2015, 11:15 AM
ja_ja აუ ტიპს იმენნა მაგ... Dec 3 2015, 01:45 PM
userman აქაც დავდებ ნახონ ... Jul 14 2016, 07:22 AM
okela84 userman
2:54-ზე რა დროწიკი... Jul 14 2016, 01:20 PM
userman okela84
ციტატა(aleqsandre @ 14t... Jul 14 2016, 02:12 PM
okela84 userman
ციტატა(userman @ 14th Ju... Jul 14 2016, 05:09 PM
mister_io კარგი იყო ვისიამოვ... Jul 14 2016, 05:38 PM
userman სამწუხაროა ეს , რომ ... Jul 15 2016, 10:02 PM
okela84 userman
ერთ ხაზზე არ ზი... Jul 15 2016, 11:01 PM
pilotina okela84
ციტატა(aleqsandre @ 16th... Jul 15 2016, 11:49 PM
okela84 მე მომეჩვენა რო მა... Jul 16 2016, 01:09 AM
userman okela84
ციტატა(aleqsandre @ 16th... Jul 16 2016, 06:47 AM
pilotina userman
ციტატა(userman @ 16th Ju... Jul 16 2016, 10:45 AM
okela84 მე გეუბნებით რო მა... Jul 16 2016, 01:15 PM
userman okela84
ციტატა(aleqsandre @ 16th... Jul 16 2016, 01:57 PM
okela84 userman
მოდი ეხლა ნამეტ... Jul 16 2016, 02:31 PM
name userman
მადაზე მომიყვა... Jul 21 2016, 07:10 PM
userman name
ციტატა(name @ 21st July 201... Jul 21 2016, 08:05 PM
bubusicha ციტატა(userman @ 21st July 2016 ... Jul 21 2016, 10:50 PM
temo-777 როდის იხსნება სეზო... Jul 22 2016, 02:30 PM
SVD 15 აგვისტოს თუ არ ვც... Jul 22 2016, 02:49 PM
pilotina დღევანდელი გასეირ... Jul 22 2016, 05:55 PM
userman pilotina
აქაოდა ზემოდა... Jul 22 2016, 06:13 PM
okela84 მარცხენები როა ეგე... Jul 22 2016, 06:26 PM
pilotina userman
ციტატა(userman @ 22nd Ju... Jul 22 2016, 06:44 PM
okela84 ციტატა(pilotina @ 22nd July 2016 ... Jul 22 2016, 07:13 PM
pilotina ეს დღევანდელი ორსა... Sep 4 2016, 06:00 PM
gregory pilotina
მალადეც შენ რა ... Sep 4 2016, 06:46 PM
userman pilotina
მალადეც ! ისე ... Sep 4 2016, 08:10 PM
pilotina userman
ციტატა(userman @ 4th Sep... Sep 4 2016, 08:46 PM
mister_io ციტატა(pilotina @ 4th September 2... Sep 5 2016, 02:19 AM
mamukaaa კაია Sep 5 2016, 08:44 AM
gregory ციტატა(mister_io @ 5th September ... Sep 5 2016, 09:30 AM
ბაიკერი gregory
ბეღურა იგულისხ... Sep 5 2016, 10:33 AM
mister_io ციტატა(ბაიკერი @ 5t... Sep 7 2016, 02:08 PM
geojorjika pilotina Sep 7 2016, 07:33 PM
pilotina geojorjika Sep 7 2016, 07:57 PM
geojorjika როდის წავიდეთ სანა... Sep 7 2016, 08:03 PM
pilotina ციტატა(giorgi @ 7th September 201... Sep 7 2016, 08:41 PM
geojorjika სხვაგან წავიდეთ მე... Sep 7 2016, 08:43 PM
pilotina შაბათს ან კვირას მ... Sep 7 2016, 08:53 PM
geojorjika უფრო კვირას ალბათ ... Sep 7 2016, 09:05 PM
koba1973 aleqsa
კაი ხანია ესე არ... Oct 16 2018, 05:20 AM
mamukaaa RE: ნადირობა, გასვლები, შედეგები Oct 16 2018, 06:37 AM
aleqsa koba1973
ციტატა(koba1973 @ 16t... Oct 16 2018, 07:14 AM
koba1973 aleqsa
ციტატა(ale @ 16th October... Oct 16 2018, 07:38 AM
gregory aleqsa
მშვენიერი რეპო... Oct 16 2018, 10:22 AM
giga2010 aleqsa
მართლა შედევრი... Oct 16 2018, 11:00 AM
okela84 მადლობა რეპორტისთ... Oct 16 2018, 11:02 AM
pilotina aleqsa
ციტატა(ale @ 16th October... Oct 16 2018, 11:28 AM
aleqsa მადლობა ბიჭებო. გა... Oct 16 2018, 11:46 AM
NRG aleqsa
აბა იხვი? იხვი ა... Oct 16 2018, 01:08 PM
ikaaa იხვი არა იხვი მაგ... Oct 16 2018, 06:40 PM![]() ![]() |
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st November 2025 - 08:45 AM |
| Hosted by Pro-Service |