![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
||
![]() ცნობის მოყვარე ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 10 რეგისტრ.: 26-September 14 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1,991 ქალაქი:თბილისი ![]() |
გამარჯობა ეს თოფი ვიყიდე(ახალი) და ჩემთვის საკმაოდ კარგია, მაგრამ ოპტიკური სამიზნე ვერ გავასწორე, კი ვიცი რომ მოყოლილი სამიზნე ვარსკვლავებს არ წყვეტს მაგრამ ზუსტად ვერ ვისროლე მიყოლებით რამდენიმე ტყვია დ, ვითომ არც გასწორდება? ახალი სამიზნე რომ ვიყიდო ასე 100-150 ლარად უკეთესს ვერ ვიყიდი თუ იგივე იქნება? კიდევ მაინტერესებს რაღაც და ცალკე რომ არ გავსნა თემა აქ დავწერ, რამდენა კარგია ეს თოფი თქვნი აზრით ? დაახლოებით რამდენ გასროლაზე მეყოფა ნორმალურად რომ გავისროლო ნიტრო პისტონის სიმძლავრე? აი ეს არის: Vantage
| |
> |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
||
![]() მსროლელი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 510 რეგისტრ.: 7-September 10 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 471 ქალაქი:თბილისი ![]() |
123gia123 პირველ რიგში გილოცავ, მშვენიერი არჩევანია. ცოტა შეეჩვევი თოფს, ტყვიებსაც მოარგებ და არ იქნები უკმაყოფილო ნამდვილად ![]() ჩამოგიწერ იმ მიზეზებს, რაც ჩემი აზრით შეიძლება იყოს ეგეთი გაფანტვის მიზეზი: 1. გქონია თუ არა აქამდე შეხება დაახლოებით იგივე ტიპის ზდპსთან, თუ ეს შენი პირველი იარაღია? 2. შეამოწმე ოპტიკა თუ გიყენია სწორად და მყარად. ძალიანაც არ გადაუჭირო რინგებს არ დააზიანო ოპტიკა. 3. როგორც აღნიშნე თოფი ახალია, დააკვირდი დიზელის ეფექტს (გასროლისას დიდი ხმა ხომ არ აქვს და ლულიდან კვამლი თუ გამოდის, რა რაოდენობით) 4. შეურჩიე ტყვია. რასაც შენ ამ დროისთვის ისვრი კარგ სიზუსტეს ნუ მოთხოვ მაგ ტყვიას, უფრო პლინკისთვის გამოიყენე. რა თქმა უნდა უკეთესი იქნება თუ მხოლოდ ერთ ტყვიას შეაჩვევ ლულას და დაახლოებით 50 მდე გასროლის შემდეგ დაიწყებ სიზუსტეზე ფიქრს. ჩემი გამოცდილებით (რამდენიმე ბიძაშვილი მქონია ვანტაჟის) კარგად უნდა ისროდეს JSB EXACT 8.44 გრეინს - 0.547 გრამს. 25 ლარამდე ღირს 500 ცალიანი კოლოფი. შეგიძლია შეიძინო გრიგოლთან, ან მაღაზია მაგნუმში. 5. 100-150 ლარად მაგაზე უკეთესს ვფიქრობ ვერაფერს იყიდი და არამგონია რომ დასაწყისისთვის შეცვლაზე ფიქრი ღირდეს - თუ რა თქმა უნდა თუ ოპტიკა არ არის დაზიანებული და ყველა გასროლაზე არ ირევა. შეცვალე ტყვიები, ნახავ არის თუ არა ოპტიკის ბრალი. თუ შეხება არ გქონია აქამდე იგივე კლასის ზდპ-სთან ჩაგიგდებ რამდენიმე ვიდეოს როგორ უნდა გეჭიროს ზდპ გასროლისას და ა.შ ზდპ-ს სიზუსტეზე სხვა რამდენიმე ფაქტორიც შეიძლება მოქმედებდეს, მაგრამ არა ისე, როგორც შენ აღწერ - 10 მეტრში 5 სმ ძალიან ბევრია. წარმატებები P.S მომენატრეთ ხალხნო რამდენი ხანია აღარ შემოვსულვარ აქ...
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th July 2025 - 07:38 AM |
Hosted by Pro-Service |