![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
||
![]() ზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სულებზე მონადირე პოსტები: 1,619 რეგისტრ.: 23-September 16 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 2,202 ქალაქი:თბილისი ![]() |
მოგესალმებით მეგობრებო. შევიძინე კრალი ნპ-01 და მინდა გაგიზიაროთ ამ მოდელის შესაძლებლობები. მოყვა მას კარგი პლასტიკის ქეისი, საკმაოდ მოცულობითი. კონდახის მოხსნის შემთხვევაში, თავისუფლად თავსდება ოპტიკიანად. ასევე მოყვა 2 მჭიდი და კოლიმატორი, რომელიც ჩემი შეხედულებით უხარისხოა. რეზერვუარი 105კბ-ია. დავტენე რეზერვუარი 200 ბარზე და ზუსტად 110 ბარამადე მომცა 28 გასროლა. სიჩქარის რეგულატორი მაქსიმუმზე მქონდა. ![]() ![]() ეს მანომეტრის ფოტოები, პირველი მჭიდის გასროლის შემდგომ მანომეტრმა ზუსტად 150ბარი მიჩვენა. ძალიან ცხელა დღეს და ვერ შევძელი დიდხანს გარეთ გაჩერება. სულ რამოდენიმე ჯგუფი გავაკეთე და გიჩვენებთ, ყველა გასროლა გაკეთდა მჭიდიდან, მანძილი 18 მეტრი. ტყვია ჯსბ 0,67. სიჩქარე არ ვიცი. ეს პირველი ჯგუფია სადაც 14 გასროლა გაკეთდა ![]() შემდგომი ორი ჯგუფი 5 გასროლა და ბოლო 4 გასროლა ![]() ![]() ![]() ფიშტო როგორც იტყვიან ყუთიდან არის, არ გამიკეთებია ფასკა და არც სასხლეტი დამირეგულირებია. სასხლეტი საკმაოდ მძიმეა და საჭიროებს რეგულირებას. ამ დღეებში კიდევ შემოგთავაზებთ ინფოებს სხვა უფრო შორ მანძილზე და სხვა წონის ტყვიებით. შედეგებმა ჩემს მოლოდინს გადააჭარბა
| |
> |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
||
![]() ზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სულებზე მონადირე პოსტები: 1,338 რეგისტრ.: 22-September 14 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 1,990 ქალაქი:თბილისი ![]() |
giga2010 გილოცავ, ნამდვილად მშვენიერი შედეგია! კაია, რომ სულ ძიებაში ხარ და ცდილობ გააუმჯობესო შედეგები. აქვე ერთ ვიდეოს მოვიყვან, საკმაოდ გრძელია, მაგრამ არაა აუცილებელი მთელი ვიდეოს ყურების, შედეგების განხილვა 41:30 დან იწყება. და საქმე რაშია, მაგათ ჩაატარეს ექსპერიმენტი,თუ როგორ მოქმედებს ლულის სიგრძე ჯგუფის ზომაზე და მივიდნენ დასკვნამდე, რომ ლულის სიგრძე პრაქტიკულად ჯგუფის ზომაზე არ მოქმედებს, არამედ უფრო მნიშვნელოვანია თოფის დანასტროიკება და სწორი ტყვია-სიჩქარის შერჩევა. სამივე ლულა ერთი LW ბლანკიდან დაამზადეს. ერთის ზომა იყო 8,5 სმ, მეორესი 30 სმ და მესამესი 40 სმ. სამივე ლულა ერთი და იგივე თოფზე დააყენეს და ერთი და იგივე ტყვიას ისროდნენ, ოპტიკაც ერთი და იგივე გამოიყენეს.
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th August 2025 - 08:42 PM |
Hosted by Pro-Service |