|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
Feb 25 2016, 09:41 PM
პოსტი
#1
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,351 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი |
ესეიგი ბოლო რამდენიმე თვეა ვჩალიჩობ იმაზე რომ ფორუმი და საიტი ახალ ბირთვზე გადავიყვანო, როგორც იქნა ნორმალურად მოვახერხე კონვერტაციის გეგმის გაკეთება... შედეგად ახალი ბირთვი მოგვცემს ახალ შესაძლებლობებს, დამატებით ფუნქციონალს, უბრალოდ თავიდან ცოტა უჩვეულო იქნება ალბათ და აი დიზაინი ვერაფრით ვერ მოვარგე ჯერჯეროგით ისეთი როგორიც ეხლა გვაქვს. ახლა რატომ ვწერ ამ ინფოს... ესეიგი განახლებას სჭირდაბა გარკვეული პროცესები რომელიც საკმაო დროს მოითხოვს, შეიძლება 1 დღეშიც მოესწროს, მაგრამ რეალში 2 დღე იქნება საჭირო. ამიტომაც წინასწარ ვიწყებ თქვებს შემზადებას ჯერ განახლებას არ ვაპირებ, შეიძLება კაი 1 თვე ჯერ კიდევ სატესტო რეჟიმში მქონდეს ბირთვი ლოკალ კომპიუტერზე, ხვალ დაგიყრით რამდენიმე სკრინს ახალი ბირთვიდან და გადახედეთ ერთად რაღაცეები განვიხილოთ, როდის როგრო დავგეგმოთ და.... P.S. ახალ ბირთვს ბევრი რაღაც ისეთი სიახლე აქვს რომ ალბათ ყველაფერ ერთად ვერ ჩავრთავ, ლამის მთელი ცალკე რესპუბლიკაა, თავისი გალერეებით, სტატიებით, ბლოგებით დაუნლოადებით და რავიცი, პროსტა მაგდენი ფუნქციონალი დღეს ჩვენ არც კი გვაქვს დაგეგმილი
| |
| > |
|
|
![]() |
Jul 16 2018, 05:03 PM
პოსტი
#2
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,351 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი |
ფორუმზე დაემატა ახალი კალკულატორი, რომელიც მოგცემთ შესაძლებლობას გამოთვალოთ თქვენი ბალონი რამდენჯერ დაგიტენით თოფის რეზერვუარს ამ ბოლო დროს ფორუმელებს შორის მომრავლდა ბალონების რაოდენობა და სულ უფრო ხშირად ისმის კითხვა - რამდენჯერ მოვახერხებ ჩემი ბალონით თოფის დატენვას.... აი ამ კითხვებისთვის მარტივი პასუხის გასაცემად გავამზადე ახალი კალკულატორი რომელიც ყველა მსურველს დაეხმარება სასურველი რაოდენობის გამოთვლაში. კალკულატორი განთავსებული მენიუს ხაზზე, დააკვირდით სურათს ![]() მოხმარების წესი ძალიან მარტივია, უნდა შეიყვანოთ 6 ძირითადი პარამეტრი, და მიიღებთ დატენვების რაოდენობას. პატარამეტრები უნდა იცოდეთ, გარკვეულ წილად ინფორმაციის სწორედ შეყვანაში დაგეხმარებათ ნაგულისხმევი ციფრები რომლებიც უკვე შეყვანილი კალკულატორში. აქვე მივაყოლებ განმარტებებს: ![]() 1) ველში ციფრით 1 უნდა ჩაწეროთ თუ რა მოცულობის ბალონი გაქვთ ლიტრებში, მაგალითად 3 ლიტრი, 6 ლიტრი 9, ასევე შეიძლება არამთელი ციფრების ჩაწერა, მაგალითად 5.2 ლიტრი, 3.85 და ასე შემდეგ 2) ველში