|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
Jul 3 2017, 03:45 PM
პოსტი
#1
|
||
![]() ზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სულებზე მონადირე პოსტები: 1,619 რეგისტრ.: 23-September 16 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 2,202 ქალაქი:თბილისი |
მოგესალმებით მეგობრებო. შევიძინე კრალი ნპ-01 და მინდა გაგიზიაროთ ამ მოდელის შესაძლებლობები. მოყვა მას კარგი პლასტიკის ქეისი, საკმაოდ მოცულობითი. კონდახის მოხსნის შემთხვევაში, თავისუფლად თავსდება ოპტიკიანად. ასევე მოყვა 2 მჭიდი და კოლიმატორი, რომელიც ჩემი შეხედულებით უხარისხოა. რეზერვუარი 105კბ-ია. დავტენე რეზერვუარი 200 ბარზე და ზუსტად 110 ბარამადე მომცა 28 გასროლა. სიჩქარის რეგულატორი მაქსიმუმზე მქონდა. ![]() ![]() ეს მანომეტრის ფოტოები, პირველი მჭიდის გასროლის შემდგომ მანომეტრმა ზუსტად 150ბარი მიჩვენა. ძალიან ცხელა დღეს და ვერ შევძელი დიდხანს გარეთ გაჩერება. სულ რამოდენიმე ჯგუფი გავაკეთე და გიჩვენებთ, ყველა გასროლა გაკეთდა მჭიდიდან, მანძილი 18 მეტრი. ტყვია ჯსბ 0,67. სიჩქარე არ ვიცი. ეს პირველი ჯგუფია სადაც 14 გასროლა გაკეთდა ![]() შემდგომი ორი ჯგუფი 5 გასროლა და ბოლო 4 გასროლა ![]() ![]() ![]() ფიშტო როგორც იტყვიან ყუთიდან არის, არ გამიკეთებია ფასკა და არც სასხლეტი დამირეგულირებია. სასხლეტი საკმაოდ მძიმეა და საჭიროებს რეგულირებას. ამ დღეებში კიდევ შემოგთავაზებთ ინფოებს სხვა უფრო შორ მანძილზე და სხვა წონის ტყვიებით. შედეგებმა ჩემს მოლოდინს გადააჭარბა
| |
| > |
|
|
![]() |
Oct 31 2017, 08:16 PM
პოსტი
#2
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,351 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი |
ასე იყო თუ ისე მგონი ძალიან, ძალიან დიდი ხანია არაფერი მიმოხილვის მაგვარი არ დამიდია.... საქმეებმა გადამიყოლეს, ნაწილი პირადი, ნაწილი მანქანის, ნაწილი სამსახურის და ... და ნაწილიც კოსმოსური ხომალდის მშენებლობის გადამკიდე ასეა თუ ისეა ერთ მშვენიერ დღეს ერთერთმა ყველასათვის ნაცნობმა ადამიანმა მომაკითხა და სერიოზული ხმით მითხრა რომ ან დავეხმარებოდი მისი სურვილის რეალობაში ასახვაში ან არა და საქართველოში მეტად პოპულარულ მეთოდს მიმართავდა მიტინგების სახით პირდაპირ ჩემს კარებთან ... იმდენად სერიოზული წინადადება იყო რომ მომიწია ჩემს ტახტრევანზე წამოკოტრიალება, სტაფილოს მოკვნეტა და სანამ ბედნიერად ვიტამინებით სავსე მასას მივირთმევდი ტვინში სხვადასხვა გრანდიოზული იდეები იჩენდა თავს.... როდესაც სტაფილო დამთავრდა იდეა ჩამოყალიბებული იყო, კბილები გაცვეთილი, ყურები დაცქვეტილი და მე კიდევ მზად ვიყავი გრანდიოზულ-სერიოზული იდეაც აზრებიდან რეალურ სამყაროში გადმომეტანა.... ამისათვის