giga2010 სალამი...
ეს თემა ეხლა ვნახე პირველად. პირველ რიგში გილოცავ ამ ახალ შენაძენს და გაემართლებინოს იმედები, მთლიანად გადავიკითხე თემა და მგონი გაგიმართლა კიდეც და კმაყოფილიც ხარ მაგ სათამაშოთი როგორც ვხვდები
ძალიან საყვარლობა ფიშტოა....
არტემისი... არ ვიცი ზოგადად რამდენი ხანია რაც ეს ჩინური ბრენდი აწარმოებს ამ ახალ თოფებს, მაგრამ ქართულ ბაზარზე მემგონი ახალი ხილია და ერთი ის ვიცი რომ მეც მომწონს მათი პროდუქცია, ფასები ნორმალურია და ხარისხიც მემგონი ცუდი არ უნდა იყოს. გამოყენების პრაქტიკა არ მაქვს ამ ბრენდზე, მაგრამ ფიზიკური შეხება და ხელში ტრიალ-დათვალიერება კი მაქვს გამოვლილი ბევრ მოდელზე და ძალიან მომწონს მისი ფიშტოები. მითუმეტეს კი ეს კონკრეტული მოდელი ARTEMIS P10, რომელსაც უკვე დიდი ხანია ვუტრიალებ და რომელზეც ვაფრენ

შენი ფიშტო მომეწონა, თუმცა მემგონი მწვანე ხელსაკიდით უფრო ლამაზუკაა? ნუ არ ვიცი...

ის ტყვიები, რომელსაც შენ ისვრი ძალიან კარგია დამზადების სიზუსტითაც და თუ მასეთ ნორმალური წონის ტყვიებს შენი ფიშტო მაგ სიჩქარით ისვრის, იმის კვალობაზე რომ ფისტალეტია ძალიან მაგარია ჩემი აზრით. სიზუსტეც კარგი აქვს როგორც უკვე გატესტე (შემდეგში ცოტა მეტ დინსტანციაზე სცადე, ჩემი აზრით გაამართლებს იმედებს 50 მეტრზეც კი, თუ მასეთი სიჩქარით ისვრის ტყვიას)
რაც შეეხება ოპტიკის რინგებს, თუ გადასატენად ცოტა ძნელი გამოსაყენებელია ეგ რინგები რაც გაქვს, დაუყენე უფრო მაღლები, მაგრამ სხვების არ იყოს ცოტა დააწვრილე, ეგ ძაან სქელებია და საერთოდაც ცალ რინგზეც რო დასვა ოპტიკა, არანაირი პრობლემა არ ექნება, იქიდან გამომდინარე რომ ოპტიკაც მსუბუქია და პლიუს ამას თვითონ თოფს არ აქვს უკუცემა რომ რამე უყოს და დააზიანოს ან რინგი ან ოპტიკა, უბრალოდ მთავარია არსად წამოსდო ან არ დაგივარდეს.
კონდახს რაც შეეხება, ეგ რა დაგიყენებია კაცოუ, სურათი რომ ვნახე გული გამისკდა, ეგ ორმხრივი მავთულისგან დამზადებული ჩხირი მოხსენი და გადააგდე საერთოდ
აი ეს კონდახი კი მართლა მაგრად დახატავს მაგ ფიშტოს... თითქოს მაგისთვის შექმნესო ისე ძალიან უხდება

გადატენის სისტემამ მომხიბლა, როგორ ჩაუკომპაქტებიათ ამ ჩინელებს, მშვენიერი მონაგონია

თოფის რეზერვუარი ადვილად იტენება?
და ბოლოს, 2 ჯერ გკითხეს და მაინც არ დაწერე, მალავ ფასს?

გვითხარი ფასი გვაინტერსებს