![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
||
![]() ზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სულებზე მონადირე პოსტები: 1,619 რეგისტრ.: 23-September 16 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 2,202 ქალაქი:თბილისი ![]() |
მოგესალმებით მეგობრებო. შევიძინე კრალი ნპ-01 და მინდა გაგიზიაროთ ამ მოდელის შესაძლებლობები. მოყვა მას კარგი პლასტიკის ქეისი, საკმაოდ მოცულობითი. კონდახის მოხსნის შემთხვევაში, თავისუფლად თავსდება ოპტიკიანად. ასევე მოყვა 2 მჭიდი და კოლიმატორი, რომელიც ჩემი შეხედულებით უხარისხოა. რეზერვუარი 105კბ-ია. დავტენე რეზერვუარი 200 ბარზე და ზუსტად 110 ბარამადე მომცა 28 გასროლა. სიჩქარის რეგულატორი მაქსიმუმზე მქონდა. ![]() ![]() ეს მანომეტრის ფოტოები, პირველი მჭიდის გასროლის შემდგომ მანომეტრმა ზუსტად 150ბარი მიჩვენა. ძალიან ცხელა დღეს და ვერ შევძელი დიდხანს გარეთ გაჩერება. სულ რამოდენიმე ჯგუფი გავაკეთე და გიჩვენებთ, ყველა გასროლა გაკეთდა მჭიდიდან, მანძილი 18 მეტრი. ტყვია ჯსბ 0,67. სიჩქარე არ ვიცი. ეს პირველი ჯგუფია სადაც 14 გასროლა გაკეთდა ![]() შემდგომი ორი ჯგუფი 5 გასროლა და ბოლო 4 გასროლა ![]() ![]() ![]() ფიშტო როგორც იტყვიან ყუთიდან არის, არ გამიკეთებია ფასკა და არც სასხლეტი დამირეგულირებია. სასხლეტი საკმაოდ მძიმეა და საჭიროებს რეგულირებას. ამ დღეებში კიდევ შემოგთავაზებთ ინფოებს სხვა უფრო შორ მანძილზე და სხვა წონის ტყვიებით. შედეგებმა ჩემს მოლოდინს გადააჭარბა
| |
> |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
||
![]() მაძიებელი ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 402 რეგისტრ.: 9-August 16 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 2,195 ქალაქი:თბილისი ![]() |
ნპ1-ის რეზერვუარის მოცულობასთან კითხვები თავიდანვე ჩნდებოდა. პირველივე კითხვა მქონდა - რატომ ნპ2 არ შეარჩიეთქო და თავისი არგუმენტაცია ჰქონდა giga2010 -ს. თუმცა, საბოლოოდ მშვენიერი ვარიანტი გამოვიდა და ვულოცავ მფლობელსაც და ჯა-ჯასაც ასეთ კარგი პროექტის წარმატებით დასრულებას. აქვე მოკრძალებული რჩევა - წონა თუ შესამჩნევად გაგეზარდათ და დისკომფორტს გიქმინთ, კარბონის ბალონებიც არის საიტებზე მსგავსი მოცულობის (ბალონზე გადაყვანის მსგავს პროექტებში, ფორუმებზე განხილულია კარბონის ბალონებით წონის კორექტირების ვერსიებიც). შეკითხვები ჯა-ჯასთან: 1. გადამყვანი პორტი თქვენი "ნახელავი" არის თუ მზა სახით არის შესაძლებელი საიტებზე შეკვეთა? თუ "ჰენდმეიდ" არის, მასალად რა არის გამოყენებული? 2. სარქველი (კლაპანი) თქვენი "ნახელავი" არის თუ დონორად არის გამოყენებული რომელიმე პნევმატი (რომელი)? სარქველის ზამბარა აშკარად არ არის ქარხნული დაბოებებით, ამიტომ ვვარაუდობ, რომ სარქველიც "ჰენდმეიდ" არის. რა მასალა არის გამოყენებული სარქველის დასამზადებლად (ალუმინი, რკინა თუ არ აქვს ამას საკვანძო მნიშვნელობა)? 3. შრაუდერი საიტებზეა შეძენილი თუ თქვენი ნახელავია და მაცენტრირებელი დეტალები თქვენით გამოჩარხული?
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th June 2025 - 06:48 AM |
Hosted by Pro-Service |