ფორუმზე დაემატა ახალი კალკულატორი, რომელიც მოგცემთ შესაძლებლობას გამოთვალოთ თქვენი ბალონი რამდენჯერ დაგიტენით თოფის რეზერვუარს
ამ ბოლო დროს ფორუმელებს შორის მომრავლდა ბალონების რაოდენობა და სულ უფრო ხშირად ისმის კითხვა - რამდენჯერ მოვახერხებ ჩემი ბალონით თოფის დატენვას.... აი ამ კითხვებისთვის მარტივი პასუხის გასაცემად გავამზადე ახალი კალკულატორი რომელიც ყველა მსურველს დაეხმარება სასურველი რაოდენობის გამოთვლაში.
კალკულატორი განთავსებული მენიუს ხაზზე, დააკვირდით სურათს

მოხმარების წესი ძალიან მარტივია, უნდა შეიყვანოთ 6 ძირითადი პარამეტრი, და მიიღებთ დატენვების რაოდენობას. პატარამეტრები უნდა იცოდეთ, გარკვეულ წილად ინფორმაციის სწორედ შეყვანაში დაგეხმარებათ ნაგულისხმევი ციფრები რომლებიც უკვე შეყვანილი კალკულატორში. აქვე მივაყოლებ განმარტებებს:

1) ველში ციფრით 1 უნდა ჩაწეროთ თუ რა მოცულობის ბალონი გაქვთ ლიტრებში, მაგალითად 3 ლიტრი, 6 ლიტრი 9, ასევე შეიძლება არამთელი ციფრების ჩაწერა, მაგალითად 5.2 ლიტრი, 3.85 და ასე შემდეგ
2) ველში ციფრით 2 უნდა ჩაწეროთ რა მაქსიმალურ წნევაზე იტუმბება თქვენი ბალონი, ძირითადად 300 BAR-ია და მემგონი ეს მონაცემი შესაცვლელი არ გექნებათ,
შემდეგი ველი უნდა ყოფილიყო მესამე ნომრად, მაგრამ სპეციალურად გავაკეთე არა რედაქტირებადი და მივაბი მუდმივ პარამეტრად რეზერვუარის წნევაზე. ლოგიკა შემდეგია, თუ რეზერვუარი იტენება 200 ბარზე, აზრი არ აქვს ბალონის მინიმალურ წნევად მივუთითოთ 150 BAR-ი ან 220-BAR-ი ეს გამოიწვევს არასწორ კალკულაციებს, ამიტომაც, ამ ველში ციფრები შეიცვლება თავისით როგორც კი მიუთითებთ რეზერვუარის მაქსიმალურ დატუმბვის წნევას.
3) ველში ციფრით 3 უნდა მიუთითოთ თუ რა მოცულობის რეზერვუარი აქვს თქვენს თოფს კუბურ სანტიმეტრებში. არ აგერიოთ ლიტრები და კუბური სანტიმეტრები, მაგალითად 0.5 ლიტრიანი ბალონი არ შეიძლება ჩაიწეროს როგორც 0.5 კუბური სანტიმეტრი, არამედ ჩაიწერება როგორც 500 კუბი, 0.2 ლიტრინაი ჩაიწერება როგორც 200 კუბი და ასე შემდეგ.... (როგორც წესი ყველა რეზერვუარს აწერია მოცულობა)
4) ველში ნომრით 4 უნდა ჩაწეროთ თუ რა მაქსიმალურ წნევაზე იტენება თქვენი რეზერვუარი, ნუ ძირითადად მე რასაც შემხვედრია ეს არის 136 BAR-ი, არის სტანდარტული 200 BAR-ი და არის ახლად გამოჩენილი 250 BAR-იანი რეზერვუარები, მოკლედ უნდა ნახოთ თქვენს რეზერვუარს რა აწერია და ჩეწერეთ შესაბამისი ციფრი
5) ველში ნომრით 5 უნდა ჩაწეროთ თუ რა წნევაზე აპირებთ ხოლმე დატენოთ თქვენი თოფი, მაგალითად როდესაც თოფი ჩამოდის 120 ბარზე იწყებთ დატენვას, მაშინ ჩაწერეთ მნიშვნელობა 120, თუ ტენით 100 ბარზე ჩაწერეთ შესაბამისი ციფრი შეიძლება 125BAR-ზე ან სულაც 60 BAR-ზე ტენით თქვენს თოფს... მიუთითეთ შესაბამისი ციფრი
6) ბოლო ველში უნდა ჩაწეროთ ინ სავარაუდო მოცულობა რაც იხარჯება უაზროდ, შლანგის დამტენი სადგურის თუ სხვა რაიმე დამატებითი მოცულობის გამო, თითქოს და დიდი ციფრები არაა ხოლმე მაგრამ საერთო ჯამში იძლევა 1-2 დატუმბვის სხვაობას, თუ არ იცით კონკრეტული ციფრი დატოვეთ ის მნიშვნელობა რაც წერია ველში, ან გამოიანგარიშეთ თქვენი სადგურის პარაზიტული მოცულობა, მოკლედ რაც უფრო ზუსტ ციფრს შეიყვანთ მით უფრო ზუსტ მონაცემებს მიიღებთ
ბოლო ველში ავტომატურად დაიწერება დატენვების რაოდენობა, ამ ველში ცვლილებებს თქვენ ვერ გააკეთებთ
გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ კალკულატორი მოგცემთ საორიენტაციო ციფრს, და არა გარანტირებულ ციფრს, ცდომილება შეიძლება იყოს როგორც პლიუსში ასევე მინუსში, ყველა ფიცრი რომც ჩაწეროთ ზუსტად, ვერავინ ვერ იტყვით გარანტირებულად რომ თოფი მაგალითად ზუსტად 120 BAR-ზე დატენეთ, ისე როგორც კალკულატორში ჩაწერეთ, შეიძლება შემთხვევით 118 BAR-ი ან სულაც 125BAR-ზე დაიწყეთ დატუმბვა, ისევე როგორც შეიძლება რეზერვუარი 200 BAR-ის მაგივრად ცოტათი მეტით, ან ნაკლებით დატუმბოთ, ეს ყველაფერი გარკვეულ ცდომილებებს შეიტანს გამოთვლებში, ალბათ 1-2 დატენვაზე მეტი აცდენა არ იქნება მაგრამ მაინც იქონიეთ ეს ინფორმაცია მხედველობაში.
ამ ეტაპისთვის სულ ესაა. იმედია გამოგადგებათ შესაბამისი ცვლილება და გაგიმარტივებთ ცოტათი მაინც ცხოვრებას