საჭიროა იყო სულ რაღაც რამდენიმე კომპიუტერული შელოცვა ნახაზებისთვის, რამდენიმე შელოცვა ინტერნეტ მაღაზიებისთვის და რა თქმა უნდა საკუთარი ხელების ჩქარი მოძრაობა.... მოკლედ რომ ვთქვათ ნამეტანი გავუბერე იმდენად ჩახვეული შესავალი გამომივიდა, არადა საქმე სულ რაღაც 110 კუბის 380 კუბამდე გაზრდას შეეხება ამიტომაც, ერთერთმა მომხმარებელმა მომმართა სხვადასხვა იდეებით, რომ რამენაირად მოცულობა გაგვეზარდა, ამასობაში მოდერი სრული ზომით არ დაგვეყენებინა, რათა კომპაქტურობა შეგვენარჩუნებინა და თან მოდერის ფუნქციებიც შენარჩუნებული ყოფილიყო.... ნუ პატრონი მოგვიანებით თუ მოისურვებს მერე თვითონ გააკეთებს კომენტარებს და შესწორებებს რაც მე შემეშლება.... ანუ ყველამ იცით NP1-ი როგორ გამოიყურება, თუ ვინმეს არ გახსოვთ გთხოვთ ქვემოთ მოყვანილ სურათს დააკვირდეთ მხოლოდ პისტოლეტი, პლასტმასის სახელურით და მოხსნილი კონდახით ![]() პისტოლეტი სრული პლასტმასის კონდახით ![]() თავიდან განხილული იყო რამდენიმე ვერსია, მოვაწყვეთ რამდენიმე შეხვედრა რომლის შედეგადაც დავჯექი და მიახლოებით აი ასეთი კონცეპტუალური აზრი მოვხაზე ![]() ფრთხილად, ნახაზი ფარულ შეცდომებს შეიცავს მოკლედ ნაყიდი იყო მასალა, რეზერვუარი 380 კუბიანი, დამტენი პორტი, მანომეტრი და დანარჩენი საკუთარი ხელოვნება, ნუ პლიუს ჩემი საყვარელი დროში გაჭიმვა ასე იყო თუ ისე წავიდა მუშაობა და გამოჩნდა პირველი ჩანასახები.... პირველ რიგში ავიღე და დავშალე საყვარელი NP1-ი თუმცა ამ კონკრეტული ეგზემპლარის ეს უკვე მერამდენე დაშლა იყო აღარ ვიცი, ამაზე ცოტა მოგვიანებით ![]() ამოვიღე თავისი სახელურიდან და დავიწყე შესწავლა ![]() ![]() რის შემდეგაც გამოჩნდა შემდეგი სამუშაოები, კლაპანი და გადამყვანი ახალი რეზერვუარის მისაერთებლად ![]() მგონი ჩანს ყველა შემადგენელი ნაწილი, ასე რომ ზედმეტი კითხვები არ უნდა გაჩნდეს რა როგორ რანაირად რამდენია საჩალჩო.... ესეც უკვე აწყობილი ვერსია ![]() ამას ყველაფერს კი სჭრდება თავისი შემაერთებელი რომელიც ახალ რეზერვუარს დააკავშირებს ახალ კლაპნის სისტემასთან.... ![]() ![]() ესეც საბოლოოდ აწყობილი ![]() გარდა ამისა საჭირო იყო შრაუდერი, მოდერის სანაცვლოდ, შრაუდერი კი ბევრს მხოლოდ წარმოუდგენია რომ სწორი მილია, ამასობაში მას თავისი ხუფები უნდა წინ და უკან, სჭრდება მაცენტრირებელი, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ასევე დამჭირდა ვიზუალური სილამაზისთვის თავისი შემავსებელი რომელიც საშუალებას მომცემდა ჰარმონიულად შეერთებულიყო შრაუდერი, ლულა და ახალი რეზერვუარი ერთმანეთთან ![]() ეს კი ეგრეთწოდებული Kit-ი სრული კომპლექტაციით ![]() ეს კიდევ Kit-ი და დონორი ერთად ![]() შედეგად დონორისგან აღარ გვჭირდება საწყისი რეზერვუარი, ასე