|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
Mar 12 2018, 02:24 PM
პოსტი
#1
|
||
![]() ზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,866 რეგისტრ.: 9-April 11 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1,256 |
ვერა და ვერ დავადგი საშველი ამ პრობლემას, ეს ორი დეტალი გამიცვდა და ვერაფრით ვერ მოვახერხე ყიდვა. ორივე ერთად ერთადერთ მაღაზიაში ვიპოვე და არცერთი არაა სტოკში და რო ვეკიხთები როდის გექნებათთქო, სასხლეტის მთლიან სისტემას მთავაზობენ, რომელიც 350 ლარამდე ჯდება აქაც ვცადე ამ ნაწილების შეკეთება მაგრამ უშედეგოდ, გაცვეთილ ადგილებს თითო წვეთი ფოლადი დავადეთ კემპით და შემდეგ ქლიბით დავიყვანე საჭირო ზომამდე, პირველ ჯერზე შედარებით უკეთ გამომივიდა, ცოტა ხანი იმუშავა და მალე გაცვდა. მეორე ჯერზე კი იგივე რო გავიმეორე უკვე მკვეთღად ავცდი ზომებს. მკვეთრად აცდენაში მილიმეტრის მეათედებს ვგულისხმობ, მინიმუმ ასეთი სიზუსტით უნდა გაკეთდეს. წინააღდეგ შემთხვევაში სასხლეტი ან გაუხეშდება ან საერთოდ არ იმუშავებს, რაც ძალიან არ მაწყობს. მოკლედ პირველ რიგში ჩარხების მფლობელების აზრი მაინტერესებს. როგორ ან სად უნდა მოვიპოვოთ ზუსტი ზომები და საერთოდ შეძლებთ თუ არა ვინმე ამის გამოჩარხვას და რამდენი დამიჯდება ეგეც მაინტერესებს თუ მოეკიდებით http://www.airgunspares.com/store/product/...-Part-No.-2713/ http://www.airgunspares.com/store/product/....-HW100MIDSEAR/ ფოტოებზე კარგად ჩანს სად არის გაცვეთილი და შემდეგ დაშენებული მეტალი ![]() ![]() ![]() პ.ს მსგავსი თემა ვერ ვნახე და რავიცი იყოს მაინც, სასხლეტის პრობლემებზე, დარბილებაზე და სხვადასხვა დაზიანებული დეტალების მოძიებაზე აქ ვპოსტოთ ბარემ
| |
| > |
|
|
![]() |
Mar 12 2018, 08:06 PM
პოსტი
#2
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,351 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი |
okela84 მოკლედ პირველ რიგში ჩარხების მფლობელების აზრი მაინტერესებს. როგორ ან სად უნდა მოვიპოვოთ ზუსტი ზომები და საერთოდ შეძლებთ თუ არა ვინმე ამის გამოჩარხვას და რამდენი დამიჯდება ეგეც მაინტერესებს თუ მოეკიდებით მაგის გაკეთება შეიძLება იოლად ჩანდეს და დადუღება შეიძLება გამოსავლად აღიქმებოდეს, მაგრამ რეალში სასხლეტის ეგ დეტალები და განსაკუთრებით ეგ შეხების ადგილები დიდ ცვეთას განიცდის დიდი ძალისა და შედეგად წარმოქმნილი ხახუნის გამო, ნუ ეგ მემგონი უჩემოდაც იცი აი საიდუმლო მანდ რაცაა არის გამწლეობა მაგ დეტალების, დადუღება გამოსავალი არაა რადგან ელექტროდებში რბილი რკინა გამოიყენება რომლის წრთობაც პრაქტიკულად შეუძლებელია, ყოველთვის რბილი იქნება და უცებ გაცვდება. მსოფლიოში არის შემდეგი მარტივი გამოსავალი: - იღებენ უკვე ნაწრთობ ლითონის ფირფიტას (ნუ მეტრობით რაც არის მთლიან ფურცელს) - ელექტრო ეროზირების დაზგით ხდება რამდენიმე ასეულის და ათასეულის ამოჭრა - იმის გამო რომ ასეთი ამოჭრისას ფოლადი ტემპერატურულ ცვლიებას არ განიცდის, ლითონი არ კარგავს ნაწრთობი ფოლადის თვისებებს და მაქსიმალურად დიდხნით უძლებს დატვირთვებს იმის გამო რომ ზედაპირი ლამის სარგესავით სუფთაა და ხახუნი მინიმალურია, პლიუს ზედაპირი არის ნაწრთობი და ლითონი ლითონზე შეხებისას არ განიცდის ზედაპირები ერთმანეთის დეფორმაციას ან ჩამოკბეჩას... სამწუხაროდ ელექტო ეროზირების დაზგა საქართველოში ალბათ სულ 1-2 ცალი იქნება შემორჩენილი ან ნაყიდი და სად აქვს და ვის აქვს მე პირადად არ ვიცი. თან ერთი და 2 დეტალისთვის მისი ჩართვას აზრი არ აქვს, მასიურად 1000 ცალს კი შენ ვერ დაუკვეთავ, არც ფასი გიღირს და სად