ციფრით 2 უნდა ჩაწეროთ რა მაქსიმალურ წნევაზე იტუმბება თქვენი ბალონი, ძირითადად 300 BAR-ია და მემგონი ეს მონაცემი შესაცვლელი არ გექნებათ, შემდეგი ველი უნდა ყოფილიყო მესამე ნომრად, მაგრამ სპეციალურად გავაკეთე არა რედაქტირებადი და მივაბი მუდმივ პარამეტრად რეზერვუარის წნევაზე. ლოგიკა შემდეგია, თუ რეზერვუარი იტენება 200 ბარზე, აზრი არ აქვს ბალონის მინიმალურ წნევად მივუთითოთ 150 BAR-ი ან 220-BAR-ი ეს გამოიწვევს არასწორ კალკულაციებს, ამიტომაც, ამ ველში ციფრები შეიცვლება თავისით როგორც კი მიუთითებთ რეზერვუარის მაქსიმალურ დატუმბვის წნევას. 3) ველში ციფრით 3 უნდა მიუთითოთ თუ რა მოცულობის რეზერვუარი აქვს თქვენს თოფს კუბურ სანტიმეტრებში. არ აგერიოთ ლიტრები და კუბური სანტიმეტრები, მაგალითად 0.5 ლიტრიანი ბალონი არ შეიძლება ჩაიწეროს როგორც 0.5 კუბური სანტიმეტრი, არამედ ჩაიწერება როგორც 500 კუბი, 0.2 ლიტრინაი ჩაიწერება როგორც 200 კუბი და ასე შემდეგ.... (როგორც წესი ყველა რეზერვუარს აწერია მოცულობა) 4) ველში ნომრით 4 უნდა ჩაწეროთ თუ რა მაქსიმალურ წნევაზე იტენება თქვენი რეზერვუარი, ნუ ძირითადად მე რასაც შემხვედრია ეს არის 136 BAR-ი, არის სტანდარტული 200 BAR-ი და არის ახლად გამოჩენილი 250 BAR-იანი რეზერვუარები, მოკლედ უნდა ნახოთ თქვენს რეზერვუარს რა აწერია და ჩეწერეთ შესაბამისი ციფრი 5) ველში ნომრით 5 უნდა ჩაწეროთ თუ რა წნევაზე აპირებთ ხოლმე დატენოთ თქვენი თოფი, მაგალითად როდესაც თოფი ჩამოდის 120 ბარზე იწყებთ დატენვას, მაშინ ჩაწერეთ მნიშვნელობა 120, თუ ტენით 100 ბარზე ჩაწერეთ შესაბამისი ციფრი შეიძლება 125BAR-ზე ან სულაც 60 BAR-ზე ტენით თქვენს თოფს... მიუთითეთ შესაბამისი ციფრი 6) ბოლო ველში უნდა ჩაწეროთ ინ სავარაუდო მოცულობა რაც იხარჯება უაზროდ, შლანგის დამტენი სადგურის თუ სხვა რაიმე დამატებითი მოცულობის გამო, თითქოს და დიდი ციფრები არაა ხოლმე მაგრამ საერთო ჯამში იძლევა 1-2 დატუმბვის სხვაობას, თუ არ იცით კონკრეტული ციფრი დატოვეთ ის მნიშვნელობა რაც წერია ველში, ან გამოიანგარიშეთ თქვენი სადგურის პარაზიტული მოცულობა, მოკლედ რაც უფრო ზუსტ ციფრს შეიყვანთ მით უფრო ზუსტ მონაცემებს მიიღებთ ბოლო ველში ავტომატურად დაიწერება დატენვების რაოდენობა, ამ ველში ცვლილებებს თქვენ ვერ გააკეთებთ გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ კალკულატორი მოგცემთ საორიენტაციო ციფრს, და არა გარანტირებულ ციფრს, ცდომილება შეიძლება იყოს როგორც პლიუსში ასევე მინუსში, ყველა ფიცრი რომც ჩაწეროთ ზუსტად, ვერავინ ვერ იტყვით გარანტირებულად რომ თოფი მაგალითად ზუსტად 120 BAR-ზე დატენეთ, ისე როგორც კალკულატორში ჩაწერეთ, შეიძლება შემთხვევით 