რომ მას გვერდზე ვდებთ და ვიწყებთ აწყობას ![]() ![]() როდესაც რეზერვუარი თავის ადგილზეა, ვიწყებთ შრაუდერის ჩამოცმას, მაგრამ იმის გამო რომ შრაუდერი პირდაპირ კოლოფამდე არ მიდის შუაში რჩებოდა რაღაც გაუგებარი ადგილი, მომიწია დეკორატიული დეტალის მორგება, რომელიც შრაუდერის ფორმას გააგრძელებდა, მაგრამ სინამდვილეში ულამაზობას დამალავდა და მთელს კონსტრუქციას ჰარმონიულს გახდიდა სწორედ ამ დეტალის ჩამოცმის პროცედურას ხედავთ ეხლა ![]() შემდეგ უკვე შრაუდერის უკანა ხუფი, მაცენტრირებელი დეტალი ლულის ჭრილზე, და თვითონ შრაუდერის მილი წინა ხუფით და ქეჩებით ![]() ![]() ![]() ![]() საერთო ჯამში გამოვიდა რაღაც ისეთი რასაც ქვევით სურათებზე ხედავთ, როგორც მთლიან ფორმაში ასევე ზოგიერთ დეტალს ახლოდან ![]() ![]() ![]() ეს ყველაფერი რაც შეეხება რკინეულობას, ახლა სახელური თუ კონდახია რაღაც ფორმაში მოსაყვანი, ამაში მე მონაწილეობა აღარ მიმიღია,. მფლობელმა თვითონ მონახა მშვენიერი გამოსავალი რაც მინდა ვთქვა რომ სრულიად შემთხვევით საკმაოდ ჰარმონულად ჩაჯდა... რა თქმა უნდა იქ გადანაჭერი და რაღც პატარა ხედებზე მოდავება შეიძლება თუ ნამეტანი ინტრიგანი ხარ ან პერფექციონისტი, მაგრამ ლამის ქარხნულ ვარიაციაში ჩაჯდა მინიმალური ცვლილებებით ცვლილებებისთვის კი ჯერ დააკვირდით საწყის ფორმას ![]() შემდეგ შემცირებულ ვერსიას (რადგან ახალი მანომეტრი და გადამყვანი საშუალებას აღარ იძლეოდა საწყისი სახელური ყოფილიყო გამოყენებული) ![]() და აქვე შეგიძლიათ გაეცნოთ ერთდროულად რა იყო და რა გახდა ![]() ესეც მორგება და საბოლოო ხედი ![]() ![]() ![]() ასე იყო თუ ისე იყო ეს ეპოპეა დასრულდა, შემდეგ ერთი ორჯერ დაგვჭირდა კორექტირება, რადგან საჩქაროდ აწყობილი კლაპნიდან აპარებდა, გასწორების შემდეგ, რატომღაც დამტენმა პორტმა აურია, და როდესაც ესეც გასწორდა მემგონი იმის მერე მხოლოდ მფლობელის გამოხმაურებასღა ველოდებით. ნუ თავიდან დარეგულირებაც საჭირო გახდა, რადგან თურქები კლაპანში 5 მილიმეტრიან შვაბრას იყენებენ, მე კი თხელი კლაპნის ღერძ გამოვიყენე შედეგად ჰაერის გადაცემის ეფექტურობა გაიზარდა და ტყვიის სიჩქარე 265-მდე ავიდა, მაგრამ ამასობაში მოკლე ლულის გამო გასაგებია რომ ველური გადახარჯვა იყო, რამდენიმე განხილვის შემდეგ რამდენადაც მე ვიცი ამ მომენტისთვის მფლობელმა დაარეგულირა რამდენიმე პარამეტრი შედეგად სიჩქარე სადღაც 220-230-ის დიაპაზონშია და გასროლების რაოდენობა 70-დან 100-მდე მერყეობს. მგონი სულ ეს იყო.... ვნახოთ მერე შეიძლება ეს თემა ცალკე გავიტანო, მაგრამ ჯერ აქ იყოს P.S. იმედია ამ თემის სურათებიც დროთაგანმავლობაში არ გაქრება.... ასლს მაინც შევინახავ
| |
| > |
|
|
giga2010 კრალი ნპ-01 Jul 3 2017, 03:45 PM