ჯანდაბაში უნდა წაიღო.... პლიუის ფოლადის მარკაა გასარკვევი, რომელიც უცნობია და ძალიან ბევრი ინფორმაციაა გადასაქექი სანამ რაიმე შესაბამისს ნახავ. ამ ეტაპზე შეიძLება გამოიყენო შემდეგი გამოსავალი, აიღე მაგალითად პაჩებნიკის გარსი, ან ბურთულა ან რუსული სვერლო r15 (მგონი არარც მახსოვს სახელი და მარკა), მიიტანე სადმე სამჭედლოში ან შენით იშალიჩე და გაახურე სითეთრემდე, მერე ურტყი სანამ მიახლოებით ერთგვაროვან სწორზედაპირს არ მიიღებ (რაღაც პატარა ლისტის ნაჭერივით რომ გამოგივიდეს...) მერე უნდა დაამუშავო ზედაპირიც და ფორმაც ტაჩილით ან ზუმფარის ქაღალდის გრინდერის გამოყენებით, სასურველი ფორმეწბის მიღების მერე ისევ გინდა გაცხელება და მკვეთრი გაციება როპმ რკინის მდგომარეობიდან ისევ ფოლადში გადაიყვანო მასალა. ოღონდ მაგას 2 ეტაპი უნდა, პირველ ჯერზე ძალიან აწითლებ და აცივებ, იღებ იდეალურ ფოლადს მაგრამ ძალიან დაჭიმული კრისტალური მესერით, შედეგად ძალიან მყიფე და მსხვრევადია, ამიტომაც, მეორეჯერ უნდა გაცხელება, მაგრამ უფრო სუსრად და ისევ გაციება. ამ დროს კრისტალური მესერის გადაწყობა ხდება და გარეკანი ისევ სრიალა და გამძლეა, შუაშI კი ლითონი შედარებით რბილია, ამ ეფექტის გამო მყიფე აღარაა ფოლადი და დატვირთვებს უფრო იოლად იღებს მარკის და მიხედვით პირველი და მეორე გაცხელება გაციების და ტემპერატურების შესახებ ინფორმაციის მოპოვება შედარებით იოლია ინტერნეტში.... P.S. არის კიდევ მეორე მეთოდი, მაგას ლითონის ზედაპირის ცემენტირება ჰქცია. ანუ იღებ ნებისმიერ ლითონს და მისცემ სასურველ ფორმას, შემდეგ კი აცხელებ და დებ სპეციალურ ფხვნილში, ფხვნილი ეწეპება ზედაპირს და ისევ ამ ფხვნილიანად ხდება გაწითლება ლითონის, შედეგად კრისტალურ მესერში ემატება საჭირო ნივთიერებები და გაციების შემდეგ ზედაპირი რამდენიმე მიკრონი არის, მყარი და ფოლადივით სრიალა, თუმცა ამ მეთოდის დროს ჯკერ საშოვნელია ის ოხერი ფხვნილი და თან არასწორი გამოყენებისას ხაოიანი ზედაპოირი გამოდის, მილი აკესვა კი იწვევს ცემენტირებული ზედაპირის მოცილებას და შედეგად ისევ რბილ რკინას იღებ.... ასე რომ ჩემის აზრით ჯობია პირველი მეთოდის გზით წახვიდე....
| |
| > |
|
|
okela84 სასხლეტების გაუმჯობესება, შეკეთება Mar 12 2018, 02:24 PM
name მეც მსგავსი პრობლე... Mar 12 2018, 05:57 PM
okela84 ja_ja
ანუ უარეს შარში ... Mar 13 2018, 09:49 AM
vexam ) ცემენტირება მარტ... Mar 13 2018, 11:46 AM
ja_ja vexam
კი დაუმზადებენ ... Mar 14 2018, 10:00 AM
okela84 vexam
მარტო მასალას დ... Mar 14 2018, 12:38 PM
vexam გეთანხმებით, ქარხნ... Mar 14 2018, 12:40 PM
okela84 vexam
30 ფუნტი ჯდება ორ... Mar 14 2018, 12:54 PM
vexam მე გავაკეთებდი შემ... Mar 14 2018, 01:20 PM
vexam ვაა..ამდენი ტყუილა... Mar 14 2018, 01:39 PM
okela84 vexam
დიდი მადლობა მე... Mar 14 2018, 03:38 PM
aleqsa okela84
გამარჯობა. ერთ... Mar 14 2018, 04:17 PM
ja_ja vexam
ციტატა(vexam @ 14th March ... Mar 14 2018, 05:23 PM
vexam ციტატა(ja_ja @ Mar 14 2018, 06... Mar 16 2018, 11:30 AM
okela84 aleqsa
გაგიმარჯოს, მად... Mar 14 2018, 08:19 PM
ja_ja okela84
ციტატა(aleqsandre @ 14th... Mar 14 2018, 09:17 PM
okela84 ციტატა(ja_ja @ Mar 14 2018, 10... Mar 16 2018, 12:12 AM
okela84 პროსპექტზე გააკეთ... Apr 1 2018, 11:34 PM
aleqsa okela84
ციტატა(aleqsandre @ 2nd... Apr 1 2018, 11:52 PM
okela84 aleqsa
მეორე საფეხური ... Apr 2 2018, 08:30 AM![]() ![]() |
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th November 2025 - 11:20 AM |
| Hosted by Pro-Service |