118 BAR-ი ან სულაც 125BAR-ზე დაიწყეთ დატუმბვა, ისევე როგორც შეიძლება რეზერვუარი 200 BAR-ის მაგივრად ცოტათი მეტით, ან ნაკლებით დატუმბოთ, ეს ყველაფერი გარკვეულ ცდომილებებს შეიტანს გამოთვლებში, ალბათ 1-2 დატენვაზე მეტი აცდენა არ იქნება მაგრამ მაინც იქონიეთ ეს ინფორმაცია მხედველობაში. ამ ეტაპისთვის სულ ესაა. იმედია გამოგადგებათ შესაბამისი ცვლილება და გაგიმარტივებთ ცოტათი მაინც ცხოვრებას
| |
| > |
|
|
ja_ja ფორუმის ბირთვის განახლება Feb 25 2016, 09:41 PM
pilotina ja_ja
საინტერესოა. გე... Feb 25 2016, 10:38 PM
gela ja_ja
მივესალმებით ს... Feb 25 2016, 10:39 PM
okela84 იმედია არ დამძიმდე... Feb 26 2016, 12:07 AM
ბაიკერი ძალიან მაგარია. ვე... Feb 26 2016, 12:51 AM
ja_ja აი უხესად რა ფორმა ... Feb 26 2016, 08:59 AM
pilotina სიმპატიჩნად გამოი... Feb 26 2016, 11:13 AM
ja_ja ენა მთლიანად გადას... Feb 26 2016, 11:15 AM
okela84 ja_ja
ჯაჯა ფოვერ ვანო... Feb 26 2016, 11:33 AM
ja_ja okela84
ციტატა(aleqsandre @ 26th... Feb 26 2016, 12:48 PM
SVD ოვერ2ლოქერის ძრავი... Feb 26 2016, 01:05 PM
okela84 ja_ja
ციტატა(ja_ja @ 26th Februa... Feb 26 2016, 01:09 PM
ja_ja okela84
ციტატა(aleqsandre @ 26th... Feb 26 2016, 07:50 PM
Power_VANO ja_ja
ხელოუ, მისტერ!
... Mar 27 2016, 09:33 PM
ja_ja Power_VANO
ციტატა(Power_VANO @ 2... Mar 28 2016, 08:07 AM
Power_VANO ja_ja
ციტატა(ja_ja @ 28th March ... Mar 28 2016, 08:26 AM
koknar ვინც პოსტს დადებს 10... Mar 29 2016, 04:13 PM
ja_ja koknar
ეეე კი მინდოდა ... Mar 29 2016, 08:03 PM
koknar ja_ja
გერმანელებმა ინ... Mar 30 2016, 02:22 PM
ja_ja ვაბშეტა კარგად უნდ... Mar 31 2016, 07:47 AM
ja_ja ესეიგი კეთილო ხალხ... May 5 2016, 07:49 PM
ja_ja ხალხნო შეგახსენებ... May 16 2016, 01:33 PM
SVD რახდებოდა დღეს? კა... Jul 9 2016, 08:29 PM
temo-777 www თი შედის,ისე არა Jul 9 2016, 09:44 PM
ja_ja მოხდა ის რომ....
მოკლ... Jul 10 2016, 10:10 AM
gregory ja_ja
ძაან კარგი საქმ... Jul 16 2018, 06:17 PM
giga2010 ja_ja
მადლობა. Jul 16 2018, 09:49 PM
name ბალონი არ მაქვს მა... Jul 16 2018, 09:53 PM
aleqsa ja_ja
გაიხარე ჯაჯა კა... Jul 17 2018, 09:46 AM
gregory aleqsa
რედუქტორის სემ... Jul 17 2018, 10:59 AM
aleqsa gregory
მადლობა ბატონო... Jul 17 2018, 01:49 PM
ja_ja aleqsa
ციტატა(ale @ 17th July 20... Jul 17 2018, 02:46 PM
aleqsa ციტატა(ja_ja @ 17th July 2018 ... Jul 17 2018, 05:24 PM![]() ![]() |
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st November 2025 - 10:16 AM |
| Hosted by Pro-Service |