ja_ja რეპორტის დაწერისთ... Jul 3 2017, 04:36 PM
giga2010 ja_ja
გასაგებია, გავით... Jul 3 2017, 06:55 PM
vexam 1. 18 მეტრი;
2. თურქული;
3... Jul 3 2017, 07:07 PM
giga2010 კოლიმატორით არ მის... Jul 3 2017, 07:25 PM
okela84 გილოცავ გიგა, მშვე... Jul 3 2017, 08:08 PM
giga2010 ციტატა(okela84 @ Jul 3 2017, 09... Jul 4 2017, 06:55 PM
userman giga2010
გილოცავ შენაძ... Jul 3 2017, 08:16 PM
giga2010 ციტატა(userman @ Jul 3 2017, 09... Jul 3 2017, 08:33 PM
giga2010 okela84 userman
მადლობა მეგ... Jul 3 2017, 08:24 PM
pilotina მშვენიერია, გილოცა... Jul 3 2017, 11:45 PM
ბაიკერი წონაში რამდენია? Jul 5 2017, 10:59 AM
giga2010 ოფიციალურ საიტზე 1,6... Jul 5 2017, 01:37 PM
giga2010 დღეს მოვარგე ახალი... Jul 9 2017, 12:20 PM
pilotina მშვენიერია! განს... Jul 9 2017, 12:43 PM
giga2010 ერთი მინდა მოვიცალ... Jul 9 2017, 12:50 PM
koba1973 giga2010
სიმპათიური ჩან... Jul 9 2017, 03:38 PM
giga2010 რავიცი, მე ძაან მომ... Jul 9 2017, 04:48 PM
okela84 ძაან მშვენიერია, რ... Jul 9 2017, 05:33 PM
ბაიკერი ყველაზე მეტად მაინ... Jul 9 2017, 06:19 PM
gregory ეგ პრობლემა მარტივ... Jul 9 2017, 08:22 PM
ბაიკერი gregory
ეგ ახლებზეცაა თ... Jul 9 2017, 08:45 PM
giga2010 ახალი კრალის პუნჩე... Jul 9 2017, 09:01 PM
giga2010 სალამი მეგობრებო. ... Jul 13 2017, 11:32 AM
userman giga2010
რა მაინტერესე... Jul 13 2017, 02:32 PM
giga2010 ციტატა(userman @ Jul 13 2017, 03... Jul 13 2017, 06:59 PM
ja_ja რა სტრანნი ფორმა ა... Jul 14 2017, 10:34 AM
gregory ja_ja
რადნოი არაა. რად... Jul 14 2017, 12:22 PM
ბაიკერი ლეშის დაემგვანა კო... Jul 14 2017, 12:56 PM
giga2010 ციტატა(ბაიკერი @ Ju... Jul 14 2017, 06:23 PM
giga2010 რადნოი შენახული მა... Jul 14 2017, 06:16 PM
giga2010 50 მეტრზე ვისროლე, მ... Jul 14 2017, 07:30 PM
okela84 giga2010
რატომ არ მიპას... Jul 14 2017, 07:53 PM
giga2010 ციტატა(okela84 @ Jul 14 2017, 08... Jul 14 2017, 07:56 PM
okela84 giga2010
არა მხოლოდ ფოტ... Jul 15 2017, 11:05 AM
okela84 giga2010
უი გიწერია კოლ... Jul 15 2017, 12:44 PM
giga2010 ციტატა(okela84 @ Jul 15 2017, 01... Jul 15 2017, 07:48 PM
giga2010 დღეს მოვახერხე მეს... Jul 17 2017, 08:10 PM
giga2010 დამავიწყდა, ვისროლ... Jul 17 2017, 08:17 PM
okela84 მიუხედავად იმისა რ... Jul 17 2017, 09:26 PM
giga2010 ოპტიკით ვისროლე Jul 17 2017, 09:28 PM
okela84 ციტატა(giga2010 @ Jul 17 2017, 10... Jul 17 2017, 10:18 PM
giga2010 ციტატა(okela84 @ Jul 17 2017, 11... Jul 17 2017, 10:43 PM
okela84 giga2010
ეს ჯსბ 0.67 მაგარი... Jul 18 2017, 01:03 AM
mamukaaa გამარჯობათ.
