![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
||
![]() ზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სულებზე მონადირე პოსტები: 1,619 რეგისტრ.: 23-September 16 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 2,202 ქალაქი:თბილისი ![]() |
სალამი მეგობრებო. გუშინ ბატონ გრეგორმა სასიხარულო ინფორმაცია მომაწოდა. ჩამოვიდა ნანატრი პისტოლეტი სახელად pp700w ARTEMIS. და მეც დღეს, მივაკითხე ამ კარგ ადამიანს. პისტოლეტი აღმოჩნდა ყვითელ-შავ მუყაოს კოლოფში. აქვე დავამატებ რომ ბატონ გრეგორს ქონდა ორი ვერსია. მე რატომღაც ეს ვერსია მომწონდა, თუმცა არც მეორეა არაფრით დასაწუნი თუ მეტი არ არის კიდევ. ![]() ![]() მეორე ვერსია კი ესე გამოიყურება ![]() გავაგრძელებ საუბარს ჩემს არჩევანზე და მოგაწვდით, მწარმოებლის მიერ მითითებულ მონაცემებს. მთლიანი სიგრძე 366მმ-ია, წონა-1100გრამი, ლულის სიგრძე -235მმ, რეზერვუარის მოცულობა -67,5კბ, სამუშაო წნევა მითითებული აქვს თავად რეზერვუარს- 220ბარი. აქვს ქარხნული ინტეგრირებული შრაუდერი, კარგი ინფორმაციული მანომეტრი და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს აქვს რედუქტორი. ასევე მითითებულია რომ შეიძლება სიჩქარის რეგულირება რედუქტორზე არსებული ვინტით. თავად პისტოლეტი, მიუხედავად იმისა რომ ჩინური წარმოებისა, საკმაოდ კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს, კორპუსი იდეალურად დამუშავებულია. ეხლა კი ვისაუბრებ, მის კონსტრუქციაზე. ანუ დატენვის მექნიზმზე, რომლის გამოც მომეწონა. იტენება გვერდიდან კოლოფზე ზემოქმედებით, გადაწევით და თავსდება ტყვია. ლულა ერთი მთლიანი ნაჭერია და არ აქვს ჰაერის გადამშვები. დღეს ამით დავამთავრებ და სამომავლოდ მოგაწვდით ქრონის შედეგებსაც და ჯგუფებსაც. რამოდენიმე ფოტოსაც დავამატებ ინფორმაცისსთვის. ბატონ გრეგორს მინდა კიდევ ერთხელ მადლობა მოვუხადო, გაიხარე!!! ![]() ![]()
| |
> |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
||
![]() ზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სულებზე მონადირე პოსტები: 1,619 რეგისტრ.: 23-September 16 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 2,202 ქალაქი:თბილისი ![]() |
გავაგრძელებ ამ პატარა აგრეგატის მიმოხილვას. დავიწყებ უმნიშვნელო პრობლემით, რომელიც სულ რამოდენიმე წუთში გამოსწორდა. ეს მწვანე რეზინი, რომელიც ფოტოზე ჩანს ტყვიის გასროლის შემდგომ იბერებოდა და ჩამკეტის მოძრაობისას ესე რომ ვთქვათ იკვნიტებოდა. ესეთი რამ ფუჭი გასროლის დროს არ აღენიშნებოდა. თუმცა პრობლემა ძალიან მალე და მარტივად მოგვარდა, როცა ეს მწვანე რეზინი შევცვალე უფრო გამძლე შავი ფერის რეზინით. ![]() დღეს კი დავიწყე მისი გაქრონვა. ტყვია ჯსბ0,67 და ესეთი შედეგი მომცა 1-217მ/წ 2-224 3-219 4-221 5-223 6-224 7-224 8-223 9-223 10-221 11-221 12-223 13-225 14-225 15-227 16-224 17-223 18-223 19-222 20-219 21-217 22-212 23-204 ამის შემდგომ აღარ გამისვრია, თუმცა მანომეტრი 110 ბარს მიჩვენებდა შემდგომ კი მოვსიჯე ჯგუფები. დისტანცია 18მეტრი. ტყვია ჯსბ0.67. საყრდენი ბალიში, მაგრამ საკმაოდ რთული ყოფილა კონდახის მიბჯენის გარეშე სროლა. ჯგუფები კი საკმაოდ კარგი გამომივიდა. აქვე დავამატებ რომ სასხლეტს უნდა დარეგულირება და მიჩვევა. 4 ჯგუფია-- 5 გასროლით ![]() ![]() ![]() ![]()
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th June 2025 - 03:54 AM |
Hosted by Pro-Service |