ნადირო... Jul 21 2017, 07:20 AM
giga2010 ციტატა(mamukaaa @ Jul 21 2017, 08... Jul 21 2017, 03:57 PM
okela84 mamukaaa
ყვავის ზომის ფ... Jul 21 2017, 09:54 AM
mamukaaa გაიხარე.დიდი მადლო... Jul 22 2017, 07:20 AM
giga2010 ესეთი შედეგები მივ... Jul 22 2017, 09:43 PM
koba1973 giga2010
0.475 ით აშკარად უ... Jul 22 2017, 10:58 PM
ja_ja giga2010
35 მეტრისთვის დ... Jul 23 2017, 08:48 AM
okela84 ციტატა(koba1973 @ 22nd July 2017 ... Jul 23 2017, 09:25 AM
giga2010 ჯსბ 0,547 ბევრად უკეთ... Jul 23 2017, 10:48 AM
okela84 giga2010
ციტატა(giga2010 @ 23rd ... Jul 23 2017, 03:18 PM
giga2010 დღეს მოვარგე ოპტიკ... Jul 31 2017, 10:06 PM
mamukaaa კარგია.მშვიდობაში Jul 31 2017, 11:28 PM
koba1973 giga2010
ციტატა(giga2010 @ 31st ... Aug 1 2017, 12:36 AM
gregory giga2010
ვიზუალურადაან ... Aug 1 2017, 06:55 AM
mamukaaa მაგრა მაინტერესებ... Aug 2 2017, 08:25 AM
gregory mamukaaa
გიგამ ტქვა რომ 4... Aug 2 2017, 12:30 PM
giga2010 ციტატა(gregory @ Aug 2 2017, 01... Aug 2 2017, 02:50 PM
giga2010 დღეს ესეთი შედეგებ... Aug 4 2017, 08:00 PM
pilotina მე მგონი ადრინდელი... Aug 4 2017, 08:17 PM
giga2010 ციტატა(pilotina @ Aug 4 2017, 09... Aug 4 2017, 08:31 PM
gregory giga2010
აი ეს მოუხდებო... Aug 5 2017, 02:00 PM
giga2010 ციტატა(gregory @ Aug 5 2017, 03... Aug 5 2017, 02:49 PM
gregory ციტატა(giga2010 @ 5th August 2017... Aug 5 2017, 04:25 PM
giga2010 ციტატა(gregory @ Aug 5 2017, 05... Aug 5 2017, 08:23 PM
okela84 კონდახი რ15 -ის აქვს b... Aug 5 2017, 07:02 PM
giga2010 სალამი მეგობრებო. ... Aug 13 2017, 07:05 PM
pilotina ვა, FTT-მ მართლაც მშვე... Aug 13 2017, 09:11 PM
giga2010 დღეს დაკეტილი იყო ... Aug 13 2017, 09:31 PM
giga2010 სალამი მეგობრებო, ... Aug 29 2017, 12:54 PM
ja_ja giga2010
3 მილიმეტრამდე ... Aug 29 2017, 09:46 PM
giga2010 ციტატა(ja_ja @ Aug 29 2017, 10... Aug 29 2017, 10:08 PM
giga2010 მაპატიეთ ლულის გად... Aug 29 2017, 10:38 PM
giga2010 ესეც დღევანდელი 2 ჯ... Aug 30 2017, 12:46 PM
giga2010 როგორც იქნა მეღირს... Aug 31 2017, 05:48 PM
pilotina giga2010
ციტატა(giga2010 @ 31st ... Aug 31 2017, 11:38 PM
giga2010 ციტატა(pilotina @ Sep 1 2017, 12... Aug 31 2017, 11:45 PM
giga2010 სალამი მეგობრებო, ... Sep 12 2017, 03:12 PM
okela84 giga2010
Bravo giga, gilocav martla kargia shedeg... Sep 12 2017, 03:36 PM
giga2010 ციტატა(okela84 @ Sep 12 2017, 04... Sep 12 2017, 03:41 PM
pilotina giga2010
გილოცავ, ნამდვ... Sep 12 2017, 04:53 PM
giga2010 pilotina
მადლობა. საინტ... Sep 12 2017, 05:10 PM
userman giga2010
ეს შედეგი ლული... Sep 12 2017, 06:54 PM
giga2010 ციტატა(userman @ Sep 12 2017, 07... Sep 12 2017, 07:29 PM
mamukaaa გამარჯობათ.
რამდენ... Oct 11 2017, 09:25 PM
giga2010 ციტატა(mamukaaa @ Oct 11 2017, 10... Oct 11 2017, 09:42 PM
userman mamukaaa
ციტატა(mamukaaa @ 11th ... Oct 12 2017, 04:20 AM
mamukaaa მაგარი ყოფილა.მთავ... Oct 12 2017, 06:01 PM
giga2010 4,5 კალიბრი, 40-70 მეტრა... Oct 12 2017, 06:10 PM
chicho ძალიან კარგი თემაა... Oct 31 2017, 07:04 PM
giga2010 მინდა მადლობა მოვუ... Oct 31 2017, 09:09 PM
Multi-Tool ja_ja
ნანახი მაქვს და... Oct 31 2017, 10:27 PM
gregory ეუჰ, რამდენი გიშრო... Nov 1 2017, 09:58 AM
vexam ციტატა(gregory @ Nov 1 2017, 10... Nov 1 2017, 10:42 AM
vexam ნპ1-ის რეზერვუარის ... Nov 1 2017, 10:28 AM
gregory კიდევ ერთი შეკითხვ... Nov 1 2017, 10:54 AM![]() ![]() |
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 14th November 2025 - 05:15 AM |
| Hosted by Pro-Service |